პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიოს ყველაზე ძუნწი მილიონერი, რომელმაც შვილის ოპერაციისთვის ფული ვერ გაიმეტა
მსოფლიოს ყველაზე ძუნწი მილიონერი, რომელმაც შვილის ოპერაციისთვის ფული ვერ გაიმეტა

მი­ლი­ო­ნე­ბის მფლო­ბე­ლი ქალი ცხელ წყალ­სა და გათ­ბო­ბას არას­დროს რთავ­და, ყიდ­და წა­კი­თხულ გა­ზე­თებს, არ იბან­და ხე­ლებს, არ რე­ცხავ­და, ჭამ­და მხო­ლოდ ცივ შვრი­ის ფა­ფას და სუპს. შვი­ლის­თვის სა­ო­პე­რა­ცი­ოდ ფული ვერ გა­ი­მე­ტა, რაც გან­გრე­ნი­თა და ფე­ხის ამ­პუ­ტა­ცი­ით დას­რულ­და.

ჰენ­რი­ე­ტა გრი­ნი გი­ნე­სის რე­კორ­დე­ბის წიგნ­ში მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე ძუნ­წი ადა­მი­ა­ნის სა­ხე­ლით შე­ვი­და. ეცვა ერ­თა­დერ­თი გა­ხუ­ნე­ბუ­ლი კაბა, რო­მელ­საც არა­სო­დეს რე­ცხავ­და. ხმა­რე­ბის­გან გაც­რე­ცილ თეთ­რე­ულს კი მხო­ლოდ მა­შინ იც­ვლი­და, რო­დე­საც იხე­ო­და. ამას­თან გრი­ნის სახ­ლში სა­პო­ნიც არ ჰქონ­და, რად­გან არა­სო­დეს იბან­და. რთუ­ლი წარ­მო­სად­გე­ნი არ არის, თუ რო­გორ "არო­მატს" აფ­რქვევ­და ქალი, რა­საც კი­დევ უფრო ამ­ძაფ­რებ­და პი­რი­დან ხახ­ვის სუნი - ხახვს გა­მუდ­მე­ბის ღე­ჭავ­და, ავად რომ არ გამ­ხდა­რი­ყო. თუმ­ცა, რო­დე­საც აფ­თი­აქ­ში ვი­ზი­ტი გარ­და­უ­ვა­ლი იყო, წამ­ლის ჩა­სას­ხმე­ლად თა­ვი­სი ფლა­კო­ნით მი­დი­ო­და, რად­გან ზედ­მე­ტი 5 ცენ­ტის გა­დახ­და არ სურ­და.

თეთ­რე­ულს და ბავ­შვე­ბის ტან­საც­მელს მეძ­ველ­მა­ნე­ებ­თან ყი­დუ­ლობ­და და თი­თო­ე­ულ ცენტზე გუ­ლის შე­ღო­ნე­ბამ­დე ევაჭ­რე­ბო­და. ასე­თი­ვე ვაჭ­რო­ბას მარ­თავ­და პუ­რის მა­ღა­ზი­ა­ში, სა­დაც ყვე­ლა­ზე გამ­ხმარ პურ­სა და დაფშვნილ ნამ­ცხვარს ყი­დუ­ლობ­და. ბო­ნუ­სის სა­ხით კი, ძაღ­ლის­თვის ძვალს ითხოვ­და, რო­მელ­საც პარ­ტო­ნის მსგავ­სი სა­ში­ნე­ლი ხა­სი­ა­თი ჰქონ­და. სა­სა­დი­ლო­ებ­ში კი ნამ­დვილ წარ­მოდ­გე­ნებს მარ­თავ­და: სუპ­ში კენ­ჭებს ყრი­და და გრან­დი­ო­ზულ სკან­დალს აწყობ­და, რათა სა­ფა­სუ­რი აე­ნა­ზღა­უ­რე­ბი­ნათ.

ХХ სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში (გრი­ნი 1834 წელს და­ი­ბა­და და 1916 წელს გარ­და­იც­ვა­ლა) მისი ქო­ნე­ბა 100-დან 200 მი­ლი­ო­ნამ­დე დო­ლარს აღ­წევ­და, რაც დღეს­დღე­ო­ბით მი­ლი­არ­დებს უდ­რის.

"და­ზო­გო ცენ­ტი - ნიშ­ნავს, გა­მო­ი­მუ­შაო ის" - ხში­რად უმე­ო­რებ­და ჰენ­რი­ე­ტა შვი­ლებს. და დად­გა მო­მენ­ტი, რო­დე­საც მან სა­კუ­თა­რი შვი­ლის - ნე­დის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზეც კი და­ზო­გა ფული. გარ­და იმი­სა, რომ შვი­ლე­ბის რა­ცი­ონ­ში ვი­ტა­მი­ნე­ბი­სა და კა­ლო­რი­ე­ბის ნა­სა­ხიც კი არ იყო, მი­ლი­ო­ნე­რის ქა­ლიშ­ვილს, სილ­ვი­ას უჭ­მე­ლო­ბის­გან თვალთ და­აკ­ლდა. სა­ში­ნე­ლი სი­ძუნ­წის აპო­თე­ო­ზი კი ოჯა­ხის ტრა­გე­დი­ად იქცა.

11 წლის ნედ­მა ცი­გუ­რებ­ზე სრი­ა­ლი­სას მუხ­ლის მძი­მე ტრავ­მა მი­ი­ღო. იმის ნაც­ვლად, რომ შვი­ლი ნორ­მა­ლურ ჰოს­პი­ტალ­ში მი­ეყ­ვა­ნა. ჰენ­რი­ე­ტამ ეკო­ნო­მი­ის მიზ­ნით უპო­ვარ­თა სა­ა­ვად­მყო­ფოს მი­მარ­თა უფა­სო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის მი­სა­ღე­ბად.

ჰენ­რი­ე­ტა ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად

სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ამე­რი­კის უმ­დიდ­რე­სი ქალი იც­ნეს და უარი უთხრეს ნედს მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე, რო­მელ­საც სას­წრა­ფო ოპე­რა­ცია ესა­ჭი­რო­ე­ბო­და. გრინ­მა შვი­ლი სახ­ლში წა­იყ­ვა­ნა და თვით­მკურ­ნა­ლო­ბას მიჰ­ყო ხელი, რის შე­დე­გა­დაც ბი­ჭუ­ნას გან­გრე­ნა გა­ნუ­ვი­თარ­და და ფეხი მო­საკ­ვე­თი გა­უხ­და.

ამ­პუ­ტა­ცი­ის სა­ფა­სუ­რი მა­მამ გა­და­ი­ხა­და, რო­მელ­მაც შემ­თხვე­ვით შე­ი­ტყო შვი­ლის უბე­დუ­რე­ბის შე­სა­ხებ. ამ მწა­რე გაკ­ვე­თილ­მაც არა­ფე­რი ას­წავ­ლა ქალს: ნედი პრო­თე­ზის რიგ­ში უპო­ვარ­თა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ჩა­წე­რეს, ბი­ჭუ­ნა ნა­ხე­ვა­რი წე­ლი­წა­დი ელო­და ია­ფ­ფა­სი­ან "ხე­ლოვ­ნურ ფეხს" იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

მსოფლიოს ყველაზე ძუნწი მილიონერი, რომელმაც შვილის ოპერაციისთვის ფული ვერ გაიმეტა

მსოფლიოს ყველაზე ძუნწი მილიონერი, რომელმაც შვილის ოპერაციისთვის ფული ვერ გაიმეტა

მილიონების მფლობელი ქალი ცხელ წყალსა და გათბობას არასდროს რთავდა, ყიდდა წაკითხულ გაზეთებს, არ იბანდა ხელებს, არ რეცხავდა, ჭამდა მხოლოდ ცივ შვრიის ფაფას და სუპს. შვილისთვის საოპერაციოდ ფული ვერ გაიმეტა, რაც განგრენითა და ფეხის ამპუტაციით დასრულდა.

ჰენრიეტა გრინი გინესის რეკორდების წიგნში მსოფლიოს ყველაზე ძუნწი ადამიანის სახელით შევიდა. ეცვა ერთადერთი გახუნებული კაბა, რომელსაც არასოდეს რეცხავდა. ხმარებისგან გაცრეცილ თეთრეულს კი მხოლოდ მაშინ იცვლიდა, როდესაც იხეოდა. ამასთან გრინის სახლში საპონიც არ ჰქონდა, რადგან არასოდეს იბანდა. რთული წარმოსადგენი არ არის, თუ როგორ "არომატს" აფრქვევდა ქალი, რასაც კიდევ უფრო ამძაფრებდა პირიდან ხახვის სუნი - ხახვს გამუდმების ღეჭავდა, ავად რომ არ გამხდარიყო. თუმცა, როდესაც აფთიაქში ვიზიტი გარდაუვალი იყო, წამლის ჩასასხმელად თავისი ფლაკონით მიდიოდა, რადგან ზედმეტი 5 ცენტის გადახდა არ სურდა.

თეთრეულს და ბავშვების ტანსაცმელს მეძველმანეებთან ყიდულობდა და თითოეულ ცენტზე გულის შეღონებამდე ევაჭრებოდა. ასეთივე ვაჭრობას მართავდა პურის მაღაზიაში, სადაც ყველაზე გამხმარ პურსა და დაფშვნილ ნამცხვარს ყიდულობდა. ბონუსის სახით კი, ძაღლისთვის ძვალს ითხოვდა, რომელსაც პარტონის მსგავსი საშინელი ხასიათი ჰქონდა. სასადილოებში კი ნამდვილ წარმოდგენებს მართავდა: სუპში კენჭებს ყრიდა და გრანდიოზულ სკანდალს აწყობდა, რათა საფასური აენაზღაურებინათ.

ХХ საუკუნის დასაწყისში (გრინი 1834 წელს დაიბადა და 1916 წელს გარდაიცვალა) მისი ქონება 100-დან 200 მილიონამდე დოლარს აღწევდა, რაც დღესდღეობით მილიარდებს უდრის.

"დაზოგო ცენტი - ნიშნავს, გამოიმუშაო ის" - ხშირად უმეორებდა ჰენრიეტა შვილებს. და დადგა მომენტი, როდესაც მან საკუთარი შვილის - ნედის ჯანმრთელობაზეც კი დაზოგა ფული. გარდა იმისა, რომ შვილების რაციონში ვიტამინებისა და კალორიების ნასახიც კი არ იყო, მილიონერის ქალიშვილს, სილვიას უჭმელობისგან თვალთ დააკლდა. საშინელი სიძუნწის აპოთეოზი კი ოჯახის ტრაგედიად იქცა.

11 წლის ნედმა ციგურებზე სრიალისას მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო. იმის ნაცვლად, რომ შვილი ნორმალურ ჰოსპიტალში მიეყვანა. ჰენრიეტამ ეკონომიის მიზნით უპოვართა საავადმყოფოს მიმართა უფასო სამედიცინო დახმარების მისაღებად.

ჰენრიეტა ქალიშვილთან ერთად

საავადმყოფოში ამერიკის უმდიდრესი ქალი იცნეს და უარი უთხრეს ნედს მომსახურებაზე, რომელსაც სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროებოდა. გრინმა შვილი სახლში წაიყვანა და თვითმკურნალობას მიჰყო ხელი, რის შედეგადაც ბიჭუნას განგრენა განუვითარდა და ფეხი მოსაკვეთი გაუხდა.

ამპუტაციის საფასური მამამ გადაიხადა, რომელმაც შემთხვევით შეიტყო შვილის უბედურების შესახებ. ამ მწარე გაკვეთილმაც არაფერი ასწავლა ქალს: ნედი პროთეზის რიგში უპოვართა საავადმყოფოში ჩაწერეს, ბიჭუნა ნახევარი წელიწადი ელოდა იაფფასიან "ხელოვნურ ფეხს" იხილეთ გაგრძელება