თენგო გოგოტიშვილი ხელისუფლებას "გარიგებას" სთავაზობს

თენგო გოგოტიშვილი ხელისუფლებას "გარიგებას" სთავაზობს

ჟურნალისტი თენგო გოგოტიშვილი ხელისუფლებას "გარიგებას" სთავაზობს და საკუთარ მოთხოვნებს აყალიბებს:

"ვთავაზობ ხელისუფლებას გარიგებას!

დახურეთ ჩემი წილი "რ2", ოღონდ:

ა) დაადეთ სველი "გაზპრომს"!

ბ) წლის ბოლოს მიიღეთ უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან!

გ) დააბრუნეთ ლარი 1.63-ზე!

დ) გამოიძიეთ და ჩააყუდეთ ყველა ყავარჯნიანი და უყავარჯნო, ვინც მონაწილეობდა "კასრების ვიდეოებად" ცნობილ კადრებში!

ე) გამოიძიეთ და ჩააყუდეთ ყველა, ვინც იღებდა "კასრების ვიდეოებად" ცნობილ კადრებს!

ვ) გამოიძიეთ და ჩააყუდეთ ყველა, ვინც გაავრცელა "კასრების ვიდეოებად" ცნობილი კადრები!

ზ) გამოიძიეთ და ჩააყუდეთ ყველა, ვინც გადაიღო პეტრიაშვილ-მიშველაძის კადრები!

თ) გამოიძიეთ და ჩააყუდეთ ყველა, ვინც გადაიღო გვარამიას კადრები!

ი) წლის ბოლომდე მიიღეთ "მაპი"!

კ) მიაღწიეთ იმას, რომ, უკრაინის დეოკუპაციასთან ერთად, საერთაშორისო მოთხოვნებში, მათ შორის, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიზეზთა ჩამონათვალში, დაბრუნდეს საქართველოს დეოკუპაცია!

ლ) დედა დააბრუნეთ ნათესავთა ჩამონათვალში!

***************

ამის შემდეგ მოიყვანეთ ვინც გინდათ – მე გავუღებ კარს შიგნიდან!

რ2-ს მეზარბაზნეები არ ჰყავს!" - წერს გოგოტიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს