სამართალი
საზოგადოება
პოლიტიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თუშეთის სასწრაფოსთვის ჩეხების ნაჩუქარ მანქანას მაღალჩინოსნები პირადი კომფორტისთვის იყენებენ
თუშეთის სასწრაფოსთვის ჩეხების ნაჩუქარ მანქანას მაღალჩინოსნები პირადი კომფორტისთვის იყენებენ

თუ­შე­თის მა­ღალმთი­ან სოფ­ლებ­ში ერთ-ერთ ძი­რი­თად პრობ­ლე­მას სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა წარ­მო­ად­გენს. იქ სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის "სერ­ვი­სი" ერ­თა­დერ­თი ექი­მის, 74 წლის ირაკ­ლი ხვე­და­გუ­რი­ძის ად­გილ­ზე ყოფ­ნით ამო­ი­წუ­რე­ბა. ექი­მი ცხე­ნით გა­და­ად­გილ­დე­ბა და ავად­მყო­ფე­ბის მკურ­ნა­ლო­ბას ახ­მე­ტის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ბი­უ­ჯე­ტი­დან წლი­უ­რად გა­და­რი­ცხუ­ლი 1000 ლა­რით და არ­ცთუ იშ­ვი­ა­თად სა­კუ­თა­რი სახ­სრე­ბით შე­ძე­ნი­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბით ახერ­ხებს. ბი­უ­ჯეტ­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბა 2015 წლის იან­ვრი­დან შემ­ცირ­და, მა­ნამ­დე წე­ლი­წად­ში 1500 ლარს შე­ად­გენ­და.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სხვა­დას­ხვა სა­ხის ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის შე­დე­გად და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი პი­რე­ბის ევა­კუ­ა­ცი­ი­სათ­ვის ვეტმფრე­ნის გა­მო­ძა­ხე­ბა გახ­და აუ­ცი­ლე­ბე­ლი. მა­გა­ლი­თად, 2013 წლის 29 მა­ისს - ალი­ო­შა ომა­ი­ძის გა­და­საყ­ვა­ნად, 2013 წლის 15 დე­კემ­ბერს - ელე­ნე გი­გო­ი­ძის გა­და­საყ­ვა­ნად, ასე­ვე 2014 წლის 8 აგ­ვის­ტოს - ერთ-ერთი ტრავ­მი­რე­ბუ­ლი პი­რის ტრან­სპორ­ტი­რე­ბის­თვის. მხო­ლოდ ამ სამ შემ­თხვე­ვა­ში ვერ­ტმფრე­ნით მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს 16 125 ლარი და­უჯ­და.

ამ პრობ­ლე­მე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს დახ­მა­რე­ბა უცხო­ელ­მა დო­ნორ­მა შეს­თა­ვა­ზა. 2014 წლის დე­კემ­ბერ­ში ჩე­ხე­თის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტომ ახ­მე­ტის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მიერ და­ფუძ­ნე­ბულ არა­სა­მე­წარ­მეო (არა­კო­მერ­ცი­ულ) იუ­რი­დი­ულ პირს - "თუ­შე­თის და­ცუ­ლი ლან­დშაფ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას" სა­ჩუქ­რად გა­დას­ცა მა­ღა­ლი გა­მავ­ლო­ბის სრუ­ლი­ად ახა­ლი, 2014 წელს გა­მოშ­ვე­ბუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნა - "მი­ცუ­ბი­ში-პა­ჯე­რო", რო­მე­ლიც იმა­ვე წლის 16 დე­კემ­ბერს და­რე­გის­ტრირ­და შს სა­მი­ნის­ტროს მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­ში (სა­ხელ­მწი­ფო ნო­მე­რი - AH 087 HA). ავ­ტო­მან­ქა­ნის ღი­რე­ბუ­ლე­ბა შე­ად­გენ­და 28 669 ევ­როს.

"ურ­თი­ერ­თგა­გე­ბის მე­მო­რან­დუ­მის" თა­ნახ­მად, ჩე­ხე­თის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს აკის­რია ზო­გა­დი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა - უზ­რუნ­ველ­ყოს პრო­ექ­ტის და­ფი­ნან­სე­ბა. მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ო­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბია: უზ­რუნ­ველ­ყოს პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყვე­ლა სა­ხის ნე­ბარ­თვის, ლი­ცენ­ზი­ის და სხვა, მათ შო­რის, აღ­ჭურ­ვი­ლო­ბი­სა და მა­სა­ლე­ბის ხარ­ჯებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის მი­წო­დე­ბა; უზ­რუნ­ველ­ყოს პრო­ექ­ტი­სათ­ვის სა­ჭი­რო სა­ქონ­ლი­სა და მიმ­წო­დე­ბელ­თა შერ­ჩე­ვა; უზ­რუნ­ველ­ყოს პრო­ექ­ტის შე­დე­გე­ბის მიღ­წე­ვა კო­ორ­დი­ნა­ცი­ი­სა და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის კუ­თხით; კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში უზ­რუნ­ველ­ყოს პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სათ­ვის სა­ჭი­რო სხვა სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა; უზ­რუნ­ველ­ყოს თან­ხე­ბის გა­მო­ყო­ფა და­ნარ­თში მო­ცე­მუ­ლი პრო­ექ­ტის აქ­ტი­ვო­ბე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად.

"ჩვენს ხელთ არ­სე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის მი­ხედ­ვით, ახ­მე­ტის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ო­ბას სა­ერ­თოდ არ გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლე­ბია მე­მო­რან­დუ­მით ნა­კის­რი რო­მე­ლი­მე აქ­ტი­ვო­ბა ავ­ტო­მან­ქა­ნის სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­მე­დი­ცი­ნო მო­წყო­ბი­ლო­ბით აღ­ჭურ­ვის ნა­წილ­ში (სა­ჭი­რო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის მი­წო­დე­ბა; მიმ­წო­დე­ბელ­თა შერ­ჩე­ვა; სა­თა­ნა­დო თან­ხე­ბის გა­მო­ყო­ფა და სხვა აუ­ცი­ლე­ბე­ლი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა), რა­მაც არ­სე­ბი­თაც შე­ა­ფერ­ხა ჩე­ხე­თის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მიერ სა­კუ­თა­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის დრო­უ­ლად შეს­რუ­ლე­ბა" - წერს კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნის გა­და­ცე­მი­დან ათი თვე გა­ვი­და. ამ დრო­ის­თვის ავ­ტო­მან­ქა­ნა ფაქ­ტობ­რი­ვად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა არა თუ­შე­თის მო­სახ­ლე­ო­ბი­სა და ტუ­რის­ტე­ბის სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბი­სათ­ვის, არა­მედ რო­გორც მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გებ­ლი­სა და ა(ა)იპ-ის დი­რექ­ტო­რის ყო­ველ­დღი­უ­რი გა­და­ად­გი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, მათ შო­რის პი­რა­დი სა­ჭი­რო­ე­ბი­სათ­ვის.

"ჩე­ხე­თის მხა­რე იძა­ხის, სა­ნამ არ აღვჭურ­ვავ, მან­ქა­ნა არა­ვის მის­ცე­თო. დო­ნო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა, მო­გეხ­სე­ნე­ბათ და გვირ­ჩევ­ნია, რომ არ გა­ვა­ნა­წყე­ნოთ. თვი­თონ ისი­ნი (ჩე­ხე­ბი) იყე­ნე­ბენ. ამ ზა­ფხულს, ალ­ბათ მეტ­წი­ლად მა­გათ გა­მო­ი­ყე­ნეს ეგ მან­ქა­ნა, სი­მარ­თლე რომ გი­თხრათ. ისი­ნი რომ ჩა­მო­დი­ან თუ­შეთ­ში, თით­ქმის სულ ჩე­ხებს ემ­სა­ხუ­რე­ბა ეგ მან­ქა­ნა", - გა­ნუ­ცხა­და კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრს ახ­მე­ტის გამ­გე­ბელ­მა ბექა ბა­ი­და­ურ­მა.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

sponsored by ContentRoom

თუშეთის სასწრაფოსთვის ჩეხების ნაჩუქარ მანქანას მაღალჩინოსნები პირადი კომფორტისთვის იყენებენ

თუშეთის სასწრაფოსთვის ჩეხების ნაჩუქარ მანქანას მაღალჩინოსნები პირადი კომფორტისთვის იყენებენ

თუშეთის მაღალმთიან სოფლებში ერთ-ერთ ძირითად პრობლემას სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა წარმოადგენს. იქ სამედიცინო მომსახურების "სერვისი" ერთადერთი ექიმის, 74 წლის ირაკლი ხვედაგურიძის ადგილზე ყოფნით ამოიწურება. ექიმი ცხენით გადაადგილდება და ავადმყოფების მკურნალობას ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წლიურად გადარიცხული 1000 ლარით და არცთუ იშვიათად საკუთარი სახსრებით შეძენილი მედიკამენტებით ახერხებს. ბიუჯეტში გათვალისწინებული დაფინანსება 2015 წლის იანვრიდან შემცირდა, მანამდე წელიწადში 1500 ლარს შეადგენდა.

ოფიციალური ინფორმაციით, სხვადასხვა სახის ტრაგიკული შემთხვევების შედეგად დაზიანებული პირების ევაკუაციისათვის ვეტმფრენის გამოძახება გახდა აუცილებელი. მაგალითად, 2013 წლის 29 მაისს - ალიოშა ომაიძის გადასაყვანად, 2013 წლის 15 დეკემბერს - ელენე გიგოიძის გადასაყვანად, ასევე 2014 წლის 8 აგვისტოს - ერთ-ერთი ტრავმირებული პირის ტრანსპორტირებისთვის. მხოლოდ ამ სამ შემთხვევაში ვერტმფრენით მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა მუნიციპალიტეტს 16 125 ლარი დაუჯდა.

ამ პრობლემების მოსაგვარებლად მუნიციპალიტეტს დახმარება უცხოელმა დონორმა შესთავაზა. 2014 წლის დეკემბერში ჩეხეთის განვითარების სააგენტომ ახმეტის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს - "თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციას" საჩუქრად გადასცა მაღალი გამავლობის სრულიად ახალი, 2014 წელს გამოშვებული ავტომანქანა - "მიცუბიში-პაჯერო", რომელიც იმავე წლის 16 დეკემბერს დარეგისტრირდა შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოში (სახელმწიფო ნომერი - AH 087 HA). ავტომანქანის ღირებულება შეადგენდა 28 669 ევროს.

"ურთიერთგაგების მემორანდუმის" თანახმად, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს აკისრია ზოგადი ვალდებულება - უზრუნველყოს პროექტის დაფინანსება. მუნიციპალიტეტის გამგეობის ვალდებულებებია: უზრუნველყოს პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული ყველა სახის ნებართვის, ლიცენზიის და სხვა, მათ შორის, აღჭურვილობისა და მასალების ხარჯებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მიწოდება; უზრუნველყოს პროექტისათვის საჭირო საქონლისა და მიმწოდებელთა შერჩევა; უზრუნველყოს პროექტის შედეგების მიღწევა კოორდინაციისა და ორგანიზაციის კუთხით; კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს პროექტის განხორციელებისათვის საჭირო სხვა საკითხების მოგვარება; უზრუნველყოს თანხების გამოყოფა დანართში მოცემული პროექტის აქტივობების განსახორციელებლად.

"ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტების მიხედვით, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობას საერთოდ არ განუხორციელებია მემორანდუმით ნაკისრი რომელიმე აქტივობა ავტომანქანის სპეციალური სამედიცინო მოწყობილობით აღჭურვის ნაწილში (საჭირო დოკუმენტაციის მიწოდება; მიმწოდებელთა შერჩევა; სათანადო თანხების გამოყოფა და სხვა აუცილებელი საკითხების მოგვარება), რამაც არსებითაც შეაფერხა ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ საკუთარი ვალდებულებების დროულად შესრულება" - წერს კახეთის საინფორმაციო ცენტრი.

აღნიშნული ავტომანქანის გადაცემიდან ათი თვე გავიდა. ამ დროისთვის ავტომანქანა ფაქტობრივად გამოიყენება არა თუშეთის მოსახლეობისა და ტურისტების სამედიცინო მომსახურებისათვის, არამედ როგორც მუნიციპალიტეტის გამგებლისა და ა(ა)იპ-ის დირექტორის ყოველდღიური გადაადგილების საშუალება, მათ შორის პირადი საჭიროებისათვის.

"ჩეხეთის მხარე იძახის, სანამ არ აღვჭურვავ, მანქანა არავის მისცეთო. დონორი ორგანიზაციაა, მოგეხსენებათ და გვირჩევნია, რომ არ გავანაწყენოთ. თვითონ ისინი (ჩეხები) იყენებენ. ამ ზაფხულს, ალბათ მეტწილად მაგათ გამოიყენეს ეგ მანქანა, სიმართლე რომ გითხრათ. ისინი რომ ჩამოდიან თუშეთში, თითქმის სულ ჩეხებს ემსახურება ეგ მანქანა", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ახმეტის გამგებელმა ბექა ბაიდაურმა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა