მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არსებობს თუ არა საქართველოში ფქვილისა და ხორბლის მაფია
არსებობს თუ არა საქართველოში ფქვილისა და ხორბლის მაფია

სა­ქარ­თვე­ლო­ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­უბ­რობ­დნენ ფქვი­ლი­სა და ხორ­ბლის მა­ფი­ა­ზე, უსა­მარ­თლო ფა­სებ­სა და ამ ბა­ზარ­ზე არ­სე­ბულ მო­ნო­პო­ლი­ა­ზე. კონ­კუ­რენ­ცი­ის სა­ა­გენ­ტოც თით­ქმის ერთი წელი იკ­ვლევ­და ამ სა­კითხს. კვლე­ვა დას­რულ­და, თუმ­ცა ბა­ზარ­ზე მო­ნო­პო­ლის­ტე­ბის კვა­ლი ვერ აღ­მო­ა­ჩი­ნეს. მარ­თა­ლია, აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ კომ­პა­ნია "კა­რატ ჰოლ­დინგს" პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა ჰქონ­და, მაგ­რამ მას ბო­რო­ტად არ იყე­ნებ­და - ასე­თია დას­კვნა, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის გახ­და ცნო­ბი­ლი.

ბაზ­რის კვლე­ვა სა­ა­გენ­ტომ სა­ქარ­თვე­ლოს ხორ­ბლი­სა და პურპრო­დუქ­ტე­ბის მწარ­მო­ე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­ი­წყო. ასო­ცი­ა­ცია მი­იჩ­ნევ­და, რომ 2009 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი კომ­პა­ნია არა­სა­მარ­თლი­ა­ნი ფა­სით ოპე­რი­რებ­და და კონ­კუ­რენ­ცი­ის შე­სა­ხებ კა­ნონს არ­ღვევ­და, რაც ფქვი­ლის ფას­ზეც აი­სა­ხე­ბო­და. მი­უ­ხე­და­ვად მა­სა­ლის სი­უხ­ვი­სა, კონ­კუ­რენ­ცი­ის სა­ა­გენ­ტომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი კომ­პა­ნი­ის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში "კონ­კუ­რენ­ცი­ის შე­სა­ხებ" კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვის ნიშ­ნე­ბი ვერ აღ­მო­ა­ჩი­ნა. "ამა­ვე დროს, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას წა­რედ­გი­ნა რე­კო­მენ­და­ცია ბა­ზარ­ზე კონ­კუ­რენ­ტუ­ლი გა­რე­მოს გა­ჯან­სა­ღე­ბის­თვის", - ნათ­ქვა­მია კონ­კუ­რენ­ცი­ის სა­ა­გენ­ტოს გან­ცხა­დე­ბა­ში.

ამ დას­კვნის და სა­ერ­თოდ, ხორ­ბლის ბა­ზარ­ზე არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის შე­სა­ხებ კო­მენ­ტა­რი ვთხო­ვეთ წის­ქვილ­კომ­ბი­ნა­ტე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რეს ლე­ვან სი­ლა­გა­ვას.

- ბა­ტო­ნო ლე­ვან, რას იტყო­დით კონ­კუ­რენ­ცი­ის სა­ა­გენ­ტოს მიერ მი­ღე­ბულ დას­კვნა­ზე?

- მათ დას­კვნა­ში წე­რია, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ კომ­პა­ნი­ას ბა­ზარ­ზე დო­მი­ნი­რე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა ჰქონ­და - 2013-2014 წლებ­ში ფქვი­ლის ბა­ზარ­ზე მათ­მა წილ­მა ლა­მის 40 პრო­ცენტს მი­აღ­წია, კერ­ძოდ, 39,5 პრო­ცენ­ტი იყო. 40-პრო­ცენ­ტი­ა­ნი წილი ბა­ზარ­ზე, სხვა პა­რა­მეტ­რებ­თან ერ­თად, უკვე დო­მი­ნან­ტუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის ნი­შა­ნია. ჩვენ ვი­ყა­ვით ბოლო შეხ­ვედ­რა­ზე, სა­დაც ით­ქვა, რომ მათ შე­ეძ­ლოთ ბაზ­რის მო­ნო­პო­ლი­ზე­ბა, მაგ­რამ ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ბო­რო­ტად არ გა­მო­ი­ყე­ნეს და 40 პრო­ცენტზე ზე­მოთ არ ასუ­ლან, თუმ­ცა 2014 წლის ბო­ლო­დან ფქვი­ლი­სა და ხორ­ბლის ბა­ზარ­ზე მდგო­მა­რე­ო­ბა თა­ვის­თა­ვად შე­იც­ვა­ლა: ჩვენ გან­ცხა­დე­ბა 2014 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში შე­ვი­ტა­ნეთ. ამ პე­რი­ოდ­ში ბა­ზარ­ზე შე­მო­ვი­და კომ­პა­ნია "ჯე­ო­მი­ლი".

ეს არის თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი წის­ქვილ­კომ­ბი­ნა­ტი, რო­მელ­მაც აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ ფირ­მას სე­რი­ო­ზუ­ლი კონ­კუ­რენ­ცია გა­უ­წია და ბა­ზარ­ზე გარ­კვე­უ­ლი წილი წა­არ­თვა. ეს იმა­ნაც გა­მო­იწ­ვია, რომ მათ უფრო და­ბა­ლი ფა­სე­ბი ჰქონ­დათ, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ა­გენ­ტომ მი­იჩ­ნია, რომ "კა­რატ ჰოლ­დინგს" თა­ვი­სი უპი­რა­ტე­სო­ბა არ გა­მო­უ­ყე­ნე­ბია. თუმ­ცა, აქ არის კი­დევ ერთი ნი­უ­ან­სი: დას­კვნას მოჰ­ყვე­ბა ბრძა­ნე­ბა, რო­მე­ლიც კონ­კუ­რენ­ცი­ის სა­ა­გენ­ტოს თავ­მჯდო­მა­რეს ეკუთ­ვნის. იქ წე­რია, რომ კონ­კუ­რენ­ცი­ის სა­ა­გენ­ტო სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას წა­რუდ­გენს რე­კო­მენ­და­ცი­ებს ფქვი­ლის ბა­ზარ­ზე მდგო­მა­რე­ო­ბის გა­ჯან­სა­ღე­ბის მიზ­ნით, ანუ გა­მო­დის, რომ სი­ტუ­ა­ცია ამ ბა­ზარ­ზე არც ისე ჯან­სა­ღი იყო? ჩემი აზ­რით, ეს დას­კვნა ცოტა არ იყოს ბუნ­დო­ვა­ნია. იმე­დია, მო­მა­ვალ­ში მა­ინც და­აკ­ვირ­დე­ბი­ან, რომ ერ­თმა კომ­პა­ნი­ამ მე­ო­რე არ და­ჩაგ­როს და საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ხელი არ შე­უ­შა­ლოს.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

არსებობს თუ არა საქართველოში ფქვილისა და ხორბლის მაფია

არსებობს თუ არა საქართველოში ფქვილისა და ხორბლის მაფია

საქართველოში წლების განმავლობაში საუბრობდნენ ფქვილისა და ხორბლის მაფიაზე, უსამართლო ფასებსა და ამ ბაზარზე არსებულ მონოპოლიაზე. კონკურენციის სააგენტოც თითქმის ერთი წელი იკვლევდა ამ საკითხს. კვლევა დასრულდა, თუმცა ბაზარზე მონოპოლისტების კვალი ვერ აღმოაჩინეს. მართალია, აზერბაიჯანულ კომპანია "კარატ ჰოლდინგს" პრივილეგირებული მდგომარეობა ჰქონდა, მაგრამ მას ბოროტად არ იყენებდა - ასეთია დასკვნა, რომელიც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი.

ბაზრის კვლევა სააგენტომ საქართველოს ხორბლისა და პურპროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის განცხადების საფუძველზე დაიწყო. ასოციაცია მიიჩნევდა, რომ 2009 წლიდან მოყოლებული, აზერბაიჯანული კომპანია არასამართლიანი ფასით ოპერირებდა და კონკურენციის შესახებ კანონს არღვევდა, რაც ფქვილის ფასზეც აისახებოდა. მიუხედავად მასალის სიუხვისა, კონკურენციის სააგენტომ აზერბაიჯანული კომპანიის საქმიანობაში "კონკურენციის შესახებ" კანონის დარღვევის ნიშნები ვერ აღმოაჩინა. "ამავე დროს, საქართველოს მთავრობას წარედგინა რეკომენდაცია ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაჯანსაღებისთვის", - ნათქვამია კონკურენციის სააგენტოს განცხადებაში.

ამ დასკვნის და საერთოდ, ხორბლის ბაზარზე არსებული სიტუაციის შესახებ კომენტარი ვთხოვეთ წისქვილკომბინატების ასოციაციის თავმჯდომარეს ლევან სილაგავას.

- ბატონო ლევან, რას იტყოდით კონკურენციის სააგენტოს მიერ მიღებულ დასკვნაზე?

- მათ დასკვნაში წერია, რომ აზერბაიჯანულ კომპანიას ბაზარზე დომინირებული მდგომარეობა ჰქონდა - 2013-2014 წლებში ფქვილის ბაზარზე მათმა წილმა ლამის 40 პროცენტს მიაღწია, კერძოდ, 39,5 პროცენტი იყო. 40-პროცენტიანი წილი ბაზარზე, სხვა პარამეტრებთან ერთად, უკვე დომინანტური მდგომარეობის ნიშანია. ჩვენ ვიყავით ბოლო შეხვედრაზე, სადაც ითქვა, რომ მათ შეეძლოთ ბაზრის მონოპოლიზება, მაგრამ ეს შესაძლებლობა ბოროტად არ გამოიყენეს და 40 პროცენტზე ზემოთ არ ასულან, თუმცა 2014 წლის ბოლოდან ფქვილისა და ხორბლის ბაზარზე მდგომარეობა თავისთავად შეიცვალა: ჩვენ განცხადება 2014 წლის ოქტომბერში შევიტანეთ. ამ პერიოდში ბაზარზე შემოვიდა კომპანია "ჯეომილი".

ეს არის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი წისქვილკომბინატი, რომელმაც აზერბაიჯანულ ფირმას სერიოზული კონკურენცია გაუწია და ბაზარზე გარკვეული წილი წაართვა. ეს იმანაც გამოიწვია, რომ მათ უფრო დაბალი ფასები ჰქონდათ, აქედან გამომდინარე, სააგენტომ მიიჩნია, რომ "კარატ ჰოლდინგს" თავისი უპირატესობა არ გამოუყენებია. თუმცა, აქ არის კიდევ ერთი ნიუანსი: დასკვნას მოჰყვება ბრძანება, რომელიც კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარეს ეკუთვნის. იქ წერია, რომ კონკურენციის სააგენტო საქართველოს მთავრობას წარუდგენს რეკომენდაციებს ფქვილის ბაზარზე მდგომარეობის გაჯანსაღების მიზნით, ანუ გამოდის, რომ სიტუაცია ამ ბაზარზე არც ისე ჯანსაღი იყო? ჩემი აზრით, ეს დასკვნა ცოტა არ იყოს ბუნდოვანია. იმედია, მომავალში მაინც დააკვირდებიან, რომ ერთმა კომპანიამ მეორე არ დაჩაგროს და საქმიანობაში ხელი არ შეუშალოს.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია