პოლიტიკა
საზოგადოება

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღეს არაპროფესიონალიზმის და ძმაკაცობის ნიშნით ხდება კონცერტებზე მომღერლების შერჩევა" - მუსიკოსები თბილისობის ორგანიზატორებს უპირისპირდებიან
"დღეს არაპროფესიონალიზმის და ძმაკაცობის ნიშნით ხდება კონცერტებზე მომღერლების შერჩევა" - მუსიკოსები თბილისობის ორგანიზატორებს უპირისპირდებიან

თბი­ლი­სო­ბის დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა აქ­ტუ­ა­ლუ­რო­ბას არ კარ­გავს. იმის გამო, რომ კონ­ცერ­ტში ვერ მოხ­ვდნენ მომ­ღერ­ლე­ბის ნა­წი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს და­უ­პი­რის­პირ­დნენ. კონ­ცერ­ტის მე­რი­ის კულ­ტუ­რის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხურ­მა ჩა­ა­ტა­რა, ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი იყ­ვნენ ია მა­ქა­ცა­რია, გვან­ცა კი­ლა­სო­ნია და აჩი­კო გუ­ლე­და­ნის თა­ნა­გუნ­დე­ლი, მუ­სი­კო­სი დათო ლო­მი­ძე. კონ­ცერ­ტმა პო­ლი­ტი­კუ­რი ელ­ფე­რიც შე­ი­ძი­ნა, ნიაზ დი­ა­სა­მი­ძემ სა­ზო­გა­დო­ე­ბას "რუს­თა­ვი 2"-ის მხარ­და­ჭე­რი­ოს­კენ მო­უ­წო­და, რა­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მოჰ­ყვა. კულ­ტუ­რის პა­ლა­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი, და­ვით ოქი­ტაშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ ეს არ უნდა მომ­ხდა­რი­ყო.

- "რუს­თა­ვი 2" და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" ჩემ­თვის ერთი და იგი­ვეა, ის, რაც მათ გა­ა­კე­თეს ფა­შის­ტებს არ გა­უ­კე­თე­ბი­ათ. ხალ­ხი და­ი­ღა­ლა, ვის­თან უნდა იყოს კო­ჰა­ბი­ტა­ცია? ყვე­ლას აქვს სა­კუ­თა­რი აზრი და არც თა­ვი­სუ­ფალ მე­დი­ის წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ. თბი­ლი­სო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე ასე­თი მო­წო­დე­ბე­ბი არ უნდა ის­მო­დეს. ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა არ იცის, რა გან­ცხა­დე­ბას გა­ა­კე­თებს მომ­ღე­რა­ლი სცე­ნი­დან, მაგ­რამ რო­დე­საც ასე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა ტარ­დე­ბა, უნდა ვურ­ჩიო ვის მო­წო­დე­ბებ­შიც არ არი­ან დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, ფრთხი­ლად უნდა იყ­ვნენ. ბედ­ნი­ე­რი ვარ ამი­სი­ა­ნი და იმი­სი­ა­ნი რომ აღარ არის, მაგ­რამ აი, მი­ვი­ღეთ ფაქ­ტი. გუ­შინ შევ­ხვდი 9 წლი­ა­ნი მმარ­თვე­ლო­ბის დროს და­ღუ­პუ­ლი ბი­ჭე­ბის დე­დებს, "რუს­თა­ვი 2" "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" და­ნა­მა­ტია. ის კად­რე­ბი რომ ვნა­ხე, ორი დღეა სა­წო­ლი­დან ვერ ვდგე­ბი. ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის გა­და­სა­წყვე­ტი იყო, ვინ მი­ი­ღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. მე უბ­რა­ლოდ მო­წო­დე­ბებ­ზე ვა­კე­თებ აქ­ცენტს, კონ­ცერ­ტზე ეს არ შე­იძ­ლე­ბა. ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა უნდა იცო­დეს, რომ თბი­ლი­სო­ბის დღე­სას­წა­უ­ლი პო­ლი­ტი­კა­ში არ უნდა გა­და­ი­ზარ­დოს. ნიაზ დი­ა­სა­მი­ძე დღემ­დე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მხარ­დამ­ჭე­რია, როცა იცი ეს კად­რე­ბი და იცი ამის უკან "ნაც ხრო­ვა" იდგა, რომ­ლის უკან დგას მათი სა­ტე­ლი­ტი ტე­ლე­ვი­ზია "რუს­თა­ვი 2", მე ასეთ მო­წო­დე­ბას არ გა­ვა­კე­თებ­დი. უნდა აიკ­რძა­ლოს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა", "რუს­თა­ვი 2" კერ­ძო სარ­ჩე­ლია, რა­ტომ უკ­ვირთ? არც "იმედს" იცავ­დნენ, არც "სტე­რე­ოს" და რა­ტომ არის ასე­თი ამ­ბა­ვი "რუს­თა­ვი 2". ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი იმი­ტომ მო­ვი­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში რომ ბუტა რო­ბა­ქი­ძის და ვა­ზა­გაშ­ვი­ლის­ნა­ი­რი ბი­ჭე­ბი გა­დარ­ჩე­ნი­ლიყ­ვნენ. ვიცი მში­ერ ადა­მი­ანს ვე­რა­ფერს ეტყვი, მაგ­რამ რაც ჰიტ­ლერ­მა არ გა­ა­კე­თა, ის გა­ა­კე­თა "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ". ივა­ნიშ­ვი­ლი თი­თო­ე­უ­ლი ოჯა­ხის გა­და­სარ­ჩე­ნად მო­ვი­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, მას ნამ­დვი­ლად არ უნ­დო­და პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლა, ჩემი აზ­რით. სულ რომ მში­ე­რი ვიყო, ვიცი, ეს მთავ­რო­ბა იგი­ვეს არ ჩა­ი­დენს და ჩემი შვი­ლე­ბი მშვი­დად ივ­ლი­ან ქუ­ჩა­ში.

მომ­ღე­რა­ლი თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძე გა­ნა­წყე­ნე­ბულ მომ­ღერ­ლებს ურ­ჩევს თავ­შე­კა­ვე­ბა გა­მო­ი­ჩი­ნონ და იმე­დოვ­ნებს, მოვა დრო, როცა მა­თაც და­უ­ძა­ხე­ბენ კონ­ცერ­ტებ­ზე.

- მეს­მის მათი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა, მაგ­რამ 9 წელი სათ­ვა­ლავ­შიც არ იყო ბევ­რი მომ­ღე­რა­ლი და მხო­ლოდ გუ­ლის­ტკე­ნა გა­მო­ხა­ტეს. მათ ვურ­ჩევ თავ­შე­კა­ვე­ბა გა­მო­ი­ჩი­ნონ, ისევ არ გა­ი­ფუ­ჭონ გუ­ნე­ბა-გან­წყო­ბი­ლე­ბა. ალ­ბათ მოვა დრო, როცა მათ და­უ­ძა­ხე­ბენ. კონ­ცერ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბის­თვის. თუ კარ­გი სპე­ცი­ა­ლის­ტია ყვე­ლამ უნდა აკე­თოს საქ­მე, საკ­მა­რი­სი იყო 9 წელი არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი, მი­კერ­ძო­ე­ბით რომ აკე­თებ­დნენ საქ­მეს. ვე­რა­ვინ ვერ გა­ა­კონ­ტრო­ლებს რას იტყვის მომ­ღე­რა­ლი სცე­ნა­ზე.

- კონ­ცერ­ტზე ვერ მოხ­ვდა მომ­ღე­რა­ლი ირმა სო­ხა­ძე, რო­მე­ლიც გეგ­მავს პრე­მი­ერ-მი­ნისტრს შეხ­ვდეს და პი­რა­დად გა­არ­კვი­ოს, რა არის ამა თუ იმ პრო­ექ­ტში მისი დაბ­ლოკ­ვის და სხვა პრობ­ლე­მე­ბის მი­ზე­ზი.

- თუ პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით დაბ­ლო­კეს მომ­ღერ­ლე­ბი, პირ­ვე­ლი მე უნდა მემ­ღე­რა ამ კონ­ცერ­ტზე. არ ვარ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" აპო­ლო­გე­ტი და მხარ­დამ­ჭე­რი, მაგ­რამ ვერ მოვ­ხვდი კონ­ცერ­ტზე. გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ვარ, ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი რა­ტომ მბლო­კავ­დნენ გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ დღეს ალ­ბათ არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის და ძმა­კა­ცო­ბის ნიშ­ნით ხდე­ბა კონ­ცერ­ტებ­ზე მომ­ღერ­ლე­ბის შერ­ჩე­ვა. მე ასე­თი სუს­ტი კონ­ცერ­ტე­ბი, რაც ვნა­ხე თბი­ლი­სო­ბა­ზე არა­სო­დეს მი­ნა­ხავს. აც­დე­ნაა იმას შო­რის, რა უნდა გა­კეთ­დეს და სა­ბო­ლოო შე­დეგს შო­რის. სულ ცუდი კეთ­დე­ბა, ხომ შე­იძ­ლე­ბა უკე­თე­სი გა­კეთ­დეს? მე რომ მი­ვი­წყე­ბენ და არა­ვის ვახ­სო­ვარ, გულს მტკენს. არა­ვის კა­რის მომ­ღე­რა­ლი არ ვყო­ფილ­ვარ, მაგ­რამ თბი­ლი­სე­ლი ვარ, სხვა­ზე ნაკ­ლე­ბად არ ვმღე­რი და მეტი რა გა­ვა­კე­თო არ ვიცი. რა ნიშ­ნით ვარ ბლო­კი­რე­ბუ­ლი გა­ვარ­კვევ. ამას წი­ნათ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს შევ­ხვდი, მი­თხრა გა­მო­მი­ა­რე და­ვი­ლა­პა­რა­კო­თო, მაგ­რამ ვე­ღარ შევ­ხვდით. მას­თან შოუ-ბიზ­ნეს­ზე და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ზე მინ­და სა­უ­ბა­რი, გული მტკი­ვა, რომ დი­ლე­ტან­ტე­ბი აკე­თე­ბენ საქ­მეს, რო­მე­ლიც არ გა­მო­დის. რად­გან ქი­რურ­გე­ბი არ არი­ან და არა­ვის კლა­ვენ, ამი­ტომ უნდა აკე­თონ მსგავ­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი? პრე­მი­ერ­მა მი­თხრა ვიცი პრობ­ლე­მე­ბი, რომ არის და პი­რა­დად და­ვი­ლა­პა­რა­კო­თო, და­ვუ­კავ­შირ­დი იმ ქალ­ბა­ტო­ნებს, ვი­საც უნდა მო­ეხ­დი­ნა შეხ­ვედ­რის ორ­გა­ნი­ზე­ბა, მაგ­რამ ამ დრომ­დე არ მი­მი­ღია პა­სუ­ხი. მე ხომ ბი­ნის თხოვ­ნა არ მინ­და მის­თვის, ტე­ლე­ვი­ზია ტე­ლე­ვი­ზი­ას, კონ­ცერ­ტი კონ­ცერტს ჰგავ­დეს, ამა­ზე მინ­და სა­უ­ბა­რი. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა თბი­ლი­სო­ბის კონ­ცერ­ტზე 5 კაცი იდ­გეს და ის­მენ­დეს, იმი­ტომ რომ არ მოს­წონს? პრე­ზი­დენ­ტის მა­რა­თონ­შიც ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი, და­ვით ნარ­მა­ნი­ას კამ­პა­ნი­ა­შიც, მაგ­რამ დაბ­ლო­კი­ლი ვარ. კონ­სულ­ტა­ცი­ა­ზე მა­ინც და­მი­ძა­ხონ. არ შე­იძ­ლე­ბა გა­სარ­თთო­ბად მო­სულ ხალ­ხს არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი პროგ­რა­მა და­ახ­ვედ­რო. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რა­ღაც ხდე­ბა? ამ­დე­ნი ფული იხარ­ჯე­ბა და ხალ­ხს თუ არ მო­ე­წო­ნა, რა აზრი აქვს?

სკან­და­ლურ კონ­ცერტთან და­კავ­ში­რე­ბით, "ამ­ბე­ბი.გე" მე­რი­ის კულ­ტუ­რის სამ­სა­ხურს და­უ­კავ­შირ­და.

- რა კრი­ტე­რი­უ­მე­ბით შე­ირ­ჩა ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი თბი­ლი­სო­ბის­თვის?

- "თბი­ლი­სო­ბა 2015"-ის ფარ­გლებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ერთ მთლი­ან კონ­ცეფ­ცი­ა­ში იყო გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი, რო­მელ­საც ჰყავ­და მთა­ვა­რი რე­ჟი­სო­რი. ამას­თან კულ­ტუ­რის ნა­წილ­ში, საკ­მა­ოდ ბევ­რი სა­ავ­ტო­რო პრო­ექ­ტი იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი, რომ­ლებ­საც ასე­ვე ჰყავ­დათ მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­დუ­სე­რე­ბი, შე­სა­ბა­მი­სად ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი შე­არ­ჩი­ეს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­მა.

- ნიაზ დი­ა­სა­მი­ძის გან­ცხა­დე­ბას რო­გორ შე­ა­ფა­სებთ?

- თბი­ლი­სო­ბა სა­ხალ­ხო დღე­სას­წა­უ­ლია, რო­მე­ლიც დატ­ვირ­თუ­ლია კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბით და მას არა­ვი­თა­რი სა­ერ­თო არ აქვს მას­ში მო­ნა­წი­ლე ცალ­კე­უ­ლი მუ­სი­კო­სე­ბის პი­რად მო­საზ­რე­ბებ­თან.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"დღეს არაპროფესიონალიზმის და ძმაკაცობის ნიშნით ხდება კონცერტებზე მომღერლების შერჩევა" - მუსიკოსები თბილისობის ორგანიზატორებს უპირისპირდებიან

"დღეს არაპროფესიონალიზმის და ძმაკაცობის ნიშნით ხდება კონცერტებზე მომღერლების შერჩევა" - მუსიკოსები თბილისობის ორგანიზატორებს უპირისპირდებიან

თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებული ღონისძიება აქტუალურობას არ კარგავს. იმის გამო, რომ კონცერტში ვერ მოხვდნენ მომღერლების ნაწილი ღონისძიების ორგანიზატორებს დაუპირისპირდნენ. კონცერტის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურმა ჩაატარა, ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ ია მაქაცარია, გვანცა კილასონია და აჩიკო გულედანის თანაგუნდელი, მუსიკოსი დათო ლომიძე. კონცერტმა პოლიტიკური ელფერიც შეიძინა, ნიაზ დიასამიძემ საზოგადოებას "რუსთავი 2"-ის მხარდაჭერიოსკენ მოუწოდა, რასაც საზოგადოების უკმაყოფილება მოჰყვა. კულტურის პალატის ხელმძღვანელი, დავით ოქიტაშვილი მიიჩნევს, რომ ეს არ უნდა მომხდარიყო.

- "რუსთავი 2" და "ნაციონალური მოძრაობა" ჩემთვის ერთი და იგივეა, ის, რაც მათ გააკეთეს ფაშისტებს არ გაუკეთებიათ. ხალხი დაიღალა, ვისთან უნდა იყოს კოჰაბიტაცია? ყველას აქვს საკუთარი აზრი და არც თავისუფალ მედიის წინააღმდეგი ვარ. თბილისობის დღესასწაულზე ასეთი მოწოდებები არ უნდა ისმოდეს. ორგანიზატორმა არ იცის, რა განცხადებას გააკეთებს მომღერალი სცენიდან, მაგრამ როდესაც ასეთი ღონისძიება ტარდება, უნდა ვურჩიო ვის მოწოდებებშიც არ არიან დარწმუნებული, ფრთხილად უნდა იყვნენ. ბედნიერი ვარ ამისიანი და იმისიანი რომ აღარ არის, მაგრამ აი, მივიღეთ ფაქტი. გუშინ შევხვდი 9 წლიანი მმართველობის დროს დაღუპული ბიჭების დედებს, "რუსთავი 2" "ნაციონალური მოძრაობის" დანამატია. ის კადრები რომ ვნახე, ორი დღეა საწოლიდან ვერ ვდგები. ორგანიზატორების გადასაწყვეტი იყო, ვინ მიიღებდა მონაწილეობას. მე უბრალოდ მოწოდებებზე ვაკეთებ აქცენტს, კონცერტზე ეს არ შეიძლება. ორგანიზატორმა უნდა იცოდეს, რომ თბილისობის დღესასწაული პოლიტიკაში არ უნდა გადაიზარდოს. ნიაზ დიასამიძე დღემდე "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერია, როცა იცი ეს კადრები და იცი ამის უკან "ნაც ხროვა" იდგა, რომლის უკან დგას მათი სატელიტი ტელევიზია "რუსთავი 2", მე ასეთ მოწოდებას არ გავაკეთებდი. უნდა აიკრძალოს "ნაციონალური მოძრაობა", "რუსთავი 2" კერძო სარჩელია, რატომ უკვირთ? არც "იმედს" იცავდნენ, არც "სტერეოს" და რატომ არის ასეთი ამბავი "რუსთავი 2". ბიძინა ივანიშვილი იმიტომ მოვიდა ხელისუფლებაში რომ ბუტა რობაქიძის და ვაზაგაშვილისნაირი ბიჭები გადარჩენილიყვნენ. ვიცი მშიერ ადამიანს ვერაფერს ეტყვი, მაგრამ რაც ჰიტლერმა არ გააკეთა, ის გააკეთა "ნაციონალურმა მოძრაობამ". ივანიშვილი თითოეული ოჯახის გადასარჩენად მოვიდა ხელისუფლებაში, მას ნამდვილად არ უნდოდა პოლიტიკაში მოსვლა, ჩემი აზრით. სულ რომ მშიერი ვიყო, ვიცი, ეს მთავრობა იგივეს არ ჩაიდენს და ჩემი შვილები მშვიდად ივლიან ქუჩაში.

მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე განაწყენებულ მომღერლებს ურჩევს თავშეკავება გამოიჩინონ და იმედოვნებს, მოვა დრო, როცა მათაც დაუძახებენ კონცერტებზე.   

- მესმის მათი გაღიზიანება, მაგრამ 9 წელი სათვალავშიც არ იყო ბევრი მომღერალი და მხოლოდ გულისტკენა გამოხატეს. მათ ვურჩევ თავშეკავება გამოიჩინონ, ისევ არ გაიფუჭონ გუნება-განწყობილება. ალბათ მოვა დრო, როცა მათ დაუძახებენ. კონცერტის გამოყენება არ შეიძლება პოლიტიკური განცხადებებისთვის. თუ კარგი სპეციალისტია ყველამ უნდა აკეთოს საქმე, საკმარისი იყო 9 წელი არაპროფესიონალები, მიკერძოებით რომ აკეთებდნენ საქმეს. ვერავინ ვერ გააკონტროლებს რას იტყვის მომღერალი სცენაზე.

- კონცერტზე ვერ მოხვდა მომღერალი ირმა სოხაძე, რომელიც გეგმავს პრემიერ-მინისტრს შეხვდეს და პირადად გაარკვიოს, რა არის ამა თუ იმ პროექტში მისი დაბლოკვის და სხვა პრობლემების მიზეზი.

- თუ პოლიტიკური ნიშნით დაბლოკეს მომღერლები, პირველი მე უნდა მემღერა ამ კონცერტზე. არ ვარ "ნაციონალების" აპოლოგეტი და მხარდამჭერი, მაგრამ ვერ მოვხვდი კონცერტზე. გაკვირვებული ვარ, ნაციონალები რატომ მბლოკავდნენ გასაგებია, მაგრამ დღეს ალბათ არაპროფესიონალიზმის და ძმაკაცობის ნიშნით ხდება კონცერტებზე მომღერლების შერჩევა. მე ასეთი სუსტი კონცერტები, რაც ვნახე თბილისობაზე არასოდეს მინახავს. აცდენაა იმას შორის, რა უნდა გაკეთდეს და საბოლოო შედეგს შორის. სულ ცუდი კეთდება, ხომ შეიძლება უკეთესი გაკეთდეს? მე რომ მივიწყებენ და არავის ვახსოვარ, გულს მტკენს. არავის კარის მომღერალი არ ვყოფილვარ, მაგრამ თბილისელი ვარ, სხვაზე ნაკლებად არ ვმღერი და მეტი რა გავაკეთო არ ვიცი. რა ნიშნით ვარ ბლოკირებული გავარკვევ. ამას წინათ პრემიერ-მინისტრს შევხვდი, მითხრა გამომიარე დავილაპარაკოთო, მაგრამ ვეღარ შევხვდით. მასთან შოუ-ბიზნესზე და საზოგადოებრივ მაუწყებელზე მინდა საუბარი, გული მტკივა, რომ დილეტანტები აკეთებენ საქმეს, რომელიც არ გამოდის. რადგან ქირურგები არ არიან და არავის კლავენ, ამიტომ უნდა აკეთონ მსგავსი ღონისძიებები? პრემიერმა მითხრა ვიცი პრობლემები, რომ არის და პირადად დავილაპარაკოთო, დავუკავშირდი იმ ქალბატონებს, ვისაც უნდა მოეხდინა შეხვედრის ორგანიზება, მაგრამ ამ დრომდე არ მიმიღია პასუხი. მე ხომ ბინის თხოვნა არ მინდა მისთვის, ტელევიზია ტელევიზიას, კონცერტი კონცერტს ჰგავდეს, ამაზე მინდა საუბარი. როგორ შეიძლება თბილისობის კონცერტზე 5 კაცი იდგეს და ისმენდეს, იმიტომ რომ არ მოსწონს? პრეზიდენტის მარათონშიც ვმონაწილეობდი, დავით ნარმანიას კამპანიაშიც, მაგრამ დაბლოკილი ვარ. კონსულტაციაზე მაინც დამიძახონ. არ შეიძლება გასართთობად მოსულ ხალხს არაადეკვატური პროგრამა დაახვედრო. წარმოუდგენელი რაღაც ხდება? ამდენი ფული იხარჯება და ხალხს თუ არ მოეწონა, რა აზრი აქვს?

სკანდალურ კონცერტთან დაკავშირებით, "ამბები.გე" მერიის კულტურის სამსახურს დაუკავშირდა.

- რა კრიტერიუმებით შეირჩა ორგანიზატორები თბილისობისთვის?

- "თბილისობა 2015"-ის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებები ერთ მთლიან კონცეფციაში იყო გაერთიანებული, რომელსაც ჰყავდა მთავარი რეჟისორი. ამასთან კულტურის ნაწილში, საკმაოდ ბევრი საავტორო პროექტი იყო წარმოდგენილი, რომლებსაც ასევე ჰყავდათ მუსიკალური პროდუსერები, შესაბამისად ღონისძიებების მონაწილეები შეარჩიეს პროფესიონალებმა.

- ნიაზ დიასამიძის განცხადებას როგორ შეაფასებთ?

- თბილისობა სახალხო დღესასწაულია, რომელიც დატვირთულია კულტურული ღონისძიებებით და მას არავითარი საერთო არ აქვს მასში მონაწილე ცალკეული მუსიკოსების პირად მოსაზრებებთან.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE