Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თეა წულუკიანის კომენტარი ე.წ. კასრების კადრების შესახებ
თეა წულუკიანის კომენტარი ე.წ. კასრების კადრების შესახებ

იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, კარ­გი იქ­ნე­ბა თუ უკ­რა­ი­ნა­შიც, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც დღეს სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებ­ში არი­ან, და­ი­წყე­ბენ გა­მო­ძი­ე­ბას, უკ­რა­ი­ნის სა­ა­გენ­ტო­ში რო­გორ მოხ­ვდა ე.წ. კას­რებ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი კად­რე­ბი.

რო­გორც თეა წუ­ლუ­კი­ან­მა გა­ნუ­ცხა­და, მის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია აღ­ნიშ­ნუ­ლი კად­რე­ბის სა­ჯა­როდ გავ­რცე­ლე­ბა.

"ძა­ლი­ან დიდი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა მაქვს და ვგმობ იმას, რომ ბავ­შვებ­მა, არას­რულ­წლოვ­ნებ­მა, ან იმ ადა­მი­ა­ნებ­მა, ვი­საც არ აურ­ჩე­ვია, უყუ­როს ამ კად­რებს, ეს კად­რე­ბი თა­ვი­სით ეცეს მათ თვალ­ში. ეს რა თქმა უნდა, არის ძა­ლი­ან ცუდი.

რაც შე­ე­ხე­ბა თვი­თონ კად­რე­ბის არ­სე­ბო­ბას, ეს კად­რე­ბი არის ნა­წი­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის პრო­ცე­სის. ხაზ­გას­მით მინ­და ვთქვა, რომ კას­რე­ბის საქ­მე­ზე 11 პი­რია დამ­ნა­შა­ვედ ცნო­ბი­ლი, არა­ერ­თი მათ­გა­ნი დღეს იხ­დის სას­ჯელს, 2 მათ­გა­ნი - მე­გის ქარ­და­ვა და კოხ­ტა კო­დუა არი­ან სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნა­ზე. ერთი პირი, რო­მე­ლიც იყო სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნა­ზე, პრო­კუ­რა­ტუ­რამ უკვე ექ­სტრა­დი­ცი­ის გზით ჩა­მო­იყ­ვა­ნა და დღეს ის ზის ქარ­თულ ცი­ხე­ში და იხ­დის ამ უმ­სგავ­სო საქ­ცი­ე­ლის­თვის, ამ უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლის­თვის სას­ჯელს", -გა­ნა­ცხა­და თეა წუ­ლუ­კი­ან­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბას, წუ­ლუ­კი­ა­ნი ფიქ­რობს, რომ გავ­რცე­ლე­ბას აქვს თა­ვი­სი წე­სე­ბი, თუმ­ცა ეს კად­რე­ბი არ უნდა გა­ნად­გურ­დეს და ვერ გა­ნად­გურ­დე­ბა, რად­გან ისი­ნი არამ­ხო­ლოდ სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­სის ნა­წი­ლია, "არა­მედ არის ჩვე­ნი წარ­სუ­ლის ნა­წი­ლი".

"ისი­ნი უნდა იქ­ნეს შე­მო­ნა­ხუ­ლი, მაგ­რამ მისი გავ­რცე­ლე­ბის წესი ყვე­ლამ უნდა და­იც­ვას. ეს იქ­ნე­ბა როცა გავა ძა­ლი­ან ბევ­რი წელი, ის­ტო­რი­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა იმი­სა, თუ ვინ გვმარ­თავ­და 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ ქვე­ყა­ნა­ში.

მაგ­რამ, მოდი, და­ვიც­ვათ ჩვე­ნი ბავ­შვე­ბი, და­ვიც­ვათ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ამ კად­რე­ბის შემ­ყუ­რე გუ­შინ იყ­ვნენ მო­რა­ლურ შოკ­ში, და­ვიც­ვათ ისი­ნი და ადა­მი­ა­ნებს მივ­ცეთ არ­ჩე­ვა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბა – ვი­საც სურს ნა­ხავს ამ კად­რებს, ვი­საც არ სურს არ ნა­ხავს", - გა­ნა­ცხა­და თეა წუ­ლუ­კი­ან­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბას, მი­ნის­ტრის გან­ცახ­დე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში.

"ალ­ბათ კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ უკ­რა­ი­ნა­შიც და­ი­წყე­ბენ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებ­ში არი­ან, გა­მო­ძი­ე­ბას, უკ­რა­ი­ნის სა­ა­გენ­ტო­ში რო­გორ მოხ­ვდა ეს კად­რე­ბი", - აღ­ნიშ­ნა წუ­ლუ­კი­ან­მა.

თეა წულუკიანის კომენტარი ე.წ. კასრების კადრების შესახებ

თეა წულუკიანის კომენტარი ე.წ. კასრების კადრების შესახებ

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, კარგი იქნება თუ უკრაინაშიც, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, რომლებიც დღეს სამართალდამცავ ორგანოებში არიან, დაიწყებენ გამოძიებას, უკრაინის სააგენტოში როგორ მოხვდა ე.წ. კასრებში აღმოჩენილი კადრები.

როგორც თეა წულუკიანმა განუცხადა, მისთვის მიუღებელია აღნიშნული კადრების საჯაროდ გავრცელება.

"ძალიან დიდი წინააღმდეგობა მაქვს და ვგმობ იმას, რომ ბავშვებმა, არასრულწლოვნებმა, ან იმ ადამიანებმა, ვისაც არ აურჩევია, უყუროს ამ კადრებს, ეს კადრები თავისით ეცეს მათ თვალში. ეს რა თქმა უნდა, არის ძალიან ცუდი.

რაც შეეხება თვითონ კადრების არსებობას, ეს კადრები არის ნაწილი სისხლის სამართლის პროცესის. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ კასრების საქმეზე 11 პირია დამნაშავედ ცნობილი, არაერთი მათგანი დღეს იხდის სასჯელს, 2 მათგანი - მეგის ქარდავა და კოხტა კოდუა არიან საერთაშორისო ძებნაზე. ერთი პირი, რომელიც იყო საერთაშორისო ძებნაზე, პროკურატურამ უკვე ექსტრადიციის გზით ჩამოიყვანა და დღეს ის ზის ქართულ ციხეში და იხდის ამ უმსგავსო საქციელისთვის, ამ უმძიმესი დანაშაულისთვის სასჯელს", -განაცხადა თეა წულუკიანმა.

რაც შეეხება კადრების გავრცელებას, წულუკიანი ფიქრობს, რომ გავრცელებას აქვს თავისი წესები, თუმცა ეს კადრები არ უნდა განადგურდეს და ვერ განადგურდება, რადგან ისინი არამხოლოდ სისხლის სამართლებრივი პროცესის ნაწილია, "არამედ არის ჩვენი წარსულის ნაწილი".

"ისინი უნდა იქნეს შემონახული, მაგრამ მისი გავრცელების წესი ყველამ უნდა დაიცვას. ეს იქნება როცა გავა ძალიან ბევრი წელი, ისტორიული მტკიცებულება იმისა, თუ ვინ გვმართავდა 9 წლის განმავლობაში ამ ქვეყანაში.

მაგრამ, მოდი, დავიცვათ ჩვენი ბავშვები, დავიცვათ ის ადამიანები, ვინც ამ კადრების შემყურე გუშინ იყვნენ მორალურ შოკში, დავიცვათ ისინი და ადამიანებს მივცეთ არჩევანის თავისუფლება – ვისაც სურს ნახავს ამ კადრებს, ვისაც არ სურს არ ნახავს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

რაც შეეხება კადრების გავრცელებას, მინისტრის განცახდებით, გამოძიება დაიწყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

"ალბათ კარგი იქნება, თუ უკრაინაშიც დაიწყებენ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, რომლებიც სამართალდამცავ ორგანოებში არიან, გამოძიებას, უკრაინის სააგენტოში როგორ მოხვდა ეს კადრები", - აღნიშნა წულუკიანმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."