პოლიტიკა

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მასწავლებელი ხელითაც ეხებოდა ბავშვს, ყურსაც უწევდა და თმასაც წიწკნიდა" - ნინო ძოწენიძე
"მასწავლებელი ხელითაც ეხებოდა ბავშვს, ყურსაც უწევდა და თმასაც წიწკნიდა" - ნინო ძოწენიძე

მას­წავ­ლე­ბე­ლი მშო­ბელ­თან ერ­თად ძა­ლი­ან დიდ როლს თა­მა­შობს ბავ­შვის პი­როვ­ნე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში. თით­ქმის ყვე­ლა თან­ხმდე­ბა იმა­ზე, რომ კონ­კრე­ტუ­ლი საგ­ნის სწავ­ლე­ბის გარ­და, პე­და­გო­გის ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი მო­ვა­ლე­ო­ბა მოს­წავ­ლეს­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სწო­რად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბაა. აღი­ა­რე­ბუ­ლია ისიც, რომ ბავ­შვე­ბის ეს თა­ო­ბა გან­სხვავ­დე­ბა 20 წლის წი­ნან­დე­ლი ბავ­შვე­ბის­გან, ეს კი იმას ნიშ­ნავს, რომ მათ­თან მიდ­გო­მის მე­თო­დე­ბიც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი უნდა იყოს. ნინო ძო­წე­ნი­ძეს ვე­სა­უბ­რეთ ამ თე­მა­ზე, თუ რას მო­ი­თხოვს თა­ვი­სი შვი­ლის მას­წავ­ლებ­ლე­ბის­გან და რო­გო­რი წარ­მო­უდ­გე­ნია იდე­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი.

- ძა­ლი­ან მომ­წონს, რომ ამ ბოლო დროს აქ­ტი­უ­რად მი­დის სა­უ­ბა­რი სკო­ლის ცხოვ­რე­ბა­ზე, მოს­წავ­ლე­ე­ბის ერ­თმა­ნეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე, მას­წავ­ლებ­ლის მოს­წავ­ლის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე და პი­რი­ქით. მას­წავ­ლე­ბელს შე­უძ­ლია შე­გა­ზი­ზღოს ან შა­გაყ­ვა­როს სა­გა­ნი. გარ­და იმი­სა, რომ ის უნდა იყოს სა­კუ­თა­რი საგ­ნის კარ­გი სპე­ცი­ა­ლის­ტი, უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, მით უმე­ტეს ჩვე­ნი შვი­ლე­ბის თა­ო­ბა­ში. ჩვენ სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბი ვი­ყა­ვით, სხვა­ნა­ი­რად გვზრდიდ­ნენ, ნაკ­ლე­ბად გვქონ­და სა­კუ­თა­რი აზ­რის და­ფიქ­სი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა თუ უფ­ლე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად ჩვენ­თან კი­დევ შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო დეს­პო­ტუ­რი მიდ­გო­მით მიზ­ნის მიღ­წე­ვა, მაგ­რამ დღე­ვან­დე­ლი ბავ­შვე­ბი ძა­ლი­ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან. ელე­მენ­ტა­რუ­ლად, ჩემს შვილს არ მოს­წონს, როცა ბი­ჭო­თი მი­მარ­თა­ვენ. თუ ასე და­უ­ძა­ხებს მას­წავ­ლე­ბე­ლი, ამა­ზე ძა­ლი­ან ცუდი რე­აქ­ცია ექ­ნე­ბა. ამით იმის თქმა მინ­და, რომ უმ­ნიშ­ვნე­ლო დე­ტა­ლიც კი სა­გუ­ლის­ხმოა. ჩემი აზ­რით, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში ამა­ზე ყუ­რა­დღე­ბა უნდა გა­მახ­ვილ­დეს და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის აწყო­ბი­სა და მიდ­გო­მის თვალ­საზ­რი­სით უნდა გა­დამ­ზად­დნენ პე­და­გო­გე­ბი. V-VI კლა­სე­ლებ­თან, რო­მელ­თაც ინ­ტე­რეს­თა დიდი სფე­რო აქვთ გახ­სნი­ლი, ძა­ლი­ან საფრ­თხი­ლოა თი­თო­ე­უ­ლი სი­ტყვის თქმა, სწო­რედ ამი­ტომ ვფიქ­რობ, რომ მას­წავ­ლე­ბე­ლი სა­კუ­თა­რი საგ­ნის სპე­ცი­ა­ლის­ტის გარ­და, უნდა იყოს კარ­გი ფსი­ქო­ლო­გი, რათა ბავ­შვს სწო­რად მი­უდ­გეს. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ბავ­შვს პი­როვ­ნე­ბად აყა­ლი­ბებს ოჯა­ხი და სკო­ლა, მას­წავ­ლე­ბელს ძა­ლი­ან ბევ­რი მო­ე­თხო­ვე­ბა.

გაგ­რძე­ლე­ბა

"მასწავლებელი ხელითაც ეხებოდა ბავშვს, ყურსაც უწევდა და თმასაც წიწკნიდა" - ნინო ძოწენიძე

"მასწავლებელი ხელითაც ეხებოდა ბავშვს, ყურსაც უწევდა და თმასაც წიწკნიდა" - ნინო ძოწენიძე

მასწავლებელი მშობელთან ერთად ძალიან დიდ როლს თამაშობს ბავშვის პიროვნებად ჩამოყალიბებაში. თითქმის ყველა თანხმდება იმაზე, რომ კონკრეტული საგნის სწავლების გარდა, პედაგოგის ერთ-ერთი უმთავრესი მოვალეობა მოსწავლესთან ურთიერთობის სწორად ჩამოყალიბებაა. აღიარებულია ისიც, რომ ბავშვების ეს თაობა განსხვავდება 20 წლის წინანდელი ბავშვებისგან, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათთან მიდგომის მეთოდებიც განსხვავებული უნდა იყოს. ნინო ძოწენიძეს ვესაუბრეთ ამ თემაზე, თუ რას მოითხოვს თავისი შვილის მასწავლებლებისგან და როგორი წარმოუდგენია იდეალური მასწავლებელი.

- ძალიან მომწონს, რომ ამ ბოლო დროს აქტიურად მიდის საუბარი სკოლის ცხოვრებაზე, მოსწავლეების ერთმანეთთან ურთიერთობაზე, მასწავლებლის მოსწავლის მიმართ დამოკიდებულებაზე და პირიქით. მასწავლებელს შეუძლია შეგაზიზღოს ან შაგაყვაროს საგანი. გარდა იმისა, რომ ის უნდა იყოს საკუთარი საგნის კარგი სპეციალისტი, უმნიშვნელოვანესია ურთიერთობები, მით უმეტეს ჩვენი შვილების თაობაში. ჩვენ სრულიად განსხვავებული ბავშვები ვიყავით, სხვანაირად გვზრდიდნენ, ნაკლებად გვქონდა საკუთარი აზრის დაფიქსირების საშუალება თუ უფლება, შესაბამისად ჩვენთან კიდევ შესაძლებელი იყო დესპოტური მიდგომით მიზნის მიღწევა, მაგრამ დღევანდელი ბავშვები ძალიან განსხვავებულები არიან. ელემენტარულად, ჩემს შვილს არ მოსწონს, როცა ბიჭოთი მიმართავენ. თუ ასე დაუძახებს მასწავლებელი, ამაზე ძალიან ცუდი რეაქცია ექნება. ამით იმის თქმა მინდა, რომ უმნიშვნელო დეტალიც კი საგულისხმოა. ჩემი აზრით, განათლების სისტემაში ამაზე ყურადღება უნდა გამახვილდეს და ურთიერთობების აწყობისა და მიდგომის თვალსაზრისით უნდა გადამზადდნენ პედაგოგები. V-VI კლასელებთან, რომელთაც ინტერესთა დიდი სფერო აქვთ გახსნილი, ძალიან საფრთხილოა თითოეული სიტყვის თქმა, სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ მასწავლებელი საკუთარი საგნის სპეციალისტის გარდა, უნდა იყოს კარგი ფსიქოლოგი, რათა ბავშვს სწორად მიუდგეს. იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვს პიროვნებად აყალიბებს ოჯახი და სკოლა, მასწავლებელს ძალიან ბევრი მოეთხოვება.

გაგრძელება

63 წლის შერონ სტოუნი 25 წლის რეპერს ხვდება - ვინ არის ბიჭი, რომელმაც ჰოლივუდის ვარსკვლავის გული მოიგო

ცნობილი თურქი მსახიობი ამბობს, რომ მამის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო - "დედამ არ დამიჯერა, მითხრა, რომ არ გამემხილა, თორემ მამა მომკლავდა"

19 წელი ერთად - ჯულია რობერთსისა და დენი მოდერის სიყვარულის ამბავი, რომელმაც დროს გაუძლო