"ჩემს შვილს რომ კლავდნენ, ტელეფონით მესმ­ოდა"

"ჩემს შვილს რომ კლავდნენ, ტელეფონით მესმ­ოდა"

თბილისის საქალაქო სასამართლო 18 წლის გაბ­რ­იელ (ბეგი) მამალაძის მკვლელობაში ბრალდებულ როინ ქარდავას განაჩენს ამ დღეებში გამოუტანს. ტრაგედია 25 მაისს, ნუცუბიძის პლატოს მესამე მიკრორაიონში­ დატრიალდა. თვითმხილველები ამბობდნენ, რომ მას ორი ახალგაზრდა დაესხა თავს, მაგრამ მხოლოდ 19 წლის როინ ქარდავას წაუყენეს­ განზრახ მკვლელობისთვის ბრალი.

მარიკა ზედელაშვი­ლი, ბეგის დედა:­

- გამოძიება ცდილობს, რომ მხოლ­ოდ ერთი ადამიანი გასამართლდეს, მეორე კი დაუსჯელი დარჩეს. წარმ­ოიდ­გინეთ­, ჩემს შვილს რომ კლავდნენ, ტელეფონით მესმ­ო­და. ბეგის უნდოდა მე­გობრ­ისთვის 30 ლარი მიეცა­ და მკითხა,­ დედა, ფული სად არისო, ამ დროს დაესხნენ თავს ქუჩაში მიმავალს. გაკოჭეს და წამებში მომიკლეს შვილი. გამომძიებელი მეუბნებოდა, ექსპერტიზას ველოდ­ები და მასალებს მერე გაგაცნობთო. 10 დღე იყო დარჩენილი საქმის სასამართლოში გადაცემამდე, რომ დამირეკა, შეგიძლიათ, მასალებს გაეცნოთო. ბევრი კითხვა გამიჩნდა­, მაგრამ მითხრეს, გამომძიებელი შვებულება­შია, დრო არ ითმენს, ხელი უნდა მოაწერ­ოთ დადგენილებას და სასამართლოში გაირკვევა ყველაფერიო. ამ იმედით დოკუმენტებს ხელი მოვაწერე და ახლა ფაქტის წინაშე დავდექი. ჩემი შვილის­ მკვლელის პროცესები ისე წარიმართა, არც კი უცნობებიათ. ქარდავას თანამზრახ­ველი იყო ლაშა ტუხაშვილი,­ მისი ნათლული. ჩვენებაში ქარდავა წერს: ჯიბეში "კნოპკიანი"­ დანა ჩავ­იდე­, დავურეკე ჩემს ნათლულს და ბეგის მოს­აძებნად წავედითო... დახვდნენ ქუჩაში და მომიკლეს. ორივემ გაკოჭა ჩემი შვილი. ამას ექსპერტიზის დასკვნაც ადასტურებს. ბეგის ერთ ხელზე ქარდ­ავას დნმ-ის კვალია, მეორეზე - უცხო მამაკაცის. თუმცა,­ არ დაუდგენიათ, ვინ არის ის. რამდენი­ ხანია ვითხოვ, ჩაუტარდეს ექსპერტიზა ტუხაშვილს, მაგრამ...

გაგრძელება

"ბატონ გოგის, რომელიც გულმტკივანი ადამიანია, სქესობრივი კავშირის დამყარების უნარი არ აქვს - პატრული რომ მოვიდა, მას ეძინა" - ადვოკატი

თელავის სასამართლომ გირაო შეუფარდა 16 წელს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის დამყარებაში ბრალდებულს

"მე და გოგი წლებია ვმეგობრობთ... დალია,  ვერ მოზომა, ჟინის მოკვლას ცდილობდა" - რას ამბობს ქალი, რომელზე ძალადობის ბრალდებით წულაია დააკავეს