მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არხი არ დაიხურება, სამსახურს არავინ დაკარგავს" - ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს
"არხი არ დაიხურება, სამსახურს არავინ დაკარგავს" - ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს

არხი არ და­ი­ხუ­რე­ბა, სამ­სა­ხურს არა­ვინ და­კარ­გავს. ტე­ლე­ვი­ზი­ა­ზე ჩემი უფ­ლე­ბე­ბის აღ­დგე­ნის შემ­დეგ, ამუ­შავ­დე­ბა პრინ­ცი­პი - ყვე­ლას მი­ნუს ერთი და ეს მი­ნუს ერთი სწო­რედ კო­ლექ­ტი­უ­რი გვა­რა­მია იქ­ნე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ბიზ­ნეს­მე­ნი ქი­ბარ ხალ­ვა­ში აცხა­დებს.

ხალ­ვა­ში "რუს­თა­ვი 2"-ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი­სად­მი მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­საც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ.

"დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ბევრ თქვენ­განს მარ­თლაც შეს­ტკი­ვა გული თა­ვი­სუ­ფალ სი­ტყვა­ზე და და­მო­უ­კი­დე­ბელ მე­დი­ა­ზე. სწო­რედ ამი­ტომ მოგ­მარ­თავთ და კი­დევ ერთხელ გა­ვი­მე­ო­რებ, – "რუს­თა­ვი 2"-ის დაბ­რუ­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ და­ვა­ში ჩემი გა­მარ­ჯვე­ბა იქ­ნე­ბა სწო­რედ გა­რან­ტია იმი­სა, რომ ჩვე­ნი არხი გახ­დე­ბა მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა და და­იბ­რუ­ნებს სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან პა­ტი­ვის­ცე­მას. ტე­ლე­ვი­ზი­ის სა­მარ­თლებ­რი­ვი გზით დაბ­რუ­ნე­ბის მჯე­რო­და მა­შინ, როცა ამა­ზე ფიქ­რიც კი აკ­რძა­ლუ­ლი იყო. მჯე­რო­და მა­ში­ნაც, რო­დე­საც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ნე­ბა­ზე მთლი­ა­ნად და­მო­კი­დე­ბულ სა­სა­მარ­თლო­ში და პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ვცდი­ლობ­დი ჩე­მი­სი­მარ­თლის დამ­ტკი­ცე­ბას. გპირ­დე­ბით, ყვე­ლას – ჟურ­ნა­ლის­ტებს, პრო­დი­უ­სე­რებს, ოპე­რა­ტო­რებს, ტექ­ნი­კურ მუ­შა­კებს _ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ა­ში თქვე­ნი მუ­შა­ო­ბა გახ­დე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის ზე­წო­ლის­გან, კომ­ფორ­ტუ­ლი, და­ცუ­ლი და და­ფა­სე­ბუ­ლი. თქვე­ნი ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა და­ემ­ყა­რე­ბა მხო­ლოდ თქვენ­სა­ვე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმს და ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი ეთი­კი­სად­მი თქვენს ერ­თგუ­ლე­ბას. არხი გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბის დიქ­ტა­ტის­გან და გახ­დე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად პლუ­რა­ლის­ტუ­რი და რაც არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, არ და­ვუშ­ვებ იმას, რომ გვა­რა­მია-სა­ა­კაშ­ვი­ლის ტან­დემ­მა "რუს­თა­ვი2" გა­ა­კოტ­როს და არ­ხის 800-ზე მეტი თა­ნამ­შრო­მე­ლი აღე­ბუ­ლი კრე­დი­ტე­ბის პი­რის­პირ, ულუკ­მა­პუ­როდ და­ტო­ვოს. არ და­ვუშ­ვებ, ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც უნდა ემ­სა­ხუ­რონ თა­ვი­სუ­ფა­ლი სი­ტყვის დაც­ვას, ქუ­ჩა­ში გა­მო­ყა­როს ვინ­მემ. ვა­ცხა­დებ ღიად, ვა­ცხა­დებ სა­ჯა­როდ! არ­ხის ნე­ბის­მი­ერ თა­ნამ­შრო­მე­ლი, რო­მე­ლიც თვლის, რომ მისი უპირ­ვე­ლე­სი მო­ვა­ლე­ო­ბა არა პარ­ტი­უ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბი­სად­მი, არა­მედ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად და ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, თა­ვი­სუ­ფა­ლი სი­ტყვის ერ­თგუ­ლე­ბაა, უმუ­შე­ვა­რი არ დარ­ჩე­ბა და არ და­კარ­გავს სამ­სა­ხურს!

დღეს "რუს­თა­ვი 2" არის "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მარ­წუ­ხებ­ში მოქ­ცე­უ­ლი და იმარ­თე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი დაკ­ვე­თე­ბით. ამ პრო­ცესს ხელ­მძღვა­ნე­ლობს გვა­რა­მია, რო­მელ­მაც სა­ა­კაშ­ვილ­თან, ადე­იშ­ვილ­თან, მე­რა­ბიშ­ვილ­თან, ახა­ლა­ი­ებ­თან და კი­დევ სხვებ­თან ერ­თად­შექ­მნა სის­ტე­მა, რო­მელ­მაც ქვე­ყა­ნა დეს­პო­ტიზ­მის ჩიხ­ში შე­იყ­ვა­ნა. ერ­თა­დერ­თი, ვი­საც ზე­მოთ­ქმულს არ დავ­პირ­დე­ბი, ეს სწო­რედ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ამ­ჟა­მინ­დე­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი და მისი პრინ­ცი­პე­ბის გამ­ზი­ა­რებ­ლე­ბი არი­ან. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" იდე­ო­ლო­გი­ის გამ­ტა­რებ­ლე­ბი ვერ იქ­ნე­ბი­ან იმ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი, რო­მელ­საც პრე­ტენ­ზია აქვს თა­ვი­სუ­ფალ სი­ტყვა­ზე და მი­უ­კერ­ძო­ებ­ლო­ბა­ზე. ქარ­თვე­ლი ხალ­ხის სულ­ში ჩა­ფურ­თხე­ბაა, როცა მე­დი­აპ­ლუ­რა­ლიზ­მზე სა­უბ­რობს და ყელ­ყე­ლა­ობს ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი მსოფ­ლი­ოს­გან გან­სხვა­ვე­ბით, "იმე­დის" სას­ტიკ დარ­ბე­ვას მხა­რი და­უ­ჭი­რა. ის კე­ზე­რაშ­ვილ­თან ერ­თად ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და სა­კუთ­რე­ბის უმო­წყა­ლო დარ­ბე­ვას, გა­დაწ­ვას, ოჯა­ხის წევ­რე­ბის მძევ­ლად აყ­ვა­ნას, ტე­რორს და­გა­ნუ­კი­თხა­ო­ბას, ათა­სო­ბით ქარ­თვე­ლის უკა­ნო­ნო დევ­ნას. სწო­რედ ამი­ტომ და თუნ­დაც, მხო­ლოდ ამი­ტომ კო­ლექ­ტი­ურ გვა­რა­მი­ას არა­ფერს დავ­პირ­დე­ბი და არაფ­რის გა­რან­ტი­ას არ მივ­ცემ!" – ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

"არხი არ დაიხურება, სამსახურს არავინ დაკარგავს" - ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს

"არხი არ დაიხურება, სამსახურს არავინ დაკარგავს" - ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს

არხი არ დაიხურება, სამსახურს არავინ დაკარგავს. ტელევიზიაზე ჩემი უფლებების აღდგენის შემდეგ, ამუშავდება პრინციპი - ყველას მინუს ერთი და ეს მინუს ერთი სწორედ კოლექტიური გვარამია იქნება, - ამის შესახებ ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში აცხადებს.

ხალვაში "რუსთავი 2"-ის თანამშრომლებისადმი მიმართვას ავრცელებს, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.

"დარწმუნებული ვარ, ბევრ თქვენგანს მართლაც შესტკივა გული თავისუფალ სიტყვაზე და დამოუკიდებელ მედიაზე. სწორედ ამიტომ მოგმართავთ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, – "რუსთავი 2"-ის დაბრუნებასთან დაკავშირებულ დავაში ჩემი გამარჯვება იქნება სწორედ გარანტია იმისა, რომ ჩვენი არხი გახდება მიუკერძოებელი მედიასაშუალება და დაიბრუნებს საზოგადოების მხრიდან პატივისცემას. ტელევიზიის სამართლებრივი გზით დაბრუნების მჯეროდა მაშინ, როცა ამაზე ფიქრიც კი აკრძალული იყო. მჯეროდა მაშინაც, როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" ნებაზე მთლიანად დამოკიდებულ სასამართლოში და პროკურატურაში ვცდილობდი ჩემისიმართლის დამტკიცებას. გპირდებით, ყველას – ჟურნალისტებს, პროდიუსერებს, ოპერატორებს, ტექნიკურ მუშაკებს _ ტელეკომპანიაში თქვენი მუშაობა გახდება თავისუფალი ნებისმიერი სახის ზეწოლისგან, კომფორტული, დაცული და დაფასებული. თქვენი ჟურნალისტური საქმიანობა დაემყარება მხოლოდ თქვენსავე პროფესიონალიზმს და ჟურნალისტური ეთიკისადმი თქვენს ერთგულებას. არხი გათავისუფლდება პოლიტიკური ძალების დიქტატისგან და გახდება მაქსიმალურად პლურალისტური და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, არ დავუშვებ იმას, რომ გვარამია-სააკაშვილის ტანდემმა "რუსთავი2" გააკოტროს და არხის 800-ზე მეტი თანამშრომელი აღებული კრედიტების პირისპირ, ულუკმაპუროდ დატოვოს. არ დავუშვებ, ადამიანები, რომლებიც უნდა ემსახურონ თავისუფალი სიტყვის დაცვას, ქუჩაში გამოყაროს ვინმემ. ვაცხადებ ღიად, ვაცხადებ საჯაროდ! არხის ნებისმიერ თანამშრომელი, რომელიც თვლის, რომ მისი უპირველესი მოვალეობა არა პარტიული დავალებებისადმი, არამედ პროფესიონალურად და ჟურნალისტური სტანდარტების შესაბამისად, თავისუფალი სიტყვის ერთგულებაა, უმუშევარი არ დარჩება და არ დაკარგავს სამსახურს!

დღეს "რუსთავი 2" არის "ნაციონალური მოძრაობის" მარწუხებში მოქცეული და იმართება პოლიტიკური დაკვეთებით. ამ პროცესს ხელმძღვანელობს გვარამია, რომელმაც სააკაშვილთან, ადეიშვილთან, მერაბიშვილთან, ახალაიებთან და კიდევ სხვებთან ერთადშექმნა სისტემა, რომელმაც ქვეყანა დესპოტიზმის ჩიხში შეიყვანა. ერთადერთი, ვისაც ზემოთქმულს არ დავპირდები, ეს სწორედ ტელეკომპანიის ამჟამინდელი გენერალური დირექტორი და მისი პრინციპების გამზიარებლები არიან. "ნაციონალური მოძრაობის" იდეოლოგიის გამტარებლები ვერ იქნებიან იმ ორგანიზაციის ხელმძღვანელები, რომელსაც პრეტენზია აქვს თავისუფალ სიტყვაზე და მიუკერძოებლობაზე. ქართველი ხალხის სულში ჩაფურთხებაა, როცა მედიაპლურალიზმზე საუბრობს და ყელყელაობს ადამიანი, რომელმაც ცივილიზებული მსოფლიოსგან განსხვავებით, "იმედის" სასტიკ დარბევას მხარი დაუჭირა. ის კეზერაშვილთან ერთად ხელმძღვანელობდა საკუთრების უმოწყალო დარბევას, გადაწვას, ოჯახის წევრების მძევლად აყვანას, ტერორს დაგანუკითხაობას, ათასობით ქართველის უკანონო დევნას. სწორედ ამიტომ და თუნდაც, მხოლოდ ამიტომ კოლექტიურ გვარამიას არაფერს დავპირდები და არაფრის გარანტიას არ მივცემ!" – ნათქვამია განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ