რუსული საიტი LifeNews ექსკლუზიურ კადრებს ავრცელებს, რომელიც სათვალთვალო კამერებმა გადაიღო მას შემდეგ, რაც ქართველმა ბიზნესმენმა ამირან გიორგაძემ შემთხვევითი გამვლელი იარაღით მოკლა. ვიდეო ადასტურებს მისი პირადი მცველის და მძღოლის, შოთა ელიზბარაშვილის ჩვენებას, რომელმაც განაცხადა, რომ მისი შეფისგან მორიგი მკვლელობის შემდეგ გაიქცა. [იხილეთ ვიდეო]
პირველად ვიდეოჩანაწერში ელიზბარაშვილი ჩნდება, რომელიც ჩქარი ნაბიჯით მიემართება. აღელვებული სახის მიხედვით და ჟესტიკულაციით, ის ცდილობს დაცვის ყურადღების მიქცევას, რომლებიც "კრისტალ ისტრას" იცავენ. დაკითხვაზე დაცვის წევრებმა განაცხადეს, რომ შოთა ელიზბარაშვილი ხმამაღლა ყვიროდა და თითქოს ცდილობდა გაქცეოდა მდევარს. ამასთან, ის მათ მიუთითებდა გზისკენ და ანიშნებდა, რომ იქით რაღაც მოხდა. მალევე ვიდეოჩანაწერში ჩნდება თავად დამნაშავე გიორგაძე. მისი მძღოლისგან განსხვავებით, ის ძალიან მშვიდად გამოიყურება.
შეგახსენებთ, ქართველმა ბიზნესმენმა ამირან გიორგაძემ, რომელსაც კრასნოგორში სამშენებლო ბიზნესი აქვს, რამდენიმე მკვლელობა ჩაიდინა და ამჯერად მიმალვაშია.