საზოგადოება
Faceამბები
კონფლიქტები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
პოლიტიკა
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უნივერისტეტში არსებობს ბიუროკრატიული მანქანა" - თსუ-ში რექტორის გადაყენების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს
"უნივერისტეტში არსებობს ბიუროკრატიული მანქანა" - თსუ-ში რექტორის გადაყენების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რის გა­დად­გო­მის მო­თხოვ­ნით, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ეზო­ში სტუ­დენ­ტე­ბის აქ­ცია იმარ­თე­ბა.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა თქმით, სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ბევ­რი ისე­თი პრობ­ლე­მაა, რომ­ლის მოგ­ვა­რე­ბა­საც უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი ვლა­დი­მერ პა­პა­ვა ვერ ახერ­ხებს. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა შე­ფა­სე­ბით, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში არის ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი მან­ქა­ნა, რო­მე­ლიც მოქ­ნილ ორ­გა­ნიზ­მად არის გა­დაქ­ცე­უ­ლი, რათა უნი­ვე­რის­ტეტ­მა ვერ მო­ა­ხერ­ხოს სწრა­ფი გან­ვი­თა­რე­ბა. სტუ­დენ­ტე­ბის თქმით, გარ­და ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი მან­ქა­ნი­სა, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში არის ასე­ვე ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრობ­ლე­მე­ბიც, რო­მელ­საც ემა­ტე­ბა ლექ­ტორ­თა არაკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რო­ბა.

"უნი­ვერ­სი­ტეტ­ში არის პრობ­ლე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც არ გვარ­დე­ბა. თსუ-ს თვით­მმარ­თვე­ლო­ბა ვლა­დი­მერ პა­პა­ვას ესა­უბ­რა ამ პრობ­ლე­მებ­ზე, თუმ­ცა შეხ­ვედ­რამ ის შე­დე­გი მოგ­ვცა, რომ არა­ფერ­ზე პა­სუ­ხი მას არ ჰქონ­და. უნი­ვე­რის­ტეტ­ში არ­სე­ბობს ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი მან­ქა­ნა, რათა სტუ­დენ­ტებ­მა აქეთ-იქით ია­რონ პრობ­ლე­მე­ბის გა­და­საჭ­რე­ლად და ვე­რა­ფე­რი გა­არ­კვი­ონ", - გა­ნა­ცხა­და თვით­მმარ­თვე­ლო­ბის პრე­ზი­დენ­ტმა შალ­ვა სა­ბა­ურ­მა.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სტუ­დენ­ტურ­მა თვით­მმარ­თვე­ლო­ბამ გა­მო­ი­ყე­ნა სა­მარ­თლებ­რი­ვი ბერ­კე­ტი და ფა­კულ­ტე­ტის საბ­ჭო­ე­ბის მუ­შა­ო­ბა შე­ა­ჩე­რა იქამ­დე, ვიდ­რე არ მოხ­დე­ბა მათი მო­თხოვ­ნე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა და არ და­ტო­ვებს და­ტო­ვე­ბულ თა­ნამ­დე­ბო­ბას ვლა­დი­მერ პა­პა­ვა. სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მმარ­თვე­ლო­ბა სა­უბ­რობს ასე­ვე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში არ­სე­ბულ ფი­ნან­სურ პრობ­ლე­მებ­ზე.

"არ­სე­ბობს ინ­ფორ­მა­ცია, რომ სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბე­ბი უნი­ვერ­სი­ტე­ტის საქ­მი­ა­ნო­ბის შეს­წავ­ლას აპი­რე­ბენ, რაც გუ­ლის­ხმობს სხვა­დას­ხვა ტენ­დერებ­სა და შეს­ყიდ­ვის საქ­მე­ებს", - გა­ნა­ცხა­და შალ­ვა სა­ბა­ურ­მა.

უნი­ვერ­სი­ტეტ­ში შეკ­რე­ბილ­მა სტუ­დენ­ტებ­მა აქ­ცი­ის დროს ვლა­დი­მერ პა­პა­ვას წი­თე­ლი ბა­რა­თიც უჩ­ვე­ნეს, ნიშ­ნად იმი­სა, რომ მან თა­ნამ­დე­ბო­ბა უნდა და­ტო­ვოს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

იხი­ლეთ ვი­დეო

sponsored by ContentRoom

"უნივერისტეტში არსებობს ბიუროკრატიული მანქანა" - თსუ-ში რექტორის გადაყენების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

"უნივერისტეტში არსებობს ბიუროკრატიული მანქანა" - თსუ-ში რექტორის გადაყენების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გადადგომის მოთხოვნით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტების აქცია იმართება.

აქციის მონაწილეთა თქმით, სახელმწიფო უნივერსიტეტში ბევრი ისეთი პრობლემაა, რომლის მოგვარებასაც უნივერსიტეტის რექტორი ვლადიმერ პაპავა ვერ ახერხებს. აქციის მონაწილეთა შეფასებით, უნივერსიტეტში არის ბიუროკრატიული მანქანა, რომელიც მოქნილ ორგანიზმად არის გადაქცეული, რათა უნივერისტეტმა ვერ მოახერხოს სწრაფი განვითარება. სტუდენტების თქმით, გარდა ბიუროკრატიული მანქანისა, უნივერსიტეტში არის ასევე ინფრასტრუქტურული პრობლემებიც, რომელსაც ემატება ლექტორთა არაკვალიფიციურობა.

"უნივერსიტეტში არის პრობლემები, რომლებიც არ გვარდება. თსუ-ს თვითმმართველობა ვლადიმერ პაპავას ესაუბრა ამ პრობლემებზე, თუმცა შეხვედრამ ის შედეგი მოგვცა, რომ არაფერზე პასუხი მას არ ჰქონდა. უნივერისტეტში არსებობს ბიუროკრატიული მანქანა, რათა სტუდენტებმა აქეთ-იქით იარონ პრობლემების გადასაჭრელად და ვერაფერი გაარკვიონ", - განაცხადა თვითმმართველობის პრეზიდენტმა შალვა საბაურმა.

მისივე ინფორმაციით, სტუდენტურმა თვითმმართველობამ გამოიყენა სამართლებრივი ბერკეტი და ფაკულტეტის საბჭოების მუშაობა შეაჩერა იქამდე, ვიდრე არ მოხდება მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება და არ დატოვებს დატოვებულ თანამდებობას ვლადიმერ პაპავა. სტუდენტური თვითმმართველობა საუბრობს ასევე უნივერსიტეტში არსებულ ფინანსურ პრობლემებზე.

"არსებობს ინფორმაცია, რომ საგამოძიებო უწყებები უნივერსიტეტის საქმიანობის შესწავლას აპირებენ, რაც გულისხმობს სხვადასხვა ტენდერებსა და შესყიდვის საქმეებს", - განაცხადა შალვა საბაურმა.

უნივერსიტეტში შეკრებილმა სტუდენტებმა აქციის დროს ვლადიმერ პაპავას წითელი ბარათიც უჩვენეს, ნიშნად იმისა, რომ მან თანამდებობა უნდა დატოვოს.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია