სამართალი
პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად არის და რას საქმიანობს საქართველოს ცეკას პირველი მდივანი ჯუმბერ პატიაშვილი
სად არის და რას საქმიანობს საქართველოს ცეკას პირველი მდივანი ჯუმბერ პატიაშვილი

წარ­სულ­ში ჯუმ­ბერ პა­ტი­აშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ცე­კას პირ­ვე­ლი მდი­ვა­ნი იყო, ამ სტა­ტუ­სის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს ბევ­რი არ ჰყო­ლია... 1989 წლის 9 აპ­რი­ლის ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ თბი­ლი­სი და­ტო­ვა და სა­ცხოვ­რებ­ლად მცხე­თა­ში გა­და­ვი­და. სა­კუ­თა­რი ეზო-კარი ძა­ლი­ან უყ­ვარს, სხვა­გან ყოფ­ნა ვერც კი წარ­მო­მიდ­გე­ნი­აო, - ამ­ბობს. პრო­ფე­სი­ით აგ­რო­ნო­მია, ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი, უყ­ვარს ბუ­ნე­ბა და დარ­გი, რო­მელ­საც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სწავ­ლობ­და. ბა­ტონ­მა ჯუმ­ბერ­მა მცხე­თა­ში გულ­თბი­ლად გვი­მას­პინ­ძლა.

- საქ­მე, რა­საც თქვენ ამ გა­ზე­თის­თვის აკე­თებთ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქვეყნ­ის­თვის. სა­უ­ბარს ცოტა შო­რი­დან დავ­იწყებ, სა­ქარ­თვე­ლო გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი მდე­ბა­რე­ო­ბით, კლი­მა­ტით, ნი­ა­და­გის შე­მად­გენ­ლო­ბით უნი­კა­ლუ­რია. იმ­დე­ნი მცე­ნა­რე­უ­ლი კულ­ტუ­რა, რაც ჩვენ­თან იყო, მათ შო­რის ხორ­ბლის სა­ხე­ო­ბა, არ­სად ყო­ფი­ლა. ჩვენს ქვე­ყა­ნას შე­ეძ­ლო მარ­ცვლე­უ­ლი კულტ­ურე­ბით, მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი გე­ნე­ტი­კუ­რი ფონ­დი შე­ექ­მნა. ამ სა­კი­თხით ია­პო­ნე­ლე­ბი ჯერ კი­დევ დიდი მეც­ნი­ე­რის, ნიკო კე­ცხო­ვე­ლის სი­ცო­ცხლე­ში და­ინ­ტე­რეს­დნენ, ხორ­ბლის 24 სა­ხე­ო­ბი­დან 14 ქარ­თუ­ლი გახ­ლდათ.

ადრე ჩვე­ნი წი­ნა­პა­რი რას მიირ­თმევ­და­, კარ­გად აქვს აღ­წე­რი­ლი ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვილს "ეკო­ნო­მი­კურ ის­ტო­რი­ა­ში", რო­მელ­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა ნაკ­ლე­ბად იც­ნობს. მას­ვე აქვს შეს­წავ­ლი­ლი თით­ქმის ყვე­ლა მცე­ნა­რე­უ­ლი კულ­ტუ­რა...

სა­ქარ­თვე­ლოს უნი­კა­ლუ­რო­ბა იმ­ა­­შ­იც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა, რომ მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი 1300-1400 ყუ­რძნის ჯი­ში­დან 600-650 ქარ­თუ­ლია. მათი ნერ­გე­ბიც ევ­რო­პა­ში ყო­ველ­თვის ჩვენ­გან გაჰ­ქონ­დათ.

- რა­ტომ ვერ შეძ­ლო სა­ქარ­თვე­ლომ ამ ყვე­ლაფ­რის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა?

- ზოგი იტყვის, საბ­ჭო­თა პრო­პა­გან­დას­ ეწე­ვაო, მაგ­რამ კო­ლექ­ტი­უ­რი მე­ურ­ნე­ო­ბა­ არ უნდა გა­უქ­მე­ბუ­ლი­ყო. ჭკვი­ა­ნი ხალ­ხია ებ­რა­ე­ლე­ბი და სწო­რედ ასე­თი მე­ურ­ნე­ო­ბის­ ანა­ლო­გი, კი­ბუ­ცი აქვთ შექ­მნი­ლი. კო­ლექ­ტიურ მე­ურ­ნე­ო­ბა­ში მუ­შა­ო­ბა ადა­მი­ანს ბევრ რა­მეს აძ­ლევს რო­გორც ეკო­ნო­მი­კუ­რად, ისე სო­ცი­ა­ლუ­რად. ასე­ვე აჩ­ვევს წე­სი­ე­რე­ბას. ჩვენ ყვე­ლა­ფე­რი ერ­თმა­ნეთ­ში ავუ­რი­ეთ და თუკი კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბა­ში ვინ­მე რა­მეს არ­ღვე­ვდა, სის­ტე­მას მი­ვა­წე­რეთ...

- ე.ი. კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბა უნდა შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი­ყო?

- იმ ფორ­მით არა, რად­გა­ნაც სა­წყი­სი­ ბაზა მა­ინც საბ­ჭო­უ­რი იყო, მაგ­რამ არც ასე უნდა გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი­ყო. დღეს არა­ვინ­ აღი­ა­რებს, რომ თა­ვად ქარ­თვე­ლებ­მა დავ­ან­გრი­ეთ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა, მრეწ­ვე­ლო­ბა­ და მთლი­ა­ნო­ბა­ში, ეკო­ნო­მი­კა. თა­ნაც კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბის მი­წის ნაკ­ვე­თე­ბი ისე გა­და­ნა­წილ­და, ისე­თებ­მა მი­ით­ვი­სეს, მი­წას­თან შე­ხე­ბა­ რომ არ ჰქო­ნი­ათ. გლე­ხკა­ცი კი უსაქ­მუ­რად დარ­ჩა, სო­ფელ­ში ას­პა­რე­ზი მო­ე­შა­ლა.

- პრო­ფე­სი­ით აგ­რო­ნო­მი და ასო­ცი­რე­ბუ­ლი­ პრო­ფე­სო­რი ბრძან­დე­ბით. თქვენს დარ­გში ლექც­იებს ხომ არ კი­თხუ­ლობთ?

- არა... მი­წათ­მოქ­მე­დე­ბა­სა და მე­მინ­დვ­რე­ო­ბა­ში სა­კან­დი­და­ტო დი­სერ­ტა­ცია 1966 წელს და­ვი­ცა­ვი. 9 აპ­რი­ლის სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ, სა­ცხოვ­რებ­ლად მცხე­თა­ში­ გად­მო­ვე­დი. ეს მი­წათ­მოქ­მე­დე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის და­სახ­ლე­ბა გახ­ლავთ და როცა მისი დი­რექ­ტო­რი გახ­ლდით, ამ ეზო-კარ­შიც მა­შინ დავ­სახ­ლდი. ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბი­დან მო­სულ­მა მთავ­რო­ბამ ეს ინ­სტი­ტუ­ტი­ გა­ა­უქ­მა­ და წე­ლი­წად­ზე მეტი უმუ­შე­ვა­რი ვი­ყა­ვი.­ მოგ­ვი­ა­ნე­ბით ინ­სტი­ტუ­ტი სა­სა­მარ­თლოს წე­სით და­ვიბ­რუ­ნეთ.

ბუ­ნე­ბა, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა, მი­წათ­მოქ­მე­დე­ბა თა­ვი­დან­ვე მიყ­ვარ­და, მა­მაც აგ­რო­ნო­მი, მე­ქა­ნი­ზა­ტო­რი მყავ­და. შინ ამ სფე­როს­ სე­რი­ო­ზუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა გვქონ­და და მეც ოჯა­ხი­დან და­ვინ­ტე­რეს­დი. ამ დარ­გის გა­რე­შე ქვე­ყა­ნა ვერ გან­ვი­თარ­დე­ბა. ყვე­ლა კუ­თხე­ში ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად რომ იყოს, მოს­ახ­ლე­ო­ბა და­საქმდე­ბო­და... ადრე კაცს სო­ფელ­ში უმუ­შევ­რო­ბის­თვის პა­სუხს სთხოვ­დნენ, მაგ­რამ ახლა ვინ მუ­შა­ობს?! ახალ­გაზ­რდებს საქ­მე არ აქვთ... ნა­ხე­ვა­რი სა­ქარ­თვე­ლო­ ემიგ­რა­ცი­ა­შია.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

ნანა
0

ერთ ერთი ყრილობის დროს,საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ თქვა,კომუნისტებმა ერთი კარგი რამ დაგვიტოვეს, კოლნეურბეიბა და ნეურბეოვაო, ამის გაუქმება გამოიწვევს,სოფლად უმუშევროვას და ქალაქად კი შინშილსო!❤️

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

სად არის და რას საქმიანობს საქართველოს ცეკას პირველი მდივანი ჯუმბერ პატიაშვილი

სად არის და რას საქმიანობს საქართველოს ცეკას პირველი მდივანი ჯუმბერ პატიაშვილი

წარსულში ჯუმბერ პატიაშვილი საქართველოს ცეკას პირველი მდივანი იყო, ამ სტატუსის მქონე ადამიანი საქართველოს ბევრი არ ჰყოლია... 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ თბილისი დატოვა და საცხოვრებლად მცხეთაში გადავიდა. საკუთარი ეზო-კარი ძალიან უყვარს, სხვაგან ყოფნა ვერც კი წარმომიდგენიაო, - ამბობს. პროფესიით აგრონომია, ასოცირებული პროფესორი, უყვარს ბუნება და დარგი, რომელსაც წლების განმავლობაში სწავლობდა. ბატონმა ჯუმბერმა მცხეთაში გულთბილად გვიმასპინძლა.

- საქმე, რასაც თქვენ ამ გაზეთისთვის აკეთებთ, მნიშვნელოვანია ქვეყნ­ისთვის. საუბარს ცოტა შორიდან დავ­იწყებ, საქართველო გეოგრაფიული მდებარეობით, კლიმატით, ნიადაგის შემადგენლობით უნიკალურია. იმდენი მცენარეული კულტურა, რაც ჩვენთან იყო, მათ შორის ხორბლის სახეობა, არსად ყოფილა. ჩვენს ქვეყანას შეეძლო მარცვლეული კულტ­ურებით, მსოფლიოში ერთ-ერთი გენეტიკური ფონდი შეექმნა. ამ საკითხით იაპონელები ჯერ კიდევ დიდი მეცნიერის, ნიკო კეცხოველის სიცოცხლეში დაინტერესდნენ, ხორბლის 24 სახეობიდან 14 ქართული გახლდათ.

ადრე ჩვენი წინაპარი რას მიირ­თმევდა­, კარგად აქვს აღწერილი ივანე ჯავახიშვილს "ეკონომიკურ ისტორიაში", რომელსაც საზოგადოება ნაკლებად იცნობს. მასვე აქვს შესწავლილი თითქმის ყველა მცენარეული კულტურა...

საქართველოს უნიკალურობა იმ­ა­­შ­იც გამოიხატება, რომ მსოფ­ლიოში აღიარებული 1300-1400 ყურძნის ჯიშიდან 600-650 ქართულია. მათი ნერგებიც ევროპაში ყოველთვის ჩვენგან გაჰქონდათ.

- რატომ ვერ შეძლო საქართველომ ამ ყველაფრის შენარჩუნება?

- ზოგი იტყვის, საბჭოთა პროპაგანდას­ ეწევაო, მაგრამ კოლექტიური მეურნეობა­ არ უნდა გაუქმებულიყო. ჭკვიანი ხალხია ებრაელები და სწორედ ასეთი მეურნეობის­ ანალოგი, კიბუცი აქვთ შექმნილი. კოლექ­ტიურ მეურნეობაში მუშაობა ადამიანს ბევრ რამეს აძლევს როგორც ეკონომიკურად, ისე სოციალურად. ასევე აჩვევს წესიერებას. ჩვენ ყველაფერი ერთმანეთში ავურიეთ და თუკი კოლმეურნეობაში ვინმე რამეს არღვე­ვდა, სისტემას მივაწერეთ...

- ე.ი. კოლმეურნეობა უნდა შენარჩუნებულიყო?

- იმ ფორმით არა, რადგანაც საწყისი­ ბაზა მაინც საბჭოური იყო, მაგრამ არც ასე უნდა განადგურებულიყო. დღეს არავინ­ აღიარებს, რომ თავად ქართველებმა დავ­ანგრიეთ სოფლის მეურნეობა, მრეწველობა­ და მთლიანობაში, ეკონომიკა. თანაც კოლმე­ურნეობის მიწის ნაკვეთები ისე გადანაწილდა, ისეთებმა მიითვისეს, მიწასთან შეხება­ რომ არ ჰქონიათ. გლეხკაცი კი უსაქმურად დარჩა, სოფელში ასპარეზი მოეშალა.

- პროფესიით აგრონომი და ასოცირებული­ პროფესორი ბრძანდებით. თქვენს დარგში ლექც­იებს ხომ არ კითხულობთ?

- არა... მიწათმოქმედებასა და მემინდვ­რეობაში საკანდიდატო დისერტაცია 1966 წელს დავიცავი. 9 აპრილის საშინელი ტრაგედიის შემდეგ, საცხოვრებლად მცხეთაში­ გადმოვედი. ეს მიწათმოქმედების ინსტიტუტის დასახლება გახლავთ და როცა მისი დი­რექტორი გახლდით, ამ ეზო-კარშიც მაშინ დავსახლდი. ეროვნული მოძრაობიდან მოსულმა მთავრობამ ეს ინსტიტუტი­ გააუქმა­ და წელიწადზე მეტი უმუშევარი ვიყავი.­ მოგვიანებით ინსტიტუტი სასამართლოს წესით დავიბრუნეთ.

ბუნება, სოფლის მეურნეობა, მიწათმოქმედება თავიდანვე მიყვარდა, მამაც აგრონომი, მექანიზატორი მყავდა. შინ ამ სფეროს­ სერიოზული ლიტერატურა გვქონდა და მეც ოჯახიდან დავინტერესდი. ამ დარგის გარეშე ქვეყანა ვერ განვითარდება. ყველა კუთხეში ყველაფერი კარგად რომ იყოს, მოს­ახლეობა დასაქმდებოდა... ადრე კაცს სოფელში უმუშევრობისთვის პასუხს სთხოვდნენ, მაგრამ ახლა ვინ მუშაობს?! ახალგაზრდებს საქმე არ აქვთ... ნახევარი საქართველო­ ემიგრაციაშია.

იხილეთ გაგრძელება

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"