პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ღმერთის მადლობელი ვარ, რომ მერგო ისეთი შეყვარებული" - უკრაინული "იქს ფაქტორის" 23 წლის ქართველი ვარსკვლავი პირადსა და კარიერაზე
"ღმერთის მადლობელი ვარ, რომ მერგო ისეთი შეყვარებული" - უკრაინული "იქს ფაქტორის" 23 წლის ქართველი ვარსკვლავი პირადსა და კარიერაზე

23 წლის ან­დრია გვე­ლე­სი­ა­ნის სიმ­ღე­რამ და გა­რეგ­ნო­ბამ რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ინ­ტერ­ნეტ სამ­ყა­რო და უკ­რა­ი­ნუ­ლი "იქს ფაქ­ტო­რის" მა­ყუ­რე­ბე­ლი აა­ლა­პა­რა­კა. ჟი­უ­რი მის­მა სიმ­ღე­რამ აღაფრ­თო­ვა­ნა, თუმ­ცა ლაივ-კონ­ცერ­ტებ­ზე ვერ მოხ­ვდა. ან­დრია ახ­მე­ტე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბია, ის სა­ზო­გა­დო­ე­ბამ პრო­ექტ "ჯე­ოს­ტა­რით" გა­იც­ნო.

- "ჯე­ოს­ტა­რი" კარ­გი პე­რი­ო­დი იყო ჩემ­თვის. მა­შინ ხალ­ხის უდი­დე­სი სით­ბო ვიგ­რძე­ნი, ახლა დეჟა­ვუს მო­მენ­ტი მაქვს, ისევ მწერს ხალ­ხი, და­დე­ბი­თად ვი­მუხ­ტე­ბი, შე­სა­ბა­მი­სად უფრო მეტი სტი­მუ­ლი მაქვს. რად­გან ახალ­ბე­და ვი­ყა­ვი, "ჯე­ოს­ტარ­ში" შე­ეძ­ლოთ უფრო მეტი ემუ­შა­ვათ ჩემ­ზე და მეტი შან­სი მო­ე­ცათ, თავი წარ­მო­მე­ჩი­ნა. და­ჩაგ­რუ­ლად თავს არ ვთვლი, უბ­რა­ლოდ, ასე მოხ­და. პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, პირ­ვე­ლად ვი­დე­ქი დიდ სცე­ნა­ზე. "ჯე­ოს­ტა­რის" პირ­ველ კონ­ცერ­ტზე სულ სხვა სუ­ლის­კვე­თე­ბით გა­ვე­დი, თა­ვი­სუ­ფა­ლი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ისე­თი შე­ნიშ­ვნე­ბი მი­ვი­ღე, ჩა­ვი­კე­ტე. ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად მზად არ ვი­ყა­ვი ამ პრო­ექ­ტის­თვის. შე­ვი­ბო­ჭე და ბო­ლოს გა­მოვ­ვარ­დი კი­დეც.

- დღემ­დე ნა­წყე­ნი ხართ მა­რი­ნა ბე­რი­ძეს­თან და­პი­რის­პი­რე­ბის გამო?

- და­პი­რის­პი­რე­ბა არ მქო­ნია, ერთხელ მი­თხრა, გო­გო­ნე­ბი გა­ა­ჩუ­მეო. მისი ბრა­ლია, ალ­ბათ, ასე­თი აურა რომ იყო, მის წი­ნა­აღ­მდეგ არა­ფე­რი მით­ქვამს. ხში­რად მაკ­რი­ტი­კებ­და, შე­იძ­ლე­ბა მას ბევრ რა­მე­ში და­ე­თან­ხმო, დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს, ახლა რომ ვუ­ყუ­რებ მა­შინ­დელ ჩა­ნა­წე­რებს, ვხე­დავ, რომ ჩემი სიმ­ღე­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ბენ­დს, ბექ-ვო­კალს და ყვე­ლას მად­ლო­ბას უხ­დის და ბო­ლოს იწყებს ჩემ­ზე სა­უ­ბარს, ახლა ეს უკულ­ტუ­რო­ბად მი­მაჩ­ნია, მაგ­რამ ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი თა­ვის კულ­ტუ­რა­ზე და გა­დად­გმულ ნა­ბი­ჯებ­ზე აგებს პა­სუხს.

- უკ­რა­ი­ნულ "იქს ფაქ­ტორ­ში" გა­მოს­ვლა რა­ტომ გა­და­წყვი­ტე?

- ყო­ველ­თვის ვფიქ­რობ­დი სად­მე პრო­ექ­ტში გას­ვლა­ზე, გა­მო­ჩე­ნა­ზე. ჩვენ­თან როცა და­ი­წყო "იქს ფაქ­ტო­რი", მინ­დო­და გას­ვლა, მაგ­რამ ვერ მო­ვა­ხერ­ხე. შემ­დეგ წა­ვე­დი უკ­რა­ი­ნულ პრო­ექ­ტში, მინ­დო­და ხალ­ხის­თვის მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, რო­გორ გა­ვი­ზარ­დე. არც ვი­ცო­დი ნინო ქა­თა­მა­ძე თუ იყო ჟი­უ­რი­ში, მათ­გან ასეთ შე­ფა­სე­ბებს არ ვე­ლო­დი. დი­ლის 7 სა­ათ­ზე მი­ვე­დი კას­ტინგზე, ბრონ­ხი­ტი და სპაზ­მუ­რი ხვე­ლა მქონ­და, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რა­დაც ცუ­დად ვი­ყა­ვი 13 ივ­ნი­სის სტი­ქი­ის გამო, მთე­ლი დღე დამ­ყვე­ბო­და ექი­მი. თვა­ლებ­ზეც მე­ტყო­ბა, ცუ­დად რომ ვი­ყა­ვი. ლა­ი­ვე­ბამ­დე არ მი­მიღ­წე­ვია, თუმ­ცა ამის მი­ზე­ზი არ ვიცი. ჩემს მე­გობ­რებ­თან ერ­თად მოვ­ხვდით ბა­ნაკ­ში, შე­ნიშ­ვნა არ მო­უ­ცი­ათ პი­რა­დად ჩემ­თვის, სა­ღა­მოს 3 ავ­ტო­ბუს­ში გა­დაგ­ვა­ნა­წი­ლეს და ჩა­მოგ­ვსვეს სად­გურ­ზე.

- გყავს შეყ­ვა­რე­ბუ­ლი?

- ჩემი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არის მა­ი­კო ვა­წა­ძე, რო­მე­ლიც ჩემი ჯგუ­ფე­ლია. "რო­მეო და ჯუ­ლი­ე­ტა" ერ­თად ვი­თა­მა­შეთ. ორი­ვე მსა­ხი­ო­ბე­ბი ვართ და პა­ტივს ვცემთ ერ­თმა­ნე­თის თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს. არ მიყ­ვარს დი­დად ჩემს პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ ეს ჩემ­თვის პირ­ვე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბაა. ღმერ­თის მად­ლო­ბე­ლი ვარ, რომ მერ­გო ისე­თი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, რო­გო­რიც არის მა­ი­კო ვა­წა­ძე.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ღმერთის მადლობელი ვარ, რომ მერგო ისეთი შეყვარებული" - უკრაინული "იქს ფაქტორის" 23 წლის ქართველი ვარსკვლავი პირადსა და კარიერაზე

"ღმერთის მადლობელი ვარ, რომ მერგო ისეთი შეყვარებული" - უკრაინული "იქს ფაქტორის" 23 წლის ქართველი ვარსკვლავი პირადსა და კარიერაზე

23 წლის ანდრია გველესიანის სიმღერამ და გარეგნობამ რამდენიმე დღის წინ, ინტერნეტ სამყარო და უკრაინული "იქს ფაქტორის" მაყურებელი აალაპარაკა. ჟიური მისმა სიმღერამ აღაფრთოვანა, თუმცა ლაივ-კონცერტებზე ვერ მოხვდა. ანდრია ახმეტელის თეატრის მსახიობია, ის საზოგადოებამ პროექტ "ჯეოსტარით" გაიცნო.

- "ჯეოსტარი" კარგი პერიოდი იყო ჩემთვის. მაშინ ხალხის უდიდესი სითბო ვიგრძენი, ახლა დეჟავუს მომენტი მაქვს, ისევ მწერს ხალხი, დადებითად ვიმუხტები, შესაბამისად უფრო მეტი სტიმული მაქვს. რადგან ახალბედა ვიყავი, "ჯეოსტარში" შეეძლოთ უფრო მეტი ემუშავათ ჩემზე და მეტი შანსი მოეცათ, თავი წარმომეჩინა. დაჩაგრულად თავს არ ვთვლი, უბრალოდ, ასე მოხდა. პატარა ვიყავი, პირველად ვიდექი დიდ სცენაზე. "ჯეოსტარის" პირველ კონცერტზე სულ სხვა სულისკვეთებით გავედი, თავისუფალი ვიყავი, მაგრამ ისეთი შენიშვნები მივიღე, ჩავიკეტე. ფსიქოლოგიურად მზად არ ვიყავი ამ პროექტისთვის. შევიბოჭე და ბოლოს გამოვვარდი კიდეც.

- დღემდე ნაწყენი ხართ მარინა ბერიძესთან დაპირისპირების გამო?

- დაპირისპირება არ მქონია, ერთხელ მითხრა, გოგონები გააჩუმეო. მისი ბრალია, ალბათ, ასეთი აურა რომ იყო, მის წინააღმდეგ არაფერი მითქვამს. ხშირად მაკრიტიკებდა, შეიძლება მას ბევრ რამეში დაეთანხმო, დიდი გამოცდილება აქვს, ახლა რომ ვუყურებ მაშინდელ ჩანაწერებს, ვხედავ, რომ ჩემი სიმღერის დასრულების შემდეგ ბენდს, ბექ-ვოკალს და ყველას მადლობას უხდის და ბოლოს იწყებს ჩემზე საუბარს, ახლა ეს უკულტურობად მიმაჩნია, მაგრამ ყველა ადამიანი თავის კულტურაზე და გადადგმულ ნაბიჯებზე აგებს პასუხს.

- უკრაინულ "იქს ფაქტორში" გამოსვლა რატომ გადაწყვიტე?

- ყოველთვის ვფიქრობდი სადმე პროექტში გასვლაზე, გამოჩენაზე. ჩვენთან როცა დაიწყო "იქს ფაქტორი", მინდოდა გასვლა, მაგრამ ვერ მოვახერხე. შემდეგ წავედი უკრაინულ პროექტში, მინდოდა ხალხისთვის მეჩვენებინა, როგორ გავიზარდე. არც ვიცოდი ნინო ქათამაძე თუ იყო ჟიურიში, მათგან ასეთ შეფასებებს არ ველოდი. დილის 7 საათზე მივედი კასტინგზე, ბრონხიტი და სპაზმური ხველა მქონდა, ფსიქოლოგიურადაც ცუდად ვიყავი 13 ივნისის სტიქიის გამო, მთელი დღე დამყვებოდა ექიმი. თვალებზეც მეტყობა, ცუდად რომ ვიყავი. ლაივებამდე არ მიმიღწევია, თუმცა ამის მიზეზი არ ვიცი. ჩემს მეგობრებთან ერთად მოვხვდით ბანაკში, შენიშვნა არ მოუციათ პირადად ჩემთვის, საღამოს 3 ავტობუსში გადაგვანაწილეს და ჩამოგვსვეს სადგურზე.

- გყავს შეყვარებული?

- ჩემი შეყვარებული არის მაიკო ვაწაძე, რომელიც ჩემი ჯგუფელია. "რომეო და ჯულიეტა" ერთად ვითამაშეთ. ორივე მსახიობები ვართ და პატივს ვცემთ ერთმანეთის თაყვანისმცემლებს. არ მიყვარს დიდად ჩემს პირად ურთიერთობაზე საუბარი, მაგრამ ეს ჩემთვის პირველი სერიოზული ურთიერთობაა. ღმერთის მადლობელი ვარ, რომ მერგო ისეთი შეყვარებული, როგორიც არის მაიკო ვაწაძე.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

“მისის მსოფლიო“, რომელმაც "მისის შრი ლანკას" გვირგვინი წაართვა, დააკავეს - სილამაზის დედოფლების დრამა გრძელდება

მერაბ კოკოჩაშვილი მუშაობს ფილმზე, რომელშიც მონაწილეობას ჟერარ დეპარდიე და როზი დე პალმა მიიღებენ - რის შესახებაა კინოსურათი და რა როლები ექნებათ მსოფლიო დონის ვარსკვლავებს

"პატარა პრინცის მოლოდინში" - მსახიობი და მომღერალი ანდრია გველესიანი ფეხმძიმე მეუღლის ულამაზეს ფოტოებს აქვეყნებს