მსოფლიო
სამართალი

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ წამებისა და გაუპატიურების ვიდეოკადრებს თავად "ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს
ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ წამებისა და გაუპატიურების ვიდეოკადრებს თავად "ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ადა­მი­ა­ნე­ბის წა­მე­ბი­სა და გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ამ­სახ­ველ ვი­დე­ო­კად­რებს მე­დი­ა­სივ­რცე­ში თა­ვად "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" ავ­რცე­ლებს. ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ­მა მთავ­რო­ბის დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და და მი­ზე­ზად "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" კო­მერ­ცი­უ­ლი ინ­ტე­რე­სი და­ა­სა­ხე­ლა.

"მო­ვის­მი­ნე ექ­სპერ­ტე­ბის, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის შე­ფა­სე­ბე­ბი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ამ კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბა არის ცუდი. კი ბა­ტო­ნო, ჩვენ ვთან­ხმდე­ბით, რომ ეს ძა­ლი­ან ცუ­დია და სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ნახა შო­კის­მომ­გვრე­ლი ვი­დე­ო­ე­ბი. სხვა­თა­შო­რის, ორი წლის წინ, როცა ეს საქ­მე ჩემი მი­ნის­ტრო­ბის დროს იქნა გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი, შეგ­ნე­ბუ­ლად გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ ამ ვი­დე­ო­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბა არ შე­იძ­ლე­ბო­და, რათა არ გა­მოწ­ვე­უ­ლი­ყო სა­ყო­ველ­თაო აგ­რე­სია ისევ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" მი­სა­მარ­თით - ჩვენ ისევ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი და­ვი­ცა­ვით. რა­ო­დენ პა­რა­დოქ­სუ­ლად არ უნდა ჟღერ­დეს, დიახ, ჩვენ ისი­ნი და­ვი­ცა­ვით და ადა­მი­ა­ნუ­რო­ბა გა­მო­ვი­ჩი­ნეთ, მაგ­რამ მათ არ არ ეს­მით",-აღ­ნიშ­ნა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის თქმით, ახლა, რო­გორც ჩანს, იმის გამო, რომ მათ შიგ­ნით, გუნდში აქვთ სე­რი­ო­ზუ­ლი არე­უ­ლო­ბა, გარ­კვე­უ­ლი კო­მერ­ცი­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის გამო თა­ვად ავ­რცე­ლე­ბენ ამ ვი­დე­ო­ებს.

"ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით ასე­თი რამ ხდე­ბა. ასე რომ, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ თა­ვად უნდა შე­ა­ფა­სოს, თუ რას­თან გვქონ­და ჩვენ საქ­მე, რომ ეს არ იყო რა­ღაც მო­გო­ნი­ლი ის­ტო­რი­ე­ბი, დად­გმუ­ლი ამ­ბა­ვი, რომ საქ­მე რე­ა­ლურ ის­ტო­რი­ებ­თან გვქონ­და", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რებ­საც მი­მარ­თა და და­ინ­ტე­რეს­და, რა შე­ფა­სე­ბას გა­ა­კე­თებ­დნენ ისი­ნი იმ შემ­თხვე­ვა­ში, წა­მე­ბის და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის მსხვერ­პლი მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბი რომ ყო­ფი­ლი­ყო.

"მე ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს და მივ­მარ­თავ ისევ ამ პა­ტივ­ცე­მულ ადა­მი­ა­ნებს - ესა თუ ის მსხვერ­პლი, რო­მე­ლიც ამ ვი­დე­ო­ებ­ში ფი­გუ­რი­რებს, მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბი, ნა­თე­სა­ვე­ბი რომ ყო­ფი­ლიყ­ვნენ, მა­შინ რო­გორ შე­ფა­სე­ბას გა­ა­კე­თებ­დნენ? მა­შინ მთა­ვა­რი აქ­ცენ­ტი იქ­ნე­ბო­და იმა­ზე, თუ რო­გორ მოხ­და ამ ვი­დე­ოს გავ­რცე­ლე­ბა, თუ იმ სა­ში­ნე­ლე­ბა­ზე, რაც ამ კად­რებ­ში ხდე­ბა? მე მაქვს იმე­დი, რომ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის შეგ­რძნე­ე­ბა ყვე­ლას გვაქვს და ჩვენ სი­მარ­თლე უნდა ვე­ლა­პა­რა­კოთ ხალ­ხს", - აღ­ნიშ­ნა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ წამებისა და გაუპატიურების ვიდეოკადრებს თავად "ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს

ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ წამებისა და გაუპატიურების ვიდეოკადრებს თავად "ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, ადამიანების წამებისა და გაუპატიურების ამსახველ ვიდეოკადრებს მედიასივრცეში თავად "ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და მიზეზად "ნაციონალების" კომერციული ინტერესი დაასახელა.

"მოვისმინე ექსპერტების, არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებები იმასთან დაკავშირებით, რომ ამ კადრების გავრცელება არის ცუდი. კი ბატონო, ჩვენ ვთანხმდებით, რომ ეს ძალიან ცუდია და საზოგადოებამ ნახა შოკისმომგვრელი ვიდეოები. სხვათაშორის, ორი წლის წინ, როცა ეს საქმე ჩემი მინისტრობის დროს იქნა გამოძიებული, შეგნებულად გადავწყვიტეთ, რომ ამ ვიდეოების გავრცელება არ შეიძლებოდა, რათა არ გამოწვეულიყო საყოველთაო აგრესია ისევ "ნაციონალების" მისამართით - ჩვენ ისევ ეს ადამიანები დავიცავით. რაოდენ პარადოქსულად არ უნდა ჟღერდეს, დიახ, ჩვენ ისინი დავიცავით და ადამიანურობა გამოვიჩინეთ, მაგრამ მათ არ არ ესმით",-აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ახლა, როგორც ჩანს, იმის გამო, რომ მათ შიგნით, გუნდში აქვთ სერიოზული არეულობა, გარკვეული კომერციული ინტერესების გამო თავად ავრცელებენ ამ ვიდეოებს.

"ჩემი ინფორმაციით ასეთი რამ ხდება. ასე რომ, საზოგადოებამ თავად უნდა შეაფასოს, თუ რასთან გვქონდა ჩვენ საქმე, რომ ეს არ იყო რაღაც მოგონილი ისტორიები, დადგმული ამბავი, რომ საქმე რეალურ ისტორიებთან გვქონდა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრებსაც მიმართა და დაინტერესდა, რა შეფასებას გააკეთებდნენ ისინი იმ შემთხვევაში, წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი მათი ოჯახის წევრები რომ ყოფილიყო.

"მე ძალიან მაინტერესებს და მივმართავ ისევ ამ პატივცემულ ადამიანებს - ესა თუ ის მსხვერპლი, რომელიც ამ ვიდეოებში ფიგურირებს, მათი ოჯახის წევრები, ახლობლები, ნათესავები რომ ყოფილიყვნენ, მაშინ როგორ შეფასებას გააკეთებდნენ? მაშინ მთავარი აქცენტი იქნებოდა იმაზე, თუ როგორ მოხდა ამ ვიდეოს გავრცელება, თუ იმ საშინელებაზე, რაც ამ კადრებში ხდება? მე მაქვს იმედი, რომ სამართლიანობის შეგრძნეება ყველას გვაქვს და ჩვენ სიმართლე უნდა ველაპარაკოთ ხალხს", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."