საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ick: პანკისიდან სირიაში წასული ბავშვები თანატოლებს "ისლამურ სახელმწიფოში" ეპატიჟებიან
ick: პანკისიდან სირიაში წასული ბავშვები თანატოლებს "ისლამურ სახელმწიფოში" ეპატიჟებიან

პან­კი­სის ხე­ო­ბი­დან სი­რი­ა­ში წა­სუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი თა­ნა­ტო­ლებს, მათ შო­რის სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს ე.წ. "ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფო­ში" ეპა­ტი­ჟე­ბი­ან. კო­მუ­ნი­კა­ცი­ას ძი­რი­თა­დად "WhatsApp"-ით და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბით ამ­ყა­რე­ბენ. პან­კი­სე­ლი არას­რულ­წლოვ­ნე­ბის გა­და­ბი­რე­ბის მიზ­ნით სი­რი­ა­ში მყო­ფი პი­რე­ბი აქ­ცენტს საღვთო ომში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე აკე­თე­ბენ. ერთ-ერთი მი­მო­წე­რი­დან, რო­მე­ლიც კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრმა მო­ი­პო­ვა, ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, რომ პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში მი­ნი­მუმ ორი პი­რია, რომ­ლე­ბიც ხელს უწყო­ბენ ახალ­გაზ­რდე­ბის თურ­ქეთ­ში გაგ­ზავ­ნას, იქი­დან კი სი­რი­ა­ში გა­დაყ­ვა­ნას ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის მიზ­ნით.

პან­კი­სის ხე­ო­ბის ერთ-ერთი სა­ჯა­რო სკო­ლის მე-11 კლა­სის მოს­წავ­ლეს, უკვე ერთ თვე­ზე მე­ტია სი­რი­ა­ში წას­ვლას სთა­ვა­ზო­ბენ.

"მწერს, რომ ეს საღვთო ომია და აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­ვი­ღოთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ცდი­ლობს და­მარ­წმუ­ნოს, რომ ჩვე­ნი სი­ცო­ცხლე გა­წე­რი­ლია და რაც გვი­წე­რია, იმას ვერ ავ­ცდე­ბით. ღვთის წი­ნა­შე კი მარ­თლე­ბი უნდა წარვდგეთ. ასე­ვე, მწერს, რომ სი­რი­ა­ში უკე­თე­სი პი­რო­ბე­ბია ვიდ­რე პან­კის­ში, იქ ახალ­გაზ­რდე­ბი უფრო მეტ წარ­მა­ტე­ბას აღ­წე­ვენ, ბრძო­ლას სწავ­ლო­ბენ, წინსვლის შან­სი აქვთ. ოჯა­ხე­ბიც ჰყავთ", - ამ­ბობს რეს­პო­დენ­ტი. (არას­რულ­წლო­ვან­თან ჟურ­ნა­ლის­ტის სა­უ­ბა­რი მისი მშობ­ლე­ბის თან­ხმო­ბით და კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლო­ბის პი­რო­ბის დაც­ვით შედ­გა. სო­ფელს და სკო­ლას, რეს­პო­დენ­ტის შე­საძ­ლო იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით, კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი არ ასა­ხე­ლებს).

- ეს პირი ვინც გწერს, დიდი ხა­ნია პან­კი­სი­დან სი­რი­ა­ში წა­ვი­და?

- რამ­დე­ნი­მე თვე იქ­ნე­ბა. მას კარ­გად ვიც­ნობ. ვიდ­რე აქ იყო, ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და.

- რო­გორ მოხ­ვდა სი­რი­ა­ში?

- ზუს­ტად ასე, ისიც და­არ­წმუ­ნეს, რომ წა­სუ­ლი­ყო.

- შენი კლა­სე­ლე­ბის, მე­გობ­რე­ბის გა­და­ბი­რე­ბა­საც ცდი­ლო­ბენ?

- კი. აქაც ეწე­ვი­ან აგი­ტა­ცი­ას.

პან­კი­სის ხე­ო­ბი­დან სი­რი­ა­ში ახალ­გაზ­რდე­ბის წას­ვლის ბოლო შემ­თხვე­ვა, რო­მელ­ზეც ინ­ფორ­მა­ცია გახ­მა­ურ­და, 2015 წლის აგ­ვის­ტო­ში და­ფიქ­სირ­და. კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრმა და­წე­რა, რომ 21 წლის ახალ­გაზ­რდე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან "სა­მუ­შა­ოდ" თურ­ქეთ­ში წა­ვიდ­ნენ, სა­ი­და­ნაც მა­ლე­ვე სი­რი­ა­ში გა­და­ვიდ­ნენ და ე.წ. "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" მებ­რძოლ­თა შე­მად­გენ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან.

ორი მათ­გა­ნის ვი­ნა­ო­ბა ცნო­ბი­ლია, ისი­ნი სო­ფელ დუ­მას­ტურ­ში ცხოვ­რობ­დნენ და თე­ლა­ვის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბი იყ­ვნენ. ერთი ის­ტო­რი­ულ­ზე სწავ­ლობ­და, მე­ო­რე ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სპე­ცი­ა­ლო­ბა­ზე.

თე­ლა­ვის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სას­წავ­ლო პრო­ცე­სი 21 სექ­ტემ­ბერს გა­ნახ­ლდა. მას შემ­დეგ ერთი თვე გა­ვი­და. არ­ცერ­თი მათ­გა­ნი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში არ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლა.

"რაც ეს სე­მესტრი და­ი­წყო, ანუ ახა­ლი სას­წავ­ლო წლი­დან ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში აღარ მი­ნა­ხავს, არ მო­სუ­ლა. რო­გორც ჩემ­თვის ცნო­ბი­ლია, თურ­ქეთ­შია სა­მუ­შა­ოდ. სხვა ინ­ფორ­მა­ცია არ მაქვს", - უთხრა კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრს ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ფა­კულ­ტე­ტის ის­ტო­რი­ის სპე­ცი­ა­ლო­ბის მე­ო­რე კურ­სის სტუ­დენ­ტმა გი­ორ­გი ბო­ჭო­რიშ­ვილ­მა.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ick: პანკისიდან სირიაში წასული ბავშვები თანატოლებს "ისლამურ სახელმწიფოში" ეპატიჟებიან

ick: პანკისიდან სირიაში წასული ბავშვები თანატოლებს "ისლამურ სახელმწიფოში" ეპატიჟებიან

პანკისის ხეობიდან სირიაში წასული ახალგაზრდები თანატოლებს, მათ შორის სკოლის მოსწავლეებს ე.წ. "ისლამურ სახელმწიფოში" ეპატიჟებიან. კომუნიკაციას ძირითადად "WhatsApp"-ით და სოციალური ქსელებით ამყარებენ. პანკისელი არასრულწლოვნების გადაბირების მიზნით სირიაში მყოფი პირები აქცენტს საღვთო ომში მონაწილეობის აუცილებლობაზე აკეთებენ. ერთ-ერთი მიმოწერიდან, რომელიც კახეთის საინფორმაციო ცენტრმა მოიპოვა, ცნობილი ხდება, რომ პანკისის ხეობაში მინიმუმ ორი პირია, რომლებიც ხელს უწყობენ ახალგაზრდების თურქეთში გაგზავნას, იქიდან კი სირიაში გადაყვანას ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანების მიზნით.

პანკისის ხეობის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეს, უკვე ერთ თვეზე მეტია სირიაში წასვლას სთავაზობენ.

"მწერს, რომ ეს საღვთო ომია და აუცილებლად უნდა მივიღოთ მონაწილეობა. ცდილობს დამარწმუნოს, რომ ჩვენი სიცოცხლე გაწერილია და რაც გვიწერია, იმას ვერ ავცდებით. ღვთის წინაშე კი მართლები უნდა წარვდგეთ. ასევე, მწერს, რომ სირიაში უკეთესი პირობებია ვიდრე პანკისში, იქ ახალგაზრდები უფრო მეტ წარმატებას აღწევენ, ბრძოლას სწავლობენ, წინსვლის შანსი აქვთ. ოჯახებიც ჰყავთ", - ამბობს რესპოდენტი. (არასრულწლოვანთან ჟურნალისტის საუბარი მისი მშობლების თანხმობით და კონფიდენციალობის პირობის დაცვით შედგა. სოფელს და სკოლას, რესპოდენტის შესაძლო იდენტიფიცირების თავიდან აცილების მიზნით, კახეთის საინფორმაციო ცენტრი არ ასახელებს).

- ეს პირი ვინც გწერს, დიდი ხანია პანკისიდან სირიაში წავიდა?

- რამდენიმე თვე იქნება. მას კარგად ვიცნობ. ვიდრე აქ იყო, ურთიერთობა გვქონდა.

- როგორ მოხვდა სირიაში?

- ზუსტად ასე, ისიც დაარწმუნეს, რომ წასულიყო.

- შენი კლასელების, მეგობრების გადაბირებასაც ცდილობენ?

- კი. აქაც ეწევიან აგიტაციას.

პანკისის ხეობიდან სირიაში ახალგაზრდების წასვლის ბოლო შემთხვევა, რომელზეც ინფორმაცია გახმაურდა, 2015 წლის აგვისტოში დაფიქსირდა. კახეთის საინფორმაციო ცენტრმა დაწერა, რომ 21 წლის ახალგაზრდები საქართველოდან "სამუშაოდ" თურქეთში წავიდნენ, საიდანაც მალევე სირიაში გადავიდნენ და ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლთა შემადგენლობაში იმყოფებიან.

ორი მათგანის ვინაობა ცნობილია, ისინი სოფელ დუმასტურში ცხოვრობდნენ და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები იყვნენ. ერთი ისტორიულზე სწავლობდა, მეორე ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალობაზე.

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი 21 სექტემბერს განახლდა. მას შემდეგ ერთი თვე გავიდა. არცერთი მათგანი უნივერსიტეტში არ გამოცხადებულა.

"რაც ეს სემესტრი დაიწყო, ანუ ახალი სასწავლო წლიდან ის უნივერსიტეტში აღარ მინახავს, არ მოსულა. როგორც ჩემთვის ცნობილია, თურქეთშია სამუშაოდ. სხვა ინფორმაცია არ მაქვს", - უთხრა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის სპეციალობის მეორე კურსის სტუდენტმა გიორგი ბოჭორიშვილმა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა