სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აუცილებელი წესი კარიერაში წარმატების მისაღწევად - დავით კენჭაძე
აუცილებელი წესი კარიერაში წარმატების მისაღწევად - დავით კენჭაძე

რო­გორც წინა სტა­ტი­ებ­ში მოგ­წე­რეთ წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად უპირ­ვე­ლე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იყოთ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი, სამ­წუ­ხა­როდ ადა­მი­ა­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბას ჰგო­ნია, რომ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი არის მათ მიერ წარ­მა­ტე­ბუ­ლად შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შაო.

და­წი­ნა­უ­რე­ბი­სათ­ვის ბრძო­ლა მსგავ­სია ბიზ­ნეს­ში არ­სე­ბუ­ლი კონ­კუ­რენ­ცი­ის. იმი­სათ­ვის, რომ მი­აღ­წი­ოთ წარ­მა­ტე­ბას ბიზ­ნეს­ში, უნდა იყოთ პირ­ვე­ლი ან მე­ო­რე, რო­გორ ფიქ­რობთ მხო­ლოდ წარ­მა­ტე­ბით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შაო მოგ­ცემთ სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ გახ­დეთ პირ­ვე­ლი ან მე­ო­რე თა­ნამ­შრო­მე­ლი კონ­კრე­ტუ­ლი ვა­კან­სი­ის გა­მო­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში? მე მგო­ნი არა. ის დრო ეტა­პობ­რი­ვად მი­დის, როცა ადა­მი­ა­ნებს მხო­ლოდ ნაც­ნო­ბო­ბის მი­ხედ­ვით აწი­ნა­უ­რებ­დნენ, ახლა ყვე­ლა ნორ­მა­ლუ­რი ბიზ­ნეს­მე­ნი უყუ­რებს შე­დე­გებს და მომ­გე­ბი­ა­ნო­ბას და არა­ვინ არ და­ა­წი­ნა­უ­რებს ახ­ლო­ბელს იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მას არ შე­უძ­ლია წარ­მა­ტე­ბის მო­ტა­ნა კომ­პა­ნი­ი­სათ­ვის.

გახ­სოვ­დეთ, რომ სამ­სა­ხურ­ში მხო­ლოდ კარ­გად შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შაო არ მოგ­ცემთ სა­შუ­ა­ლე­ბას გახ­დეთ სა­უ­კე­თე­სო, თქვენ კი სწო­რედ ეს გჭირ­დე­ბათ კა­რი­ე­რა­ში წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად. ის­მე­ბა კი­თხვა - რა უნდა გა­ა­კე­თოთ წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად?

პირ­ველ რიგ­ში მი­ი­ღეთ გა­ნათ­ლე­ბა, იკი­თხეთ რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი, გა­ი­ა­რეთ ყვე­ლა შე­საძ­ლო ტრე­ნინ­გი, და­ეს­წა­რით ყვე­ლა შე­საძ­ლო სე­მი­ნარს.

მი­ი­ღეთ გა­მოც­დი­ლე­ბა, ბუ­ნებ­რი­ვად, რაც უფრო დიდი ხნის სტა­ჟი გაქვთ, მით უფრო გა­მოც­დი­ლე­ბი ხართ, თუმ­ცა გა­მოც­დი­ლე­ბის უფრო სწრა­ფად მი­ღე­ბაც არის შე­საძ­ლე­ბე­ლი, ამი­სათ­ვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ყო­ველ­დღი­უ­რად გა­ა­ნა­ლი­ზოთ დღის მოვ­ლე­ნე­ბი, შეხ­ვედ­რე­ბი კლი­ენ­ტებ­თან და თა­ნამ­შრომ­ლებ­თან, მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი და ა.შ. მთა­ვა­რია, რომ შე­ა­ფა­სოთ ყო­ვე­ლი დღის ბო­ლოს რა გა­კეთ­და კარ­გად და სად იქნა დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბი, იმი­სათ­ვის რომ მო­მა­ვალ­ში უფრო სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი იქ­ნას მი­ღე­ბუ­ლი.

მე­სა­მე ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხი კა­რი­ე­რა­ში წარ­მა­ტე­ბის მო­პო­ვე­ბის გზა­ზე, არის პი­როვ­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბი. მხო­ლოდ გა­ნათ­ლე­ბა ვერ მოგ­ცემთ სა­შუ­ა­ლე­ბას გახ­დეთ სა­უ­კე­თე­სო. ამი­სათ­ვის იდე­ა­ლუ­რი მე­ნე­ჯე­რის პი­როვ­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბი უნდა გა­მო­ი­მუ­შა­ოთ. არ იცით რო­გო­რი თვი­სე­ბე­ბი უნდა ჰქონ­დეს სა­უ­კე­თე­სო თა­ნამ­შრო­მელს? მა­შინ გა­იხ­სე­ნეთ, ვინ არი­ან სა­უ­კე­თე­სო მე­ნე­ჯე­რე­ბი თქვენს კომ­პა­ნი­ა­ში ან უბ­რა­ლოდ სა­უ­კე­თე­სო თქვენს ნაც­ნო­ბებ­ში, შე­ე­ცა­დეთ რომ მი­ბა­ძოთ მათ, გა­ა­კე­თოთ სა­მუ­შაო ისე რო­გორც ისი­ნი აკე­თე­ბენ, და­მი­ჯე­რეთ ამა­ში ცუდი არა­ფე­რია.

გახ­სოვ­დეთ, რომ ყვე­ლა­ფე­რი რაც შე­იძ­ლე­ბა სხვამ გა­ა­კე­თოს, შე­გიძ­ლი­ათ თქვენც, და­ი­მახ­სოვ­რეთ, არა­ვინ არ არის თქვენ­ზე უკე­თე­სი, ჭკვი­ა­ნი და მო­ხერ­ხე­ბუ­ლი. თქვენ ყვე­ლა­ფე­რი შე­გიძ­ლი­ათ, არ გა­და­დოთ დრო, და­ი­წყეთ დღეს­ვე სა­კუ­თარ თავ­ზე მუ­შა­ო­ბა, წარ­მა­ტე­ბა ხომ ძა­ლი­ან ახ­ლოს არის.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

აუცილებელი წესი კარიერაში წარმატების მისაღწევად - დავით კენჭაძე

აუცილებელი წესი კარიერაში წარმატების მისაღწევად - დავით კენჭაძე

როგორც წინა სტატიებში მოგწერეთ წარმატების მისაღწევად უპირველესად მნიშვნელოვანია იყოთ პროფესიონალები, სამწუხაროდ ადამიანების უმეტესობას ჰგონია, რომ პროფესიონალიზმი არის მათ მიერ წარმატებულად შესრულებული სამუშაო.

დაწინაურებისათვის ბრძოლა მსგავსია ბიზნესში არსებული კონკურენციის. იმისათვის, რომ მიაღწიოთ წარმატებას ბიზნესში, უნდა იყოთ პირველი ან მეორე, როგორ ფიქრობთ მხოლოდ წარმატებით შესრულებული სამუშაო მოგცემთ საშუალებას, რომ გახდეთ პირველი ან მეორე თანამშრომელი კონკრეტული ვაკანსიის გამოჩენის შემთხვევაში? მე მგონი არა. ის დრო ეტაპობრივად მიდის, როცა ადამიანებს მხოლოდ ნაცნობობის მიხედვით აწინაურებდნენ, ახლა ყველა ნორმალური ბიზნესმენი უყურებს შედეგებს და მომგებიანობას და არავინ არ დააწინაურებს ახლობელს იმ შემთხვევაში, თუ მას არ შეუძლია წარმატების მოტანა კომპანიისათვის.

გახსოვდეთ, რომ სამსახურში მხოლოდ კარგად შესრულებული სამუშაო არ მოგცემთ საშუალებას გახდეთ საუკეთესო, თქვენ კი სწორედ ეს გჭირდებათ კარიერაში წარმატების მისაღწევად. ისმება კითხვა - რა უნდა გააკეთოთ წარმატების მისაღწევად?

პირველ რიგში მიიღეთ განათლება, იკითხეთ რაც შეიძლება მეტი, გაიარეთ ყველა შესაძლო ტრენინგი, დაესწარით ყველა შესაძლო სემინარს.

მიიღეთ გამოცდილება, ბუნებრივად, რაც უფრო დიდი ხნის სტაჟი გაქვთ, მით უფრო გამოცდილები ხართ, თუმცა გამოცდილების უფრო სწრაფად მიღებაც არის შესაძლებელი, ამისათვის მნიშვნელოვანია, რომ ყოველდღიურად გაანალიზოთ დღის მოვლენები, შეხვედრები კლიენტებთან და თანამშრომლებთან, მიღებული გადაწყვეტილებები და ა.შ. მთავარია, რომ შეაფასოთ ყოველი დღის ბოლოს რა გაკეთდა კარგად და სად იქნა დაშვებული შეცდომები, იმისათვის რომ მომავალში უფრო სწორი გადაწყვეტილებები იქნას მიღებული.

მესამე ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი კარიერაში წარმატების მოპოვების გზაზე, არის პიროვნული თვისებები. მხოლოდ განათლება ვერ მოგცემთ საშუალებას გახდეთ საუკეთესო. ამისათვის იდეალური მენეჯერის პიროვნული თვისებები უნდა გამოიმუშაოთ. არ იცით როგორი თვისებები უნდა ჰქონდეს საუკეთესო თანამშრომელს? მაშინ გაიხსენეთ, ვინ არიან საუკეთესო მენეჯერები თქვენს კომპანიაში ან უბრალოდ საუკეთესო თქვენს ნაცნობებში, შეეცადეთ რომ მიბაძოთ მათ, გააკეთოთ სამუშაო ისე როგორც ისინი აკეთებენ, დამიჯერეთ ამაში ცუდი არაფერია.

გახსოვდეთ, რომ ყველაფერი რაც შეიძლება სხვამ გააკეთოს, შეგიძლიათ თქვენც, დაიმახსოვრეთ, არავინ არ არის თქვენზე უკეთესი, ჭკვიანი და მოხერხებული. თქვენ ყველაფერი შეგიძლიათ, არ გადადოთ დრო, დაიწყეთ დღესვე საკუთარ თავზე მუშაობა, წარმატება ხომ ძალიან ახლოს არის.

წყარო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია