как новые реформаторы пытают людей для получения показаний (როგორ აწამებენ ადამიანებს ჩვენების მისაღებად ახალი რეფორმატორები) - ასეთი სათაურით გავრცელდა უკრაინულ პორტალ tube.ua-ზე შემზარავი კადრები, რომელიც სავარაუდოდ 2013 წლის ივნისში სამეგრელოს სამალავებში აღმოაჩენილი ვიდეომასალის ნაწილია. უკრაინულ საიტზე თითქმის 5-წუთინაი მასალა გავიდა, სადაც მამაკაცის სასტიკი წამება, სექსუალური ძალადობა და შეურაცხმყოფელი მოპყრობაა ასახული.
კადრების გავრცელებას სოციალურ ქსელში ცნობილი ქართველები ეხმურებიან:
ნანუკა ჟორჟოლიანი, ჟურნალისტი:
"ახლა გასაგებია რატომ დაყარეთ ჭორი, რომ ვითომ ერეკლე კოდუა კალამოისკის შეხვდა. რა დებილები ხართ. ოროსნები. კოდუა ინტერპოლით იძებნება და კონკრეტული ქალაქიდან ვერ გადის.მართალია, რომ ეს კადრები ქოცებმა მიაწოდეს უკრაინულ მხარეს!
P.s. ის კასტილიანი ავადმყოფი ქოცებმა გაუშვეს რომ იცოდეთ ყველამ. ნეტავ რატომ?!
***
სამი წელი რომ გქონდათ ეს კადრები ვინ დაიჭირეთ და ვინ გამოუშვით თქვენით მოყვებით, თუ მე მოვყვე?!არავინ არ დაგიჭერიათ! ყველასთან გარიგებაში შეხვედით და ინახავდით შავი დღისთვის ამ საზიზღობას!
გიორგი ზურაბიშვილი, ტელეწამყვაი:
1. ახალ-ახალი საზარელი კადრების გამოქვეყნებით, მწარე 9 წელიწადს კიდევ რამდენი ხანი უნდა გვახსენებდეთ? შენ გაკეთებულ საქმეზე ილაპარაკე, სხვისი ცუდი ისედაც ვიცით. წინა ხელისუფლებაც ანალოგიურად იქცეოდა ხოლმე, მუდმივად შევარდნაძის ეპოქას გვახსენებდა. იგივე შეცდომებს რატომ უშვებთ?
2. ამ კადრებში რა ხალხიც ჩანს მაგათ დაჭერას რაღა უნდა? ამდენი ხანი რატომ არ დაიჭირეთ? მახსოვს როდესაც თბილისში ჯორჯ ბუში ჩამოვიდა, ვიღაცამ ხელყუმბარა ისროლა, რომელიც არ აფეთქდა და ტიპი მიწიდან ამოთხარეს. არც სახელი იცოდენ, არც გვარი, ვერც სახეზე ცნობდენ, მაგრამ იპოვეს და დააკავეს. ამ ადამაინების არ გასამართლება როგორ შეიძლება? ამდენი ხანი რომ ამ მანიაკებს ვერ დაიჭერ, ან უმაქნისი ხარ, ანაც სპეციალურად არ აკავებ და დამნაშავე გამოდიხარ. სამაგიეროდ, მარიხუანის მოხმარების გამო ადამაინებს ცხოვრებას უნგრევენ.
3) რატომ აგრძელებენ ყოფილი ზონდერები ძალოვან სტრუქტურებში წამყვან პოზიციებზე მუშაობას?
4) "გაზპრომი" არა ხახვი. ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს რუსულ კომპანიებზე 32 სტრატეგიული ობიექტი გაიყიდა. რატომ უშვებთ იგივე შეცდომებს? როგორი იდიოტი უნდა იყო, რომ რუსეთს ბერკეტები მისცე, შენ თავს ერჩი? ახუიეწ იშო რას.
5) მშვიადობიანი აქციის დროს, განსხვავებული აზრის მქონე ადამაინის დაკავება არის სამარცხვინო და ამას არანაირი გამართლება არ აქვს. რა მნიშვნელობა აქვს ვინ არის დაკავებული. გასაგებია, რომ თამარ ჩერგოლეიშვილი ბევრს გულზე არ ეხატება, მაგრამ მაგას რა მნიშვნელობა აქვს? "არა პანორამას" აქციის დროს "პარტიზანული მებაღეობის" ერთ-ერთი ლიდერიც დააკავეს. სირცხვილია. სამაგიეროდ, 17 მაისს, ტვინგამორეცხილი აგრესიული ნეხვის მასა განსხვავებული ცხოვრების სტილის მქონე ადამიანებს საცემრად დასდევდა და იქ არავინ დაუკავებიათ. იგივე ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს - განსხვავებული აზრის იგნორირება, ჩაგვრა და ჩარეცხვა. რატომ უშვებთ იგივე შეცდომებს იბიომაწ?
6) დაკავებული ადამიანებისთვის ნარკოტიკის ჩადება უკვე სისტემური გახდა. არაფრის მტკიცება არ არის საჭირო, რად გინდა, ჩაუდე ორი კაკალი სუბოტექსი და ეგ არის. უკაცრავად, მაგრამ თქვენ მართლა შიგ ხომ არა გაქვთ? წინა ხელისუფლების დროსაც იგივე ხდებოდა, ადამიანების უკანონოდ დაპატიმრება და მათი უფლებების დარღვევა. იგივე შეცდომებს რატომ იმეორებთ?!
დასკვნა: მოჯადოვებულ წრეზე ვტრიალებთ და ამ ქვეყნის ერთადერთი საშველი არის თაობათა ცვლა და განათლებაში დიდი ინვესტიციების ჩადება. გარედან არაფერი შეიცვლება, შიგნიდან თუ არ გადავასხვაფერეთ. საზოგადოებრივ ცხოვრებაში ყველა აქტიური უნდა იყოს, ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ კარგად და ნაძირლებთან არანაირი კომპრომისები.
ირაკლი ჩიხლაძე, ჟურნალისტი:
დღეს გამავრცელებელი უფრო დიდი დამნაშავეა ვიდრე ჩამდენი... ჩვენ ვერც ქალდანი გვიშველის და ვერც კანონი!
ლალი მოროშკინა, ჟურნალისტი:
"ასე იცის ზედმეტმა ჰუმანურობამ!
მას მერე რაც ჩვენ გვაჩვენეს ეს კადრები, მე პირადად სულ ვითხოვდი გასაჯაროებას და ნაციონალური მოძრაობის აკრძალვას!
ამაზე ხელისუფლებას არგუმენტად ადამიანურობა და ჰუმანურობა მოჰყავდა!
და რა მივიღეთ 3 წლის თავზე????
ყველამ უნდა იცოდეს ფაშიზმის ნამდვილი სახე, იმისათვის რომ ეს მეტი არასოდეს განმეორდეს!
ნუ მივიყვანთ ადამიანებს ლინჩით გასამართლების მდგომარეობამდე!!!"
ირინა სარიშვილი, პარტია "იმედის" თავმჯდომარე:
"იმ კადრებზე, რაც დღევანდელი ხელისუფლების თაოსნობით ვრცელდება, ყველა ნორმალურ ადამიანს ერთი რეაქცია ექნება!
მე სხვა რამე მაინტერესებს, ქოცებო:
რატომ გაავრცელეთ?!!!!!!!!!!!!!!!
ნორმალური ხელისუფლება კადრებზე ნაჩვენებ პირთა იდენტიფიკაციას მოახდენდა, ამ ამაზრზენ ფაქტთან მაშინდელი თანამდებობის პირთან კავშირს გამოიკვლევდა, თუ ასეთს ადგილი ჰქონდა და ყველა დამნაშავეს სამაგალითოდ დასჯიდა.
ეს ნორმალური ხელისუფლება, მაგრამ თქვენ, ქოცებო?!!!!!
საიდან მოხვდა ვითომ თქვენს მიერ განადგურებული კადრები რუსების მიერ შექმნილ უკრაინულ ტროლ საიტზე???
ყველაფერი დღესავით ნათელია, სამწუხაროდ!
თქვენთვის, ქოცებო, ძალიან რთული იქნება ხელისუფლების შენარჩუნება და ეს თქვენნაირ რეგვენებსაც მშვენივრად ესმის!
სწორედ ამიტომ და კიდევ ბევრი მიზეზის გამო თქვენ ამ ამაზრზენ ნაბიჯზე წახვედით, რითაც ერთდროულად გაზპრომის საქართველოში შემოგრიალების თემაც გადაფარეთ და თავიდან გააღვივეთ სამოქალაქო დაპირისპირება იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც არანაირი კავშირი ამ შემზარავ დანაშაულთან არა აქვს!
რითი ხართ ამ კადრების "გმირ" საქონელზე უკეთესი ამის შემდეგ?!!!!!
არაფრით!!!!! უარესები ხართ!!!!
თქვენი მიზანი არ არის და არც არასდროს ყოფილა სიმართლის დადგენა, დამნაშავის დასჯა!
თქვენ სიძულვილის, ურთიერთაგრესიის ხარჯზე მოხვედით და არსებობთ დღემდე!
თქვენი გმირი ლადო ბედუკაძეა!
თქვენ ყველაფერზე ხელისმომწერები ხართ, ოღონდ თქვენი უკანალები სკამზე დაიმაგროთ პუტინთან ერთად!!!
თქვენ ფეხებზე გკიდიათ ქვეყანაც, ხალხიც და ყველაფერი, რასაც ღირსებასთან ოდნავი კავშირი მაინც აქვს!
ფურთხის ღირსი ხართ ყველა!
დღეს ჩვენი საზოგადოება სავარაუდოდ წამოეგება ამ თქვენს უზნეო ანკესს! სამწუხაროდ!
მაგრამ ხვალ ქართველი ერი ჩამოირეცხავს, აუცილებლად ჩამოირეცხავს იმ სამარცხვინო ლაქას, რასაც ჩემს სამშობლოში ქოცთა მმართველობა ჰქვია!
და ეს ხვალ არც ისე შორსაა!"
კოკო გამსახურდია:
გაუპატიურების სამარცხვინო კადრებს რაც შეეხება:
- მაინტერესებს, ამდენ ხანს რატომ არ ხდებოდა გამოძიება?
- სად, ვინ, რომელი ჯალათი, რომელ რიცხვში აკეთებს ამას?
- რა ზომებია მიღებული ამ ჯალათის მიმართ?
- დადგენილია თუ არა, კონკრეტულად რომელმა მაღალჩინოსანმა მისცა მას ბრძანება?
- რა იციან კონკრეტულად ამ და მსგავსი ფაქტების შესახებ იმ მაღალჩინოსნებმა, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" პერიოდში იკავებდნენ პოსტებს?
- რა გაკეთდა კბილაშვილის პროკურორობისას ამ კადრებში ასახული დანაშაულობების გამოსაძიებლად?
- ხომ არ დგას ამის უკან იგივე ძალა, რომელიც უკვე 19 ოქტომბერს რუსთავი-2 -ის ჩახშობას გეგმავს აღმასრულებელთა ძალით, რომ მერე თქვას: ყველა, ვინც ამ ტელევიზიას ხმას შეაწევს, ამ კადრების ავტორებს მხარს უჭერს? ანუ დაადამბლავოს შესაძლო წინააღმდეგობა და თევზი დაიჭიროს ამღვრეულ წყალში?
თუკი პასუხი არ გაეცემა ამ კითხვებს, ალბათ მოგვიწევს დავემშვიდობოთ ჩვენ სახელმწიფოებრიობას. ქვემოთ, ამავე თემაზე იხ. ჩემი ძმის პოსტი.
ცოტნე გამსახურდია:
თქვენ ყველას გაზპრომის შემოსვლა გინდათ, ვისაც ნაცმოძრაობის ხელისუფლების სადიზმის კადრები გაშფოთებთ!
ეგ ხომ უნდა განადგურებულიყო, დაისაჯოს ყველა, ვინც არ გაანადგურა!
მაგ კადრებში ასახული ჯალათები და მაგის გამავრცელებლები - ერთი და იგივეა!
ისე შეეშინდა ხელისუფლებას ენდიაის კვლევების მონაცემების, რომ გონს მოსვლაც არ აცალა ხალხს, ისე აჯახა ეს კადრები! შეეშინდა ნაცმოძრაობის 13 პროცენტის და არა - საკუთარი რეიტინგის ვარდნის. ხო იცით, მაინც თარსი რიცხვია.
ეს ყველაფერი რუსების შემოგდებულია, რომ ძმებს ერთმანეთი დაგვახოცინოს და ხალხში აგრესია გამოიწვიოს! მაშინ რომ აკეთებდენ ასეთებს - სახელმწიფოს აშენებდენ, მერე რა მოხდა...
პ.ს. სენატორმა მაკკეინმა თუ ნახა ნეტავ?".
პაატა ქურდაძე, მწერალი და დოკუმენტალისტი:
"ვინმეს, აი ოცნებას ვინც ანამუსებთ ამ კადრების გავრცელების გამო, გულწრფელად გჯერათ, რომ ნაციონალებს მსგავსი ბინძური კომპრომატი რომ გააჩნდეთ ოცნების წინააღმდეგ ინგლისური სუბტიტრებითა და მუსიკალური გაფორმებით არ მოსდებდნენ მთელს მსოფლიოს ? აგერ ფრაუ ჩერგოლეიშვილი ორმოცდაათი ლარით რომ არ დაეჯარიმებინათ ოპერასთან, იქვე ღობეზე გამოკრულ ვიღაც პატიოსანი აიკოდოს მასწავლებლის სერგოს განცხადებას აფრიალებდა ორი დღე - აი ტელეფონის ნომერი, საწრაფოდ დაიჭრეთ, სანამ მე დამიჭერთო.. ამას ყველამ მშვენივრად ვიცით რასაც ეძახდნენ ჩემს არაპოლიტკორექტულ წითელ ბავშვობაში.. აი სანამ პავლიკა მოროზოვობა ჯერ კიდევ სირცხვილად ითვლებოდა!..
თქვენ მეკითხებით რა არის საჭირო ასე რომ არ გააბანძო საკუთარი ქვეყანა პათოლოგების გადაღებული ვიდეოებითა და "პოდზობორნი" მიზანსცენებით?..
- "კლასი, ძამიკო! კლასი!" - როგორც გალაქტიონი იტყოდა, რომ გაცოცხლებულიყო ცოტა ხნით... მორიგი ნახტომის წინ".