პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:20-ზე, მთვარე კუროშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლე ფიგაროს" ამპარტავანი და უხეში, მაგრამ რესტორნის ყველა თანამშრომლის გულშემატკივარი მენეჯერი - ლიკა
"ლე ფიგაროს" ამპარტავანი და უხეში, მაგრამ რესტორნის ყველა თანამშრომლის გულშემატკივარი მენეჯერი - ლიკა

სოფო გო­რე­ლაშ­ვი­ლი ახ­ლა­ხან სე­რი­ალ "მზა­რე­უ­ლებ­ში", ლი­კას რო­ლით გა­მოჩ­ნდა. მისი მკაც­რი, უხე­ში იმი­ჯის მქო­ნე პერ­სო­ნა­ჟის­გან გან­სხვა­ვე­ბით, სოფო გულ­ღია და ტაქ­ტი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი გახ­ლავთ. "ფრან­გუ­ლი რეს­ტორ­ნის მკაცრ მე­ნე­ჯერს" სე­რი­ა­ლის პა­ვი­ლი­ონ­ში ვეს­ტუმ­რე.

- პრო­ფე­სი­ით მსა­ხი­ო­ბი ვარ. რო­გორც კი შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლა და­ვას­რუ­ლე, რუ­სე­თის "პირ­ვე­ლი არ­ხის" დიდ პრო­ექ­ტში - სე­რი­ალ "ტრი­უ­კაჩ­ში" მოვ­ხვდი. მალე რუ­სეთ­ში ამ ფილ­მის პრე­მი­ე­რა გა­ი­მარ­თე­ბა. სე­რი­ალ­ზე წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რი ვმუ­შა­ობ­დით. ერთ-ერთ მთა­ვარ როლს ვას­რუ­ლებ­დი. ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა, რად­გან დღეს­დღე­ო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­ზე ბევ­რი მსა­ხი­ო­ბი ოც­ნე­ბობს... რუ­სე­თი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი, სე­რი­ალ "მზა­რე­უ­ლებ­ში" კას­ტინგზე მი­მიწ­ვი­ეს.

- "მზა­რე­უ­ლებ­ში" შენი პერ­სო­ნა­ჟი მოგ­წონს?

- არ შე­იძ­ლე­ბა, ლიკა მოგ­წონ­დეს, ის უნდა შე­გიყ­ვარ­დეს. მას მკაც­რი, უხე­ში, სამ­სა­ხურ­ზე მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ქა­ლის იმი­ჯი აქვს. შე­ნიშ­ვნე­ბის მი­ცე­მა, წეს­რი­გი უყ­ვარს. ცო­ტა­თი ნერ­ვი­უ­ლი და სას­ტი­კია, სი­სუს­ტეს არ იჩენს, მაგ­რამ რო­გორც კი გა­იც­ნობ, მიხ­ვდე­ბი, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში ყვე­ლა­ზე ზრუ­ნავს, ყვე­ლას გულ­შე­მატ­კი­ვა­რია, სამ­სა­ხურ­ზე გიჟ­დე­ბა და უნდა, ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან კარ­გად, სწო­რად იყოს გა­კე­თე­ბუ­ლი. ოფი­ცი­ან­ტებ­თან სულ "გო­ნო­რი­ა­ნია", მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში, თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი უყ­ვარს. ჩემი პერ­სო­ნა­ჟი ნელ-ნელა "გა­იხ­სნე­ბა". რე­ა­ლუ­რად, ძა­ლი­ან სუს­ტი ადა­მი­ა­ნია, რად­გან პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში არ უმარ­თლებს. მკაც­რი, უკა­რე­ბა ქა­ლის იმი­ჯი მის­თვის ერ­თგვა­რი თავ­დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა გახ­ლავთ. მა­ყუ­რე­ბე­ლი ნაკ­ლე­ბად იტყვის, - ლიკა საყ­ვა­რე­ლი­აო. გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ, ჩემი პერ­სო­ნა­ჟი ხალ­ხს უნდა შე­უყ­ვარ­დეს - ამის დიდი იმე­დი მაქვს.

- შენ და ლი­კას რა სა­ერ­თო და გან­სხვა­ვე­ბე­ლი თვი­სე­ბე­ბი გაქვთ?

- ლიკა შე­ბო­ჭი­ლია. იცის, სად რა თქვას. მე უფრო თა­ვი­სუ­ფა­ლი ვარ. სა­კუ­თარ თავ­ზე ლა­პა­რა­კი რთუ­ლია, მაგ­რამ ლი­კას მსგავ­სად, ამ­პარ­ტა­ვა­ნი და უხე­ში არ გახ­ლა­ვართ (იცი­ნის). ჩემი გმი­რის­გან ჩაც­მის სტი­ლი­თაც გან­ვსხვავ­დე­ბი: ის სულ გა­მოპ­რან­ჭუ­ლია, მე კი უპი­რა­ტე­სო­ბას თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლის სა­მოსს ვა­ნი­ჭებ. მა­ღალ­ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლე­ბი­თაც კი ვერ დავ­დი­ო­დი - ეს ჩემ­თვის წა­მე­ბა იყო! მერე მხატ­ვარ­მა გო­გო­ნებ­მა ჩუს­ტე­ბი მო­მი­ტა­ნეს, რად­გან ფე­ხე­ბი ისე მტკი­ო­და, მე­ტი­რე­ბო­და... ლი­კას მსგავ­სი ბევ­რი ნაც­ნო­ბი მყავს და პერ­სო­ნა­ჟის შექ­მნი­სას, რა­ღაც თვი­სე­ბე­ბი მათ­გან "ავი­ღე", რა­ღაც - სა­კუ­თა­რი თა­ვის­გან. მეც წეს­რი­გის მოყ­ვა­რუ­ლი ვარ, მაგ­რამ ამ თვი­სე­ბას ლიკა სხვაგ­ვა­რად გა­მო­ხა­ტავს...

- კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა გე­ხერ­ხე­ბა თუ სა­კუ­თარ სამ­ზა­რე­უ­ლო­შიც "მე­ნე­ჯე­რის" ფუნ­ქცია გა­კის­რია?

- ტკბი­ლე­უ­ლი მიყ­ვარს. ამი­ტომ ნამ­ცხვრე­ბის გა­მო­ცხო­ბა მე­ხა­ლი­სე­ბა. დიდი კუ­ლი­ნა­რი არ ვარ. თან, ხორ­ცი არ მიყ­ვარს და ვერც ვე­ხე­ბი. როცა შინ მხო­ლოდ მე და ჩემი შვი­ლი ვართ, სა­ბას რა­ღა­ცებს ვუმ­ზა­დებ, ის კი კუ­ლი­ნა­რი­ულ ნა­მუ­შევ­რებს მი­ფა­სებს.

- "მზა­რე­უ­ლე­ბის" კადრს მიღ­მა რა ხდე­ბა?

- ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­გი­ჟე­თია! კადრს მიღ­მა ყვე­ლა­ნი ვმე­გობ­რობთ. ფაქ­ტობ­რი­ვად, 24 სა­ა­თი გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე გვი­წევს ყოფ­ნა. გინ­და თუ არა, ასეთ დროს ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნე­თის­თვის ახ­ლობ­ლე­ბი ხდე­ბი­ან. სულ ვამ­ბობთ, - აქ პა­ტა­რა ოჯა­ხი გვაქ­ვსო. საკ­ვე­ბიც არ გვაკ­ლია. გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფის ნა­ხე­ვარ­მა უკვე კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა ის­წავ­ლა.

- ინ­ტი­მურ სცე­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა დაბ­რკო­ლე­ბებს არ გიქ­მნის?

- მე­გო­ნა, შე­მიქ­მნი­და, მაგ­რამ ასე არ მოხ­და. შე­იძ­ლე­ბა, ეკ­რან­ზე სხვა­ნა­ი­რად ჩანს, მაგ­რამ გა­და­ღე­ბის პრო­ცე­სი მხო­ლოდ სა­ხა­ლი­სო იყო - ამო­რა­ლუ­რი აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­ფე­რი ყო­ფი­ლა. თავ­და­პირ­ვე­ლად, მეც და ნი­კაც ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ­დით, მაგ­რამ ინ­ტი­მუ­რი

სცე­ნის გა­და­ღე­ბამ უმარ­ტი­ვე­სად ჩა­ი­ა­რა - ყვე­ლა­ფე­რი "წე­სი­ე­რად" ჩა­ვა­ტა­რეთ. ასეთ დროს, პარტნი­ორ­ზე ბევ­რი რამ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი - ნიკა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მსა­ხი­ო­ბია.

- სა­უბ­რის და­სა­წყის­ში რუ­სუ­ლი პრო­ექ­ტი ახ­სე­ნე. გვი­ამ­ბე, სე­რი­ა­ლი რის შე­სა­ხებ არის, ვის როლს ას­რუ­ლებ? ... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

"ლე ფიგაროს" ამპარტავანი და უხეში, მაგრამ რესტორნის ყველა თანამშრომლის გულშემატკივარი მენეჯერი - ლიკა

"ლე ფიგაროს" ამპარტავანი და უხეში, მაგრამ რესტორნის ყველა თანამშრომლის გულშემატკივარი მენეჯერი - ლიკა

სოფო გორელაშვილი ახლახან სერიალ "მზარეულებში", ლიკას როლით გამოჩნდა. მისი მკაცრი, უხეში იმიჯის მქონე პერსონაჟისგან განსხვავებით, სოფო გულღია და ტაქტიანი ადამიანი გახლავთ. "ფრანგული რესტორნის მკაცრ მენეჯერს" სერიალის პავილიონში ვესტუმრე.

- პროფესიით მსახიობი ვარ. როგორც კი შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლა დავასრულე, რუსეთის "პირველი არხის" დიდ პროექტში - სერიალ "ტრიუკაჩში" მოვხვდი. მალე რუსეთში ამ ფილმის პრემიერა გაიმართება. სერიალზე წელიწად-ნახევარი ვმუშაობდით. ერთ-ერთ მთავარ როლს ვასრულებდი. ძალიან გამიმართლა, რადგან დღესდღეობით, საქართველოს ფარგლებს გარეთ წარმატების მიღწევაზე ბევრი მსახიობი ოცნებობს... რუსეთიდან დაბრუნებული, სერიალ "მზარეულებში" კასტინგზე მიმიწვიეს.

- "მზარეულებში" შენი პერსონაჟი მოგწონს?

- არ შეიძლება, ლიკა მოგწონდეს, ის უნდა შეგიყვარდეს. მას მკაცრი, უხეში, სამსახურზე მოტივირებული ქალის იმიჯი აქვს. შენიშვნების მიცემა, წესრიგი უყვარს. ცოტათი ნერვიული და სასტიკია, სისუსტეს არ იჩენს, მაგრამ როგორც კი გაიცნობ, მიხვდები, რომ სინამდვილეში ყველაზე ზრუნავს, ყველას გულშემატკივარია, სამსახურზე გიჟდება და უნდა, ყველაფერი ძალიან კარგად, სწორად იყოს გაკეთებული. ოფიციანტებთან სულ "გონორიანია", მაგრამ სინამდვილეში, თითოეული მათგანი უყვარს. ჩემი პერსონაჟი ნელ-ნელა "გაიხსნება". რეალურად, ძალიან სუსტი ადამიანია, რადგან პირად ცხოვრებაში არ უმართლებს. მკაცრი, უკარება ქალის იმიჯი მისთვის ერთგვარი თავდაცვის საშუალება გახლავთ. მაყურებელი ნაკლებად იტყვის, - ლიკა საყვარელიაო. გარკვეული დროის შემდეგ, ჩემი პერსონაჟი ხალხს უნდა შეუყვარდეს - ამის დიდი იმედი მაქვს.

- შენ და ლიკას რა საერთო და განსხვავებელი თვისებები გაქვთ?

- ლიკა შებოჭილია. იცის, სად რა თქვას. მე უფრო თავისუფალი ვარ. საკუთარ თავზე ლაპარაკი რთულია, მაგრამ ლიკას მსგავსად, ამპარტავანი და უხეში არ გახლავართ (იცინის). ჩემი გმირისგან ჩაცმის სტილითაც განვსხვავდები: ის სულ გამოპრანჭულია, მე კი უპირატესობას თავისუფალი სტილის სამოსს ვანიჭებ. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებითაც კი ვერ დავდიოდი - ეს ჩემთვის წამება იყო! მერე მხატვარმა გოგონებმა ჩუსტები მომიტანეს, რადგან ფეხები ისე მტკიოდა, მეტირებოდა... ლიკას მსგავსი ბევრი ნაცნობი მყავს და პერსონაჟის შექმნისას, რაღაც თვისებები მათგან "ავიღე", რაღაც - საკუთარი თავისგან. მეც წესრიგის მოყვარული ვარ, მაგრამ ამ თვისებას ლიკა სხვაგვარად გამოხატავს...

- კერძების მომზადება გეხერხება თუ საკუთარ სამზარეულოშიც "მენეჯერის" ფუნქცია გაკისრია?

- ტკბილეული მიყვარს. ამიტომ ნამცხვრების გამოცხობა მეხალისება. დიდი კულინარი არ ვარ. თან, ხორცი არ მიყვარს და ვერც ვეხები. როცა შინ მხოლოდ მე და ჩემი შვილი ვართ, საბას რაღაცებს ვუმზადებ, ის კი კულინარიულ ნამუშევრებს მიფასებს.

- "მზარეულების" კადრს მიღმა რა ხდება?

- ჩვეულებრივი საგიჟეთია! კადრს მიღმა ყველანი ვმეგობრობთ. ფაქტობრივად, 24 საათი გადასაღებ მოედანზე გვიწევს ყოფნა. გინდა თუ არა, ასეთ დროს ადამიანები ერთმანეთისთვის ახლობლები ხდებიან. სულ ვამბობთ, - აქ პატარა ოჯახი გვაქვსო. საკვებიც არ გვაკლია. გადამღები ჯგუფის ნახევარმა უკვე კერძების მომზადება ისწავლა.

- ინტიმურ სცენებში მონაწილეობა დაბრკოლებებს არ გიქმნის?

- მეგონა, შემიქმნიდა, მაგრამ ასე არ მოხდა. შეიძლება, ეკრანზე სხვანაირად ჩანს, მაგრამ გადაღების პროცესი მხოლოდ სახალისო იყო - ამორალური აბსოლუტურად არაფერი ყოფილა. თავდაპირველად, მეც და ნიკაც ძალიან ვნერვიულობდით, მაგრამ ინტიმური

სცენის გადაღებამ უმარტივესად ჩაიარა - ყველაფერი "წესიერად" ჩავატარეთ. ასეთ დროს, პარტნიორზე ბევრი რამ არის დამოკიდებული - ნიკა არაჩვეულებრივი მსახიობია.

- საუბრის დასაწყისში რუსული პროექტი ახსენე. გვიამბე, სერიალი რის შესახებ არის, ვის როლს ასრულებ? ... განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება