პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას უეფას, კონტრაქტორების და ბანკების დიდი რაოდენობით დავალიანება აქვს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას უეფას, კონტრაქტორების და ბანკების დიდი რაოდენობით დავალიანება აქვს

სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში კერ­ძო აუ­დი­ტო­რუ­ლი კომ­პა­ნია მუ­შა­ობს. რო­გორც დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტმა ლე­ვან კო­ბი­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, კერ­ძო აუ­დი­ტო­რუ­ლი კომ­პა­ნი­ის შეყ­ვა­ნა ფე­დე­რა­ცი­ა­ში გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია იმ მძი­მე ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბით, რაც დახ­ვდა. კო­ბი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ფე­დე­რა­ცი­ას და­ვა­ლი­ა­ნე­ბე­ბი აქვს "ვი­თი­ბი" ბანკთან, უეფა-სთან, კონ­ტრაქ­ტო­რებ­თან. ასე­ვე გა­ურ­კვე­ვე­ლი შე­თან­ხმე­ბე­ბია და­დე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ას­თან არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ერთი თვით ადრე.

"ჩვე­ნი მი­ზა­ნია შე­ვის­წავ­ლოთ ეს თან­ხე­ბი და აუ­დი­ტო­რუ­ლი კომ­პა­ნი­ის და­ქი­რა­ვე­ბა სწო­რედ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მოხ­და. ეს და­ვა­ლი­ა­ნე­ბე­ბი, და­დე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი, სე­რი­ო­ზულ კი­თხვებს ბა­დებს იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ თან­ხე­ბი არა­მიზ­ნობ­რი­ვად გა­იფ­ლან­გა", - გა­ნა­ცხა­და კო­ბი­აშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა და­ვა­ლი­ა­ნე­ბე­ბის დე­ტა­ლებს, კო­ბი­აშ­ვი­ლის თქმით, სა­უ­ბა­რია რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ონ­ზე. "ვი­თი­ბი ბანკთან" ფე­დე­რა­ცი­ას აქვს 3 მი­ლი­ო­ნი ლა­რის და­ვა­ლი­ა­ნე­ბა. ვსწავ­ლობთ თუ რა მიზ­ნით მოხ­და ამ თან­ხის აღე­ბა და და­ხარ­ჯვა. ბანკთან ვა­წარ­მო­ებთ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს, რომ მო­ხერ­ხდეს გა­და­ვა­დე­ბა ან გრა­ფი­კით და­ფარ­ვა. უე­ფას­თან არის 2 მი­ლი­ო­ნი ევ­როს ოდე­ნო­ბით და­ვა­ლი­ა­ნე­ბა. ეს თან­ხა უეფა-ს უნდა გად­მო­ე­რი­ცხა 2016 წელს, თუმ­ცა ფე­დე­რა­ცი­ის ყო­ფილ­მა ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ მი­მარ­თა უეფა-ს და ეს თან­ხა და­გეგ­მილ­ზე ადრე გად­მო­ი­რი­ცხა იმ მიზ­ნით, რომ კლუ­ბებს დახ­მა­რე­ბოდ­ნენ. კლუ­ბებს ეს თან­ხე­ბი რე­ა­ლუ­რად გა­და­უ­რი­ცხეს, თუმ­ცა გა­და­რი­ცხუ­ლია 2 მი­ლი­ონ­ზე ნაკ­ლე­ბი თან­ხა, და­ნარ­ჩე­ნი კი სად წა­ვი­და ჩვენ­თვის უც­ნო­ბია. ამა­ვე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან არ­სე­ბობს 480 000 ევ­როს ოდე­ნო­ბით და­ვა­ლი­ა­ნე­ბა, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ სუ­პერ­თა­სის ბი­ლე­თე­ბის გა­ყიდ­ვი­დან ეს თან­ხა ფე­დე­რა­ცი­ას უეფა-სთვის არ გა­და­უ­რი­ცხავს. სად არის ეს თან­ხა და სად წა­ვი­და ჩვენ­თვის უც­ნო­ბია. ჩვენ ვი­ყა­ვით უეფა-ში, გავ­მარ­თეთ ამ უხერ­ხულ სა­კი­თხებ­ზე შე­კი­თხვე­ბი და ვა­წარ­მო­ებთ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს", - გა­ნა­ცხა­და კო­ბი­აშ­ვილ­მა. მი­სი­ვე თქმით, ასე­ვე პრობ­ლე­მე­ბია რუს­თა­ვის სა­ფეხ­ბურ­თო ბა­ზის მშე­ნებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­დაც კონ­ტრაქ­ტო­რებ­თან ასე­ვე არ­სე­ბობს და­ვა­ლი­ა­ნე­ბა.

"რუს­თავ­ში შენ­დე­ბა სა­ფეხ­ბურ­თო აკა­დე­მია, რო­მე­ლიც, რო­გორც ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა გა­ნა­ცხა­და, აგ­ვის­ტოს ბო­ლომ­დე უნდა დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო. მშე­ნებ­ლო­ბა გა­ჩე­რე­ბუ­ლია, რად­გან კონ­ტრაქ­ტო­რებ­თან სე­რი­ო­ზუ­ლი და­ვა­ლი­ა­ნე­ბე­ბია. გა­კე­თე­ბუ­ლია იმა­ზე მეტი სა­მუ­შაო, ვიდ­რე თან­ხაა და­ფა­რუ­ლი. ამ აკა­დე­მი­ა­ში უნდა გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო 6 მო­ე­და­ნი, თუმ­ცა მხო­ლოდ ერ­თია გა­კე­თე­ბუ­ლი, და­სამ­თავ­რე­ბე­ლია ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი შე­ნო­ბაც. მთლი­ა­ნო­ბა­ში 50%-მდე სა­მუ­შა­ოც კი არ არის გა­კე­თე­ბუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან კო­ბი­აშ­ვილ­მა. მი­სი­ვე თქმით, კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც დახ­ვდა არის სხვა­დას­ხვა ნაკ­რე­ბე­ბის ეკი­პი­რე­ბა.

"მომ­დევ­ნო დღე­ებ­ში უნ­გრეთ­ში 17 წლამ­დე ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი მი­ემ­გზავ­რე­ბა. ასე­ვე უცხო­ეთ­ში სა­თა­მა­შოდ მი­დის ფუტ­სა­ლის ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი და ქალ­თა ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი, რო­მელ­თაც სა­თა­მა­შო ფორ­მა არ ჰქონ­დათ. ეს პრობ­ლე­მა მო­ვაგ­ვა­რეთ და ეს ნაკ­რე­ბე­ბი, ისე­ვე რო­გორც ყვე­ლა ნაკ­რე­ბი, ეკი­პი­რე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და კო­ბი­აშ­ვილ­მა. კი­დევ ერთი სა­კი­თხი, რო­მელ­ზეც კო­ბი­აშ­ვილ­მა ისა­უბ­რა, არის სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ებ­თან და ერთ-ერთ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას­თან ფე­დე­რა­ცი­ის არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ერთი თვით ადრე გა­ფორ­მე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლებ­ზეც კო­ბი­აშ­ვი­ლის თქმით, საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რი თან­ხე­ბია გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი.

"ერთ-ერთ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას­თან გა­ფორ­მე­ბუ­ლია ორ­წლი­ა­ნი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც სო­ლი­დურ თან­ხებს ით­ვა­ლი­სიწ­ნებს. ეს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ფორმ­და არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ერთი თვით ადრე და სა­ინ­ტე­რე­სოა, ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტმა, რო­მე­ლიც არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას სა­ერ­თოდ არ გეგ­მავ­და, რა­ტომ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ორი წლის ვა­დით გა­ფორ­მე­ბუ­ლი­ყო. ასე­ვე გა­ფორ­მე­ბუ­ლია ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ებ­თან სა­პი­ა­რო სა­კი­თხებ­ზე, თუმ­ცა ვის ხმარ­დე­ბო­და ეს პი­ა­რი და ვის­თვის იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი უც­ნო­ბია. სა­გუ­ლის­ხმოა, რომ ამ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებ­ში ნახ­სე­ნე­ბია სი­ტყვა კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი, შე­სა­ბა­მი­სად, ამა­ზე სა­ჯა­როდ ვერ ვი­სა­უბ­რებთ. ეჭვი გვაქვს, რომ თან­ხე­ბი არა­მიზ­ნობ­რი­ვად არის და­ხარ­ჯუ­ლი, რაც შეს­წავ­ლას სა­ჭი­რო­ებს", - გა­ნა­ცხა­და კო­ბი­აშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ჯერ­ჯე­რო­ბით სა­უ­ბა­რი ნა­ად­რე­ვია აუ­დი­ტო­რუ­ლი კომ­პა­ნი­ის დას­კვნა გა­და­იგ­ზავ­ნე­ბა თუ არა სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბებ­ში. ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი პი­რო­ბას დებს, რომ ახა­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა მი­უ­ხე­და­ვად მძი­მე ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­სა, პრობ­ლე­მებს მო­აგ­ვა­რებს და სახ­სრებს გა­მო­ძებ­ნის.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

რუბრიკის სხვა სიახლეები

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას უეფას, კონტრაქტორების და ბანკების დიდი რაოდენობით დავალიანება აქვს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას უეფას, კონტრაქტორების და ბანკების დიდი რაოდენობით დავალიანება აქვს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში კერძო აუდიტორული კომპანია მუშაობს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა განაცხადა, კერძო აუდიტორული კომპანიის შეყვანა ფედერაციაში განპირობებულია იმ მძიმე ფინანსური მდგომარეობით, რაც დახვდა. კობიაშვილის განცხადებით, ფედერაციას დავალიანებები აქვს "ვითიბი" ბანკთან, უეფა-სთან, კონტრაქტორებთან. ასევე გაურკვეველი შეთანხმებებია დადებული სხვადასხვა კომპანიასთან არჩევნებამდე ერთი თვით ადრე.

"ჩვენი მიზანია შევისწავლოთ ეს თანხები და აუდიტორული კომპანიის დაქირავება სწორედ ამ მიმართულებით მოხდა. ეს დავალიანებები, დადებული ხელშეკრულებები, სერიოზულ კითხვებს ბადებს იმასთან დაკავშირებით, რომ თანხები არამიზნობრივად გაიფლანგა", - განაცხადა კობიაშვილმა.

რაც შეეხება დავალიანებების დეტალებს, კობიაშვილის თქმით, საუბარია რამდენიმე მილიონზე. "ვითიბი ბანკთან" ფედერაციას აქვს 3 მილიონი ლარის დავალიანება. ვსწავლობთ თუ რა მიზნით მოხდა ამ თანხის აღება და დახარჯვა. ბანკთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, რომ მოხერხდეს გადავადება ან გრაფიკით დაფარვა. უეფასთან არის 2 მილიონი ევროს ოდენობით დავალიანება. ეს თანხა უეფა-ს უნდა გადმოერიცხა 2016 წელს, თუმცა ფედერაციის ყოფილმა ხელმძღვანელობამ მიმართა უეფა-ს და ეს თანხა დაგეგმილზე ადრე გადმოირიცხა იმ მიზნით, რომ კლუბებს დახმარებოდნენ. კლუბებს ეს თანხები რეალურად გადაურიცხეს, თუმცა გადარიცხულია 2 მილიონზე ნაკლები თანხა, დანარჩენი კი სად წავიდა ჩვენთვის უცნობია. ამავე ორგანიზაციასთან არსებობს 480 000 ევროს ოდენობით დავალიანება, იქიდან გამომდინარე, რომ სუპერთასის ბილეთების გაყიდვიდან ეს თანხა ფედერაციას უეფა-სთვის არ გადაურიცხავს. სად არის ეს თანხა და სად წავიდა ჩვენთვის უცნობია. ჩვენ ვიყავით უეფა-ში, გავმართეთ ამ უხერხულ საკითხებზე შეკითხვები და ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს", - განაცხადა კობიაშვილმა. მისივე თქმით, ასევე პრობლემებია რუსთავის საფეხბურთო ბაზის მშენებლობასთან დაკავშირებით, სადაც კონტრაქტორებთან ასევე არსებობს დავალიანება.

"რუსთავში შენდება საფეხბურთო აკადემია, რომელიც, როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, აგვისტოს ბოლომდე უნდა დასრულებულიყო. მშენებლობა გაჩერებულია, რადგან კონტრაქტორებთან სერიოზული დავალიანებებია. გაკეთებულია იმაზე მეტი სამუშაო, ვიდრე თანხაა დაფარული. ამ აკადემიაში უნდა გაკეთებულიყო 6 მოედანი, თუმცა მხოლოდ ერთია გაკეთებული, დასამთავრებელია ადმინისტრაციული შენობაც. მთლიანობაში 50%-მდე სამუშაოც კი არ არის გაკეთებული", - განაცხადა ლევან კობიაშვილმა. მისივე თქმით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც დახვდა არის სხვადასხვა ნაკრებების ეკიპირება.

"მომდევნო დღეებში უნგრეთში 17 წლამდე ეროვნული ნაკრები მიემგზავრება. ასევე უცხოეთში სათამაშოდ მიდის ფუტსალის ეროვნული ნაკრები და ქალთა ეროვნული ნაკრები, რომელთაც სათამაშო ფორმა არ ჰქონდათ. ეს პრობლემა მოვაგვარეთ და ეს ნაკრებები, ისევე როგორც ყველა ნაკრები, ეკიპირებით უზრუნველყოფილი იქნება", - განაცხადა კობიაშვილმა. კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც კობიაშვილმა ისაუბრა, არის სხვადასხვა კომპანიებთან და ერთ-ერთ ტელეკომპანიასთან ფედერაციის არჩევნებამდე ერთი თვით ადრე გაფორმებული ხელშეკრულებები, რომლებზეც კობიაშვილის თქმით, საკმაოდ სოლიდური თანხებია გათვალისწინებული.

"ერთ-ერთ ტელეკომპანიასთან გაფორმებულია ორწლიანი ხელშეკრულება, რომელიც სოლიდურ თანხებს ითვალისიწნებს. ეს ხელშეკრულება გაფორმდა არჩევნებამდე ერთი თვით ადრე და საინტერესოა, ფედერაციის პრეზიდენტმა, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას საერთოდ არ გეგმავდა, რატომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ხელშეკრულება ორი წლის ვადით გაფორმებულიყო. ასევე გაფორმებულია ხელშეკრულებები სხვადასხვა კომპანიებთან საპიარო საკითხებზე, თუმცა ვის ხმარდებოდა ეს პიარი და ვისთვის იყო გათვალისწინებული უცნობია. საგულისხმოა, რომ ამ ხელშეკრულებებში ნახსენებია სიტყვა კონფიდენციალური, შესაბამისად, ამაზე საჯაროდ ვერ ვისაუბრებთ. ეჭვი გვაქვს, რომ თანხები არამიზნობრივად არის დახარჯული, რაც შესწავლას საჭიროებს", - განაცხადა კობიაშვილმა.

მისივე თქმით, ჯერჯერობით საუბარი ნაადრევია აუდიტორული კომპანიის დასკვნა გადაიგზავნება თუ არა საგამოძიებო უწყებებში. ფედერაციის პრეზიდენტი პირობას დებს, რომ ახალი ხელმძღვანელობა მიუხედავად მძიმე ფინანსური მდგომარეობისა, პრობლემებს მოაგვარებს და სახსრებს გამოძებნის.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია