რუსმა სამართალდამცველებმა ორმაგ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქართველი ბიზნესმენის ადგილსამყოფელი დაადგინეს

რუსმა სამართალდამცველებმა ორმაგ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქართველი ბიზნესმენის ადგილსამყოფელი დაადგინეს

რუსმა სამართალდამცველებმა ამირან გიორგაძის ადგილსამყოფელი დაადგინეს და მიმდინარეობს შესაბამისი ზომების განხორციელება დამნაშავის დასაკავებლად. "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმერ მარკინმა განაცხადა. [იხილეთ ვიდეო]

მისი თქმით, ის შეიარაღებულია და ძალიან საშიშია. ამირან გიორგაძეს კრასნოგორსკში სამშენებლო ბიზნესი აქვს. ის კრასნოგორსკის რაიონის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილესთან, იური კარაულოვთან კაბინეტში იმყოფებოდა, რა დროსაც კრასნოგორსკის ელექტროქსელების ხელმძღვანელი გიორგი კოტლიარენკო შეუერთდა. სიტყვიერი შელაპარაკების შედეგად ეჭვმიტანილმა კარაულოვი და კოტლიარენკო ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა და მიიმალა.

რუსი სამართალდამცველები ავრცელებენ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც გიორგაძეს მესამე ადამიანის - პენსიონერის მკვლელობაც უკავშირდება, რის შესახებაც დეტალები ამ დროისთვის არ ვრცელდება.

რუსული მედიის ინფორმაციით, ამირან გიორგაძე კრასნოგორსკის ელექტროქსელების ერთ-ერთი მფლობელია.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ასევე|რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი ორმაგ მკვლელობაშია ეჭვმიტანილი

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა