საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორი დამოკიდებულება აქვთ აფხაზ ახალგაზრდებს საქართველოს მიმართ - ემოციური ამბავი, რომელიც ქართველ გოგონას სოხუმში სტუმრობისას გადახდა
როგორი დამოკიდებულება აქვთ აფხაზ ახალგაზრდებს საქართველოს მიმართ - ემოციური ამბავი, რომელიც ქართველ გოგონას სოხუმში სტუმრობისას გადახდა

რო­გორ ცხოვ­რო­ბენ აფხა­ზი ახალ­გაზ­რდე­ბი, რა ინ­ტე­რე­სე­ბი აქვთ? მათ არ აქვთ წარ­მოდ­გე­ნა აფხა­ზე­თის გა­რეთ მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე. ომმა ორი მოძ­მე ხალ­ხი ერ­თმა­ნეთთნ გა­ა­უ­ცხო­ვა.

22 წლის თა­თია ზუხ­ბა­ია სომ­ხუ­მი­და­ნაა. რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის მი­უ­ხე­და­ვად, თა­თია სა­კუ­თარ ფეს­ვებს არ ივი­წყებს და მოძ­მე ხალ­ხთან თბი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის დამ­ყა­რე­ბას ცდი­ლობს. თა­თია დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ დად­გე­ბა დრო, როცა ორ მოძ­მე ხალ­ხს შო­რის ყი­ნუ­ლი გალღვე­ბა. 22 წლის სტუ­დენ­ტი მოწ­ვე­ვით ყო­ველ ზა­ფხულს სო­ხუმ­ში ჩა­დის და მისი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბით ტკბე­ბა. თა­თია იქ მცხოვ­რე­ბი ახალ­გაზ­რდე­ბის შე­სა­ხებ ამ­ბე­ბი.გე-ს ესა­უბ­რა.

"არ­სე­ბობს სტე­რე­ო­ტი­პი, რომ­ლის მი­ხედ­ვითც ენ­გურს მიღ­მა კა­ცი­ჭა­მია ადა­მი­ა­ნე­ბი ცხოვ­რო­ბენ. თით­ქოს იქ ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი მზად არის ტყვია და­გა­ხა­ლოს შუბ­ლში. რა თქმა უნდა, არ­სე­ბობს პრობ­ლე­მე­ბი, აგ­რე­სია, თუმ­ცა არ­სე­ბობს ერთი კარ­გი ქარ­თუ­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მი. ქვევ­რს რა­საც ჩას­ძა­ხებ, იმას­ვე ამოგ­ძა­ხებს. რა ინ­ფორ­მა­ცი­ა­საც ღე­ბუ­ლობს იქა­უ­რი ახალ­გაზ­რდო­ბა იმ ინ­ფორ­მა­ცი­ით იზ­რდე­ბი­ან. ამი­ტომ მათი ეს რე­აქ­ცია სამ­წუ­ხა­როდ ბუ­ნებ­რი­ვი და ლო­გი­კუ­რიც კი არის. ეს სტე­რე­ო­ტი­პი უნდა და­იმ­სხვრეს. ენ­გურს მიღ­მა ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბიც ცხოვ­რო­ბენ, რომ­ლებ­საც სწამთ, რომ აფხა­ზე­თი არ არის ცალ­კე სა­ხელ­მწი­ფო. მათ იცი­ან რომ იყო წლე­ბი, რო­დე­საც ჩვენ ერ­თად ვცხოვ­რობ­დით",- ამ­ბობს თა­თია.

თა­თია გვიყ­ვე­ბა, რომ სო­ხუმ­ში დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის მიზ­ნით ერთ-ერთ ტუ­რის­ტულ სა­ა­გენ­ტო­ში ჩა­ე­წე­რა. როცა მის­მა გიდ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ თა­თია სა­ქარ­თვე­ლო­დან იყო მის­და­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვა­ლა. "ჩვე­ნი გიდი 25 წლა­მე ასა­კის საკ­მა­ოდ დახ­ვე­წი­ლი, სიმ­პა­ტი­უ­რი მა­მა­კა­ცი აღ­მოჩ­ნდა. ჩვენ რუ­სულ ენა­ზე ვსა­უბ­რობ­დით და იმ­დე­ნად აქ­ტი­უ­რობ­და, რომ თით­ქმის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ შე­საძ­ლოა მას მოვ­წო­ნე­ბო­დი. თუმ­ცა ჩემს მე­გო­ბარ­თან წა­მოც­დე­ნილ­მა ერ­თმა ქარ­თულ­მა ფრა­ზამ მას ჩემ­და­მი ყო­ველ­გვა­რი სიმ­პა­ტია გა­უქ­რო. რა თქმა უნდა, ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ მე კვლავ დავ­რჩი მისი ინ­ტე­რე­სის ობი­ექ­ტი. თუმ­ცა არა­სო­დეს და­მა­ვი­წყდე­ბა, რო­გორ მი­ყუ­რებ­და დიდი ცის­ფე­რი თვა­ლე­ბით და მიყ­ვე­ბო­და, რო­გორ და­ეს­ხა მე­ზო­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფო თავს (სა­ქარ­თვე­ლო­ზე იყო სა­უ­ბა­რი) და რო­გორ მო­ახ­დი­ნა მათი ოკუ­პა­ცია. ვა­ღი­ა­რებ, მის­მა საქ­ცი­ელ­მა ძა­ლი­ან გა­მა­ნა­წყე­ნა. ყვე­ლა­ზე ცუდი ის იყო, რომ მე არ ვი­ყა­ვი მარ­ტო, ჩემს ირ­გვლივ იყ­ვნენ უცხო­ე­ლი ტუ­რის­ტე­ბი და მისი ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ძა­ლი­ან მე­წყი­ნა. ტუ­რის დას­რუ­ლე­ბის შე­დეგ მას უნდა და­ვებ­რუ­ნე­ბი­ნე იქ, სა­ი­და­ნაც გა­ვემ­გზავ­რეთ. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ­მა გიდ­მა ეს არ ისურ­ვა, რო­დე­საც მარ­შრუ­ტი დას­რულ­და, მახ­სოვს ჩა­მოგ­ვსვა ქუ­ჩა­ში და მა­ნიშ­ნა, რომ პირ­და­პირ უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი. სო­ხუ­მი ჩემ­თვის უცხო ქა­ლა­ქი იყო და ძლივს გა­ვიკ­ვლიე გზა...

თუმ­ცა, ვა­მა­ყობ ერთი რა­მით და ამ ამ­ბავს ჩემი მე­გობ­რე­ბიც ხში­რად იხ­სე­ნე­ბენ. სო­ხუმ­ში ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი პე­და­გო­გის ოჯახ­ში ვცხოვ­რობ­დი, როცა მათ მო­ვუ­ყე­ვი ამ ის­ტო­რი­ას, ისი­ნიც აღ­შფოთ­დნენ. იმ სა­ღა­მოს იმ ოჯახ­ში, სა­დაც მე ვიმ­ყო­ფე­ბო­დი, სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რის ხმა გა­ის­მა. რე­კავ­და უც­ნო­ბი ქალ­ბა­ტო­ნი, რომლსაც ჩემ­თან გა­სა­უბ­რე­ბის სურ­ვი­ლი ჰქონ­და. ბო­ლოს რო­გორც გა­ვარ­კვიე, ეს უც­ნო­ბი ქალ­ბა­ტო­ნი გი­დის დედა აღ­მოჩ­ნდა, მან მო­ი­ბო­დი­შა ჩემ­თან სა­უბ­რი­სას და ვერ ახ­სნა, რა­ტომ ჰქონ­და მის შვილს ასე­თი რე­აქ­ცია, მა­შინ, როცა მათი ოჯა­ხი ქარ­თვე­ლე­ბის მი­მართ დიდი სიყ­ვა­რუ­ლით არის გან­მსჭვა­ლუ­ლი. ამ წყე­ნი­სა და ემო­ცი­ე­ბის შემ­დეგ ჩემს მე­გო­ბარს ვუ­თხა­რი: ის ბიჭი რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­დეს, მე გა­ვა­კე­თებ ყვე­ლა­ფერს, რომ მას და­დე­ბი­თი ემო­ცი­ე­ბი გაჰ­ყვეს ენ­გურს მიღ­მა", - ამ­ბობს თა­თია ზუხ­ბა­ია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

როგორი დამოკიდებულება აქვთ აფხაზ ახალგაზრდებს საქართველოს მიმართ - ემოციური ამბავი, რომელიც ქართველ გოგონას სოხუმში სტუმრობისას გადახდა

როგორი დამოკიდებულება აქვთ აფხაზ ახალგაზრდებს საქართველოს მიმართ - ემოციური ამბავი, რომელიც ქართველ გოგონას სოხუმში სტუმრობისას გადახდა

როგორ ცხოვრობენ აფხაზი ახალგაზრდები, რა ინტერესები აქვთ? მათ არ აქვთ წარმოდგენა აფხაზეთის გარეთ მიმდინარე პროცესებზე. ომმა ორი მოძმე ხალხი ერთმანეთთნ გააუცხოვა.

22 წლის თათია ზუხბაია სომხუმიდანაა. რთული სიტუაციის მიუხედავად, თათია საკუთარ ფესვებს არ ივიწყებს და მოძმე ხალხთან თბილი ურთიერთობის დამყარებას ცდილობს. თათია დარწმუნებულია, რომ დადგება დრო, როცა ორ მოძმე ხალხს შორის ყინული გალღვება. 22 წლის სტუდენტი მოწვევით ყოველ ზაფხულს სოხუმში ჩადის და მისი დათვალიერებით ტკბება. თათია იქ მცხოვრები ახალგაზრდების შესახებ ამბები.გე-ს ესაუბრა.

"არსებობს სტერეოტიპი, რომლის მიხედვითც ენგურს მიღმა კაციჭამია ადამიანები ცხოვრობენ. თითქოს იქ ყველა ადამიანი მზად არის ტყვია დაგახალოს შუბლში. რა თქმა უნდა, არსებობს პრობლემები, აგრესია, თუმცა არსებობს ერთი კარგი ქართული გამონათქვამი. ქვევრს რასაც ჩასძახებ, იმასვე ამოგძახებს. რა ინფორმაციასაც ღებულობს იქაური ახალგაზრდობა იმ ინფორმაციით იზრდებიან. ამიტომ მათი ეს რეაქცია სამწუხაროდ ბუნებრივი და ლოგიკურიც კი არის. ეს სტერეოტიპი უნდა დაიმსხვრეს. ენგურს მიღმა ისეთი ადამიანებიც ცხოვრობენ, რომლებსაც სწამთ, რომ აფხაზეთი არ არის ცალკე სახელმწიფო. მათ იციან რომ იყო წლები, როდესაც ჩვენ ერთად ვცხოვრობდით",- ამბობს თათია.

თათია გვიყვება, რომ სოხუმში დათვალიერების მიზნით ერთ-ერთ ტურისტულ სააგენტოში ჩაეწერა. როცა მისმა გიდმა აღმოაჩინა, რომ თათია საქართველოდან იყო მისდამი დამოკიდებულება რადიკალურად შეცვალა. ”ჩვენი გიდი 25 წლამე ასაკის საკმაოდ დახვეწილი, სიმპატიური მამაკაცი აღმოჩნდა. ჩვენ რუსულ ენაზე ვსაუბრობდით და იმდენად აქტიურობდა, რომ თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ შესაძლოა მას მოვწონებოდი. თუმცა ჩემს მეგობართან წამოცდენილმა ერთმა ქართულმა ფრაზამ მას ჩემდამი ყოველგვარი სიმპატია გაუქრო. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის შემდეგ მე კვლავ დავრჩი მისი ინტერესის ობიექტი. თუმცა არასოდეს დამავიწყდება, როგორ მიყურებდა დიდი ცისფერი თვალებით და მიყვებოდა, როგორ დაესხა მეზობელი სახელმწიფო თავს (საქართველოზე იყო საუბარი) და როგორ მოახდინა მათი ოკუპაცია. ვაღიარებ, მისმა საქციელმა ძალიან გამანაწყენა. ყველაზე ცუდი ის იყო, რომ მე არ ვიყავი მარტო, ჩემს ირგვლივ იყვნენ უცხოელი ტურისტები და მისი ასეთი დამოკიდებულება ძალიან მეწყინა. ტურის დასრულების შედეგ მას უნდა დავებრუნებინე იქ, საიდანაც გავემგზავრეთ. სამწუხაროდ, ჩვენმა გიდმა ეს არ ისურვა, როდესაც მარშრუტი დასრულდა, მახსოვს ჩამოგვსვა ქუჩაში და მანიშნა, რომ პირდაპირ უნდა წავსულიყავი. სოხუმი ჩემთვის უცხო ქალაქი იყო და ძლივს გავიკვლიე გზა...

თუმცა, ვამაყობ ერთი რამით და ამ ამბავს ჩემი მეგობრებიც ხშირად იხსენებენ. სოხუმში ძალიან ცნობილი პედაგოგის ოჯახში ვცხოვრობდი, როცა მათ მოვუყევი ამ ისტორიას, ისინიც აღშფოთდნენ. იმ საღამოს იმ ოჯახში, სადაც მე ვიმყოფებოდი, სატელეფონო ზარის ხმა გაისმა. რეკავდა უცნობი ქალბატონი, რომლსაც ჩემთან გასაუბრების სურვილი ჰქონდა. ბოლოს როგორც გავარკვიე, ეს უცნობი ქალბატონი გიდის დედა აღმოჩნდა, მან მოიბოდიშა ჩემთან საუბრისას და ვერ ახსნა, რატომ ჰქონდა მის შვილს ასეთი რეაქცია, მაშინ, როცა მათი ოჯახი ქართველების მიმართ დიდი სიყვარულით არის განმსჭვალული. ამ წყენისა და ემოციების შემდეგ ჩემს მეგობარს ვუთხარი: ის ბიჭი რომ საქართველოში ჩამოვიდეს, მე გავაკეთებ ყველაფერს, რომ მას დადებითი ემოციები გაჰყვეს ენგურს მიღმა", - ამბობს თათია ზუხბაია.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ