ამქვეყნად ვერავინ დაიკვეხნის აბსოლუტურად იდეალური სხეულით თუ კანის მდგომარეობით. ის მოდელებიც კი, რომელთა "უზადო" სხეულები ჟურნალების გარეკანებზე ელვარებს, აღიარებენ, რომ სპეციალური კომპიუტერული დამუშავების გარეშე არც ერთი ფოტო არ ხვდება გლამურულ გამოცემაში თუ ბილბორდზე. ასეთმა თანამედროვე სარეკლამო გამოხტომებმა თავისი საქმე გააკეთეს – მათ ჩვეულებრივ ქალებს გაუჩინეს არასრულფასოვნების კომპლექსი და გაუგებარი სილამაზის იდეალები მოახვიეს თავს, რომლებიც რეალურ ცხოვრებაში არ არსებობს.
ფოტოგრაფი ვიქტორია კეროლაინ ჰელტომი იხსენებს, მისი კარიერის დასაწყისში როგორ მივიდა ერთი ქალი თხოვნით, გულახდილი სექსუალური ფოტოსესია გადაეღო მისთვის საცვლებში, რათა ქმართან ურთიერთობები გაეცოცხლებინა. "როგორც ახლა მასხოვს, მომხიბვლელი, პიკანტური, "ქალური" ფორმები ჰქონდა", - ამბობს ვიქტორია.
მსჰობლები
თუმცა თვითონ ქალბატონი არ გახლდათ თავდაჯერებული. სთხოვა ფოტოგრაფს, მოეცილებინა ფოტოებიდან ცელულიტიმ ნაოჭები, სტრიები და ხალებიც კი – ერთი სიტყვით, ყველაფერი, რაც მისი აზრით, სილამაზის იდეალებისგან აშორებდა. შესწორებული ფოტოები მან სოციალურ ქსელში განათავსა.
ერთ თვეში ვიქტორიამ ელექტრონული წერილი მიიღო იმ ქალის ქმრისგან. ფოტოგრაფი იმდენად შთააგონა ამ წერილმა, გადაწყვიტა, ყველასთვის გაეზიარებინა მისი შინაარსი. აი, რას სწერდა მას იმ ქალის ქმარი: "როდესაც გავხსენი ალბომი, რომელიც ჩემმა ცოლმა მაჩუქა, კინაღამ გონება დავკარგე.
განაგრძეთ კითხვა