მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რაში დახარჯა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ 15 000 ლარი
რაში დახარჯა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ 15 000 ლარი

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე, სა­პარ­ლა­მენ­ტო მდი­ვა­ნი შალ­ვა ხუ­ციშ­ვი­ლი თბი­ლის­ში, ცინ­ცა­ძის 43 ნო­მერ­ში, 68.00 კვ.მ-ის ფარ­თო­ბის ბი­ნას ფლობს. სხვა უძ­რავ-მოძ­რა­ვი ქო­ნე­ბა მის სა­ხელ­ზე არ ირი­ცხე­ბა. ამის შე­სა­ხებ ხუ­ციშ­ვი­ლის ქო­ნებ­რივ დეკ­ლა­რა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, რო­მე­ლიც მან 2015 წლის 13 ოქ­ტომ­ბერს შე­ავ­სო.

დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, შალ­ვა ხუ­ციშ­ვილს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბი­სა და პრო­ბა­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­ში იუ­რი­დი­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბა ეჭი­რა, სა­დაც ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­ხით, 30746.55 ლარი მი­ი­ღო. ხოლო სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის იუ­რი­დი­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის მთა­ვა­რი სპე­ცი­ა­ლის­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მას 21056.20 ლარი აქვს აღე­ბუ­ლი.

დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის მო­მენ­ტში ხუ­ციშ­ვი­ლის "თი-ბი-სი" ბან­კის სა­ხელ­ფა­სო ან­გა­რიშ­ზე 333.00 ლარი ირი­ცხე­ბო­და.

ამა­ვე დეკ­ლა­რა­ცი­ის თა­ნახ­მად, შალ­ვა ხუ­ციშ­ვი­ლის სა­ხელ­ზე, "თი-ბი-სი" ბან­კში, მოძ­რა­ვი ნივ­თე­ბის გი­რავ­ნო­ბით, 25 000-ლა­რი­ა­ნი სა­მომ­ხმა­რებ­ლო სეს­ხია (ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ვა­დე­ბი 03/05/2014, 03/05/2014 - 01/05/2017), რომ­ლის პრო­ცენ­ტის და­სა­ფა­რად, დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბი­სას პრო­ცენ­ტი გა­დახ­დი­ლი არ ჰქონ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის გა­სა­ვალს, 2014 წელს მან ბი­ნის რე­მონ­ტის­თვის 15 000 ლარი გა­და­ი­ხა­და.

იხი­ლეთ ვრცლად

"გუ­რია ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?

რაში დახარჯა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ 15 000 ლარი

რაში დახარჯა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ 15 000 ლარი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, საპარლამენტო მდივანი შალვა ხუციშვილი თბილისში, ცინცაძის 43 ნომერში, 68.00 კვ.მ-ის ფართობის ბინას ფლობს. სხვა უძრავ-მოძრავი ქონება მის სახელზე არ ირიცხება. ამის შესახებ ხუციშვილის ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, რომელიც მან 2015 წლის 13 ოქტომბერს შეავსო.

დეკლარაციის მიხედვით, შალვა ხუციშვილს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობამდე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში იურიდიული დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეჭირა, სადაც ანაზღაურების სახით, 30746.55 ლარი მიიღო. ხოლო საქართველოს პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე მას 21056.20 ლარი აქვს აღებული.

დეკლარაციის შევსების მომენტში ხუციშვილის "თი-ბი-სი" ბანკის სახელფასო ანგარიშზე 333.00 ლარი ირიცხებოდა.

ამავე დეკლარაციის თანახმად, შალვა ხუციშვილის სახელზე, "თი-ბი-სი" ბანკში, მოძრავი ნივთების გირავნობით, 25 000-ლარიანი სამომხმარებლო სესხია (ხელშეკრულების ვადები 03/05/2014, 03/05/2014 - 01/05/2017), რომლის პროცენტის დასაფარად, დეკლარაციის შევსებისას პროცენტი გადახდილი არ ჰქონდა.

რაც შეეხება მინისტრის მოადგილის გასავალს, 2014 წელს მან ბინის რემონტისთვის 15 000 ლარი გადაიხადა.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა