პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
საზოგადოება
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ვიყიდოთ სოფლის პროდუქცია სახლიდან გაუსვლელად - "ჩვენ პროდუქტს პირდაპირ გლეხებისგან ვიღებთ"
როგორ ვიყიდოთ სოფლის პროდუქცია სახლიდან გაუსვლელად - "ჩვენ პროდუქტს პირდაპირ გლეხებისგან ვიღებთ"

მე­დი­აჰოლ­დინ­გი "პა­ლიტ­რა" გა­ნაგ­რძობს სო­ცი­ა­ლურ კამ­პა­ნი­ას "იყი­დე ქარ­თუ­ლი" [ჰეშ­თე­გი #იყი­დე­ქარ­თუ­ლი] და კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში მო­რიგ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას წარ­მო­გიდ­გენთ, რო­მელ­მაც ჩვე­ნი ინ­ტე­რე­სი სოფ­ლის პრო­დუქ­ცი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის გამო მი­იქ­ცია.

Soplidan.ge - სა­იტს, რო­მელ­მაც ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა ცოტა ხნის წინ და­ი­წყო, უკვე ბევ­რი მომ­ხმა­რე­ბე­ლი ჰყავს. რო­გორც სა­ი­ტის დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, მათი მი­ზა­ნი თბი­ლი­სის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბის­თვის სოფ­ლის ჯან­მრთე­ლი პრო­დუქ­ტის მი­წო­დე­ბაა. სა­ი­ტის მთა­ვა­რი უპი­რა­ტე­სო­ბა ის არის, რომ მომ­ხმა­რე­ბელს სახ­ლი­დან გა­უს­ვლე­ლად შე­უძ­ლია ნა­ტუ­რა­ლუ­რი პრო­დუქ­ტის ონ­ლა­ინ შეკ­ვე­თა და მას შეკ­ვე­თილ პრო­დუქტს სახ­ლში მი­არ­თმე­ვენ. მა­გა­ლი­თის­თვის, სა­იტ­ზე იმე­რუ­ლი ყვე­ლის ყიდ­ვა 10.50 ლა­რად, სოფ­ლის დე­და­ლის შე­ძე­ნა 27 ლა­რად, ცა­ცხვი­სა და მინ­დვ­რის ყვა­ვი­ლის თაფ­ლის შეკ­ვე­თა კი 18 ლა­რად არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. პრო­დუქ­ცი­ის ნუს­ხა, რომ­ლის შე­ძე­ნა აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ი­ტი­დან შე­გიძ­ლი­ათ, საკ­მა­ოდ ვრცე­ლია.

იხი­ლეთ ვი­დეო "პა­ლიტ­რა­ნი­უს­ზე"

სა­ი­ტის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ორი ახალ­გაზ­რდა ქალ­ბა­ტო­ნია - ნინო მღებ­რიშ­ვი­ლი და ნა­თია ნი­ნი­კე­ლაშ­ვი­ლი. მათ ეს ნა­ბი­ჯი ქარ­თუ­ლი და ნა­ტუ­რა­ლუ­რი პრო­დუქ­ტის პო­პუ­ლა­რი­ზე­ბის­თვის და დი­ა­სახ­ლი­სე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად გა­დად­გეს. მათი თქმით, სოფ­ლის ნო­ბა­თის ონ­ლა­ინ შეს­ყიდ­ვის მსურ­ვე­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა დღი­თი­დღე მა­ტუ­ლობს, ყვე­ლა­ფე­რი კი სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­ი­წყო.

ნა­თია ნი­ნი­კე­ლაშ­ვი­ლი:

- მე და ნინო ათ წელ­ზე მე­ტია ოჯა­ხე­ბით ვმე­გობ­რობთ. ორი­ვეს გვყავს შვი­ლე­ბი, შე­სა­ბა­მი­სად ყო­ველ­თვის გვქო­და იმის პრობ­ლე­მა, თუ რამ­დე­ნად სუფ­თა და ნა­ტუ­რა­ლურ პრო­დუქტს ვაჭ­მევ­დით ჩვენს შვი­ლებს. გვქონ­და იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ სოფ­ლი­დან გა­მო­ეგ­ზავ­ნათ სოფ­ლის ქა­თა­მი, კვერ­ცხი, მაგ­რამ რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნია, რო­მელ­საც ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვს, ამი­ტომ ვი­ფიქ­რეთ, რომ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი დი­ა­სახ­ლი­სის­თვის, რო­მელ­საც პრო­დუქ­ტის ყიდ­ვა უწევს ქარ­ში, მზე­სა თუ წვი­მა­ში და არც ისე კე­თილ­მო­წყო­ბილ ბა­ზარ­ში, ნა­ტუ­რა­ლუ­რი პრო­დუქ­ტი სახ­ლში მიგ­ვე­ტა­ნა. ასე გაჩ­ნდა იდე­აც.

- რამ­დე­ნი ხა­ნია რაც ეს საქ­მი­ა­ნო­ბა და­ი­წყეთ?

- მომ­ზა­დე­ბა ოთხი თვის წინ და­ვი­წყეთ, პირ­ვე­ლი შეკ­ვე­თა კი 5 ოქ­ტომ­ბერს გვქონ­და.

- რო­გორ უნდა იყი­დოს მომ­ხმა­რე­ბელ­მა სოფ­ლის პრო­დუქ­ტი ონ­ლა­ინ­ში?

- ისი­ნი უნდა შე­ვიდ­ნენ სა­იტ­ზე soplidan.ge, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად არის მო­წყო­ბი­ლი. პრო­დუქ­ტის არ­ჩე­ვა რე­გის­ტრა­ცი­ის გა­რე­შეც შე­უძ­ლი­ათ. ონ­ლა­ინ­ში რო­გორც ვი­წერთ სხვა­დას­ხვა ნივ­თებს, ასეა ჩვე­ნი პრო­დუქ­ტიც, ჩაყ­რი­ან კა­ლათ­ში და გა­და­იხ­დი­ან ბა­რა­თით, ან შე­უძ­ლი­ათ მა­შინ გა­და­ი­ხა­დონ, როცა პრო­დუქტს სახ­ლში მი­ვუ­ტანთ.

- რა­ტომ უნდა ვი­ყი­დო საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტი ინ­ტერ­ნეტ მა­ღა­ზი­ა­ში, რამ­დე­ნად სან­დოა, რომ ეს მარ­თლაც სოფ­ლის ნა­ტუ­რა­ლუ­რი პრო­დუქ­ტია?

- თა­ვი­დან ეს მხო­ლოდ ნდო­ბის სა­კი­თხია. პირ­ვე­ლად მომ­ხმა­რე­ბე­ლი პრო­დუქტს რომ ყი­დუ­ლობს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არ გვიც­ნობს და პრო­დუქ­ტიც არ უნა­ხავს, ეს უკვე იმას ნიშ­ნავს, რომ გვენ­დო­ბა. მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ბევ­რი მომ­ხმა­რე­ბე­ლი მე­ო­რე წრე­ზე წა­ვი­და, ანუ ვინც პირ­ვე­ლად შე­უკ­ვე­თა, ის მე­ო­რე­ჯე­რაც უკ­ვე­თავს, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ მო­ლო­დინ­მა გა­ა­მარ­თლა. შე­იძ­ლე­ბა 100%-ით არა, მაგ­რამ რად­გან მე­ო­რე­დაც უკ­ვე­თა­ვენ, ე.ი. მოს­წონთ რა­საც ყი­დუ­ლო­ბენ.

- ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­კუ­თა­რი ხარ­ჯე­ბით და­ი­წყეთ თუ ვინ­მემ და­გა­ფი­ნან­სათ?

- თა­ვი­დან სეს­ხიც არ ავი­ღეთ იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ორი­ვე ვმუ­შა­ობთ და ხელ­ფა­სი­დან პა­ტა­რა და­ნა­ზო­გებს ვა­კე­თებ­დით, თუმ­ცა აქ ლა­პა­რა­კი არ არის ათი­ა­თა­სო­ბით ლარ­ზე, ინ­ვეს­ტი­რე­ბა დაგ­ვჭირ­და, მაგ­რამ არა დიდი თან­ხის, ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩვე­ნი პი­რა­დი თან­ხე­ბით გა­ვა­კე­თეთ.

- რო­გო­რია პრო­დუქ­ტის ფასი, გან­სხვავ­დე­ბა თუ არა სა­ბაზ­რო ფა­სის­გან?

- ჩვენ პრო­დუქტს პირ­და­პირ გლე­ხე­ბის­გან ვი­ღებთ. სო­ფელ­ში ჩავ­დი­ვართ და იქ ვყი­დუ­ლობთ და არა გა­დამ­ყიდ­ვე­ლე­ბის­გან, შე­სა­ბა­მი­სად შეს­ყიდ­ვის ფასი ისე­თი მა­ღა­ლი არ არის რო­გორც დი­ა­სახ­ლისს უჯ­დე­ბა, კერ­ძოდ ბა­ზარ­ში წას­ვლა და ყიდ­ვა. ჩვენს ფასს ემა­ტე­ბა ტრან­სპორ­ტი­რე­ბის ხარ­ჯი და ტრან­სპორ­ტი­რე­ბის ის ხარ­ჯი, რომ­ლი­თაც თბი­ლის­ში ჩა­მო­ტა­ნი­ლი პრო­დუქ­ტი მომ­ხმა­რებ­ლამ­დე მიგ­ვაქვს. თუ სა­ბაზ­რო ფა­სებს შევ­ხე­დავთ, დიდ გან­სხვა­ვე­ბას ვერ ნა­ხავთ, ეს კი იმის გა­მოა, რომ მე­ო­რე ხე­ლი­დან არ ვყი­დუ­ლობთ და მხო­ლოდ ტრან­სპორ­ტი­რე­ბის ხარ­ჯებ­სა და პრო­დუქ­ტის ბრენ­დი­რე­ბის ფასს ვა­მა­ტებთ.

- რო­მე­ლი რე­გი­ო­ნი­დან მო­გაქვთ პრო­დუქ­ტი?

- პი­რა­დად მე თე­ლა­ვი­დან ვარ და ამ რა­ი­ო­ნის სოფ­ლის გლე­ხებს ვიც­ნობ. პრო­დუქ­ტი ძი­რი­თა­დად კა­ხე­თი­დან მოგ­ვაქვს, თუმ­ცა ვცდი­ლობთ იმე­რუ­ლი ყვე­ლი იმე­რე­თი­დან ჩა­მო­ვი­ტა­ნოთ, ისე­ვე რო­გორც ვაშ­ლი გო­რი­დან.

პრო­დუქტს გა­აჩ­ნია, სა­დაც უკე­თე­სია იქი­დან მოგ­ვაქვს, რომ მომ­ხმა­რებ­ლის ნდო­ბა მო­მა­ვალ­შიც გა­ვა­მარ­თლოთ.

- უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში რა­ი­მეს და­მა­ტე­ბას ხომ არ გეგ­მავთ?

- სა­ვა­რა­უ­დოდ, ნო­ემ­ბრი­დან გვექ­ნე­ბა ჩურ­ჩხე­ლა, შე­იძ­ლე­ბა უფრო ად­რეც. ახალ წელ­თან და­კავ­ში­რე­ბით ვფიქ­რობთ და­ვა­მა­ტოთ გო­ჭის ხორ­ცი. ახლა და­ვა­მა­ტეთ ბა­და­გი, რო­მე­ლიც მომ­ხმა­რე­ბელს ძა­ლი­ან მოს­წონს. როცა კა­ხეთ­ში მო­სა­ვა­ლი სა­ბო­ლო­ოდ და­ბი­ნავ­დე­ბა, არ­ჩე­ვა­ნიც უფრო გა­იზ­რდე­ბა.

თაკო ესე­ბუა

AMBEBI.GE

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მე­დია ჰოლ­დინ­გი "პა­ლიტ­რა" უკვე აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თო სო­ცი­ა­ლურ კამ­პა­ნი­ა­ში, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას ისა­ხავს მიზ­ნად. ჩვენ გვჯე­რა, რომ თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს შე­უძ­ლია ქვეყ­ნის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ში ჩვე­ნი წვლი­ლის შე­ტა­ნა და ვფიქ­რობთ, რომ ქვეყ­ნის გაძ­ლი­ე­რე­ბის ერთ-ერთი "ფრონ­ტის ხაზი" ქარ­თულ ნა­წარმ­ზე გა­დის, ვი­ნა­ი­დან ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის ყიდ­ვი­სას ფული სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა­ში ჩაბ­რუნ­დე­ბა. ამით, პირ­ველ რიგ­ში, ლარ­ზე ზე­წო­ლა შემ­ცირ­დე­ბა. თუმ­ცა მთა­ვა­რი კი ის არის, რომ ქარ­თველ მე­წარ­მეს მი­ე­ცე­მა ბიზ­ნე­სის გა­ფარ­თო­ე­ბის, ანუ ახა­ლი სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შექ­მნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, სა­დაც შე­საძ­ლოა, და­საქმდეთ თქვენ ან თქვე­ნი ოჯა­ხის წევ­რი. ნე­ბის­მი­ე­რი ქარ­თუ­ლი სა­წარ­მოს გა­ფარ­თო­ე­ბა ნიშ­ნავს მეტ შე­მო­სა­ვალს ქვეყ­ნის ბი­უ­ჯეტ­ში. გარ­და ამი­სა, გა­იზ­რდე­ბა კონ­კუ­რენ­ცია თა­ვად ქარ­თულ სა­წარ­მო­ებს შო­რის, რაც ხა­რისხსა და ფას­ზე და­დე­ბი­თად აი­სა­ხე­ბა.

და­უ­ჭი­რე მხა­რი კამ­პა­ნი­ას Facebook-ზე| მო­ი­წო­ნეთ გვერ­დი "იყი­დე ქარ­თუ­ლი, გა­აძ­ლი­ე­რე ქვე­ყა­ნა"

გა­მო­ი­ყე­ნეთ ჰეშ­თე­გი #იყი­დე­ქარ­თუ­ლი

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

როგორ ვიყიდოთ სოფლის პროდუქცია სახლიდან გაუსვლელად - "ჩვენ პროდუქტს პირდაპირ გლეხებისგან ვიღებთ"

როგორ ვიყიდოთ სოფლის პროდუქცია სახლიდან გაუსვლელად - "ჩვენ პროდუქტს პირდაპირ გლეხებისგან ვიღებთ"

მედიაჰოლდინგი "პალიტრა" განაგრძობს სოციალურ კამპანიას "იყიდე ქართული" [ჰეშთეგი #იყიდექართული] და კამპანიის ფარგლებში მორიგ ორგანიზაციას წარმოგიდგენთ, რომელმაც ჩვენი ინტერესი სოფლის პროდუქციის პოპულარიზაციის გამო მიიქცია.

Soplidan.ge -  საიტს, რომელმაც ფუნქციონირება ცოტა ხნის წინ დაიწყო, უკვე ბევრი მომხმარებელი ჰყავს. როგორც საიტის დამფუძნებლები ამბობენ, მათი მიზანი თბილისის მაცხოვრებლებისთვის სოფლის ჯანმრთელი პროდუქტის მიწოდებაა. საიტის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ მომხმარებელს სახლიდან გაუსვლელად შეუძლია ნატურალური პროდუქტის ონლაინ შეკვეთა და მას შეკვეთილ პროდუქტს სახლში მიართმევენ. მაგალითისთვის, საიტზე იმერული ყველის ყიდვა 10.50 ლარად, სოფლის დედალის შეძენა 27 ლარად, ცაცხვისა და მინდვრის ყვავილის თაფლის შეკვეთა კი 18 ლარად არის შესაძლებელი. პროდუქციის ნუსხა, რომლის შეძენა აღნიშნული საიტიდან შეგიძლიათ, საკმაოდ ვრცელია.

იხილეთ ვიდეო "პალიტრანიუსზე"

საიტის დამფუძნებელი ორი ახალგაზრდა ქალბატონია - ნინო მღებრიშვილი და ნათია ნინიკელაშვილი. მათ ეს ნაბიჯი ქართული და ნატურალური პროდუქტის პოპულარიზებისთვის და დიასახლისების დასახმარებლად გადადგეს. მათი თქმით, სოფლის ნობათის ონლაინ შესყიდვის მსურველების რაოდენობა დღითიდღე მატულობს, ყველაფერი კი სრულიად მოულოდნელად დაიწყო.

ნათია ნინიკელაშვილი:

- მე და ნინო ათ წელზე მეტია ოჯახებით ვმეგობრობთ. ორივეს გვყავს შვილები, შესაბამისად ყოველთვის გვქოდა იმის პრობლემა, თუ რამდენად სუფთა და ნატურალურ პროდუქტს ვაჭმევდით ჩვენს შვილებს. გვქონდა იმის საშუალება, რომ სოფლიდან გამოეგზავნათ სოფლის ქათამი, კვერცხი, მაგრამ რამდენი ადამიანია, რომელსაც ამის საშუალება არ აქვს, ამიტომ ვიფიქრეთ, რომ ჩვეულებრივი დიასახლისისთვის, რომელსაც პროდუქტის ყიდვა უწევს ქარში, მზესა თუ წვიმაში და არც ისე კეთილმოწყობილ ბაზარში, ნატურალური პროდუქტი სახლში მიგვეტანა. ასე გაჩნდა იდეაც.

- რამდენი ხანია რაც ეს საქმიანობა დაიწყეთ?

- მომზადება ოთხი თვის წინ დავიწყეთ, პირველი შეკვეთა კი 5 ოქტომბერს გვქონდა.

- როგორ უნდა იყიდოს მომხმარებელმა სოფლის პროდუქტი ონლაინში?

- ისინი უნდა შევიდნენ საიტზე soplidan.ge, რომელიც ძალიან მარტივად არის მოწყობილი. პროდუქტის არჩევა რეგისტრაციის გარეშეც შეუძლიათ. ონლაინში როგორც ვიწერთ სხვადასხვა ნივთებს, ასეა ჩვენი პროდუქტიც, ჩაყრიან კალათში და გადაიხდიან ბარათით, ან შეუძლიათ მაშინ გადაიხადონ, როცა პროდუქტს სახლში მივუტანთ.

- რატომ უნდა ვიყიდო საკვები პროდუქტი ინტერნეტ მაღაზიაში, რამდენად სანდოა, რომ ეს მართლაც სოფლის ნატურალური პროდუქტია?

- თავიდან ეს მხოლოდ ნდობის საკითხია. პირველად მომხმარებელი პროდუქტს რომ ყიდულობს, მიუხედავად იმისა, რომ არ გვიცნობს და პროდუქტიც არ უნახავს, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ გვენდობა. მინდა აღვნიშნო, რომ ბევრი მომხმარებელი მეორე წრეზე წავიდა, ანუ ვინც პირველად შეუკვეთა, ის მეორეჯერაც უკვეთავს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოლოდინმა გაამართლა. შეიძლება 100%-ით არა, მაგრამ რადგან მეორედაც უკვეთავენ, ე.ი. მოსწონთ რასაც ყიდულობენ.

- ეს ყველაფერი საკუთარი ხარჯებით დაიწყეთ თუ ვინმემ დაგაფინანსათ?

- თავიდან სესხიც არ ავიღეთ იქიდან გამომდინარე, რომ ორივე ვმუშაობთ და ხელფასიდან პატარა დანაზოგებს ვაკეთებდით, თუმცა აქ ლაპარაკი არ არის ათიათასობით ლარზე, ინვესტირება დაგვჭირდა, მაგრამ არა დიდი თანხის, ეს ყველაფერი ჩვენი პირადი თანხებით გავაკეთეთ.

- როგორია პროდუქტის ფასი, განსხვავდება თუ არა საბაზრო ფასისგან?

- ჩვენ პროდუქტს პირდაპირ გლეხებისგან ვიღებთ. სოფელში ჩავდივართ და იქ ვყიდულობთ და არა გადამყიდველებისგან, შესაბამისად შესყიდვის ფასი ისეთი მაღალი არ არის როგორც დიასახლისს უჯდება, კერძოდ ბაზარში წასვლა და ყიდვა. ჩვენს ფასს ემატება ტრანსპორტირების ხარჯი და ტრანსპორტირების ის ხარჯი, რომლითაც თბილისში ჩამოტანილი პროდუქტი მომხმარებლამდე მიგვაქვს. თუ საბაზრო ფასებს შევხედავთ, დიდ განსხვავებას ვერ ნახავთ, ეს კი იმის გამოა, რომ მეორე ხელიდან არ ვყიდულობთ და მხოლოდ ტრანსპორტირების ხარჯებსა და პროდუქტის ბრენდირების ფასს ვამატებთ.

- რომელი რეგიონიდან მოგაქვთ პროდუქტი?

- პირადად მე თელავიდან ვარ და ამ რაიონის სოფლის გლეხებს ვიცნობ. პროდუქტი ძირითადად კახეთიდან მოგვაქვს, თუმცა ვცდილობთ იმერული ყველი იმერეთიდან ჩამოვიტანოთ, ისევე როგორც ვაშლი გორიდან.

პროდუქტს გააჩნია, სადაც უკეთესია იქიდან მოგვაქვს, რომ მომხმარებლის ნდობა მომავალშიც გავამართლოთ.

- უახლოეს მომავალში რაიმეს დამატებას ხომ არ გეგმავთ?

- სავარაუდოდ, ნოემბრიდან გვექნება ჩურჩხელა, შეიძლება უფრო ადრეც. ახალ წელთან დაკავშირებით ვფიქრობთ დავამატოთ გოჭის ხორცი. ახლა დავამატეთ ბადაგი, რომელიც მომხმარებელს ძალიან მოსწონს. როცა კახეთში მოსავალი საბოლოოდ დაბინავდება, არჩევანიც უფრო გაიზრდება.

თაკო ესებუა

AMBEBI.GE

შეგახსენებთ, რომ მედია ჰოლდინგი "პალიტრა" უკვე აქტიურად ჩაერთო სოციალურ კამპანიაში, რომელიც ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. ჩვენ გვჯერა, რომ თითოეულ ჩვენგანს შეუძლია ქვეყნის გაძლიერებაში ჩვენი წვლილის შეტანა და ვფიქრობთ, რომ ქვეყნის გაძლიერების ერთ-ერთი "ფრონტის ხაზი" ქართულ ნაწარმზე გადის, ვინაიდან ქართული პროდუქციის ყიდვისას ფული საქართველოს ეკონომიკაში ჩაბრუნდება. ამით, პირველ რიგში, ლარზე ზეწოლა შემცირდება. თუმცა მთავარი კი ის არის, რომ ქართველ მეწარმეს მიეცემა ბიზნესის გაფართოების, ანუ ახალი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობა, სადაც შესაძლოა, დასაქმდეთ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრი. ნებისმიერი ქართული საწარმოს გაფართოება ნიშნავს მეტ შემოსავალს ქვეყნის ბიუჯეტში. გარდა ამისა, გაიზრდება კონკურენცია თავად ქართულ საწარმოებს შორის, რაც ხარისხსა და ფასზე დადებითად აისახება.

დაუჭირე მხარი კამპანიას Facebook-ზე| მოიწონეთ გვერდი "იყიდე ქართული, გააძლიერე ქვეყანა"

გამოიყენეთ ჰეშთეგი #იყიდექართული

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მედდას COVID-19 დაუდასტურდა

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან 178 ადამიანი გა­მო­ჯან­მრთელ­და

როგორ მოემზადა ნაკრას ხეობა წყალდიდობის სეზონისთვის