"ნაციონალური მოძრაობის" წევრი კობა სუბელიანი პარტიის ოფისებზე განხორციელებულ თავდასხმებზე წერს და კურიოზულ ამბავს ყვება:
"მესტიაში ჩვენი ოფისის მაგივრად გამგეობა შეღებეს. ახლა თუ რამე გამაცინებდა",- წერს სუბელიანი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საქალაქო ორგანიზაციების ოფისები წითლად შეღებეს, კვერცხები ესროლეს და წარწერები გააკეთეს. შეღებილია "ნაციონალური მოძრაობის" ფოთის, ლანჩხუთი, რუსთავის, ბათუმის, ოზურგეთის, გორის, ქუთაისის ოფისები.