მსოფლიო

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვიღაც გამავრცელებელზე კი ნუ გადავიტანთ ძირითადად ყურადღებას, არამედ, თავად შემსრულებლებზე" - მანანა კობახიძე
"ვიღაც გამავრცელებელზე კი ნუ გადავიტანთ ძირითადად ყურადღებას, არამედ, თავად შემსრულებლებზე" - მანანა კობახიძე

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძე უკ­რა­ი­ნულ სა­იტ­ზე გავ­რცე­ლე­ბულ სკან­და­ლურ კად­რებ­ზე წერს. მისი თქმით, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ყუ­რა­დღე­ბა კად­რე­ბის გა­მავ­რცე­ლებ­ლე­ბის ნაც­ვლად, შემ­სრუ­ლებ­ლებ­ზე უნდა გა­და­ი­ტა­ნოს:

"უმ­ძი­მე­სი კად­რე­ბი, რო­მელ­ზეც დღეს ვსა­უბ­რობთ, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ში, და­ხუ­რულ ფორ­მატ­ში აჩ­ვე­ნეს დე­პუ­ტა­ტებს. მე ვერ შევ­ძე­ლი ყუ­რე­ბა და დავ­ტო­ვე დარ­ბა­ზი...ვერც ახლა ვუ­ყუ­რებ! (რამ­დენ­ჯერ უნდა ჩა­ვარ­დეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა შოკ­ში ამ კად­რე­ბის ყუ­რე­ბით და რამ­დენ­ჯერ უნდა გა­ნად­გურ­დეს თა­ვად მსხვერ­პლი ან მისი ოჯა­ხი?! ) შე­იძ­ლე­ბა, ჩემ­გან ეს არ არის სწო­რი და პო­ლი­ტი­კოსს ემო­ცი­ა­ზე მე­ტად, ცივი გო­ნე­ბა მო­ე­კი­თხე­ბა, მაგ­რამ ამ­წუ­თას ეს არ არის მთა­ვა­რი! ხომ უდა­ვოა, რომ ეს უბე­დუ­რე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მიერ იქნა ჩა­დე­ნი­ლი, ბუ­ნებ­რი­ვია, სწო­რედ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იყო პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ამ და­ნა­შა­უ­ლებ­ზე.

ერთი რომ, მას ოფი­ცი­ა­ლუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი ახა­ლი­სებ­დნენ, ხელს უწყობ­დნენ, უკ­ვე­თავ­დნენ ან თა­ვად ჩა­დი­ოდ­ნენ და მე­ო­რე, არა­ვინ იძი­ებ­და მათ და მე­ტიც, ეს სი­სას­ტი­კე, შე­იძ­ლე­ბა მა­ვან­თა თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი წა­ხა­ლი­სე­ბის, და­წი­ნა­უ­რე­ბის, პრე­მი­რე­ბის სა­ფუძ­ვე­ლიც კი იყო! შეც­დო­მა არ მოგ­ვი­ვი­დეს, ამ კად­რებ­ზე როცა ვსა­უბ­რობთ, პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე ნუ გა­და­ვი­ტანთ აქ­ცენტს, გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა წა­მე­ბის ტოლ­ფა­სი და­ნა­შა­უ­ლია, უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლი და სწო­რედ ამის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას წარ­მო­ად­გენს ეს კად­რე­ბი. და­ნა­შა­უ­ლის მამ­ხი­ლე­ბე­ლია ეს კად­რე­ბი და ფაქ­ტია, რომ ის არ­სე­ბობს და ის ვე­რა­სო­დეს წა­იშ­ლე­ბა, ვერ გა­ნად­გურ­დე­ბა, რაც არ უნდა მო­ვინ­დო­მოთ!

ასე­თი კად­რე­ბი არა­სო­დეს ქრე­ბა უკ­ვა­ლოდ, რო­გორც ფა­შიზ­მის და­ნა­შა­უ­ლის კად­რებს ვე­რა­ვინ წაშ­ლის, აი ზუს­ტად ისე! მეს­მის, რომ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის უფ­ლე­ბა და მათი ინ­ტე­რე­სე­ბი უნდა იყოს და­ცუ­ლი, მათი ვი­ნა­ო­ბა, პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი უნდა იყოს და­ფა­რუ­ლი, მაგ­რამ თვი­თონ ამ და­ნა­შა­უ­ლის სამ­ხილს ვერ გა­ვაქ­რობთ, რო­გორც არ უნდა ვე­ცა­დოთ. ეს იგი­ვეა, მსხვერ­პლს რომ ვე­ძა­ხოთ, და­ი­ვი­წყე, ისე­თი არა­ფე­რი მოგ­სვლი­აო! ამი­ტო­მაც, ვი­ღაც გა­მავ­რცე­ლე­ბელ­ზე, უკ­რა­ი­ნა­ში თუ სხვა­გან, კი ნუ გა­და­ვი­ტანთ ძი­რი­თა­დად ყუ­რა­დღე­ბას, არა­მედ, თა­ვად შემ­სრუ­ლებ­ლებ­ზე, ამ და­ნა­შა­უ­ლის მოქ­მედ "გმი­რებ­ზე" და მათ ხელ­შემ­წყო­ბებ­ზე ვიმ­სჯე­ლოთ. იმე­დი მაქვს, რომ ის არა­კა­ცე­ბი, ვინც ეს უშუ­ა­ლოდ ჩა­ი­დი­ნა, ცი­ხე­ში სხე­დან!!! და სწო­რედ პრო­კუ­რა­ტუ­რამ, დე­ტა­ლუ­რად უნდა აუხ­სნას სა­ზო­გა­დო­ე­ბას, სა­თა­ნა­დოდ აგე­ბი­ნეს თუ არა პა­სუ­ხი დამ­ნა­შა­ვე­ებს....

ახლა კი მთა­ვა­რი, იმ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას, ვინც ამ მა­ხინჯ, და­ნა­შა­უ­ლებ­რივ სის­ტე­მას ქმნი­და, ვინც ღირ­სე­ბის აყ­რას ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის მთა­ვარ ინ­სტრუ­მენ­ტად იყე­ნებ­და, მწა­მებ­ლებს ხელს აფა­რებ­და და ა.შ რა პო­ლი­ტი­კუ­რი აწ­მყო ან მო­მა­ვა­ლი უნდა ქონ­დეს?! აწ­მყო, ხომ სა­ვა­ლა­ლოა- ისი­ნი პარ­ლა­მენ­ტში სხე­დან და კი­დევ ბე­და­ვენ ამომ­რჩევ­ლის სა­ხე­ლით სა­უ­ბარს! აი, რო­გო­რი მო­მა­ვა­ლი ექ­ნე­ბა მათ და რაც მთა­ვა­რია, ჩვენს ქვე­ყა­ნას, ეს ისევ ამომ­რჩე­ველ­მა უნდა გა­და­წყვი­ტოს! ისევ ხალ­ხი, სა­ზო­გა­დო­ე­ბა თა­ვი­სი ხმე­ბით უნდა მო­ე­რი­ოს ამ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ მოძ­რა­ო­ბას, სხვა ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი უძ­ლუ­რი იქ­ნე­ბა ამ ბო­რო­ტე­ბას­თან ბრძო­ლა­ში. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" კი არა, სრუ­ლი­ად ქარ­თვე­ლი ხალ­ხი, ჯან­სა­ღი და გო­ნი­ე­რი ქარ­თვე­ლი ხალ­ხი უნდა მო­ე­რი­ოს იმ უბე­დუ­რე­ბას, რა­საც ქარ­თუ­ლი ნა­ციზ­მი თუ მი­შიზ­მი ქვია" - წერს კო­ბა­ხი­ძე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

"ვიღაც გამავრცელებელზე კი ნუ გადავიტანთ ძირითადად ყურადღებას, არამედ, თავად შემსრულებლებზე" - მანანა კობახიძე

"ვიღაც გამავრცელებელზე კი ნუ გადავიტანთ ძირითადად ყურადღებას, არამედ, თავად შემსრულებლებზე" - მანანა კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მანანა კობახიძე უკრაინულ საიტზე გავრცელებულ სკანდალურ კადრებზე წერს. მისი თქმით, საზოგადოებამ ყურადღება კადრების გამავრცელებლების ნაცვლად, შემსრულებლებზე უნდა გადაიტანოს:

"უმძიმესი კადრები, რომელზეც დღეს ვსაუბრობთ, საქართველოს პარლამენტის შენობაში, დახურულ ფორმატში აჩვენეს დეპუტატებს. მე ვერ შევძელი ყურება და დავტოვე დარბაზი...ვერც ახლა ვუყურებ! (რამდენჯერ უნდა ჩავარდეს საზოგადოება შოკში ამ კადრების ყურებით და რამდენჯერ უნდა განადგურდეს თავად მსხვერპლი ან მისი ოჯახი?! ) შეიძლება, ჩემგან ეს არ არის სწორი და პოლიტიკოსს ემოციაზე მეტად, ცივი გონება მოეკითხება, მაგრამ ამწუთას ეს არ არის მთავარი! ხომ უდავოა, რომ ეს უბედურება ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი მოქალაქეების მიერ იქნა ჩადენილი, ბუნებრივია, სწორედ ხელისუფლება იყო პასუხისმგებელი ამ დანაშაულებზე.

ერთი რომ, მას ოფიციალური თანამდებობის პირები ახალისებდნენ, ხელს უწყობდნენ, უკვეთავდნენ ან თავად ჩადიოდნენ და მეორე, არავინ იძიებდა მათ და მეტიც, ეს სისასტიკე, შეიძლება მავანთა თანამდებობრივი წახალისების, დაწინაურების, პრემირების საფუძველიც კი იყო! შეცდომა არ მოგვივიდეს, ამ კადრებზე როცა ვსაუბრობთ, პირად ცხოვრებაზე ნუ გადავიტანთ აქცენტს, გაუპატიურება წამების ტოლფასი დანაშაულია, უმძიმესი დანაშაული და სწორედ ამის მტკიცებულებას წარმოადგენს ეს კადრები. დანაშაულის მამხილებელია ეს კადრები და ფაქტია, რომ ის არსებობს და ის ვერასოდეს წაიშლება, ვერ განადგურდება, რაც არ უნდა მოვინდომოთ!

ასეთი კადრები არასოდეს ქრება უკვალოდ, როგორც ფაშიზმის დანაშაულის კადრებს ვერავინ წაშლის, აი ზუსტად ისე! მესმის, რომ დაზარალებულების უფლება და მათი ინტერესები უნდა იყოს დაცული, მათი ვინაობა, პერსონალური მონაცემები უნდა იყოს დაფარული, მაგრამ თვითონ ამ დანაშაულის სამხილს ვერ გავაქრობთ, როგორც არ უნდა ვეცადოთ. ეს იგივეა, მსხვერპლს რომ ვეძახოთ, დაივიწყე, ისეთი არაფერი მოგსვლიაო! ამიტომაც, ვიღაც გამავრცელებელზე, უკრაინაში თუ სხვაგან, კი ნუ გადავიტანთ ძირითადად ყურადღებას, არამედ, თავად შემსრულებლებზე, ამ დანაშაულის მოქმედ "გმირებზე" და მათ ხელშემწყობებზე ვიმსჯელოთ. იმედი მაქვს, რომ ის არაკაცები, ვინც ეს უშუალოდ ჩაიდინა, ციხეში სხედან!!! და სწორედ პროკურატურამ, დეტალურად უნდა აუხსნას საზოგადოებას, სათანადოდ აგებინეს თუ არა პასუხი დამნაშავეებს....

ახლა კი მთავარი, იმ პოლიტიკურ ძალას, ვინც ამ მახინჯ, დანაშაულებრივ სისტემას ქმნიდა, ვინც ღირსების აყრას ხელისუფლების შენარჩუნებისთვის მთავარ ინსტრუმენტად იყენებდა, მწამებლებს ხელს აფარებდა და ა.შ რა პოლიტიკური აწმყო ან მომავალი უნდა ქონდეს?! აწმყო, ხომ სავალალოა- ისინი პარლამენტში სხედან და კიდევ ბედავენ ამომრჩევლის სახელით საუბარს! აი, როგორი მომავალი ექნება მათ და რაც მთავარია, ჩვენს ქვეყანას, ეს ისევ ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს! ისევ ხალხი, საზოგადოება თავისი ხმებით უნდა მოერიოს ამ დანაშაულებრივ მოძრაობას, სხვა ყველა და ყველაფერი უძლური იქნება ამ ბოროტებასთან ბრძოლაში. "ქართული ოცნება" კი არა, სრულიად ქართველი ხალხი, ჯანსაღი და გონიერი ქართველი ხალხი უნდა მოერიოს იმ უბედურებას, რასაც ქართული ნაციზმი თუ მიშიზმი ქვია" - წერს კობახიძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს