სპორტი
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბებო" - 20 წლის ქართველი ბიჭი ქართულ ჩითს მსოფლიოს გააცნობს
"ბებო" - 20 წლის ქართველი ბიჭი ქართულ ჩითს მსოფლიოს გააცნობს

"ბებო" - ასე ჰქვია 20 წლის ზუკა ალა­ვი­ძის კრე­ა­ტი­ულ პრო­ექტს, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც ავ­ტო­რი მომ­ხმა­რე­ბელს ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბით, ნა­ტუ­რა­ლუ­რი შა­ლის­გან დამ­ზა­დე­ბულ, ხე­ლით ნაქ­სოვ ოთა­ხის ფა­ჩუ­ჩებს სთა­ვა­ზობს.

"ბებო" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რის­თვის, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში ფი­ნან­სებს სწავ­ლობს, სტარ­ტა­პია. ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სე­ბის მო­ზიდ­ვა კი Kickstarter-ის სა­შუ­ა­ლე­ბით ხდე­ბა. Kickstarter ეს არის პლატ­ფორ­მა, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს დამ­წყებ ანტრეპ­რე­ნუ­ა­რებს ვი­დეო პრე­ზენ­ტა­ცი­ის სა­ხით წა­რად­გი­ნონ პრო­ექ­ტი. პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი ირ­ჩევს სა­სურ­ველ თან­ხას, რისი შეგ­რო­ვე­ბაც სურს. ხალ­ხის ინ­ტე­რე­სი თუ და­იმ­სა­ხუ­რა პრო­ექ­ტმა, რი­ცხა­ვენ მათ­თვის სა­სურ­ველ თან­ხას. პრო­ექ­ტის სრუ­ლად და­ფი­ნან­სე­ბის შემ­დეგ ისი­ნი სა­მა­გი­ე­როდ იღე­ბენ პრო­დუქტს. 20 წლის ზუკა ალა­ვი­ძის პრო­ექ­ტის წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის მიმ­დი­ნა­რე წლის 1 ნო­ემ­ბრის­თვის სულ მცი­რე 5 ათა­სი ფუნ­ტი (და­ახ­ლო­ე­ბით 18 ათა­სი ლარი) მა­ინც უნდა შეგ­როვ­დეს.

- რო­გორ გაჩ­ნდა "ბე­ბოს" იდეა და რა იყო კამ­პა­ნი­ის თავ­და­პირ­ვე­ლი მი­ზა­ნი?

- ბავ­შვო­ბი­დან ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და ჩი­თე­ბი, ბებო მიქ­სოვ­და. ცოტა მოზ­რდილ ასაკ­ში, ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბი­სას, სულ თან მიმ­ქონ­და რამ­დე­ნი­მე წყვი­ლი სა­ჩუქ­რად უცხო­ე­ლი მე­გობ­რე­ბის­თვის. ჩით­მა დიდი სიმ­პა­თი­ე­ბი და­იმ­სა­ხუ­რა უცხო­ე­ლი მე­გობ­რე­ბის წრე­ში, რის გა­მოც მინ­დო­და უფრო და უფრო ბევ­რი ხალ­ხის­თვის გა­მე­ზი­ა­რე­ბი­ნა ის კომ­ფორ­ტი და ტრა­დი­ცია, რა­საც ჩითი ატა­რებს. და­ახ­ლო­ე­ბით 2 წლის წინ, ინ­გლი­სუ­რი სა­ი­ტი­დან შე­ვი­ძი­ნე ქუდი. ვებგ­ვერ­დი იყო ძა­ლი­ან ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლი, გაძ­ლევ­და სა­შუ­ა­ლე­ბას, თვი­თონ აგერ­ჩია მა­სა­ლა, ფერი, ზომა და ა.შ. ვი­ფიქ­რე, რომ ზუს­ტად ასე­თი­ვე ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლი სა­ი­ტით შე­იძ­ლე­ბა ჩი­თის მი­წო­დე­ბა მთე­ლი მსოფ­ლი­ოს­თვის. მა­შინ, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კის და სა­ქარ­თვე­ლოს­გან შორს ყოფ­ნის გამო, სამ­წუ­ხა­როდ ვერ მოვ­კი­დე ხელი ამ საქ­მეს სე­რი­ო­ზუ­ლად.

წელს, მე­გობ­რებ­თან ერ­თად, ისევ წა­მოვ­ჭე­რი ეს იდეა და ყვე­ლამ ერ­თად ავი­ტა­ცეთ. უცხო­ურ ბა­ზარ­ზე გას­ვლა სა­ჭი­რო­ებს ბრენ­დინგს. მრა­ვალ­დღი­ა­ნი ბრე­ინ­სტორ­მინ­გის შემ­დეგ, გავ­ჩერ­დით საყ­ვა­რელ ცხვარ­ზე (ლოგო) და ბე­ბო­ზე - ორ რა­მე­ზე, რაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია ჩი­თის შე­საქ­მნე­ლად.

- რა არის პრო­ექ­ტის მი­ზა­ნი?

მი­ზა­ნი არის მარ­ტი­ვი - რაც შე­იძ­ლე­ბა მეტ­მა ადა­მი­ან­მა გა­ი­გოს სა­ქარ­თვე­ლოს და მისი ტრა­დი­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

"ბებო" - 20 წლის ქართველი ბიჭი ქართულ ჩითს მსოფლიოს გააცნობს

"ბებო" - 20 წლის ქართველი ბიჭი ქართულ ჩითს მსოფლიოს გააცნობს

"ბებო" - ასე ჰქვია 20 წლის ზუკა ალავიძის კრეატიულ პროექტს, რომლის ფარგლებშიც ავტორი მომხმარებელს ქართული ტრადიციებით, ნატურალური შალისგან დამზადებულ, ხელით ნაქსოვ ოთახის ფაჩუჩებს სთავაზობს.

"ბებო" პროექტის ავტორისთვის, რომელიც ამჟამად დიდ ბრიტანეთში ფინანსებს სწავლობს, სტარტაპია. ფინანსური რესურსების მოზიდვა კი Kickstarter-ის საშუალებით ხდება. Kickstarter ეს არის პლატფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს დამწყებ ანტრეპრენუარებს ვიდეო პრეზენტაციის სახით წარადგინონ პროექტი. პროექტის ავტორი ირჩევს სასურველ თანხას, რისი შეგროვებაც სურს. ხალხის ინტერესი თუ დაიმსახურა პროექტმა, რიცხავენ მათთვის სასურველ თანხას. პროექტის სრულად დაფინანსების შემდეგ ისინი სამაგიეროდ იღებენ პროდუქტს. 20 წლის ზუკა ალავიძის პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის მიმდინარე წლის 1 ნოემბრისთვის სულ მცირე 5 ათასი ფუნტი (დაახლოებით 18 ათასი ლარი) მაინც უნდა შეგროვდეს.

- როგორ გაჩნდა "ბებოს" იდეა და რა იყო კამპანიის თავდაპირველი მიზანი?

- ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა ჩითები, ბებო მიქსოვდა. ცოტა მოზრდილ ასაკში, ქვეყნის დატოვებისას, სულ თან მიმქონდა რამდენიმე წყვილი საჩუქრად უცხოელი მეგობრებისთვის. ჩითმა დიდი სიმპათიები დაიმსახურა უცხოელი მეგობრების წრეში, რის გამოც მინდოდა უფრო და უფრო ბევრი ხალხისთვის გამეზიარებინა ის კომფორტი და ტრადიცია, რასაც ჩითი ატარებს. დაახლოებით 2 წლის წინ, ინგლისური საიტიდან შევიძინე ქუდი. ვებგვერდი იყო ძალიან ინტერაქტიული, გაძლევდა საშუალებას, თვითონ აგერჩია მასალა, ფერი, ზომა და ა.შ. ვიფიქრე, რომ ზუსტად ასეთივე ინტერაქტიული საიტით შეიძლება ჩითის მიწოდება მთელი მსოფლიოსთვის. მაშინ, უნივერსიტეტში დატვირთული გრაფიკის და საქართველოსგან შორს ყოფნის გამო, სამწუხაროდ ვერ მოვკიდე ხელი ამ საქმეს სერიოზულად.

წელს, მეგობრებთან ერთად, ისევ წამოვჭერი ეს იდეა და ყველამ ერთად ავიტაცეთ. უცხოურ ბაზარზე გასვლა საჭიროებს ბრენდინგს. მრავალდღიანი ბრეინსტორმინგის შემდეგ, გავჩერდით საყვარელ ცხვარზე (ლოგო) და ბებოზე - ორ რამეზე, რაც აუცილებელია ჩითის შესაქმნელად.

- რა არის პროექტის მიზანი?

მიზანი არის მარტივი - რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს საქართველოს და მისი ტრადიციების შესახებ.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია