"რუსთავი 2"-ის შენობის ეზოში ტელეკომპანიის მხარდასაჭერი აქცია იმართება. ცოტა ხნის წინ არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ტელეკომპანიის მხარდასაჭერად მისულ ადამიანებს მოუწოდა, რომ ეზოში გადაინაცვლონ. მხარდამჭერებთან შეხვედრისას გვარამიამ მოსალოდნელ პროვოკაციებზე ისაუბრა.
"გვაქვს ინფორმაცია, რომ ხელისუფლების დაქირავებული პირები, ვითომ არასამთავრობოები, გეგმავენ პროვოკაციას. ამას შემოყვება ძალოვანი სტრუქტურები. ამიტომ თავიდან ვირიდებთ პროვოკაციას", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
გთავაზობთ ფოტოგალერეას ტელეკომპანიის შენობის ეზოდან...