პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უცნობმა გერმანიაში მძიმე ოპერაცია გაიკეთა და "მაესტროსთვის" ბრძოლას აგრძელებს
უცნობმა გერმანიაში მძიმე ოპერაცია გაიკეთა და "მაესტროსთვის" ბრძოლას აგრძელებს

ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტროს" 25 %-ის მფლო­ბელ­მა გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ არ­ხის გა­კოტ­რე­ბის საქ­მის და­წყე­ბის გან­ჩი­ნე­ბა სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­სა­ჩივ­რა. რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ჩე­ჩი­ლა­ძის ად­ვო­კატ­მა ირაკ­ლი კორ­ძა­ხი­ამ გა­ნუ­ცხა­და, აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­სა­მარ­თლოს კერ­ძო სარ­ჩე­ლით 10 ოქ­ტომ­ბერს მი­მარ­თეს. ად­ვო­კა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დღეს სა­სა­მარ­თლო­ში კი­დევ ერთი სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნეს, რომ­ლი­თაც "მა­ესტროს" ლო­გოს გას­ხვი­სე­ბის ბა­თი­ლად ცნო­ბას და მისი შპს "მა­ესტროს­თვის" დაბ­რუ­ნე­ბას მო­ი­თხო­ვენ.

"მა­ესტროს" დი­რექ­ტორ­მა 25%-იანი აქ­ცი­ო­ნე­რის ზურგს უკან, უსას­ყიდ­ლოდ გა­ას­ხვი­სე­ბი­ნა "მა­ესტროს" ერთ-ერთი მთა­ვა­რი აქ­ტი­ვი – მისი ლოგო. სა­ო­ცა­რია, მაგ­რამ დღეს "მა­ესტროს" სა­ხე­ლი და მისი სა­სა­ქონ­ლო ნი­შა­ნი ეკუთ­ვნის სხვა კომ­პა­ნი­ას, რომ­ლის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი არის მა­მუ­კა ღლონტთან და კოტე გო­გე­ლი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პირი ბაჩო კი­კა­ბი­ძე. დღეს ჩვენ შე­ვი­ტა­ნეთ სარ­ჩე­ლი სა­სა­ქონ­ლო ნიშ­ნის უკა­ნო­ნოდ გას­ხვი­სე­ბის ბა­თი­ლო­ბის მო­თხოვ­ნით. გვინ­და, რომ "მა­ესტროს" და­ვუბ­რუ­ნოთ მისი ლოგო, რო­მე­ლიც 2014 წელს უკა­ნო­ნოდ გას­ხვის­და", - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ისი­ნი ასე­ვე ითხო­ვენ აუ­დი­ტის ჩა­ტა­რე­ბას გო­გე­ლი­ას მიერ "მა­ესტრო­ში" ჩა­დე­ბულ ფი­ნან­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რად­გან აქვთ ეჭვი, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ერ­თა­დერ­თი კრე­დი­ტო­რი ის არ არის.

რაც შე­ე­ხე­ბა "მა­ესტროს" მარ­თვა­ში გა­და­ცე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით პარტნი­ო­რე­ბი­სად­მი გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძის წი­ნა­და­დე­ბას, რი­თაც თა­ვი­დან იქ­ნე­ბა აცი­ლე­ბუ­ლი არ­ხის გა­კოტ­რე­ბა და მოხ­დე­ბა მისი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, ირაკ­ლი კორ­ძა­ხი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნუ­ლის თა­ო­ბა­ზე ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის მე­წი­ლე­ებს 7 ნო­ემ­ბერს პარტნი­ორ­თა კრე­ბის გა­მარ­თვა სთხო­ვეს.

"პარტნი­ორ­თა კრე­ბა 1-ელ ოქ­ტომ­ბერს გა­ი­მარ­თა, თუმ­ცა მას გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძე ვერ და­ეს­წრო, რად­გან გერ­მა­ნი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­დაც მძი­მე ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თა. ჩვენ ვთხო­ვეთ "მა­ესტროს", რომ კრე­ბა 10 დღით გა­და­დე­ბუ­ლი­ყო, რა პე­რი­ოდ­შიც ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი მო­ა­ხერ­ხებ­და ჩა­მოს­ვლას, მაგ­რამ პარტნი­ო­რე­ბი აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­პარტნი­ო­რუ­ლად მო­ე­კიდ­ნენ მის ამ თხოვ­ნას და მოს­თხო­ვეს, რომ რე­ა­ნი­მა­ცი­ი­დან გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი­ყო პარტნი­ორ­თა კრე­ბა­ზე. გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძე უკვე დაბ­რუნ­და გერ­მა­ნი­ი­დან, რის შემ­დე­გაც ჩვენ წე­რი­ლი მივ­წე­რეთ "მა­ესტროს" და ვთხო­ვეთ, რომ 7 ნო­ემ­ბერს ისევ ჩა­ტარ­დეს პარტნი­ორ­თა კრე­ბა, რათა დე­ტა­ლუ­რად მოხ­დეს რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის გეგ­მის გან­ხილ­ვა", - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა და კი­დევ ერთხელ აღ­ნიშ­ნა, რომ გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძე "მა­ესტროს" მარ­თვა­ში გა­და­ცე­მის სა­ნაც­ვლოდ მზა­დაა პარტნი­ო­რებს 10 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რის სა­ბან­კო გა­რან­ტია წა­რუდ­გი­ნოს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

უცნობმა გერმანიაში მძიმე ოპერაცია გაიკეთა და "მაესტროსთვის" ბრძოლას აგრძელებს

უცნობმა გერმანიაში მძიმე ოპერაცია გაიკეთა და "მაესტროსთვის" ბრძოლას აგრძელებს

ტელეკომპანია "მაესტროს" 25 %-ის მფლობელმა გია გაჩეჩილაძემ არხის გაკოტრების საქმის დაწყების განჩინება სასამართლოში გაასაჩივრა. როგორც ჟურნალისტებს გაჩეჩილაძის ადვოკატმა ირაკლი კორძახიამ განუცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლოს კერძო სარჩელით 10 ოქტომბერს მიმართეს. ადვოკატის ინფორმაციით, დღეს სასამართლოში კიდევ ერთი სარჩელი შეიტანეს, რომლითაც "მაესტროს" ლოგოს გასხვისების ბათილად ცნობას და მისი შპს "მაესტროსთვის" დაბრუნებას მოითხოვენ.

"მაესტროს" დირექტორმა 25%-იანი აქციონერის ზურგს უკან, უსასყიდლოდ გაასხვისებინა "მაესტროს" ერთ-ერთი მთავარი აქტივი – მისი ლოგო. საოცარია, მაგრამ დღეს "მაესტროს" სახელი და მისი სასაქონლო ნიშანი ეკუთვნის სხვა კომპანიას, რომლის დამფუძნებელი არის მამუკა ღლონტთან და კოტე გოგელიასთან დაკავშირებული პირი ბაჩო კიკაბიძე. დღეს ჩვენ შევიტანეთ სარჩელი სასაქონლო ნიშნის უკანონოდ გასხვისების ბათილობის მოთხოვნით. გვინდა, რომ "მაესტროს" დავუბრუნოთ მისი ლოგო, რომელიც 2014 წელს უკანონოდ გასხვისდა", - განაცხადა ადვოკატმა. მისივე განმარტებით, ისინი ასევე ითხოვენ აუდიტის ჩატარებას გოგელიას მიერ "მაესტროში" ჩადებულ ფინანსებთან დაკავშირებით, რადგან აქვთ ეჭვი, რომ ტელეკომპანიის ერთადერთი კრედიტორი ის არ არის.

რაც შეეხება "მაესტროს" მართვაში გადაცემასთან დაკავშირებით პარტნიორებისადმი გია გაჩეჩილაძის წინადადებას, რითაც თავიდან იქნება აცილებული არხის გაკოტრება და მოხდება მისი რეაბილიტაცია, ირაკლი კორძახიას ინფორმაციით, აღნიშნულის თაობაზე ტელეკომპანიის მეწილეებს 7 ნოემბერს პარტნიორთა კრების გამართვა სთხოვეს.

"პარტნიორთა კრება 1-ელ ოქტომბერს გაიმართა, თუმცა მას გია გაჩეჩილაძე ვერ დაესწრო, რადგან გერმანიაში იმყოფებოდა, სადაც მძიმე ოპერაცია გაიკეთა. ჩვენ ვთხოვეთ "მაესტროს", რომ კრება 10 დღით გადადებულიყო, რა პერიოდშიც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მოახერხებდა ჩამოსვლას, მაგრამ პარტნიორები აბსოლუტურად არაპარტნიორულად მოეკიდნენ მის ამ თხოვნას და მოსთხოვეს, რომ რეანიმაციიდან გამოცხადებულიყო პარტნიორთა კრებაზე. გია გაჩეჩილაძე უკვე დაბრუნდა გერმანიიდან, რის შემდეგაც ჩვენ წერილი მივწერეთ "მაესტროს" და ვთხოვეთ, რომ 7 ნოემბერს ისევ ჩატარდეს პარტნიორთა კრება, რათა დეტალურად მოხდეს რეაბილიტაციის გეგმის განხილვა", - განაცხადა ადვოკატმა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გია გაჩეჩილაძე "მაესტროს" მართვაში გადაცემის სანაცვლოდ მზადაა პარტნიორებს 10 მილიონი აშშ დოლარის საბანკო გარანტია წარუდგინოს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია