სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურის ე.წ. კასრების საქმესთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს
პროკურატურის ე.წ. კასრების საქმესთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს

სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბით, ე.წ. კას­რე­ბის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მიერ დამ­ნა­შა­ვედ იქნა ცნო­ბი­ლი 11 პირი, რო­მელ­თა­გან ორ­თან საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა გა­ფორმ­და , ერთი ბრალ­დე­ბუ­ლი კი სა­სა­მარ­თლომ გა­ა­მარ­თლა. მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა ე.წ. კას­რე­ბის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით წარ­მო­ე­ბულ გა­მო­ძი­ე­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს. გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ "საპ­რო­ცე­სო კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მო­თხოვ­ნა­თა დაც­ვით, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, მათ შო­რის ვი­დე­ო­ფი­რე­ბი, გა­და­ე­ცა დაც­ვის მხა­რე­საც".

"17 ოქ­ტომ­ბერს მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მელ­შიც ნაჩ­ვე­ნე­ბია წა­მე­ბი­სა და სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფაქ­ტე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა გან­მარ­ტავს, რომ 2013 წლის 15 ივ­ნისს და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის, საბ­რძო­ლო მა­სა­ლის, ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბი­სა და ფეთ­ქე­ბა­დი ნივ­თი­ე­რე­ბის, უკა­ნო­ნოდ შე­ნახ­ვის ფაქ­ტზე, და­ნა­შა­უ­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 236-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით. გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში დათ­ვა­ლი­ერ­და ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ნა­რა­ზე­ნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია, სა­დაც ნა­ნა­ხი იქნა მი­წა­ში და­მარ­ხუ­ლი რვა კას­რი, რომ­ლებ­შიც აღ­მოჩ­ნდა დიდი ოდე­ნო­ბით სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი, საბ­რძო­ლო მა­სა­ლა, ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი, ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი და ვი­დე­ო­ფი­რე­ბი. ამო­ღე­ბულ ვი­დე­ო­ფი­რებ­ზე აღ­მოჩ­ნდა წა­მე­ბი­სა და სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი.

აღ­მო­ჩე­ნილ ჩა­ნა­წე­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2011 წელს ორ პი­როვ­ნე­ბას უკა­ნო­ნოდ აღუკ­ვე­თეს თა­ვი­სუფ­ლე­ბა და მი­იყ­ვა­ნეს ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნის ტყე­ში არ­სე­ბულ სპე­ცი­ა­ლუ­რად მო­წყო­ბილ კონ­სპი­რა­ცი­ულ მი­წურ­ში, სა­დაც შსს სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლემ მე­გის ქარ­და­ვამ, ამა­ვე სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა კოხ­ტა კო­დუ­ამ, და­ვით ჩა­გი­ნა­ვამ, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლემ კობა თო­დუ­ამ და თე­ი­მუ­რაზ უბი­რი­ამ არარ­სე­ბუ­ლი ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის მომ­ზა­დე­ბის აღი­ა­რე­ბის მი­სა­ღე­ბად სას­ტი­კად სცე­მეს, გა­ა­შიშ­ვლეს, და­ა­ბეს მა­გი­და­ზე და აწა­მეს. ამის შემ­დეგ აღ­ნიშ­ნულ პი­რე­ბის ბო­ლომ­დე გა­ტეხ­ვის მიზ­ნით მათ­ზე გან­ხორ­ცი­ელ­და გა­უ­კუღ­მარ­თე­ბუ­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი კონ­ტაქ­ტი ძა­ლა­დო­ბით. აღ­ნიშ­ნულ სას­ტიკ ძა­ლა­დობ­რივ ქმე­დე­ბებს ვი­დეო-კა­მე­რით იღებ­და კოხ­ტა კო­დუა. წა­მე­ბი­სა და სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­ფი­რე­ბი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის სა­ხით და­ერ­თო სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეს და საქ­მეს­თან ერ­თად წა­რი­მარ­თა არ­სე­ბი­თად გან­სა­ხილ­ვე­ლად თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში. საპ­რო­ცე­სო კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მო­თხოვ­ნა­თა დაც­ვით, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, მათ შო­რის ვი­დე­ო­ფი­რე­ბი, გა­და­ე­ცა დაც­ვის მხა­რე­საც", - ნათ­ქვა­მია მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბის მხა­რის მრა­ვალ­თვი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მიერ დამ­ნა­შა­ვედ იქნა ცნო­ბი­ლი თერ­თმე­ტი პირი, კერ­ძოდ, მე­გის ქარ­და­ვა, და­ვით ჩა­გი­ნა­ვა და კოხ­ტა კო­დუა ცნო­ბი­ლი იქ­ნენ დამ­ნა­შა­ვედ სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 138-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლის "გ" ქვე­პუნ­ქტით, სსკ-ის 1441-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის "ა"",ზ"და "ე" ქვე­პუნ­ქტე­ბით, სსკ-ის 143-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლის "ა" ქვე­პუნ­ქტით, რაც გუ­ლის­ხმობს გა­უ­კუღ­მარ­თე­ბუ­ლი ფორ­მით სქე­სობ­რი­ვი კონ­ტაქ­ტის ძა­ლა­დო­ბით დამ­ყა­რე­ბას, წა­მე­ბას და თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ აღ­კვე­თას. მათ სა­ბო­ლოო სას­ჯე­ლის ზო­მად 9 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნე­სა­ზღვრათ; კობა თო­დუა ცნო­ბილ იქნა დამ­ნა­შა­ვედ სსკ-ის 1441-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის "ა", "ზ" და "ე" ქვე­პუნ­ქტე­ბით, სსკ-ის 143-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლის "ა" ქვე­პუნ­ქტით, რაც გუ­ლის­ხმობს წა­მე­ბას და თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ აღ­კვე­თას. თო­დუ­ას სა­ბო­ლოო სას­ჯე­ლის ზო­მად 9 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნე­სა­ზღვრა; თე­მურ უბი­რია ცნო­ბილ იქნა დამ­ნა­შა­ვედ სსკ-ის 138-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლის "გ" ქვე­პუნ­ქტით, რაც გუ­ლის­ხმობს გა­უ­კუღ­მარ­თე­ბუ­ლი ფორ­მით სქე­სობ­რი­ვი კონ­ტაქ­ტის ძა­ლა­დო­ბით დამ­ყა­რე­ბას და მას სა­ბო­ლოო სას­ჯე­ლის ზო­მად 7 წლი­თა და 6 თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნე­სა­ზღვრა; პა­ა­ტა ქი­რია, გუ­რამ ჭი­თა­ნა­ვა, გი­ორ­გი ბუ­ლია ცნო­ბი­ლი იქ­ნენ დამ­ნა­შა­ვედ სსკ-ის 143-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლის "ა" ქვე­პუნ­ქტით, რაც გუ­ლის­ხმობს თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ აღ­კვე­თას და მათ სა­ბო­ლოო სას­ჯე­ლის ზო­მად თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა 6 წლის ვა­დით გა­ნე­სა­ზღვრათ; ირაკ­ლი ახა­ლა­ია ცნო­ბილ იქნა დამ­ნა­შა­ვედ სსკ-ის 376-ე მუხ­ლით, რაც გუ­ლის­ხმობს გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე კა­ტე­გო­რი­ის და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბას და მას სა­ბო­ლოო სას­ჯე­ლის ზო­მად თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა 2 წლი­თა და 3 თვის ვა­დით გა­ნე­სა­ზღვრა; მარ­ლეს ხვი­ტია და გოჩა შო­ნია ცნო­ბილ იქ­ნენ დამ­ნა­შა­ვედ სსკ-ის 143-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლის "ა" ქვე­პუნ­ქტით, რაც გუ­ლის­ხმობს თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ აღ­კვე­თას და მათ­თან გა­ფორმ­და საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა, ვი­ნა­ი­დან მათ აღი­ა­რეს ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი და არ­სე­ბი­თად ითა­ნამ­შრომ­ლეს გა­მო­ძი­ე­ბას­თან, ასე­ვე საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბი­სას გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იყო ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ მათ შემ­ხებ­ლო­ბა არ ჰქო­ნი­ათ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის წა­მე­ბა­სა და ძა­ლა­დობ­რივ სქე­სობ­რივ და­ნა­შა­ულ­თან. ხვი­ტი­ა­სა და შო­ნი­ას სა­ბო­ლოო სას­ჯე­ლის ზო­მად 2 წლი­თა და 6 თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნე­სა­ზღვრათ.

რუს­ლან შა­მა­ხია სა­მეგ­რე­ლო ზემო-სვა­ნე­თის შს კუდ-ის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი, რო­მელ­საც ბრა­ლი ედე­ბო­და სსკ-ის 1441 მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის "ა" და "ზ" ქვე­პუნ­ქტე­ბით და ამა­ვე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლით, სსკ-ის 138-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლის "გ" ქვე­პუნ­ქტით და მე­ო­თხე ნა­წი­ლის "ა" ქვე­პუნ­ქტით და სსკ-ის 143-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლის "დ" ქვე­პუნ­ქტით და მე­ო­თხე ნა­წი­ლის "ა" ქვე­პუნ­ქტით, რაც გუ­ლის­ხმობს გა­უ­კუღ­მარ­თე­ბუ­ლი ფორ­მით სქე­სობ­რი­ვი კონ­ტაქ­ტის ძა­ლა­დო­ბით დამ­ყა­რე­ბას, წა­მე­ბას და თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ აღ­კვე­თას, წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მიერ ცნო­ბილ იქნა უდა­ნა­შა­უ­ლოდ.

"ამ­ჟა­მად მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბი მე­გის ქარ­და­ვა და კოხ­ტა კო­დუა იმ­ყო­ფე­ბი­ან მი­მალ­ვა­ში და მათ მი­მართ მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნა. ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და­ვით ჩა­გი­ნა­ვას მი­მართ, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი იქნა სა­ზღვარ­გა­რეთ და მოხ­და მისი ექ­სტრა­დი­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში. გა­ნა­ჩე­ნი გა­სა­ჩივ­რე­ბუ­ლია ბრალ­დე­ბის მხა­რის მიერ და თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს საქ­მის გან­ხილ­ვა. ბრალ­დე­ბის მხა­რე სა­ა­პე­ლა­ციო სა­ჩივ­რით ითხოვს რუს­ლან შა­მა­ხი­ას გამ­ტყუ­ნე­ბას, ასე­ვე წა­მე­ბა­სა და გა­უ­კუღ­მარ­თე­ბუ­ლი ფორ­მით სქე­სობ­რი­ვი კონ­ტაქ­ტის ძა­ლა­დო­ბით დამ­ყა­რე­ბა­ში მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის სას­ჯე­ლის დამ­ძი­მე­ბას", - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

პროკურატურის ე.წ. კასრების საქმესთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს

პროკურატურის ე.წ. კასრების საქმესთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, ე.წ. კასრების საქმესთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დამნაშავედ იქნა ცნობილი 11 პირი, რომელთაგან ორთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა , ერთი ბრალდებული კი სასამართლომ გაამართლა. მთავარი პროკურატურა ე.წ. კასრების საქმესთან დაკავშირებით წარმოებულ გამოძიებაზე ინფორმაციას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ "საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, მტკიცებულებები, მათ შორის ვიდეოფირები, გადაეცა დაცვის მხარესაც".

"17 ოქტომბერს მედიასაშუალებებით გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით, რომელშიც ნაჩვენებია წამებისა და სექსუალური ძალადობის ამსახველი ფაქტები, საქართველოს მთავარი პროკურატურა განმარტავს, რომ 2013 წლის 15 ივნისს დაიწყო გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ასაფეთქებელი მოწყობილობისა და ფეთქებადი ნივთიერების, უკანონოდ შენახვის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიების ფარგლებში დათვალიერდა ზუგდიდის რაიონის სოფელ ნარაზენის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ნანახი იქნა მიწაში დამარხული რვა კასრი, რომლებშიც აღმოჩნდა დიდი ოდენობით სხვადასხვა სახეობის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ასაფეთქებელი ნივთიერებები, ნარკოტიკული საშუალებები და ვიდეოფირები. ამოღებულ ვიდეოფირებზე აღმოჩნდა წამებისა და სექსუალური ძალადობის ამსახველი ვიდეოჩანაწერები.

აღმოჩენილ ჩანაწერებთან დაკავშირებით ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2011 წელს ორ პიროვნებას უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და მიიყვანეს ზუგდიდის რაიონის ტყეში არსებულ სპეციალურად მოწყობილ კონსპირაციულ მიწურში, სადაც შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ მეგის ქარდავამ, ამავე სამმართველოს თანამშრომლებმა კოხტა კოდუამ, დავით ჩაგინავამ, თავდაცვის სამინისტროს დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ კობა თოდუამ და თეიმურაზ უბირიამ არარსებული ტერორისტული აქტის მომზადების აღიარების მისაღებად სასტიკად სცემეს, გააშიშვლეს, დააბეს მაგიდაზე და აწამეს. ამის შემდეგ აღნიშნულ პირების ბოლომდე გატეხვის მიზნით მათზე განხორციელდა გაუკუღმართებული სექსუალური კონტაქტი ძალადობით. აღნიშნულ სასტიკ ძალადობრივ ქმედებებს ვიდეო-კამერით იღებდა კოხტა კოდუა. წამებისა და სექსუალური ძალადობის ამსახველი ვიდეოფირები მტკიცებულების სახით დაერთო სისხლის სამართლის საქმეს და საქმესთან ერთად წარიმართა არსებითად განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოში. საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, მტკიცებულებები, მათ შორის ვიდეოფირები, გადაეცა დაცვის მხარესაც", - ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე ბრალდების მხარის მრავალთვიანი მუშაობის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დამნაშავედ იქნა ცნობილი თერთმეტი პირი, კერძოდ, მეგის ქარდავა, დავით ჩაგინავა და კოხტა კოდუა ცნობილი იქნენ დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, სსკ-ის 1441-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა", ,,ზ"და "ე" ქვეპუნქტებით, სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს გაუკუღმართებული ფორმით სქესობრივი კონტაქტის ძალადობით დამყარებას, წამებას და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას. მათ საბოლოო სასჯელის ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ; კობა თოდუა ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 1441-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა", "ზ" და "ე" ქვეპუნქტებით, სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს წამებას და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას. თოდუას საბოლოო სასჯელის ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა; თემურ უბირია ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს გაუკუღმართებული ფორმით სქესობრივი კონტაქტის ძალადობით დამყარებას და მას საბოლოო სასჯელის ზომად 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა; პაატა ქირია, გურამ ჭითანავა, გიორგი ბულია ცნობილი იქნენ დამნაშავედ სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას და მათ საბოლოო სასჯელის ზომად თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით განესაზღვრათ; ირაკლი ახალაია ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 376-ე მუხლით, რაც გულისხმობს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობას და მას საბოლოო სასჯელის ზომად თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 3 თვის ვადით განესაზღვრა; მარლეს ხვიტია და გოჩა შონია ცნობილ იქნენ დამნაშავედ სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას და მათთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, ვინაიდან მათ აღიარეს ჩადენილი დანაშაული და არსებითად ითანამშრომლეს გამოძიებასთან, ასევე საპროცესო შეთანხმების გაფორმებისას გათვალისწინებული იყო ის გარემოება, რომ მათ შემხებლობა არ ჰქონიათ დაზარალებულების წამებასა და ძალადობრივ სქესობრივ დანაშაულთან. ხვიტიასა და შონიას საბოლოო სასჯელის ზომად 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.

რუსლან შამახია სამეგრელო ზემო-სვანეთის შს კუდ-ის ყოფილი უფროსი, რომელსაც ბრალი ედებოდა სსკ-ის 1441 მუხლის მეორე ნაწილის "ა" და "ზ" ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მესამე ნაწილით, სსკ-ის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და მეოთხე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის "დ" ქვეპუნქტით და მეოთხე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს გაუკუღმართებული ფორმით სქესობრივი კონტაქტის ძალადობით დამყარებას, წამებას და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას, წარდგენილ ბრალდებაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ცნობილ იქნა უდანაშაულოდ.

"ამჟამად მსჯავრდებულები მეგის ქარდავა და კოხტა კოდუა იმყოფებიან მიმალვაში და მათ მიმართ მიმდინარეობს საერთაშორისო ძებნა. ასევე საერთაშორისო ძებნა მიმდინარეობდა დავით ჩაგინავას მიმართ, რომელიც საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე დაკავებული იქნა საზღვარგარეთ და მოხდა მისი ექსტრადირება საქართველოში. განაჩენი გასაჩივრებულია ბრალდების მხარის მიერ და თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს საქმის განხილვა. ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივრით ითხოვს რუსლან შამახიას გამტყუნებას, ასევე წამებასა და გაუკუღმართებული ფორმით სქესობრივი კონტაქტის ძალადობით დამყარებაში მსჯავრდებულების სასჯელის დამძიმებას", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია