საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სულ რომ FBI -ს დახმარება გახდეს საჭირო ეს საქმე უნდა გაიხსნას და ამ მარაზმის გამავრცელებელი დაისაჯოს - თინა ხიდაშელი
სულ რომ FBI -ს დახმარება გახდეს საჭირო ეს საქმე უნდა გაიხსნას და ამ მარაზმის გამავრცელებელი დაისაჯოს - თინა ხიდაშელი

თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი, თინა ხი­და­შე­ლი უკ­რა­ი­ნულ სა­იტ­ზე მიერ გავ­რცე­ლე­ბულ სკან­და­ლურ ვი­დე­ოს, სა­დაც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს პა­ტიმ­რე­ბის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბი­სა და წა­მე­ბის კად­რე­ბია ასა­ხუ­ლი, ვრცე­ლი გან­ცხა­დე­ბით ეხ­მა­უ­რე­ბა.

"კად­რე­ბი არ მი­ნა­ხავს. რუს­თა­ვი 2-ის ჟურ­ნა­ლის­ტის­გან გა­ვი­გე ეს ამ­ბა­ვი.

ასეთ დროს მე­დი­ას­თან და­მალ­ვა არ მჩვე­ვია. სამი სამ­ხედ­რო ორ­კესტრის კონ­ცერ­ტზე მო­მად­გა და გინ­და თუ არა კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თეო.

არა­სო­დეს, არა­სო­დეს ასეთ დროს თავი არ შე­მი­კა­ვე­ბია. არც ეხლა ვა­პი­რებ. დავ­ბრუნ­დი სა­მი­ნის­ტრო­ში და გა­ვი­გე რომ ვი­ღაც მე­დია პორ­ტალ­მა სა­ვა­რა­უ­დოდ ის კად­რე­ბი გა­ავ­რცე­ლა რაც ოდეს­ღაც სა­მეგ­რე­ლო­ში იპო­ვეს.

1. რა­დაც არ უნდა დაგ­ვიჯ­დეს, სულ რომ FBI -ს დახ­მა­რე­ბა გახ­დეს სა­ჭი­რო ეს საქ­მე უნდა გა­იხ­სნას და ამ მა­რაზ­მის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი და­ი­სა­ჯოს;

2. ეხლა არ გვი­თხრათ შეთ­ქმუ­ლე­ბაა და ხომ დაგვპირ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­ა­ნად­გუ­რებ­და და რა­ტომ გა­მოჩ­ნდა სა­უ­ბა­რი არ მი­ი­ღე­ბა. ზუს­ტად ისე რო­გორც რო­მე­ლი­მე სხვა ვერ­სია აპ­რი­ო­რი აკ­ვი­ა­ტე­ბუ­ლი. დამ­ბრა­ლე­ბე­ლი და თი­თის გამ­შვე­რი ისე­თი­ვე ნა­ძი­რა­ლაა ამ შემ­თხვე­ვა­ში რო­გორც თა­ვად გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი.

3. რო­დე­საც აპ­რი­ო­რი ვერ­სია გაქვს, მიკრო­ფო­ნით დარ­ბი­ხარ და კი­თხვას სწო­რედ ერთი ვერ­სი­ის გა­ა­სამ­ყა­რებ­ლად სვამ (ხომ და­პირ­და მე­დი­ას მა­შინ შსს მი­ნის­ტრი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი რომ გა­ა­ნად­გუ­რებ­დნენ და რა­ტომ არ გა­ა­ნად­გუ­რე­სო?), ვინ­მემ გი­თხრას ყვე­ლა­ფე­რი წი­ნას­წარ დად­გმუ­ლი­აო არ უნდა გა­გიკ­ვირ­დეს;

4. აბა გა­მო­დით და სი­მაღ­ლის მი­ხედ­ვით და­ე­წყვეთ ყვე­ლა ვი­საც მარ­თლა გჯე­რათ რომ ეს ფა­ი­ლე­ბი, ან ათა­სი სხვა კი­დევ, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ არ­სე­ბობს მხო­ლოდ იმ, ან ჯერ არ აღ­მო­ჩე­ნილ კას­რებ­ში იყო ჩა­კე­ტი­ლი და სხვა დუბ­ლი­კა­ტე­ბი არ არ­სე­ბობ­და.

5. ხო და კი­დევ, უმ­თავ­რე­სი ამ მო­მენ­ტის­თვის, თუ იმ კად­რებ­ში ვინ­მე ისე­თი ჩანს ვინც აწა­მებს და ვის­თა­ნაც დღეს საპ­რო­ცე­სოა გა­ფორ­მე­ბუ­ლი ან გა­რეთ არის -- ამ საპ­რო­ცე­სოს გამ­ფორ­მე­ბე­ლი ზუს­ტად ისე­თი­ვე დამ­ნა­შა­ვეა.

არ ფორმ­დე­ბა საპ­რო­ცე­სო­ე­ბი მწა­მებ­ლებ­თან, არა!!!! აბ­სო­ლუ­ტუ­რად აკ­რძა­ლუ­ლია და არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა შებ­რა­ლე­ბა / დან­დო­ბას.

სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლია, დიდი ხა­ნია.

ანა ბა­ნაა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სა­მარ­თლის.

მა­ში­ნაც ვთქვი, რო­დე­საც ბე­დუ­კა­ძეს რა­ღაც გა­უ­გე­ბა­რი გა­რი­გე­ბა და­უ­დო კბი­ლაშ­ვილ­მა, არა­ვის და არა­ფერს მოვ­რი­დე­ბი­ვარ (ალ­ბათ არ­სე­ბობს ჟი­ჟი­ლაშ­ვი­ლის ეთე­რი არ­ქივ­ში) და ეხ­ლაც იგი­ვეს გა­ვი­მე­ო­რებ.

ასეთ ამ­ბებს არ პა­ტი­ო­ბენ, ას­ჯერ და და­მარ­ცვლით!"- ნათ­ქვა­მია თინა ხი­და­შე­ლის ვრეცლ გან­ცხა­დე­ბა­ში.

რო­გორ გან­ვი­თარ­და მოვ­ლე­ნე­ბი და რა გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბი­სა და წა­მე­ბის ამ­სახ­ველ კად­რე­ბის გავ­რცე­ლებს, ნა­ხეთ ტეგ­ზე#სკან­და­ლუ­რი კად­რე­ბი

სულ რომ FBI -ს დახმარება გახდეს საჭირო ეს საქმე უნდა გაიხსნას და ამ მარაზმის გამავრცელებელი დაისაჯოს - თინა ხიდაშელი

სულ რომ FBI -ს დახმარება გახდეს საჭირო ეს საქმე უნდა გაიხსნას და ამ მარაზმის გამავრცელებელი დაისაჯოს - თინა ხიდაშელი

თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი უკრაინულ საიტზე მიერ გავრცელებულ სკანდალურ ვიდეოს, სადაც წინა ხელისუფლების დროს პატიმრების გაუპატიურებისა და წამების კადრებია ასახული, ვრცელი განცხადებით ეხმაურება.

"კადრები არ მინახავს. რუსთავი 2-ის ჟურნალისტისგან გავიგე ეს ამბავი.

ასეთ დროს მედიასთან დამალვა არ მჩვევია. სამი სამხედრო ორკესტრის კონცერტზე მომადგა და გინდა თუ არა კომენტარი გააკეთეო.

არასოდეს, არასოდეს ასეთ დროს თავი არ შემიკავებია. არც ეხლა ვაპირებ. დავბრუნდი სამინისტროში და გავიგე რომ ვიღაც მედია პორტალმა სავარაუდოდ ის კადრები გაავრცელა რაც ოდესღაც სამეგრელოში იპოვეს.

1. რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, სულ რომ FBI -ს დახმარება გახდეს საჭირო ეს საქმე უნდა გაიხსნას და ამ მარაზმის გამავრცელებელი დაისაჯოს;

2. ეხლა არ გვითხრათ შეთქმულებაა და ხომ დაგვპირდა ხელისუფლება გაანადგურებდა და რატომ გამოჩნდა საუბარი არ მიიღება. ზუსტად ისე როგორც რომელიმე სხვა ვერსია აპრიორი აკვიატებული. დამბრალებელი და თითის გამშვერი ისეთივე ნაძირალაა ამ შემთხვევაში როგორც თავად გამავრცელებელი.

3. როდესაც აპრიორი ვერსია გაქვს, მიკროფონით დარბიხარ და კითხვას სწორედ ერთი ვერსიის გაასამყარებლად სვამ (ხომ დაპირდა მედიას მაშინ შსს მინისტრი ღარიბაშვილი რომ გაანადგურებდნენ და რატომ არ გაანადგურესო?), ვინმემ გითხრას ყველაფერი წინასწარ დადგმულიაო არ უნდა გაგიკვირდეს;

4. აბა გამოდით და სიმაღლის მიხედვით დაეწყვეთ ყველა ვისაც მართლა გჯერათ რომ ეს ფაილები, ან ათასი სხვა კიდევ, რომელიც სავარაუდოდ არსებობს მხოლოდ იმ, ან ჯერ არ აღმოჩენილ კასრებში იყო ჩაკეტილი და სხვა დუბლიკატები არ არსებობდა.

5. ხო და კიდევ, უმთავრესი ამ მომენტისთვის, თუ იმ კადრებში ვინმე ისეთი ჩანს ვინც აწამებს და ვისთანაც დღეს საპროცესოა გაფორმებული ან გარეთ არის -- ამ საპროცესოს გამფორმებელი ზუსტად ისეთივე დამნაშავეა.

არ ფორმდება საპროცესოები მწამებლებთან, არა!!!! აბსოლუტურად აკრძალულია და არ ექვემდებარება შებრალება / დანდობას.

საერთაშორისო სამართლის დანაშაულია, დიდი ხანია.

ანა ბანაა ადამიანის უფლებების სამართლის.

მაშინაც ვთქვი, როდესაც ბედუკაძეს რაღაც გაუგებარი გარიგება დაუდო კბილაშვილმა, არავის და არაფერს მოვრიდებივარ (ალბათ არსებობს ჟიჟილაშვილის ეთერი არქივში) და ეხლაც იგივეს გავიმეორებ.

ასეთ ამბებს არ პატიობენ, ასჯერ და დამარცვლით!"- ნათქვამია თინა ხიდაშელის ვრეცლ განცხადებაში.

როგორ განვითარდა მოვლენები და რა გამოხმაურება მოჰყვა გაუპატიურებისა და წამების ამსახველ კადრების გავრცელებს, ნახეთ ტეგზე#სკანდალური კადრები

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."