პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოტაცებული ბავშვობა და მოზარდი გოგონების კოშმარი გარდაბნის რაიონში
მოტაცებული ბავშვობა და მოზარდი გოგონების კოშმარი გარდაბნის რაიონში

"პირ­ვე­ლად რომ მო­მი­ტა­ცეს, მე-12 კლას­ში ვსწავ­ლობ­დი. 17 წლის ვი­ყა­ვი. უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის­თვის ვემ­ზა­დე­ბო­დი. სახ­ლში დე­დას­თან ერ­თად ვბრუნ­დე­ბო­დი, მი­წა­ზე მათ­რი­ეს და მან­ქა­ნა­ში ძა­ლით ჩამ­სვეს. დე­და­ჩე­მი კი ცე­მეს და ახ­ლოს მდე­ბა­რე წყლის არხში ჩა­აგ­დეს", - ამ­ბობს 18 წლის გო­გო­ნა, რო­მელ­საც პი­რო­ბი­თად სა­ბი­ნას ვუ­წო­დებთ.

სა­ბი­ნა წელს ორ­ჯერ გა­ი­ტა­ცეს. ორი­ვე ჯერ­ზე ოჯა­ხის და­ჟი­ნე­ბით უკან და­აბ­რუ­ნეს. სა­ბი­ნა ამ­ბობს, რომ კი­დევ მრა­ვა­ლი წლის მან­ძილ­ზე ვერ და­ი­ვი­წყებს იმას, რაც მას შე­ემ­თხვა. როცა თავს გა­დახ­დე­ნილ ამ­ბავს იხ­სე­ნებს, ხე­ლე­ბი უკან­კა­ლებს, ხმა უწყდე­ბა და თვა­ლე­ბი ცრემ­ლე­ბით ევ­სე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბით კომ­პაქ­ტუ­რად და­სახ­ლე­ბულ რა­ი­ო­ნებ­ში მო­ზარ­დი გო­გო­ნე­ბის მო­ტა­ცე­ბა ტრა­დი­ცი­ად ით­ვლე­ბა და მას ქორ­წი­ნე­ბის მიზ­ნით "ქა­ლის მო­ტა­ცე­ბა" ჰქვია. გარ­დაბ­ნის რა­ი­ონ­შიც, სა­დაც სა­ბი­ნა ცხოვ­რობს, ნა­ად­რე­ვი ქორ­წი­ნე­ბა ძა­ლი­ან ხში­რია. ოჯა­ხის შექ­მნის მიზ­ნით ზოგ­ჯერ 14 წლის გო­გო­ნებ­საც იტა­ცე­ბენ.

"ჩემს ოჯახს უნ­დო­და, რომ მეს­წავ­ლა და უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა მი­მე­ღო. ამის გამო ად­რე­ულ ასაკ­ში ჩემს გა­თხო­ვე­ბა­ზე უარი თქვეს. მაგ­რამ იმ ბიჭს, ვინც მე მო­მი­ტა­ცა, ეს არ ეს­მის. ძა­ლით უნდა, რომ დავ­ქორ­წინ­დეთ. ჩვენ­თან გო­გო­ნას მო­ტა­ცე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია. არა­ვინ ფიქ­რობს, ჩვენ რა გვინ­და, რაზე ვოც­ნე­ბობთ. ამის გამო რამ­დე­ნი გო­გოს ოც­ნე­ბე­ბი აუხ­დე­ნე­ლი რჩე­ბა", - ამ­ბობს სა­ბი­ნა.

გარ­დაბ­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ქო­სა­ლის სა­შუ­ა­ლო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი აცხა­დებს, რომ ბოლო წლებ­ში სკო­ლის მოს­წავ­ლე გო­გო­ნე­ბის მო­ტა­ცე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი უფრო გახ­შირ­და.

"მა­ღალ კლას­ში გა­დას­ვლის პა­რა­ლე­ლუ­რად კლას­ში გო­გო­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა კლე­ბუ­ლობს. იმის გამო, რომ 14-15 წლის გო­გო­ნე­ბის მო­ტა­ცე­ბის რის­კი მა­ღა­ლია, მშობ­ლე­ბი იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი არი­ან, ბავ­შვე­ბი სას­წავ­ლო პრო­ცესს ჩა­მო­ა­შო­რონ. შე­დე­გად, სოფ­ლებ­ში მცხოვ­რე­ბი გო­გო­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბას არას­რუ­ლი სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბა აქვს", - ამ­ბობს ქო­სა­ლის სკო­ლის დი­რექ­ტო­რი.

თბი­ლი­სის სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში უმაღ­ლე­სი ქუ­ლით ჩა­რი­ცხულ სა­ბი­ნას უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა­ზე ოც­ნე­ბა ძვი­რად და­უჯ­და. წელს ის უკვე მე­ო­რედ გახ­და ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი.

"მან­ქა­ნა­ში ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით ჩამ­სვეს. რომ არ მეყ­ვი­რა, მცე­მეს. პირ­ვე­ლი მო­ტა­ცე­ბის შემ­დეგ, იმ პი­რო­ბით, რომ არ ვი­ჩივ­ლებ­დით, ოჯახ­ში და­მაბ­რუ­ნეს. მე­მუქ­რე­ბოდ­ნენ და მა­ი­ძუ­ლებ­დნენ, რომ პო­ლი­ცი­ის­თვის ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მი­სას მეთ­ქვა, რომ ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით გავ­ყე­ვი. შე­მე­შინ­და და მარ­თლაც ასე დავ­წე­რე. ად­ვო­კატ­მა პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბი­დან მა­ლუ­ლად გა­მიყ­ვა­ნა და მათ თავი ასე და­ვაღ­წიე," -ამ­ბობს სა­ბი­ნა.

გარ­დაბ­ნის პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით, 2015 წლის ბოლო 9 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გო­გო­ნე­ბის გა­ტა­ცე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით პო­ლი­ცი­ა­ში 20-ზე მეტი გან­ცხა­დე­ბა შე­ვი­და. აქე­დან მხო­ლოდ 2 მო­ძა­ლა­დის მი­მართ აღიძ­რა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე და მხო­ლოდ 2 მათ­გა­ნი და­ი­სა­ჯა. და­ნარ­ჩე­ნებ­მა სა­ჩივ­რე­ბი უკან გა­ი­ტა­ნეს. სა­ბი­ნა კი­დევ ერთხელ რომ არ მო­ი­ტა­ცონ, პირ­ვე­ლი ჩვე­ნე­ბა უნდა შეც­ვა­ლოს და მო­ძა­ლა­დის მი­მართ სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნოს. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, დამ­ნა­შა­ვე ისევ და­უს­ჯე­ლი დარ­ჩე­ბა.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

sponsored by ContentRoom

მოტაცებული ბავშვობა და მოზარდი გოგონების კოშმარი გარდაბნის რაიონში

მოტაცებული ბავშვობა და მოზარდი გოგონების კოშმარი გარდაბნის რაიონში

"პირველად რომ მომიტაცეს, მე-12 კლასში ვსწავლობდი. 17 წლის ვიყავი. უმაღლესი სასწავლებლისთვის ვემზადებოდი. სახლში დედასთან ერთად ვბრუნდებოდი, მიწაზე მათრიეს და მანქანაში ძალით ჩამსვეს. დედაჩემი კი ცემეს და ახლოს მდებარე წყლის არხში ჩააგდეს", - ამბობს 18 წლის გოგონა, რომელსაც პირობითად საბინას ვუწოდებთ.

საბინა წელს ორჯერ გაიტაცეს. ორივე ჯერზე ოჯახის დაჟინებით უკან დააბრუნეს. საბინა ამბობს, რომ კიდევ მრავალი წლის მანძილზე ვერ დაივიწყებს იმას, რაც მას შეემთხვა. როცა თავს გადახდენილ ამბავს იხსენებს, ხელები უკანკალებს, ხმა უწყდება და თვალები ცრემლებით ევსება.

საქართველოში აზერბაიჯანელებით კომპაქტურად დასახლებულ რაიონებში მოზარდი გოგონების მოტაცება ტრადიციად ითვლება და მას ქორწინების მიზნით "ქალის მოტაცება" ჰქვია. გარდაბნის რაიონშიც, სადაც საბინა ცხოვრობს, ნაადრევი ქორწინება ძალიან ხშირია. ოჯახის შექმნის მიზნით ზოგჯერ 14 წლის გოგონებსაც იტაცებენ.

"ჩემს ოჯახს უნდოდა, რომ მესწავლა და უმაღლესი განათლება მიმეღო. ამის გამო ადრეულ ასაკში ჩემს გათხოვებაზე უარი თქვეს. მაგრამ იმ ბიჭს, ვინც მე მომიტაცა, ეს არ ესმის. ძალით უნდა, რომ დავქორწინდეთ. ჩვენთან გოგონას მოტაცება ჩვეულებრივი ამბავია. არავინ ფიქრობს, ჩვენ რა გვინდა, რაზე ვოცნებობთ. ამის გამო რამდენი გოგოს ოცნებები აუხდენელი რჩება", - ამბობს საბინა.

გარდაბნის რაიონის სოფელ ქოსალის საშუალო სკოლის დირექტორი აცხადებს, რომ ბოლო წლებში სკოლის მოსწავლე გოგონების მოტაცების შემთხვევები უფრო გახშირდა.

"მაღალ კლასში გადასვლის პარალელურად კლასში გოგონების რაოდენობა კლებულობს. იმის გამო, რომ 14-15 წლის გოგონების მოტაცების რისკი მაღალია, მშობლები იძულებულები არიან, ბავშვები სასწავლო პროცესს ჩამოაშორონ. შედეგად, სოფლებში მცხოვრები გოგონების უმეტესობას არასრული სასკოლო განათლება აქვს", - ამბობს ქოსალის სკოლის დირექტორი.

თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში უმაღლესი ქულით ჩარიცხულ საბინას უმაღლესი განათლების მიღებაზე ოცნება ძვირად დაუჯდა. წელს ის უკვე მეორედ გახდა ძალადობის მსხვერპლი.

"მანქანაში ძალის გამოყენებით ჩამსვეს. რომ არ მეყვირა, მცემეს. პირველი მოტაცების შემდეგ, იმ პირობით, რომ არ ვიჩივლებდით, ოჯახში დამაბრუნეს. მემუქრებოდნენ და მაიძულებდნენ, რომ პოლიციისთვის ჩვენების მიცემისას მეთქვა, რომ ნებაყოფლობით გავყევი. შემეშინდა და მართლაც ასე დავწერე. ადვოკატმა პოლიციის განყოფილებიდან მალულად გამიყვანა და მათ თავი ასე დავაღწიე," -ამბობს საბინა.

გარდაბნის პოლიციის განყოფილებიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, 2015 წლის ბოლო 9 თვის განმავლობაში გოგონების გატაცებასთან დაკავშირებით პოლიციაში 20-ზე მეტი განცხადება შევიდა. აქედან მხოლოდ 2 მოძალადის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და მხოლოდ 2 მათგანი დაისაჯა. დანარჩენებმა საჩივრები უკან გაიტანეს. საბინა კიდევ ერთხელ რომ არ მოიტაცონ, პირველი ჩვენება უნდა შეცვალოს და მოძალადის მიმართ სარჩელი შეიტანოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დამნაშავე ისევ დაუსჯელი დარჩება.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

გარდაბნის სოფლებში ხვალიდან გაფართოებული ტესტირება იწყება - რაიონი შესაძლოა ჩაიკეტოს

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში