პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღესაც სულ ფეხებზე მკიდია ვინ ნაცს დამარქმევთ, ვინ ქოცს" - ნინო ჯანგირაშვილის პასუხი კრიტიკოსებს
 "დღესაც სულ ფეხებზე მკიდია ვინ ნაცს დამარქმევთ, ვინ ქოცს" - ნინო ჯანგირაშვილის პასუხი კრიტიკოსებს

ტე­ლე­კომ­პა­ნია კავ­კა­სი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა ნინო ჯან­გი­რაშ­ვილ­მა ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე ვრცე­ლი გან­ცხა­დე­ბა გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ამით მან პა­სუ­ხი გას­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბის იმ ნა­წილს, რომ­ლე­ბიც მას "რუს­თა­ვი2"-ის მხარ­და­ჭე­რის­თვის აკ­რი­ტი­კე­ბენ.

"როცა წლე­ბის წინ ვი­ცავ­დი ტე­ლე­კომ­პა­ნია იბე­რი­ას, ბევ­რი სნო­ბუ­რი ქირ­ქი­ლით მე­უბ­ნე­ბო­და – ომე­გას სი­გა­რე­ტე­ბის "ბუტ­კას" რა­ტომ იცა­ვო. მა­შინ ვამ­ბობ­დი, რომ და­ვი­ცავ ნე­ბის­მი­ერ ტე­ლე­ვი­ზი­ას, სა­დაც სპეც­რაზ­მი შევა და თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ახლა შერ­ჩა ეს საქ­ცი­ე­ლი, მერე უა­რეს იზამს-მეთ­ქი. მალე იბე­რია გაქ­რა ტე­ლე­სივ­რცი­დან.

როცა ვი­ცავ­დი შალ­ვა რა­მიშ­ვილს მისი და­ჭე­რის შემ­დეგ, ბევ­რი მე­უბ­ნე­ბო­და, მაგ გა­მომ­ძალ­ველს რა­ტომ იცა­ვო. ეგ ცუდი ტი­პი­აო. ვპა­სუ­ხობ­დი – შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი შე­იძ­ლე­ბა არ არის კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი ჟურ­ნა­ლის­ტი, მაგ­რამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა, რომ მის­თვის ხა­ფან­გი და­ე­გო და გა­ე­ნე­იტ­რა­ლე­ბი­ნა, და ასე­თი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კარ­გს არა­ფერს დაგ­ვმარ­თებ­სმეთ­ქი. მალე ტე­ლე­კომ­პა­ნია 202 და­ი­ხუ­რა.

როცა იმე­დის მი­მართ მა­სი­რე­ბუ­ლი შე­ტე­ვა და­ი­წყო, "კე­თი­ლის­მსურ­ვე­ლე­ბი" მირ­ჩევ­დნენ, მი­ლი­არ­დერ პა­ტარ­კა­ციშ­ვილს შენი და­სა­ცა­ვი რა სჭირს, შენს თავს მი­ხე­დე, ეგე­ნი სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბას აწყო­ბე­ნო. მა­შინ ვამ­ბობ­დი, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ტე­ლე­ვი­ზი­ას და ოპო­ზი­ცი­ას ფი­ზი­კუ­რად უს­წორ­დე­ბა, კარ­გს არა­ვის არა­ფერს დაგ­ვმარ­თებ­და.

მალე იმედს რაც და­ე­მარ­თა, ყვე­ლამ ვი­ცით. ყვე­ლამ ვნა­ხეთ, რაც და­ე­მარ­თა მთლი­ა­ნად მე­დი­ა­სივ­რცეს და ქვე­ყა­ნას.

როცა ვი­ცავ­დი "ჯა­შუშ ფო­ტოგ­რა­ფებს", ბევ­რი მე­ჩურ­ჩუ­ლე­ბო­და, ვერ არი­ან ეგე­ნი მთლად სუფ­თა, რა­ტომ იცავ თავ­გა­დაკ­ლუ­ლიო. მა­შინ­დე­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი დაგ­ვცი­ნოდ­ნენ. ვი­ცავ­დი, იმი­ტომ რომ მჯე­რო­და, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ძა­ლა­დო­ბით მო­ე­რე­ვა ვინ­მეს, სა­ში­შია ყვე­ლას­თვის. სულ რა­ღა­ცე­ებს მე­ჩი­ჩი­ნე­ბოდ­ნენ, მე­ჩურ­ჩუ­ლე­ბოდ­ნენ და მა­ძა­ხებ­დნენ, როცა პი­რაკ­რუ­ლე­ბი ვი­დე­ქით მა­ესტროს­თვის, ხან ქუჩა–ქუჩა ფლა­ე­რებს ვა­რი­გებ­დით, ხან სა­ტე­ლი­ტუ­რი თეფ­შე­ბის გა­მოხ­სნის­თვის, პრე­სის ჯი­ხუ­რე­ბის­თვის, პა­ლიტ­რა მე­დი­ის­თვის ვიბ­რძო­დით. რო­მე­ლი ერთი ჩა­მოვ­თვა­ლო.

არა­სო­დეს მა­ინ­ტე­რე­სებ­და სნო­ბე­ბის ქირ­ქი­ლი, პი­რა­დი კე­თილ­დღე­ო­ბით მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ან სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზე­ბით გო­ნე­ბა­დაბ­ნე­ლე­ბუ­ლი ხალ­ხის აზრი.

მე ვთვლი­დი, რომ სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის და სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის­თვის, სა­კუ­თა­რი პრინ­ცი­პე­ბის­თვის ვიბ­რძო­დი. მა­ში­ნაც, როცა ჯი­ბე­ში ასი ლარი მედო, მო­მა­ვა­ლი სრუ­ლი­ად ბუნ­დო­ვა­ნი იყო და მი­ლი­ო­ნებ­ზე უარს ვამ­ბობ­დი ჩემი პრინ­ცი­პე­ბის გამო.

ჰოდა, დღე­საც სულ ფე­ხებ­ზე მკი­დია ვინ ნაცს და­მარ­ქმევთ, ვინ ქოცს. რა­საც სწო­რად ვთვლი იმას გა­ვა­კე­თებ და იმას ვი­ტყვი". - წერს ნინო ჯან­გი­რაშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Grisha
0

აბა შენ მე მკითხე როგორ მკიდია ჯანგო

კოტე
27

გული მწყდება, რომ ასეთი მიამიტი და ადვილად მოსატყუებელი დავრჩი ასაკოვანი ადამიანი. აქუბარდიას ტელევიზია ობიექტური მეგონა. ვერ მივხვდი, რომ კაციჭამიები ასეთ გამონაკლისს არ დაუშვებდნენ. ეს ტელევიზია იყო მათი უსაფრთხოებისთვის, რომ აწეული ტალღის სიმძლავრე სცოდნოდათ. მერე ისე გათავხედდნენ რომ ეს საზომიც "ფეხებზე დაიკიდეს" (ჯანგირაშვილის ლექსიკით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

"დღესაც სულ ფეხებზე მკიდია ვინ ნაცს დამარქმევთ, ვინ ქოცს" - ნინო ჯანგირაშვილის პასუხი კრიტიკოსებს

 "დღესაც სულ ფეხებზე მკიდია ვინ ნაცს დამარქმევთ, ვინ ქოცს" - ნინო ჯანგირაშვილის პასუხი კრიტიკოსებს

ტელეკომპანია კავკასიის ხელმძღვანელმა ნინო ჯანგირაშვილმა ფეისბუქის პირად გვერდზე ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა. ამით მან პასუხი გასცა საზოგადოების იმ ნაწილს, რომლებიც მას "რუსთავი2"-ის მხარდაჭერისთვის აკრიტიკებენ.

"როცა წლების წინ ვიცავდი ტელეკომპანია იბერიას, ბევრი სნობური ქირქილით მეუბნებოდა – ომეგას სიგარეტების "ბუტკას" რატომ იცავო. მაშინ ვამბობდი, რომ დავიცავ ნებისმიერ ტელევიზიას, სადაც სპეცრაზმი შევა და თუ ხელისუფლებას ახლა შერჩა ეს საქციელი, მერე უარეს იზამს-მეთქი. მალე იბერია გაქრა ტელესივრციდან.

როცა ვიცავდი შალვა რამიშვილს მისი დაჭერის შემდეგ, ბევრი მეუბნებოდა, მაგ გამომძალველს რატომ იცავო. ეგ ცუდი ტიპიაო. ვპასუხობდი – შალვა რამიშვილი შეიძლება არ არის კეთილსინდისიერი ჟურნალისტი, მაგრამ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ მისთვის ხაფანგი დაეგო და გაენეიტრალებინა, და ასეთი ხელისუფლება კარგს არაფერს დაგვმართებსმეთქი. მალე ტელეკომპანია 202 დაიხურა.

როცა იმედის მიმართ მასირებული შეტევა დაიწყო, "კეთილისმსურველები" მირჩევდნენ, მილიარდერ პატარკაციშვილს შენი დასაცავი რა სჭირს, შენს თავს მიხედე, ეგენი სახელმწიფო გადატრიალებას აწყობენო. მაშინ ვამბობდი, რომ ხელისუფლება, რომელიც ტელევიზიას და ოპოზიციას ფიზიკურად უსწორდება, კარგს არავის არაფერს დაგვმართებდა.

მალე იმედს რაც დაემართა, ყველამ ვიცით. ყველამ ვნახეთ, რაც დაემართა მთლიანად მედიასივრცეს და ქვეყანას.

როცა ვიცავდი "ჯაშუშ ფოტოგრაფებს", ბევრი მეჩურჩულებოდა, ვერ არიან ეგენი მთლად სუფთა, რატომ იცავ თავგადაკლულიო. მაშინდელი ნაციონალების მხარდამჭერები დაგვცინოდნენ. ვიცავდი, იმიტომ რომ მჯეროდა, ხელისუფლება, რომელიც ძალადობით მოერევა ვინმეს, საშიშია ყველასთვის. სულ რაღაცეებს მეჩიჩინებოდნენ, მეჩურჩულებოდნენ და მაძახებდნენ, როცა პირაკრულები ვიდექით მაესტროსთვის, ხან ქუჩა–ქუჩა ფლაერებს ვარიგებდით, ხან სატელიტური თეფშების გამოხსნისთვის, პრესის ჯიხურებისთვის, პალიტრა მედიისთვის ვიბრძოდით. რომელი ერთი ჩამოვთვალო.

არასოდეს მაინტერესებდა სნობების ქირქილი, პირადი კეთილდღეობით მოტივირებული ან სხვადასხვა მიზეზებით გონებადაბნელებული ხალხის აზრი.

მე ვთვლიდი, რომ საკუთარი თავისთვის და საკუთარი ქვეყნისთვის, საკუთარი პრინციპებისთვის ვიბრძოდი. მაშინაც, როცა ჯიბეში ასი ლარი მედო, მომავალი სრულიად ბუნდოვანი იყო და მილიონებზე უარს ვამბობდი ჩემი პრინციპების გამო.

ჰოდა, დღესაც სულ ფეხებზე მკიდია ვინ ნაცს დამარქმევთ, ვინ ქოცს. რასაც სწორად ვთვლი იმას გავაკეთებ და იმას ვიტყვი". - წერს ნინო ჯანგირაშვილი.