პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქვეყნისთვის დამღუპველი გადაწყვეტილებები საქართველოს ისტორიაში
ქვეყნისთვის დამღუპველი გადაწყვეტილებები საქართველოს ისტორიაში

გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, რო­მელ­თა მი­ღე­ბა­ზეც ქვეყ­ნის ბედი იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის ავ­ტო­რე­ბი კი, უმე­ტეს­წი­ლად სა­ქარ­თვე­ლოს მმარ­თვე­ლე­ბი იყ­ვნენ. მე­ფე­ებ­ზე, რომ­ლებ­მაც სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზის გამო, არას­წო­რი ნა­ბი­ჯი გა­დად­გეს, ის­ტო­რი­კოს მი­ხე­ილ ბახ­ტა­ძეს ვე­სა­უბ­რეთ.

მი­ხე­ილ ბახ­ტა­ძე: ნამ­დვი­ლად არ­სე­ბობს სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ისე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, რომ­ლებ­მაც ძა­ლი­ან მძი­მე შე­დე­გე­ბი გა­მო­იწ­ვია. ჩვენ რომ არ გა­დაგ­ვედ­გა ეს ნა­ბი­ჯე­ბი, რა იქ­ნე­ბო­და არა­ვინ იცის, მაგ­რამ შე­საძ­ლოა, ეს მძი­მე შე­დე­გე­ბი თა­ვი­დან აგ­ვე­ცი­ლე­ბი­ნა და ასე­თი კა­ტას­ტრო­ფუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა არ ყო­ფი­ლი­ყო.

ვახ­ტანგ VI და პეტ­რე I

ვახ­ტანგ მე­ექ­ვსე იყო გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, შე­სა­ნიშ­ნა­ვი მეფე, რო­მელ­მაც ხალ­ხი­სა და ქვეყ­ნის­თვის უამ­რა­ვი რამ გა­ა­კე­თა. თუმ­ცა და­უშ­ვა ერ­თა­დერ­თი შეც­დო­მა, რო­დე­საც 1722 წელს პეტ­რე პირ­ველ­თან ერ­თად ირა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ლაშ­ქრო­ბა გა­და­წყვი­ტა, მან მხა­რი და­უ­ჭი­რა პეტ­რე პირ­ველს თან ისე, რომ პი­რა­დად ნა­ნა­ხიც არ ჰყავ­და და ამ ლაშ­ქრო­ბის შე­სა­ხებ მო­ლა­პა­რა­კე­ბა ელ­ჩის მეშ­ვე­ო­ბით შედ­გა, შე­დე­გად კი ქარ­თლის მე­ფემ ის მი­ი­ღო, რომ პეტ­რე პირ­ველ­მა ბრძო­ლის ველ­ზე მარ­ტო და­ტო­ვა და ვახ­ტანგ მე­ექ­ვსე უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდა. სა­ბო­ლო­ოდ, მას რუ­სე­თის­გან დახ­მა­რე­ბა არ მი­უ­ღია. მე­ფის ერ­თმა არას­წორ­მა ნა­ბი­ჯ­მა იმის გარ­და, რომ ქარ­თლი ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­აგ­დო, მთელ მის შთა­მო­მავ­ლო­ბას და­ა­კარ­გვი­ნა სა­მე­ფო ტახ­ტი.

ერეკ­ლე მე­ო­რე და იმე­რე­თის მეფე

შე­იძ­ლე­ბა გა­ვიხ­სე­ნოთ კა­ხე­თის მე­ფის, ერეკ­ლე მე­ო­რის მა­გა­ლი­თი, რო­დე­საც 1789 წელს ერეკ­ლეს­თან იმე­რე­თის სა­მე­ფოს დე­ლე­გა­ცია ჩა­მო­ვი­და და იმე­რე­თის შე­ერ­თე­ბა სთხო­ვეს, კა­ხე­თის მე­ფემ უარი გა­ნუ­ცხა­და. მე­ფის ამ­გვა­რი პა­სუ­ხი შეც­დო­მა იყო იმი­ტომ, რომ ეს იყო სა­ქარ­თვე­ლოს გა­ერ­თი­ა­ნე­ბის ბოლო შან­სი. ქვეყ­ნის­თვის ეს იქ­ნე­ბო­და ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და კარ­გი ნა­ბი­ჯი, თუმ­ცა ერეკ­ლე მე­ო­რემ ეს შან­სი ხე­ლი­დან გა­უშ­ვა და შემ­დეგ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი უკვე ყვე­ლამ იცის, სამ­წუ­ხა­როდ, საკ­მა­ოდ მძი­მე შე­დე­გე­ბი მი­ვი­ღეთ.

ალექ­სან­დრე მე­ო­რე და რუ­სე­თი

კა­ხე­თის კი­დევ ერ­თმა მე­ფემ, ალექ­სან­დრე მე­ო­რემ ქვეყ­ნის­თვის ცუდი ნა­ბი­ჯი გა­დად­გა იმ გა­გე­ბით, რომ მის­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ კა­ხე­თის აოხ­რე­ბა გა­მო­იწ­ვია. ეს იყო მე­თექ­ვსმე­ტე სა­უ­კუ­ნის ბოლო და მეჩ­ვიდ­მე­ტე სა­უ­კუ­ნის და­სა­წყი­სი, რო­დე­საც ალექ­სან­დრე მე­ო­რე ძა­ლი­ან ეშ­მა­კურ პო­ლი­ტი­კას ატა­რებ­და. ის ხან ოს­მა­ლე­თის მხა­რეს იყო, ხან ირა­ნის, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ არ­ჩე­ვა­ნი ჩრდი­ლო­ე­თით გა­ა­კე­თა, რუ­სეთ­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ა­ფორ­მა, რა­მაც კი­დევ უფრო მე­ტად გა­აბ­რა­ზა შაჰ-აბა­სი, რა­საც პრინ­ციპ­ში მოჰ­ყვა ის, რომ ალექ­სან­დრე მე­ო­რე გა­მაჰ­მა­დი­ა­ნე­ბულ­მა შვილ­მა მოკ­ლა, კა­ხე­თი კი აოხრდა.

სა­ქარ­თვე­ლოს გა­საბ­ჭო­ე­ბა

შე­იძ­ლე­ბა გა­ვიხ­სე­ნოთ 1920 წელი, სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კის პე­რი­ო­დი, რო­დე­საც 1920 წლის მა­ის­ში საბ­ჭო­თა რუ­სეთ­მა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის გავ­ლის მერე სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოჭ­რა სცა­და. ჩვენ მა­შინ მტე­რი მო­ვი­გე­რი­ეთ, მაგ­რამ ქარ­თვე­ლი გე­ნერ­ლე­ბის მო­თხოვ­ნა იყო, რომ ბრძო­ლა გაგ­ვეგ­რძე­ლე­ბი­ნა, გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვით აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, იქ დაგ­ვე­მარ­ცხე­ბი­ნა ბოლ­შე­ვი­კე­ბი და კავ­კა­სი­ი­დან სა­ერ­თოდ გაგ­ვე­დევ­ნა. მთავ­რო­ბამ ამა­ზე კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი გა­ნა­ცხა­და. შე­დე­გად მი­ვი­ღეთ ის, რომ ბოლ­შე­ვი­კე­ბი მო­ვიდ­ნენ აზერ­ბა­ი­ჯან­ში, მერე და­ი­პყრეს სომ­ხე­თი და და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წლის მერე, 1921 წლის თე­ბერ­ვალ­ში დაგ­ვი­პყრეს ჩვენ.

თაკო ესე­ბუა

AMBEBI.GE

ქვეყნისთვის დამღუპველი გადაწყვეტილებები საქართველოს ისტორიაში

ქვეყნისთვის დამღუპველი გადაწყვეტილებები საქართველოს ისტორიაში

გადაწყვეტილებები, რომელთა მიღებაზეც ქვეყნის ბედი იყო დამოკიდებული. ამ გადაწყვეტილებების ავტორები კი, უმეტესწილად საქართველოს მმართველები იყვნენ. მეფეებზე, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზის გამო, არასწორი ნაბიჯი გადადგეს, ისტორიკოს მიხეილ ბახტაძეს ვესაუბრეთ.

მიხეილ ბახტაძე: ნამდვილად არსებობს საქართველოს ისტორიაში ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებმაც ძალიან მძიმე შედეგები გამოიწვია. ჩვენ რომ არ გადაგვედგა ეს ნაბიჯები, რა იქნებოდა არავინ იცის, მაგრამ შესაძლოა, ეს მძიმე შედეგები თავიდან აგვეცილებინა და ასეთი კატასტროფული მდგომარეობა არ ყოფილიყო.

ვახტანგ VI და პეტრე I

ვახტანგ მეექვსე იყო განათლებული, შესანიშნავი მეფე, რომელმაც ხალხისა და ქვეყნისთვის უამრავი რამ გააკეთა. თუმცა დაუშვა ერთადერთი შეცდომა, როდესაც 1722 წელს პეტრე პირველთან ერთად ირანის წინააღმდეგ ლაშქრობა გადაწყვიტა, მან მხარი დაუჭირა პეტრე პირველს თან ისე, რომ პირადად ნანახიც არ ჰყავდა და ამ ლაშქრობის შესახებ მოლაპარაკება ელჩის მეშვეობით შედგა, შედეგად კი ქართლის მეფემ ის მიიღო, რომ პეტრე პირველმა ბრძოლის ველზე მარტო დატოვა და ვახტანგ მეექვსე უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. საბოლოოდ, მას რუსეთისგან დახმარება არ მიუღია. მეფის ერთმა არასწორმა ნაბიჯმა იმის გარდა, რომ ქართლი ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო, მთელ მის შთამომავლობას დააკარგვინა სამეფო ტახტი.

ერეკლე მეორე და იმერეთის მეფე

შეიძლება გავიხსენოთ კახეთის მეფის, ერეკლე მეორის მაგალითი, როდესაც 1789 წელს ერეკლესთან იმერეთის სამეფოს დელეგაცია ჩამოვიდა და იმერეთის შეერთება სთხოვეს, კახეთის მეფემ უარი განუცხადა. მეფის ამგვარი პასუხი შეცდომა იყო იმიტომ, რომ ეს იყო საქართველოს გაერთიანების ბოლო შანსი. ქვეყნისთვის ეს იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი ნაბიჯი, თუმცა ერეკლე მეორემ ეს შანსი ხელიდან გაუშვა და შემდეგ განვითარებული მოვლენები უკვე ყველამ იცის, სამწუხაროდ, საკმაოდ მძიმე შედეგები მივიღეთ.

ალექსანდრე მეორე და რუსეთი

კახეთის კიდევ ერთმა მეფემ, ალექსანდრე მეორემ ქვეყნისთვის ცუდი ნაბიჯი გადადგა იმ გაგებით, რომ მისმა გადაწყვეტილებამ კახეთის აოხრება გამოიწვია. ეს იყო მეთექვსმეტე საუკუნის ბოლო და მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისი, როდესაც ალექსანდრე მეორე ძალიან ეშმაკურ პოლიტიკას ატარებდა. ის ხან ოსმალეთის მხარეს იყო, ხან ირანის, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი ჩრდილოეთით გააკეთა, რუსეთთან ხელშეკრულება გააფორმა, რამაც კიდევ უფრო მეტად გააბრაზა შაჰ-აბასი, რასაც პრინციპში მოჰყვა ის, რომ ალექსანდრე მეორე გამაჰმადიანებულმა შვილმა მოკლა, კახეთი კი აოხრდა.

საქართველოს გასაბჭოება

შეიძლება გავიხსენოთ 1920 წელი, საქართველოს პირველი რესპუბლიკის პერიოდი, როდესაც 1920 წლის მაისში საბჭოთა რუსეთმა აზერბაიჯანის გავლის მერე საქართველოში შემოჭრა სცადა. ჩვენ მაშინ მტერი მოვიგერიეთ, მაგრამ ქართველი გენერლების მოთხოვნა იყო, რომ ბრძოლა გაგვეგრძელებინა, გადავსულიყავით აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, იქ დაგვემარცხებინა ბოლშევიკები და კავკასიიდან საერთოდ გაგვედევნა. მთავრობამ ამაზე კატეგორიული უარი განაცხადა. შედეგად მივიღეთ ის, რომ ბოლშევიკები მოვიდნენ აზერბაიჯანში, მერე დაიპყრეს სომხეთი და დაახლოებით ერთი წლის მერე, 1921 წლის თებერვალში დაგვიპყრეს ჩვენ.

თაკო ესებუა

AMBEBI.GE

"ყოველთვის მზად ვარ პროტესტში მონაწილეობისთვის, მაგრამ 2 პატარა მყავს, ახლაც სულ ეკლებზე ვარ..." - რას აცხადებს აქციაზე მყოფი მაკა ჩიჩუა

"დიღომში ქარმა ბავშვი "წაიღო", ჩამოინგრა მშენებარე კორპუსის კედელი" - ძლიერი ქარი თბილისში, რა კადრები ვრცელდება "ფეისბუქზე"?

ოპოზიციამ 26 თებერვალს მასშტაბური აქცია დააანონსა - "მოგიწოდებთ, დავიწყოთ დიდი მსვლელობა"