ანკარის ტერაქტთან დაკავშირებით თურქეთში 50 უცხოელი დააკავეს

ანკარის ტერაქტთან დაკავშირებით თურქეთში 50 უცხოელი დააკავეს

თურქეთის პოლიციამ სტამბულში, ანტიტერორისტული რეიდის ფარგლებში, რაც 10 ოქტომბერს ანკარაში განხორციელებულ ტერაქტს უკავშირდება, 50 უცხოელი დააკავა. ამის შესახებ გამოცემა "Hurriyet" იუწყება.

ამ დროისთვის დაკავებულთა ეროვნება არ სახელდება. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებულები ერაყსა და სირიაში გადასვლას გეგმავდნენ, რათა დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში გაწევრიანებულიყვნენ.

10 ოქტომბერს, თურქეთის დედაქალაქში განხორციელებული ტერაქტების შედეგად, რაც ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა, 100-მდე ადამიანი დაიღუპა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა