პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მოხვდა ზუ­რა შე­ვარ­დ­ნა­ძე გერ­მა­ნე­ლი ქალ­ბა­ტო­ნის ან­დერ­ძ­ში

ზუ­რა შე­ვარ­დ­ნა­ძეს მოგ­ზა­უ­რო­ბა ძა­ლი­ან უყ­ვარს. უცხო ქვეყ­ნის მცე­ნა­რე­ე­ბის გარ­და, იქა­ურ მკვიდ­რ­თა ცხოვ­რე­ბის წე­სით, პრობ­ლე­მე­ბით ინ­ტე­რეს­დე­ბა.

ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო თავ­გა­და­სა­ვა­ლიც გა­დახ­დე­ნია. ახ­ლა­ხან ზუ­რას გვარ-სა­ხე­ლი გერ­მა­ნელ­მა მე­გო­ბარ­მა ქალ­ბა­ტონ­მა ან­დერ­ძ­შიც კი შე­ი­ტა­ნა. ქალ­ბა­ტო­ნი ბა­უ­მა­ნი­სა და ზუ­რა შე­ვარ­დ­ნა­ძის მე­გობ­რო­ბა ძალ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბავს უკავ­შირ­დე­ბა...

- სა­ერ­თოდ, სად­მე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ტუ­რის­ტი­ვით გამ­გ­ზავ­რე­ბა და ღირ­ს­შე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა არ მიყ­ვარს - ამა­ზე უფ­რო მო­სა­წყე­ნი არ­და­დე­გე­ბი ჩემ­თ­ვის არ არ­სე­ბობს. მოგ­ზა­უ­რო­ბას მი­ზა­ნი და შე­დე­გი უნ­და ჰქონ­დეს: მხო­ლოდ ლა­მა­ზი და სა­ინ­ტე­რე­სო ად­გი­ლე­ბი კი არ უნ­და ვნა­ხო, არა­მედ - ბევ­რი რამ უნ­და ვის­წავ­ლო და სა­სარ­გებ­ლო საქ­მეც გა­ვა­კე­თო. ასე­თი მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბი ბევ­რად უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სოა, ვიდ­რე - თუნ­დაც, სა­ნა­პი­რო­ზე დას­ვე­ნე­ბა. წელს, "გარ­დე­ნი­ას" 12 თა­ნამ­შ­რო­მელ­თან ერ­თად, გერ­მა­ნი­ა­ში გა­ვემ­გ­ზავ­რე. ამ ქვე­ყა­ნა­ში ბევ­რი მე­გო­ბა­რი მყავს. ამი­ტომ იქ "ექ­ს­კურ­სი­ის" ორ­გა­ნი­ზე­ბა ჩემ­თ­ვის იოლი იყო. იქა­უ­რი სა­ნერ­გე­ე­ბი, მე­ურ­ნე­ო­ბე­ბი, ბო­ტა­ნი­კუ­რი თუ კერ­ძო ბა­ღე­ბი, სკვე­რე­ბი მო­ვი­ა­რეთ... ეს 2-კვი­რი­ა­ნი, შე­მეც­ნე­ბი­თი, სა­ინ­ტე­რე­სო და შე­დე­გი­ა­ნი მოგ­ზა­უ­რო­ბა იყო.

- გერ­მა­ნი­ის რო­მელ ქა­ლაქს სტუმ­რობ­დით?

- ბევრ ქა­ლაქ­ში ვი­ყა­ვით. ძი­რი­თა­დად, ბონს ვსტუმ­რობ ხოლ­მე - "ბუ­დე" იქ მაქვს, რად­გან ბო­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვსწავ­ლობ­დი. იქ ბევ­რი მე­გო­ბა­რი და ნაც­ნო­ბი მყავს. ბო­ნი­დან სხვა­დას­ხ­ვა ქა­ლაქ­ში დავ­დი­ო­დით - მთე­ლი 2 კვი­რის პროგ­რა­მა გა­წე­რი­ლი გვქონ­და, ზუს­ტად ვი­ცო­დით, რო­მელ დღეს სად და ვინ გვე­ლო­დე­ბო­და. ექ­ს­კურ­სი­ებ­ზე დავ­დი­ო­დით, გვმას­პინ­ძ­ლობ­დ­ნენ, სა­ინ­ტე­რე­სო შე­კითხ­ვებ­ზე გვპა­სუ­ხობ­დ­ნენ... მთა­ვა­რი ის იყო, რომ ბა­ღებ­ში ჭიშ­კ­რი­დან (მთა­ვა­რი შე­სას­ვ­ლე­ლი­დან) კი არ შევ­დი­ო­დით, არა­მედ მას­პინ­ძ­ლე­ბი "სამ­ზა­რე­უ­ლო­ში" გვა­ხე­დებ­დ­ნენ. ჩვე­ნი პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ თა­ვად მე­ურ­ნე­ო­ბის პატ­რო­ნი გვმას­პინ­ძ­ლობს... გერ­მა­ნი­ა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის შემ­დეგ, მე­გობ­რებ­თან (რომ­ლებ­მაც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი იტა­ლი­უ­რი ვი­ლა და­ი­ქი­რა­ვეს) ერ­თად სარ­დი­ნი­ა­ზე ვი­ყა­ვი. იტა­ლი­ის ეს მშვე­ნი­ე­რი კუნ­ძუ­ლი მო­ვი­ა­რეთ... სარ­დი­ნი­ი­დან დაბ­რუ­ნე­ბის მე­რე, სტუ­დენ­ტებ­თან ერ­თად, მსოფ­ლიო პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, ბრა­ზი­ლი­ა­ში გა­ვემ­გ­ზავ­რე. გამ­გ­ზავ­რე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო გახ­ლ­დათ. ჩვე­ნი ქვეყ­ნი­დან 6 პრო­ფე­სია წარ­ვად­გი­ნეთ, მათ შო­რის - ფლო­რის­ტი­კა. რო­გორც ფლო­რის­ტი­კის ექ­ს­პერ­ტი, ამ პრო­ფე­სი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ ერთ-ერთ ბავ­შ­ვ­თან - ანა ვა­შა­ძეს­თან ერ­თად გა­ვემ­გ­ზავ­რე. რა თქმა უნ­და, დიდ წარ­მა­ტე­ბას ვერ მი­ვაღ­წი­ეთ, ჩვე­ნი მი­ზა­ნი ეს არც ყო­ფი­ლა. ამ ოლიმ­პი­ა­და­ზე წელს პირ­ვე­ლად ვი­ყა­ვით. გა­მარ­ჯ­ვე­ბა­ზე არც გვი­ფიქ­რია, მაგ­რამ იქ მო­ნა­წი­ლე­ო­ბაც დი­დი ამ­ბა­ვი იყო: ვნა­ხეთ, ფლო­რის­ტი­კა რა სი­მაღ­ლე­ზეა, "სა­ით უნ­და ვი­ა­როთ"... ჩვენ­თ­ვის ფლო­რის­ტი­კა ახა­ლი პრო­ფე­სიაა. ამი­ტომ ვერც გავ­ბე­დავთ, რომ კო­რე­ას, ჰო­ლან­დი­ას, ბელ­გი­ას, და­ნი­ას, ინ­გ­ლის­სა თუ იტა­ლი­ას კონ­კუ­რენ­ცია გა­ვუ­წი­ოთ...

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

როგორ მოხვდა ზუ­რა შე­ვარ­დ­ნა­ძე გერ­მა­ნე­ლი ქალ­ბა­ტო­ნის ან­დერ­ძ­ში

როგორ მოხვდა ზუ­რა შე­ვარ­დ­ნა­ძე გერ­მა­ნე­ლი ქალ­ბა­ტო­ნის ან­დერ­ძ­ში

ზუ­რა შე­ვარ­დ­ნა­ძეს მოგ­ზა­უ­რო­ბა ძა­ლი­ან უყ­ვარს. უცხო ქვეყ­ნის მცე­ნა­რე­ე­ბის გარ­და, იქა­ურ მკვიდ­რ­თა ცხოვ­რე­ბის წე­სით, პრობ­ლე­მე­ბით ინ­ტე­რეს­დე­ბა.

ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო თავ­გა­და­სა­ვა­ლიც გა­დახ­დე­ნია. ახ­ლა­ხან ზუ­რას გვარ-სა­ხე­ლი გერ­მა­ნელ­მა მე­გო­ბარ­მა ქალ­ბა­ტონ­მა ან­დერ­ძ­შიც კი შე­ი­ტა­ნა. ქალ­ბა­ტო­ნი ბა­უ­მა­ნი­სა და ზუ­რა შე­ვარ­დ­ნა­ძის მე­გობ­რო­ბა ძალ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბავს უკავ­შირ­დე­ბა...

- სა­ერ­თოდ, სად­მე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ტუ­რის­ტი­ვით გამ­გ­ზავ­რე­ბა და ღირ­ს­შე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა არ მიყ­ვარს - ამა­ზე უფ­რო მო­საწყე­ნი არ­და­დე­გე­ბი ჩემ­თ­ვის არ არ­სე­ბობს. მოგ­ზა­უ­რო­ბას მი­ზა­ნი და შე­დე­გი უნ­და ჰქონ­დეს: მხო­ლოდ ლა­მა­ზი და სა­ინ­ტე­რე­სო ად­გი­ლე­ბი კი არ უნ­და ვნა­ხო, არა­მედ - ბევ­რი რამ უნ­და ვის­წავ­ლო და სა­სარ­გებ­ლო საქ­მეც გა­ვა­კე­თო. ასე­თი მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბი ბევ­რად უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სოა, ვიდ­რე - თუნ­დაც, სა­ნა­პი­რო­ზე დას­ვე­ნე­ბა. წელს, "გარ­დე­ნი­ას" 12 თა­ნამ­შ­რო­მელ­თან ერ­თად, გერ­მა­ნი­ა­ში გა­ვემ­გ­ზავ­რე. ამ ქვე­ყა­ნა­ში ბევ­რი მე­გო­ბა­რი მყავს. ამი­ტომ იქ "ექ­ს­კურ­სი­ის" ორ­გა­ნი­ზე­ბა ჩემ­თ­ვის იოლი იყო. იქა­უ­რი სა­ნერ­გე­ე­ბი, მე­ურ­ნე­ო­ბე­ბი, ბო­ტა­ნი­კუ­რი თუ კერ­ძო ბა­ღე­ბი, სკვე­რე­ბი მო­ვი­ა­რეთ... ეს 2-კვი­რი­ა­ნი, შე­მეც­ნე­ბი­თი, სა­ინ­ტე­რე­სო და შე­დე­გი­ა­ნი მოგ­ზა­უ­რო­ბა იყო.

- გერ­მა­ნი­ის რო­მელ ქა­ლაქს სტუმ­რობ­დით?

- ბევრ ქა­ლაქ­ში ვი­ყა­ვით. ძი­რი­თა­დად, ბონს ვსტუმ­რობ ხოლ­მე - "ბუ­დე" იქ მაქვს, რად­გან ბო­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვსწავ­ლობ­დი. იქ ბევ­რი მე­გო­ბა­რი და ნაც­ნო­ბი მყავს. ბო­ნი­დან სხვა­დას­ხ­ვა ქა­ლაქ­ში დავ­დი­ო­დით - მთე­ლი 2 კვი­რის პროგ­რა­მა გა­წე­რი­ლი გვქონ­და, ზუს­ტად ვი­ცო­დით, რო­მელ დღეს სად და ვინ გვე­ლო­დე­ბო­და. ექ­ს­კურ­სი­ებ­ზე დავ­დი­ო­დით, გვმას­პინ­ძ­ლობ­დ­ნენ, სა­ინ­ტე­რე­სო შე­კითხ­ვებ­ზე გვპა­სუ­ხობ­დ­ნენ... მთა­ვა­რი ის იყო, რომ ბა­ღებ­ში ჭიშ­კ­რი­დან (მთა­ვა­რი შე­სას­ვ­ლე­ლი­დან) კი არ შევ­დი­ო­დით, არა­მედ მას­პინ­ძ­ლე­ბი "სამ­ზა­რე­უ­ლო­ში" გვა­ხე­დებ­დ­ნენ. ჩვე­ნი პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ თა­ვად მე­ურ­ნე­ო­ბის პატ­რო­ნი გვმას­პინ­ძ­ლობს... გერ­მა­ნი­ა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის შემ­დეგ, მე­გობ­რებ­თან (რომ­ლებ­მაც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი იტა­ლი­უ­რი ვი­ლა და­ი­ქი­რა­ვეს) ერ­თად სარ­დი­ნი­ა­ზე ვი­ყა­ვი. იტა­ლი­ის ეს მშვე­ნი­ე­რი კუნ­ძუ­ლი მო­ვი­ა­რეთ... სარ­დი­ნი­ი­დან დაბ­რუ­ნე­ბის მე­რე, სტუ­დენ­ტებ­თან ერ­თად, მსოფ­ლიო პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, ბრა­ზი­ლი­ა­ში გა­ვემ­გ­ზავ­რე. გამ­გ­ზავ­რე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო გახ­ლ­დათ. ჩვე­ნი ქვეყ­ნი­დან 6 პრო­ფე­სია წარ­ვად­გი­ნეთ, მათ შო­რის - ფლო­რის­ტი­კა. რო­გორც ფლო­რის­ტი­კის ექ­ს­პერ­ტი, ამ პრო­ფე­სი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ ერთ-ერთ ბავ­შ­ვ­თან - ანა ვა­შა­ძეს­თან ერ­თად გა­ვემ­გ­ზავ­რე. რა თქმა უნ­და, დიდ წარ­მა­ტე­ბას ვერ მი­ვაღ­წი­ეთ, ჩვე­ნი მი­ზა­ნი ეს არც ყო­ფი­ლა. ამ ოლიმ­პი­ა­და­ზე წელს პირ­ვე­ლად ვი­ყა­ვით. გა­მარ­ჯ­ვე­ბა­ზე არც გვი­ფიქ­რია, მაგ­რამ იქ მო­ნა­წი­ლე­ო­ბაც დი­დი ამ­ბა­ვი იყო: ვნა­ხეთ, ფლო­რის­ტი­კა რა სი­მაღ­ლე­ზეა, "სა­ით უნ­და ვი­ა­როთ"... ჩვენ­თ­ვის ფლო­რის­ტი­კა ახა­ლი პრო­ფე­სიაა. ამი­ტომ ვერც გავ­ბე­დავთ, რომ კო­რე­ას, ჰო­ლან­დი­ას, ბელ­გი­ას, და­ნი­ას, ინ­გ­ლის­სა თუ იტა­ლი­ას კონ­კუ­რენ­ცია გა­ვუ­წი­ოთ...

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია