ადვოკატი ოთო კახიძე, 2013 წელს საქართვლოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან გამართულ შეხვედრას იხსენებს:
"NDI-ის კვლევის შედეგებზე გამახსენდა -
2013 წლის გაზაფხულზე პრეზიდენტ სააკაშვილს შევხვდი, ვსაუბრობდით პოლიტიკაზე, მოვლენათა სავარაუდო განვითარებაზე და მაშინ მითხრა მიშამ -
ჩვენი საზოგადოება ახალი ხელისუფლების მმართველობიდან სამ ძირითად დასკვნას გამოიტანს:
1. არავინ არაფერს არ დაგირიგებს და გაჩუქებს, უკეთესი ცხოვრებისათვის სწავლა და შრომაა საჭირო;
2. რუსეთთან თვალის ჩაკვრით და რიტორიკის შეცვლით მათი იმპერიული ზრახვები არ შეიცვლება;
3. რეფორმები, რომელიც გატარდა და წინსვლა, რომელიც იყო 9 წლის განმავლობაში, თავისით და 21-ე საუკუნის გამო არ გვქონია, ქვეყნის მართვისთვის ეფექტური და პროგრესული მთავრობაა საჭირო.
და მერე დაამატა:
ამასობაში ჩვენც უნდა გამოვიტანოთ დასკვნები იმ შეცდომებიდან, რაც დავუშვით და როცა ხალხი ხელახალ მანდატს მოგვცემს, კიდევ უფრო დიდი ნაბიჯებით უნდა წავიყვანოთ საქართველო წინ" - წერს კახიძე.