პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სეპარატისტები საქართველოს ენერგოსისტემას "აყაჩაღებენ": ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად აფხაზეთს მიაქვს
სეპარატისტები საქართველოს ენერგოსისტემას "აყაჩაღებენ": ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად აფხაზეთს მიაქვს

ზამ­თარ­ში ქვეყ­ნის მთა­ვა­რი ელექტრო­სად­გუ­რის, ენ­გურ­ჰე­სის მიერ გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ელექტრო­ე­ნერ­გია მთლი­ა­ნად აფხა­ზეთს მი­აქვს. ამ პე­რი­ოდ­ში სი­ტყვი­ე­რად შე­თან­ხმე­ბუ­ლი კვო­ტე­ბი 40/60-ზე არ სრულ­დე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს ელექტრო­სის­ტე­მა იძუ­ლე­ბუ­ლია და­ნარ­ჩე­ნი რე­გი­ო­ნე­ბის ელექტრო­მო­მა­რა­გე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად იმ­პორ­ტი გა­ზარ­დოს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ აფხა­ზე­თის ენერ­გო­მოხ­მა­რე­ბა ყო­ველ წელს იზ­რდე­ბა და არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ მალე ამ რე­გი­ო­ნის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად სის­ტე­მი­დან უფრო მეტი ელექტრო­ე­ნერ­გია გა­ვი­დეს, ვიდ­რე ენ­გურ­ჰე­სი და ვარ­დნილ­ჰე­სი ერ­თად გა­მო­ი­მუ­შა­ვე­ბენ. არ­სე­ბობს ეჭვი, რომ აფხა­ზეთს ამ­დე­ნი დენი არ სჭირ­დე­ბა და მას კრას­ნო­და­რის მხა­რე­ში ყი­დი­ან.

რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, სექ­ტემ­ბერ­ში, აგ­ვის­ტოს­თან შე­და­რე­ბით, ენ­გურ­ჰე­სის მიერ გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ელექტრო­ე­ნერ­გია 54%-ით შემ­ცირ­და. ქვეყ­ნის მთა­ვარ­მა ელექტრო­სად­გურ­მა აგ­ვის­ტო­ში 423,8 მლნ კვტ/სთ ელექტრო­ე­ნერ­გია გა­მო­ი­მუ­შა­ვა, ხოლო სექ­ტემ­ბერ­ში 197 მლნ კვტ/სთ (226,7 მლნ კვტ/სთ-ით ნაკ­ლე­ბი). მი­ზე­ზი არის ის, რომ უკვე მე­ო­რე წე­ლია, ძლი­ე­რი გვალ­ვის გამო, ენ­გუ­რის წყალ­სა­ცავ­ში წყლის დე­ფი­ცი­ტია. რო­გორც წესი, შე­მოდ­გო­მა-ზამ­თარ­ში ენ­გურ­ჰე­სი ისე­დაც მკვეთ­რად ამ­ცი­რებს ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გე­ნე­რი­რე­ბას. ამას ემა­ტე­ბა ისიც, რომ აღ­ნიშ­ნულ პე­რი­ოდ­ში აფხა­ზეთს გა­ცი­ლე­ბით მეტი ელექტრო­ე­ნერ­გია მი­აქვს, ვიდ­რე ენ­გუ­რი გა­მო­ი­მუ­შა­ვებს. თუ ვარ­დნილ­ჰეს­საც და­ვუ­მა­ტებთ, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს მიერ არა­კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა, ორი­ვე ჰე­სის მიერ გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ელექტრო­ე­ნერ­გია მთლი­ა­ნად აფხა­ზეთს მი­აქვს. არა­და, ენ­გურ­ჰე­სის მოვ­ლა-შე­ნახ­ვის ხარ­ჯებს მთლი­ა­ნად სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა იღებს და ამ ელექტრო­სად­გუ­რის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თვის ათე­უ­ლო­ბით მი­ლი­ო­ნი ლა­რის კრე­დი­ტია აღე­ბუ­ლი.

"ბიზ­ნეს-რე­ზო­ნან­სი" ამ დი­ლე­მის შე­სა­ხებ უკვე წერ­და, მაგ­რამ თუკი მდგო­მა­რე­ო­ბას თვე­ე­ბის მი­ხედ­ვით გა­ვა­ა­ნა­ლი­ზებთ, პრობ­ლე­მა უფრო ნათ­ლად გა­მოჩ­ნდე­ბა. 1997 წელს და­დე­ბუ­ლი სი­ტყვი­ე­რი შე­თან­ხმე­ბის მი­ხედ­ვით, ენ­გურ­ჰე­სი­სა და ვარ­დნილ­ჰე­სე­ბის (გა­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე) კას­კა­დის მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის 40% აფხა­ზე­თის რე­გი­ონს უნდა წა­ე­ღო, 60% კი - სა­ქარ­თვე­ლოს და­ნარ­ჩენ რე­გი­ო­ნებს. 2004 წლის დე­კემ­ბერ­ში ენ­გურ­ჰეს­მა 185,409 მლნ კვტ/სთ ელექტრო­ე­ნერ­გია გა­მო­ი­მუ­შა­ვა, სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გო­სის­ტე­მამ აფხა­ზეთს 199,633 მლნ კვტ/სთ ენერ­გია მი­ა­წო­და. 2015 წლის იან­ვარ­ში- ენ­გუ­რის მიერ გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ელექტრო­ე­ნერ­გია 192,6 მლნ კვტ/სთ იყო, აფხა­ზეთს 219 მლნ კვტ/სთ ელექტრო­ე­ნერ­გია მი­ე­წო­და. ვარ­დნილ­ჰე­სის მიერ გა­მო­მუ­შა­ვე­ბულ ელექტრო­ე­ნერ­გი­ის და­მა­ტე­ბი­თაც კი, მდგო­მა­რე­ო­ბა დი­დად არ იც­ვლე­ბა, ვი­ნა­ი­დან ამ შემ­თხვე­ვა­შიც ორი­ვე ჰე­სის მიერ გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ენერ­გია თით­ქმის მთლი­ა­ნად აფხა­ზეთს მი­აქვს. შე­გახ­სე­ნებთ, რომ აფხა­ზეთს ელექტრო­ე­ნერ­გია უფა­სოდ მი­ე­წო­დე­ბა.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

სეპარატისტები საქართველოს ენერგოსისტემას "აყაჩაღებენ": ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად აფხაზეთს მიაქვს

სეპარატისტები საქართველოს ენერგოსისტემას "აყაჩაღებენ": ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად აფხაზეთს მიაქვს

ზამთარში ქვეყნის მთავარი ელექტროსადგურის, ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად აფხაზეთს მიაქვს. ამ პერიოდში სიტყვიერად შეთანხმებული კვოტები 40/60-ზე არ სრულდება. საქართველოს ელექტროსისტემა იძულებულია დანარჩენი რეგიონების ელექტრომომარაგების უზრუნველსაყოფად იმპორტი გაზარდოს. აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის ენერგომოხმარება ყოველ წელს იზრდება და არ არის გამორიცხული, რომ მალე ამ რეგიონის დასაკმაყოფილებლად სისტემიდან უფრო მეტი ელექტროენერგია გავიდეს, ვიდრე ენგურჰესი და ვარდნილჰესი ერთად გამოიმუშავებენ. არსებობს ეჭვი, რომ აფხაზეთს ამდენი დენი არ სჭირდება და მას კრასნოდარის მხარეში ყიდიან.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, სექტემბერში, აგვისტოსთან შედარებით, ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია 54%-ით შემცირდა. ქვეყნის მთავარმა ელექტროსადგურმა აგვისტოში 423,8 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა, ხოლო სექტემბერში 197 მლნ კვტ/სთ (226,7 მლნ კვტ/სთ-ით ნაკლები). მიზეზი არის ის, რომ უკვე მეორე წელია, ძლიერი გვალვის გამო, ენგურის წყალსაცავში წყლის დეფიციტია. როგორც წესი, შემოდგომა-ზამთარში ენგურჰესი ისედაც მკვეთრად ამცირებს ელექტროენერგიის გენერირებას. ამას ემატება ისიც, რომ აღნიშნულ პერიოდში აფხაზეთს გაცილებით მეტი ელექტროენერგია მიაქვს, ვიდრე ენგური გამოიმუშავებს. თუ ვარდნილჰესსაც დავუმატებთ, რომელიც საქართველოს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზეა, ორივე ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად აფხაზეთს მიაქვს. არადა, ენგურჰესის მოვლა-შენახვის ხარჯებს მთლიანად საქართველოს მთავრობა იღებს და ამ ელექტროსადგურის რეაბილიტაციისთვის ათეულობით მილიონი ლარის კრედიტია აღებული.

"ბიზნეს-რეზონანსი" ამ დილემის შესახებ უკვე წერდა, მაგრამ თუკი მდგომარეობას თვეების მიხედვით გავაანალიზებთ, პრობლემა უფრო ნათლად გამოჩნდება. 1997 წელს დადებული სიტყვიერი შეთანხმების მიხედვით, ენგურჰესისა და ვარდნილჰესების (გალის ტერიტორიაზე) კასკადის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის 40% აფხაზეთის რეგიონს უნდა წაეღო, 60% კი - საქართველოს დანარჩენ რეგიონებს. 2004 წლის დეკემბერში ენგურჰესმა 185,409 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა, საქართველოს ენერგოსისტემამ აფხაზეთს 199,633 მლნ კვტ/სთ ენერგია მიაწოდა. 2015 წლის იანვარში- ენგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია 192,6 მლნ კვტ/სთ იყო, აფხაზეთს 219 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია მიეწოდა. ვარდნილჰესის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიის დამატებითაც კი, მდგომარეობა დიდად არ იცვლება, ვინაიდან ამ შემთხვევაშიც ორივე ჰესის მიერ გამომუშავებული ენერგია თითქმის მთლიანად აფხაზეთს მიაქვს. შეგახსენებთ, რომ აფხაზეთს ელექტროენერგია უფასოდ მიეწოდება.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია