პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სპორტი
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს წიგნებია დიდი საშიშროების შემცველი" - საპატრიარქოს განათლების ცენტრი საგანს "მე და საზოგადოება" აპროტესტებს
"ეს წიგნებია დიდი საშიშროების შემცველი" - საპატრიარქოს განათლების ცენტრი საგანს "მე და საზოგადოება" აპროტესტებს

სა­პატ­რი­არ­ქოს გა­ნათ­ლე­ბის ცენ­ტრი საგ­ნის "მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბა" ფარ­თო გან­ხილ­ვას მო­ი­თხოვს. რო­გორც ცენ­ტრში აცხა­დე­ბენ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ამ გან­ხილ­ვა­ში ჩა­ერ­თონ მშობ­ლე­ბი, ფსი­ქო­ლო­გე­ბი, მეც­ნი­ე­რე­ბი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ფარ­თო მა­სე­ბი.

რო­გორც დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე დე­კა­ნოზ­მა ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძემ გა­ნა­ცხა­და, მათ­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და პე­და­გოგ­თა გა­დამ­ზა­დე­ბის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი, რო­მე­ლიც შე­ი­ცავს ისეთ სწავ­ლე­ბას, რო­მე­ლიც ოჯა­ხი­სა და ტრა­დი­ცი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ არის მი­მარ­თუ­ლი. დე­კა­ნოზ­მა ან­დრი­ამ და დე­კა­ნოზ­მა ბი­ძი­ნამ მე­დი­ას სა­პატ­რი­არ­ქოს გა­ნათ­ლე­ბის ცენ­ტრის გან­ცხა­დე­ბაც გა­აც­ნეს, რო­მელ­საც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"ბოლო პე­რი­ოდ­ში, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს ინი­ცი­ა­ტი­ვით შე­მო­ტა­ნილ­მა სა­გან­მა გარ­კვე­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია. იმის­თვის, რომ და­ზუს­ტდეს სა­პატ­რი­არ­ქოს სას­წავ­ლო ცენ­ტრის პო­ზი­ცია ამ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და იმის­თვის, რომ უფრო მე­ტად მო­ხერ­ხდეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩარ­თვა ამ საგ­ნის გან­ხილ­ვა­ში სა­პატ­რი­არ­ქოს სას­წავ­ლო კო­მი­ტე­ტი აკე­თებს გან­ცხა­დე­ბას.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს სას­წავ­ლო კო­მი­ტე­ტი რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩარ­თუ­ლი იყო სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს მიერ შე­მუ­შა­ვე­ბულ საგ­ნის "მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბა" გან­ხილ­ვა­ში. საგ­ნის სტან­დარ­ტში აი­სა­ხა ჩვე­ნი კო­მი­ტე­ტის ზო­გი­ერ­თი რე­კო­მენ­და­ცია, თუმ­ცა მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში გა­მო­იკ­ვე­თა, რომ გა­ცი­ლე­ბით სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მებ­თან გვაქვს საქ­მე, რო­მელ­თა გაც­ნო­ბაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის აუ­ცი­ლებ­ლად მიგ­ვაჩ­ნია.

სა­მი­ნის­ტროს ვებ გვერ­დზე გან­თავ­სე­ბუ­ლია საგ­ნის სტან­დარ­ტი­დან 12-გვერ­დი­ა­ნი ამო­ნა­რი­დი, რო­მე­ლიც უწყი­ნა­რი სა­ხი­საა, სტან­დარ­ტის სრუ­ლი სა­მუ­შაო დო­კუ­მენ­ტი, რო­მელ­საც გან­ვი­ხი­ლავ­დით, 80-გვერ­დი­ა­ნი მა­სა­ლა იყო და ის ფარ­თო მკი­თხვე­ლის­თვის ახლა უკვე მი­უწ­ვდო­მე­ლია. ვრცე­ლი ვა­რი­ან­ტი შე­ი­ცავს და­უ­ზუს­ტე­ბელ და არა­ერ­თმნიშ­ვნე­ლო­ვან ტერ­მი­ნო­ლო­გი­ას და ცნე­ბებს რაც მრა­ვალ კი­თხვას ბა­დებს. აღ­მოჩ­ნდა ისიც, რომ უკვე მომ­ზა­დე­ბუ­ლია ამ საგ­ნის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბიც ანუ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია ის მო­თხოვ­ნე­ბი რა­საც უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დნენ ეს პე­და­გო­გე­ბი. თა­ვად სტან­დარტზე მუ­შა­ო­ბა მარ­თა­ლია გრძელ­დე­ბა მაგ­რამ პე­და­გოგ­თა გა­დამ­ზა­დე­ბის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი უკვე დას­რუ­ლე­ბუ­ლია და სწო­რედ ეს წიგ­ნე­ბია უფრო დიდი სა­შიშ­რო­ე­ბის შემ­ცვე­ლი. მათ­ში გა­ცხა­დე­ბუ­ლია სი­ნამ­დვი­ლე­ში რა მი­ზანს შე­იძ­ლე­ბა ემ­სა­ხუ­რე­ბო­დეს სა­გა­ნი "მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბა".

ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რომ ეს სა­გა­ნი მი­მარ­თუ­ლია ოჯა­ხი­სა და ოჯა­ხუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. მიგ­ვაჩ­ნია, რომ მე­სა­მე და მე­ო­თხე კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი­სად­მი მო­თხოვ­ნა, რომ მან ისა­უბ­როს სახ­ლში მომ­ხდა­რი კონ­ფლიქ­ტის შე­სა­ხებ, თა­ნაკ­ლა­სე­ლებ­მა კი მისი მო­ნა­თხრო­ბი გა­ი­თა­მა­შონ და ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­ერ­თო მსჯე­ლო­ბის საგ­ნად აქ­ცი­ონ, ოჯა­ხის ინ­ტე­რე­სე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ არის მი­მარ­თუ­ლი. შე­იძ­ლე­ბა თუ არა მოს­წავ­ლეს ავა­ლებ­დნენ, რომ ოჯა­ხის კონ­ფლიქტთან ან ოჯა­ხის რა­ი­მე სხვა ნაკ­ლო­ვა­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით თა­ვი­სი ფან­ტა­ზი­ი­თაც მო­ი­გო­ნოს ამ­ბე­ბი. რათა შემ­დგომ მისი კლას­ში ინ­სცე­ნი­რე­ბა მო­ახ­დი­ნონ.

ეს ხომ მშობ­ლე­ბი­სად­მი პა­ტი­ვის­ცე­მას და­ა­კარ­გვი­ნებს მო­ზარდს და სა­ერ­თო­დაც უარ­ყო­ფი­თად გა­ნა­წყობს უფ­რო­სე­ბის მი­მართ. პე­და­გოგ­თა გა­დამ­ზა­დე­ბის წიგ­ნებ­ში გა­მოკ­ვე­თი­ლია გენ­დე­რის თე­ო­რი­ის გავ­ლე­ნა, რო­მე­ლიც ოჯა­ხურ ტრა­დი­ცი­ას, მშობ­ლე­ბის და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბულ შე­ხე­დუ­ლე­ბებს ბავ­შვებ­ზე ერ­თგვა­რი ძა­ლა­დო­ბის ინ­სტრუ­მენ­ტად მი­იჩ­ნევს, რაც თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის და­მაბ­რკო­ლებ­ლად წარ­მოჩ­ნდე­ბა ამ თე­ო­რი­ის გამ­ზი­ა­რებ­ლე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ უნდა მოხ­დეს სტე­რე­ო­ტი­პე­ბის ანუ ოჯახ­ში და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის დან­გრე­ვა და ცხოვ­რე­ბის ჯან­სა­ღი წე­სის და­ნერგვა. ხოლო თუ რას ნიშ­ნავს ცხოვ­რე­ბის ჯან­სა­ღი წესი, გან­მარ­ტე­ბუ­ლია პე­და­გოგ­თა გა­დამ­ზა­დე­ბის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებ­ში. ამა­ვე სა­ხელ­მძღვა­ნე­ლობ­ში გან­მარ­ტე­ბუ­ლია მათ შო­რის უსაფრ­თხო სექ­სი.

სტან­დარ­ტში ნახ­სე­ნე­ბი ყო­ველ­გვა­რი გან­სხვა­ვე­ბუ­ლო­ბის მიმ­ღებ­ლო­ბის უნა­რი, რაც ბავ­შვმა უნდა შე­ი­ძი­ნოს, პე­და­გოგ­თა წიგ­ნებ­ში უმ­თავ­რე­სად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის მიმ­ღე­ო­ბას გუ­ლის­ხმობს, რისი და­ნერგვაც შე­სა­ბა­მი­სი სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბი­თა და აქ­ტი­ვო­ბე­ბით არის გამ­ყა­რე­ბუ­ლი. გან­სხვა­ვე­ბუ­ლო­ბის მიმ­ღე­ო­ბის უნა­რი არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა იმით, რომ ბავ­შვი არ იყოს აგ­რე­სი­უ­ლი სხვა ადა­მი­ა­ნის მი­მართ, არა­მედ გუ­ლის­ხმობს იმას რომ მან ნორ­მად, ნორ­მა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბად მი­ი­ღოს ე.წ. სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის ცხოვ­რე­ბის წესი. პე­და­გოგ­თა სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს მი­ხედ­ვით, მას­წავ­ლე­ბელ­მა უნდა შეძ­ლოს ბავ­შვს ჩა­უ­ნერ­გოს, რომ ქორ­წი­ნე­ბამ­დე კავ­ში­რიც და ერ­თსქე­სი­ან­თა კავ­ში­რი ნორ­მა­ლურ ოჯახს წარ­მო­ად­გენს. თუ საგ­ნის სტან­დარ­ტში ბავ­შვი ვალ­დე­ბუ­ლია ითა­მა­შოს ოჯა­ხის წევ­რე­ბი­სა და მე­ზობ­ლე­ბის რო­ლე­ბი, პე­და­გოგ­თა სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ში მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ მათ ლეს­ბო­ლის და მე­ძა­ვის რო­ლე­ბიც უნდა შე­ას­რუ­ლონ და რო­ლუ­რი თა­მა­ში მოს­წავ­ლის შე­ფა­სე­ბის შკა­ლა­ში შე­დის.

სათ­ქმე­ლი სხვაც ბევ­რია, აქ მხო­ლოდ ძი­რი­თად პრობ­ლე­მებს შე­ვე­ხეთ. ესეც საკ­მა­რი­სია იმის წარ­მო­სა­ჩე­ნად თუ რა რე­ა­ლო­ბას­თან გვაქვს საქ­მე. დღეს არ­სე­ბუ­ლი სა­ხით ეს არის სა­გა­ნი, რო­მე­ლიც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა რო­გორც ქრის­ტი­ა­ნულ პრინ­ცი­პებს, ასე­ვე ზო­გად ადა­მი­ა­ნურ პრინ­ცი­პებს. თუმ­ცა, მი­ვიჩ­ნევთ, რომ შე­ფა­სე­ბე­ბი მხო­ლოდ ჩვენ­გან არ უნდა გა­კეთ­დეს. აღ­ნიშ­ნუ­ლი საგ­ნის სტან­დარ­ტის და პე­და­გოგ­თა სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს გან­ხილ­ვა­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია ჩა­ერ­თონ მშობ­ლე­ბი, მეც­ნი­ე­რე­ბი, ფსი­ქო­ლო­გე­ბი და სა­ერ­თოდ, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ფარ­თო ფენა. ამ გან­ცხა­დე­ბის მი­ზა­ნიც ეს არის, რომ მოხ­დეს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი გან­ხილ­ვა", - ნათ­ქვა­მია სა­პატ­რი­არ­ქოს გა­ნათ­ლე­ბის ცენ­ტრის გან­ცხა­დე­ბა­ში.

გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­პატ­რი­არ­ქოს ვებ გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდეს.

"ეს წიგნებია დიდი საშიშროების შემცველი" - საპატრიარქოს განათლების ცენტრი საგანს "მე და საზოგადოება" აპროტესტებს

"ეს წიგნებია დიდი საშიშროების შემცველი" - საპატრიარქოს განათლების ცენტრი საგანს "მე და საზოგადოება" აპროტესტებს

საპატრიარქოს განათლების ცენტრი საგნის "მე და საზოგადოება" ფართო განხილვას მოითხოვს. როგორც ცენტრში აცხადებენ, აუცილებელია ამ განხილვაში ჩაერთონ მშობლები, ფსიქოლოგები, მეცნიერები, საზოგადოების ფართო მასები.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, მათთვის ცნობილი გახდა პედაგოგთა გადამზადების სახელმძღვანელოები, რომელიც შეიცავს ისეთ სწავლებას, რომელიც ოჯახისა და ტრადიციული ღირებულებების წინააღმდეგ არის მიმართული. დეკანოზმა ანდრიამ და დეკანოზმა ბიძინამ მედიას საპატრიარქოს განათლების ცენტრის განცხადებაც გააცნეს, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"ბოლო პერიოდში, განათლების სამინისტროს ინიციატივით შემოტანილმა საგანმა გარკვეული საზოგადოებრივი ინტერესი გამოიწვია. იმისთვის, რომ დაზუსტდეს საპატრიარქოს სასწავლო ცენტრის პოზიცია ამ საკითხებთან დაკავშირებით და იმისთვის, რომ უფრო მეტად მოხერხდეს საზოგადოების ჩართვა ამ საგნის განხილვაში საპატრიარქოს სასწავლო კომიტეტი აკეთებს განცხადებას.

საქართველოს საპატრიარქოს სასწავლო კომიტეტი რამდენიმე თვის განმავლობაში ჩართული იყო საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებულ საგნის "მე და საზოგადოება" განხილვაში. საგნის სტანდარტში აისახა ჩვენი კომიტეტის ზოგიერთი რეკომენდაცია, თუმცა მუშაობის პროცესში გამოიკვეთა, რომ გაცილებით სერიოზულ პრობლემებთან გვაქვს საქმე, რომელთა გაცნობაც საზოგადოებისთვის აუცილებლად მიგვაჩნია.

სამინისტროს ვებ გვერდზე განთავსებულია საგნის სტანდარტიდან 12-გვერდიანი ამონარიდი, რომელიც უწყინარი სახისაა, სტანდარტის სრული სამუშაო დოკუმენტი, რომელსაც განვიხილავდით, 80-გვერდიანი მასალა იყო და ის ფართო მკითხველისთვის ახლა უკვე მიუწვდომელია. ვრცელი ვარიანტი შეიცავს დაუზუსტებელ და არაერთმნიშვნელოვან ტერმინოლოგიას და ცნებებს რაც მრავალ კითხვას ბადებს. აღმოჩნდა ისიც, რომ უკვე მომზადებულია ამ საგნის სახელმძღვანელოებიც ანუ შემუშავებულია ის მოთხოვნები რასაც უნდა აკმაყოფილებდნენ ეს პედაგოგები. თავად სტანდარტზე მუშაობა მართალია გრძელდება მაგრამ პედაგოგთა გადამზადების სახელმძღვანელოები უკვე დასრულებულია და სწორედ ეს წიგნებია უფრო დიდი საშიშროების შემცველი. მათში გაცხადებულია სინამდვილეში რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს საგანი "მე და საზოგადოება".

ძალიან სამწუხაროა, რომ ეს საგანი მიმართულია ოჯახისა და ოჯახური ღირებულებების წინააღმდეგ. მიგვაჩნია, რომ მესამე და მეოთხე კლასის მოსწავლეებისადმი მოთხოვნა, რომ მან ისაუბროს სახლში მომხდარი კონფლიქტის შესახებ, თანაკლასელებმა კი მისი მონათხრობი გაითამაშონ და ეს ყველაფერი საერთო მსჯელობის საგნად აქციონ, ოჯახის ინტერესების საწინააღმდეგოდ არის მიმართული. შეიძლება თუ არა მოსწავლეს ავალებდნენ, რომ ოჯახის კონფლიქტთან ან ოჯახის რაიმე სხვა ნაკლოვანებასთან დაკავშირებით თავისი ფანტაზიითაც მოიგონოს ამბები. რათა შემდგომ მისი კლასში ინსცენირება მოახდინონ.

ეს ხომ მშობლებისადმი პატივისცემას დააკარგვინებს მოზარდს და საერთოდაც უარყოფითად განაწყობს უფროსების მიმართ. პედაგოგთა გადამზადების წიგნებში გამოკვეთილია გენდერის თეორიის გავლენა, რომელიც ოჯახურ ტრადიციას, მშობლების და საზოგადოებაში არსებულ შეხედულებებს ბავშვებზე ერთგვარი ძალადობის ინსტრუმენტად მიიჩნევს, რაც თავისუფალი საზოგადოების განვითარების დამაბრკოლებლად წარმოჩნდება ამ თეორიის გამზიარებლები მიიჩნევენ, რომ უნდა მოხდეს სტერეოტიპების ანუ ოჯახში და საზოგადოებაში არსებული ტრადიციული შეხედულებების დანგრევა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა. ხოლო თუ რას ნიშნავს ცხოვრების ჯანსაღი წესი, განმარტებულია პედაგოგთა გადამზადების სახელმძღვანელოებში. ამავე სახელმძღვანელობში განმარტებულია მათ შორის უსაფრთხო სექსი.

სტანდარტში ნახსენები ყოველგვარი განსხვავებულობის მიმღებლობის უნარი, რაც ბავშვმა უნდა შეიძინოს, პედაგოგთა წიგნებში უმთავრესად განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მიმღეობას გულისხმობს, რისი დანერგვაც შესაბამისი სავარჯიშოებითა და აქტივობებით არის გამყარებული. განსხვავებულობის მიმღეობის უნარი არ შემოიფარგლება იმით, რომ ბავშვი არ იყოს აგრესიული სხვა ადამიანის მიმართ, არამედ გულისხმობს იმას რომ მან ნორმად, ნორმალურ მდგომარეობად მიიღოს ე.წ. სექსუალური უმცირესობების ცხოვრების წესი. პედაგოგთა სახელმძღვანელოს მიხედვით, მასწავლებელმა უნდა შეძლოს ბავშვს ჩაუნერგოს, რომ ქორწინებამდე კავშირიც და ერთსქესიანთა კავშირი ნორმალურ ოჯახს წარმოადგენს. თუ საგნის სტანდარტში ბავშვი ვალდებულია ითამაშოს ოჯახის წევრებისა და მეზობლების როლები, პედაგოგთა სახელმძღვანელოში მითითებულია, რომ მათ ლესბოლის და მეძავის როლებიც უნდა შეასრულონ და როლური თამაში მოსწავლის შეფასების შკალაში შედის.

სათქმელი სხვაც ბევრია, აქ მხოლოდ ძირითად პრობლემებს შევეხეთ. ესეც საკმარისია იმის წარმოსაჩენად თუ რა რეალობასთან გვაქვს საქმე. დღეს არსებული სახით ეს არის საგანი, რომელიც ეწინააღმდეგება როგორც ქრისტიანულ პრინციპებს, ასევე ზოგად ადამიანურ პრინციპებს. თუმცა, მივიჩნევთ, რომ შეფასებები მხოლოდ ჩვენგან არ უნდა გაკეთდეს. აღნიშნული საგნის სტანდარტის და პედაგოგთა სახელმძღვანელოს განხილვაში აუცილებელია ჩაერთონ მშობლები, მეცნიერები, ფსიქოლოგები და საერთოდ, საქართველოს საზოგადოების ფართო ფენა. ამ განცხადების მიზანიც ეს არის, რომ მოხდეს საზოგადოებრივი განხილვა", - ნათქვამია საპატრიარქოს განათლების ცენტრის განცხადებაში.

განცხადების თანახმად, საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული სახელმძღვანელოები შესაძლებელია საპატრიარქოს ვებ გვერდზე გამოქვეყნდეს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია