მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შვილებს მიჩაგრავენ... შეურაცხყოფას აყენებენ, თან - საპატრიარქოს სკოლაში "
"შვილებს მიჩაგრავენ... შეურაცხყოფას აყენებენ, თან - საპატრიარქოს სკოლაში "

სკო­ლა ისე­თი თე­მაა, რო­მე­ლიც ყვე­ლა მშო­ბელს აღელ­ვებს. მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობთ, ბავ­შვს შე­ვურ­ჩი­ოთ კარ­გი სკო­ლა, სა­დაც ის­წავ­ლის და ბევრ სა­სარ­გებ­ლო რა­მეს მი­ი­ღებს. თუმ­ცა ხში­რად არც ჩვენ ვართ კმა­ყო­ფი­ლე­ბი და არც ბავ­შვე­ბი. პი­რი­ქით, ზო­გი­ერ­თი მშობ­ლის­თვის სკო­ლა­ში შექ­მნი­ლი გა­რე­მო თუ რო­მე­ლი­მე მას­წავ­ლებ­ლის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ბავ­შვე­ბი­სად­მი, და­უს­რუ­ლე­ბე­ლი კონ­ფლიქ­ტე­ბი­სა და ნერ­ვი­უ­ლო­ბის სა­ბა­ბად იქ­ცე­ვა ხოლ­მე. ასე აღ­მოჩ­ნდა კომ­პო­ზი­ტორ მაია კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, რო­მე­ლიც ორ შვილს ზრდის და რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ძა­ლი­ან ბევრ პრობ­ლე­მას შე­ე­ჩე­ხა სკო­ლა­ში.

- მას­წავ­ლებ­ლე­ბის­გან უპირ­ველ ყოვ­ლი­სა მო­ვი­თხოვ მოს­წავ­ლე­ე­ბის მი­მართ ძა­ლი­ან ლო­ი­ა­ლურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას...

- ლო­ი­ა­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ქცე­ვის მხრივ, სა­გან­თან მიდ­გო­მა­ში, თუ...

- მე ვფიქ­რობ, რომ მას­წავ­ლე­ბელს არ აქვს უფ­ლე­ბა ვი­ღა­ცის შვი­ლი და­ჩაგ­როს. მა­გა­ლი­თად, ჩემს უფ­როს ტყუ­პის­ცალს არ ეს­მის მა­თე­მა­ტი­კა, მე მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე ვე­რაფ­რით ვერ ვის­წავ­ლე ეს სა­გა­ნი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მამა მა­თე­მა­ტი­კო­სი მყავს. ხომ ხდე­ბა ასე­თი რამ, რომ რა­ღაც არ გეს­მის და არ შეგ­დის ტვინ­ში. მე ვი­ყა­ვი ამის ცო­ცხა­ლი მა­გა­ლი­თი და ასეა ჩემი შვი­ლიც. ცუდი კი ისაა, რომ ჰყავს მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც ებ­რძვის და ექიშ­პე­ბა. ბავ­შვი არის მომ­ღე­რა­ლი, თან ძა­ლი­ან კარ­გი, არა­ფერ­ში არ სჭირ­დებს ეს სა­გა­ნი და ვერც იგებს. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მე მა­ღალ ნი­შანს არ ვი­თხოვ, მინ­და და­უ­წე­რონ ისე­თი ნიშ­ნა­ნი, რაც კლა­სი­დან კლას­ში გა­დას­ვლა­ში არ შე­უქ­მნის პრობ­ლე­მას.

- ექიშ­პე­ბა­ში რა იგუ­ლის­ხმე­ბა? სთხოვს ის­წავ­ლოს სა­გა­ნი მა­ღალ ნი­შან­ზე?

- ბავ­შვი, რო­მე­ლიც თა­ვი­სი სიმ­ღე­რით სკო­ლას ასა­ხე­ლებს, ოლიმ­პი­ა­დებ­ზე სო­ლის­ტია, სა­დაც არ უნდა წა­ვი­დეს, თავს იჩენს სიმ­ღე­რით და წარ­მა­ტე­ბა მო­აქვს სკო­ლის­თვის, ასეთ ბავ­შვს გა­მო­ა­ყო­ლო სა­შე­მოდ­გო­მო, არ ვიცი, რა მიდ­გო­მაა. ჩემი აზ­რით, ასე­თი მას­წავ­ლე­ბე­ლი არაა კარ­გი მას­წავ­ლე­ბე­ლი.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს

"შვილებს მიჩაგრავენ... შეურაცხყოფას აყენებენ, თან - საპატრიარქოს სკოლაში "

"შვილებს მიჩაგრავენ... შეურაცხყოფას აყენებენ, თან - საპატრიარქოს სკოლაში "

სკოლა ისეთი თემაა, რომელიც ყველა მშობელს აღელვებს. მაქსიმალურად ვცდილობთ, ბავშვს შევურჩიოთ კარგი სკოლა, სადაც ისწავლის და ბევრ სასარგებლო რამეს მიიღებს. თუმცა ხშირად არც ჩვენ ვართ კმაყოფილები და არც ბავშვები. პირიქით, ზოგიერთი მშობლისთვის სკოლაში შექმნილი გარემო თუ რომელიმე მასწავლებლის დამოკიდებულება ბავშვებისადმი, დაუსრულებელი კონფლიქტებისა და ნერვიულობის საბაბად იქცევა ხოლმე. ასე აღმოჩნდა კომპოზიტორ მაია კაჭკაჭიშვილის შემთხვევაში, რომელიც ორ შვილს ზრდის და როგორც აღმოჩნდა, ძალიან ბევრ პრობლემას შეეჩეხა სკოლაში.

- მასწავლებლებისგან უპირველ ყოვლისა მოვითხოვ მოსწავლეების მიმართ ძალიან ლოიალურ დამოკიდებულებას...

- ლოიალური დამოკიდებულება ქცევის მხრივ, საგანთან მიდგომაში, თუ...

- მე ვფიქრობ, რომ მასწავლებელს არ აქვს უფლება ვიღაცის შვილი დაჩაგროს. მაგალითად, ჩემს უფროს ტყუპისცალს არ ესმის მათემატიკა, მე მთელი ცხოვრების მანძილზე ვერაფრით ვერ ვისწავლე ეს საგანი, მიუხედავად იმისა, რომ მამა მათემატიკოსი მყავს. ხომ ხდება ასეთი რამ, რომ რაღაც არ გესმის და არ შეგდის ტვინში. მე ვიყავი ამის ცოცხალი მაგალითი და ასეა ჩემი შვილიც. ცუდი კი ისაა, რომ ჰყავს მასწავლებელი, რომელიც ებრძვის და ექიშპება. ბავშვი არის მომღერალი, თან ძალიან კარგი, არაფერში არ სჭირდებს ეს საგანი და ვერც იგებს. რასაკვირველია, მე მაღალ ნიშანს არ ვითხოვ, მინდა დაუწერონ ისეთი ნიშნანი, რაც კლასიდან კლასში გადასვლაში არ შეუქმნის პრობლემას.

- ექიშპებაში რა იგულისხმება? სთხოვს ისწავლოს საგანი მაღალ ნიშანზე?

- ბავშვი, რომელიც თავისი სიმღერით სკოლას ასახელებს, ოლიმპიადებზე სოლისტია, სადაც არ უნდა წავიდეს, თავს იჩენს სიმღერით და წარმატება მოაქვს სკოლისთვის, ასეთ ბავშვს გამოაყოლო საშემოდგომო, არ ვიცი, რა მიდგომაა. ჩემი აზრით, ასეთი მასწავლებელი არაა კარგი მასწავლებელი.

განაგრძეთ კითხვა

"უფრო მარტივად ვრცელდება, თუმცა უფრო მძიმედ მიმდინარეობა არ ახასიათებს" - რას ამბობს ამირან გამყრელიძე ბრიტანეთში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ შტამზე

"სიტუაცია ნამდვილად დასტაბილურდა, მაგრამ ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული, რა მასშტაბით შემსუბუქდება შეზღუდვები" - პაატა იმნაძე

პროფესიონალი ქართველი სელექციონერი ამერიკული განათლებით და ბაბუის კვალდაკვალ - რა გეგმები აქვს 24 წლის გენეტიკოსს, რომელიც მცენარეთა ახალი ჯიშების გამოყვანაზე მუშაობს