პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მათი მიზანი დღეს, მეწამულ, დაჩაგრულ, დევნილ პარტიად წარმოჩინებაა" - ვლადიმერ ბედუკაძე "ნაციონალურ მოძრაობაზე" წერს
"მათი მიზანი დღეს, მეწამულ, დაჩაგრულ, დევნილ პარტიად წარმოჩინებაა" - ვლადიმერ ბედუკაძე "ნაციონალურ მოძრაობაზე" წერს

ცი­ხის სკან­და­ლუ­რი კად­რე­ბის ავ­ტო­რი, ვლა­დი­მერ ბე­დუ­კა­ძე "ფე­ის­ბუქ­ზე" ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს ეხე­ბა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­უ­წო­დებს, თავი შე­ი­კა­ვოს ძა­ლა­დო­ბის­გან:

"წა­მე­ბის და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბის ფონ­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის მიერ, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლებ­ში საკ­მა­ოდ გახ­შირ­და ძა­ლა­დო­ბის შემ­ცვე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი (გარ­კვე­ულ­წი­ლად ქმე­დე­ბე­ბი) - და­ვარ­ბი­ოთ, გა­დავ­წვათ, თავს და­ვეს­ხათ..

ძა­ლი­ან კარ­გად მეს­მის, ის გან­ცდა, რაც ამ სი­სას­ტი­კის ხილ­ვი­სას გე­უფ­ლე­ბათ. არ მინ­და,მო­რა­ლის კი­თხვად მი­იჩ­ნი­ოდ, (ან რა უფ­ლე­ბა მაქვს!) მაგ­რამ ჩემო კარ­გე­ბო, ძა­ლი­ან გთხოვთ, გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ ერთი პა­ტა­რა თხოვ­ნა, ახალს და მი­უ­ღე­ბელს არა­ფერს ვამ­ბობ - ძა­ლა­დო­ბა, ყო­ველ­თვის შობს ძა­ლა­დო­ბას! ძა­ლა­დო­ბას-ძა­ლა­დო­ბით ვერ და­ა­მარ­ცხებ! ძა­ლა­დო­ბა სი­სუს­ტის ნი­შა­ნია, სი­სუს­ტის უმაღ­ლე­სი გა­მოვ­ლი­ნე­ბაა და სწო­რედ, ეს სი­სუს­ტე აფრ­თხობს და აცე­ცხლებს ადა­მი­ა­ნებს. სამ­წუ­ხა­როა, რომ ძა­ლა­დო­ბა, ჩვენს დრო­ში მო­ძა­ლა­დის თვით­დამ­კვიდ­რე­ბის ერ­თა­დერ­თი პო­ლი­ტი­კურ სა­შუ­ა­ლე­ბად იქცა.

სა­ა­კაშ­ვი­ლის რეჟ­მის ზე­ო­ბი­სას, სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი, სამ­წუ­ხა­როდ შემ­წყნა­რებ­ლუ­რი სიმ­შვი­დით უყუ­რებ­და, გარ­კვე­ულ­წი­ლად ხელ­საც კი აფა­რებ­და მო­ძა­ლა­დის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ქმე­დე­ბას. სამ­წუ­ხა­როა, რომ ეს მო­ძა­ლა­დე, თა­ვად სა­ხელ­მწი­ფო იყო.

დღეს, ეს მო­ძა­ლა­დე­ე­ბი, კვლავ ცდი­ლო­ბენ ჩაგ­ვით­რი­ონ ძა­ლა­დო­ბის ჭა­ობ­ში. გა­მო­ვი­ჩი­ნოთ ცო­ტა­ო­დე­ნი წინ­და­ხე­დუ­ლო­ბა, ნუ ავ­ყვე­ბით მათ თა­მაშს. დიახ, თა­მაშს, მათ­თვის ადა­მი­ა­ნი ხომ სა­თა­მა­შოა, მისი ღირ­სე­ბა არაფ­რად უღირთ. ისი­ნი, ხომ მო­რო­ზო­ვე­ბის გე­ნე­ტი­კუ­რი შთა­მო­მავ­ლე­ბი არი­ან და სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის გამო, სა­კუ­თარ მშობ­ლებ­საც გა­წი­რა­ვენ.

მათი მი­ზა­ნი დღეს, მე­წა­მულ, და­ჩაგ­რულ, დევ­ნილ პარ­ტი­ად წარ­მო­ჩი­ნე­ბაა, ნუ მივ­ცემთ მათ ამ შანსს. ძა­ლა­დო­ბის, თუნ­დაც მო­წო­დე­ბის გა­რე­შეც, ბევ­რი გზა არ­სე­ბობს, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის და­სამ­კვიდ­რებ­ლად ქვე­ყა­ნა­ში.

მივ­ცეთ შან­სი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, გა­უმკლავ­დეს მარ­თლაც, რთულ გა­მოწ­ვე­ვას , ძა­ლა­დო­ბის გა­რე­შე, ქვეყ­ნა­ში არე­უ­ლო­ბის და ქა­ო­სის მსურ­ველ, სა­ტა­ნის­ტურ ძა­ლას­თან გა­სამ­კლა­ვებ­ლად",- წერს ბე­დუ­კა­ძე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"მათი მიზანი დღეს, მეწამულ, დაჩაგრულ, დევნილ პარტიად წარმოჩინებაა" - ვლადიმერ ბედუკაძე "ნაციონალურ მოძრაობაზე" წერს

"მათი მიზანი დღეს, მეწამულ, დაჩაგრულ, დევნილ პარტიად წარმოჩინებაა" - ვლადიმერ ბედუკაძე "ნაციონალურ მოძრაობაზე" წერს

ციხის სკანდალური კადრების ავტორი, ვლადიმერ ბედუკაძე "ფეისბუქზე" ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხება და საზოგადოებას მოუწოდებს, თავი შეიკავოს ძალადობისგან:

"წამების და არაადამიანური მოპყრობის კადრების გავრცელების ფონზე საზოგადოების ნაწილის მიერ, სოციალური ქსელებში საკმაოდ გახშირდა ძალადობის შემცველი განცხადებები (გარკვეულწილად ქმედებები) - დავარბიოთ, გადავწვათ, თავს დავესხათ..

ძალიან კარგად მესმის, ის განცდა, რაც ამ სისასტიკის ხილვისას გეუფლებათ. არ მინდა,მორალის კითხვად მიიჩნიოდ, (ან რა უფლება მაქვს!) მაგრამ ჩემო კარგებო, ძალიან გთხოვთ, გაითვალისწინოთ ერთი პატარა თხოვნა, ახალს და მიუღებელს არაფერს ვამბობ - ძალადობა, ყოველთვის შობს ძალადობას! ძალადობას-ძალადობით ვერ დაამარცხებ! ძალადობა სისუსტის ნიშანია, სისუსტის უმაღლესი გამოვლინებაა და სწორედ, ეს სისუსტე აფრთხობს და აცეცხლებს ადამიანებს. სამწუხაროა, რომ ძალადობა, ჩვენს დროში მოძალადის თვითდამკვიდრების ერთადერთი პოლიტიკურ საშუალებად იქცა.

სააკაშვილის რეჟმის ზეობისას, საზოგადოების დიდი ნაწილი, სამწუხაროდ შემწყნარებლური სიმშვიდით უყურებდა, გარკვეულწილად ხელსაც კი აფარებდა მოძალადის მიერ განხორციელებულ ქმედებას. სამწუხაროა, რომ ეს მოძალადე, თავად სახელმწიფო იყო.

დღეს, ეს მოძალადეები, კვლავ ცდილობენ ჩაგვითრიონ ძალადობის ჭაობში. გამოვიჩინოთ ცოტაოდენი წინდახედულობა, ნუ ავყვებით მათ თამაშს. დიახ, თამაშს, მათთვის ადამიანი ხომ სათამაშოა, მისი ღირსება არაფრად უღირთ. ისინი, ხომ მოროზოვების გენეტიკური შთამომავლები არიან და საკუთარი პოლიტიკური მიზნების გამო, საკუთარ მშობლებსაც გაწირავენ.

მათი მიზანი დღეს, მეწამულ, დაჩაგრულ, დევნილ პარტიად წარმოჩინებაა, ნუ მივცემთ მათ ამ შანსს. ძალადობის, თუნდაც მოწოდების გარეშეც, ბევრი გზა არსებობს, სამართლიანობის დასამკვიდრებლად ქვეყანაში.

მივცეთ შანსი ხელისუფლებას, გაუმკლავდეს მართლაც, რთულ გამოწვევას , ძალადობის გარეშე, ქვეყნაში არეულობის და ქაოსის მსურველ, სატანისტურ ძალასთან გასამკლავებლად",- წერს ბედუკაძე.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია