მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლარის გამყარება მომავალ კვირასაც გაგრძელდება - სპეციალისტების პროგნოზი
ლარის გამყარება მომავალ კვირასაც გაგრძელდება - სპეციალისტების პროგნოზი

ლა­რის კურ­სის გამ­ყა­რე­ბის ტენ­დენ­ცია მო­მა­ვალ კვი­რა­საც შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის პროგ­ნო­ზით, სა­ქარ­თვე­ლოს მაკ­რო­ე­კო­ნო­მი­კუ­რი ვი­თა­რე­ბა და სა­გა­რეო ფაქ­ტო­რე­ბი ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის კურ­სზე და­დე­ბით გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს.

რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, ბოლო ერთი კვი­რაა, "ბლუმ­ბერ­გის" პლატ­ფორ­მა­ზე ლარს გეზი გამ­ყა­რე­ბის­კენ აქვს აღე­ბუ­ლი. დიდი ალ­ბა­თო­ბით, ტენ­დენ­ცია უახ­ლო­ე­სი ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში (სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­მო­მავ­ლო­დაც) შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა. ეს იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუკი ეროვ­ნუ­ლი ბან­კი და მთავ­რო­ბა გო­ნივ­რუ­ლად იმოქ­მე­დე­ბენ და ლა­რის სტა­ბი­ლუ­რო­ბას ხელს შე­უ­წყო­ბენ. მიმ­დი­ნა­რე კვი­რა დო­ლარ­მა ყვე­ლა ძი­რი­თად ვა­ლუ­ტას­თან მი­მარ­თე­ბა­ში პო­ზი­ცი­ე­ბის და­კარ­გვით და­ას­რუ­ლა. ბოლო რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი ტენ­დენ­ცია აქ­ტუ­ა­ლო­ბას ახ­ლაც ინარ­ჩუ­ნებს.

სა­ბან­კო სფე­როს სპე­ცი­ა­ლის­ტის, გოჩა თუთ­ბე­რი­ძის ვა­რა­უ­დით, ლა­რის გამ­ყა­რე­ბის ტენ­დენ­ცია აქამ­დეც აშ­კა­რა უნდა ყო­ფი­ლი­ყო. ამ ეტაპ­ზე კი არა­ნა­ი­რი ეჭვი არ ჩნდე­ბა, რომ პრო­ცე­სი უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­შიც გაგ­რძელ­დე­ბა. "ვფიქ­რობ, გამ­ყა­რე­ბის ტენ­დენ­ცია მომ­დევ­ნო კვი­რა­საც შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა. ყვე­ლა მაკ­რო­ე­კო­ნო­მი­კუ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლით დას­ტურ­დე­ბა, რომ ეს ტენ­დენ­ცია გაგ­რძელ­დე­ბა. ახლა მთა­ვა­რია, რა პო­ზი­ცი­ას და­ი­ჭერს მთავ­რო­ბა და რო­გორ მო­იქ­ცე­ვა. ამ მხრივ ვი­თა­რე­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით ნორ­მა­ლუ­რია, სა­ბი­უ­ჯე­ტო სახ­სრე­ბის ხარ­ჯვის პრო­ცე­სი თა­ნა­ბარ­ზო­მი­ე­რად მი­დის. დიდ­წი­ლად კი კურ­სის სტა­ბი­ლუ­რო­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ქმე­დე­ბებ­ზე. ადეკ­ვა­ტურ ფუ­ლად-საკ­რე­დი­ტო პო­ლი­ტი­კას თუ გა­აგ­რძე­ლე­ბენ, ლარს არც ამ პე­რი­ოდ­ში შე­ექ­მნე­ბა პრობ­ლე­მა. ფუნ­და­მენ­ტუ­რი ფაქ­ტო­რე­ბის გავ­ლე­ნა ამ ეტაპ­ზე ამო­წუ­რუ­ლია. დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, მო­ნე­ტა­რუ­ლი და ფის­კა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კა რო­გორ წავა. თუ ეროვ­ნუ­ლი ბან­კი გაზ­რდის რე­ფი­ნან­სი­რე­ბის გა­ნაკ­ვეთს, კურ­სზე ეს გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს. ბოლო დროს ზრდა არის კი­დე­ვაც. (ამ­ჟა­მად მო­ნე­ტა­რუ­ლი პო­ლი­ტი­კის გა­ნაკ­ვე­თი 7%-ია), რაც კურ­სზე პო­ზი­ტი­უ­რად მოქ­მე­დებს", - აცხა­დებს თუთ­ბე­რი­ძე.

იგი დას­ძენს, რომ ლა­რის მკვეთ­რი გამ­ყა­რე­ბის მო­ლო­დი­ნი ჯერ­ჯე­რო­ბით არ არ­სე­ბობს და არც არის სა­სურ­ვე­ლი. "ნახ­ტო­მი­სე­ბუ­რი გამ­ყა­რე­ბა არც არის კარ­გი. ეს პრო­ცე­სი ნელა უნდა წა­ვი­დეს, რათა სა­პი­რის­პი­რო ნე­გა­ტი­უ­რი შე­დე­გე­ბი არ მი­ვი­ღოთ. ივ­ნის­ში მაკ­რო­ე­კო­ნო­მი­კუ­რი უარ­ყო­ფი­თი ფაქ­ტო­რე­ბი უკვე ამო­წუ­რუ­ლი იყო, თუმ­ცა ლარი გა­უ­ფა­სუ­რე­ბას გა­ნაგ­რძობ­და. ეროვ­ნულ ბანკს, მო­ნე­ტა­რუ­ლი ინ­სტრუ­მენ­ტის დრო­უ­ლად გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, კურ­სის უფრო და­ბალ ნიშ­ნულ­ზე გა­ჩე­რე­ბა შე­ეძ­ლო. სა­მო­მავ­ლოდ ბევ­რი რამ იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ფის­კა­ლურ პო­ლი­ტი­კა­ზეც. მთავ­რო­ბამ და ეროვ­ნულ­მა ბან­კმა საქ­მე ერ­თობ­ლი­ვად უნდა აკე­თონ", - ამ­ბობს გოჩა თუთ­ბე­რი­ძე.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

ლარის გამყარება მომავალ კვირასაც გაგრძელდება - სპეციალისტების პროგნოზი

ლარის გამყარება მომავალ კვირასაც გაგრძელდება - სპეციალისტების პროგნოზი

ლარის კურსის გამყარების ტენდენცია მომავალ კვირასაც შენარჩუნდება. სპეციალისტების პროგნოზით, საქართველოს მაკროეკონომიკური ვითარება და საგარეო ფაქტორები ეროვნული ვალუტის კურსზე დადებით გავლენას მოახდენს.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ბოლო ერთი კვირაა, ”ბლუმბერგის” პლატფორმაზე ლარს გეზი გამყარებისკენ აქვს აღებული. დიდი ალბათობით, ტენდენცია უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში (სავარაუდოდ, სამომავლოდაც) შენარჩუნდება. ეს იმ შემთხვევაში, თუკი ეროვნული ბანკი და მთავრობა გონივრულად იმოქმედებენ და ლარის სტაბილურობას ხელს შეუწყობენ. მიმდინარე კვირა დოლარმა ყველა ძირითად ვალუტასთან მიმართებაში პოზიციების დაკარგვით დაასრულა. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დამკვიდრებული ტენდენცია აქტუალობას ახლაც ინარჩუნებს.

საბანკო სფეროს სპეციალისტის, გოჩა თუთბერიძის ვარაუდით, ლარის გამყარების ტენდენცია აქამდეც აშკარა უნდა ყოფილიყო. ამ ეტაპზე კი არანაირი ეჭვი არ ჩნდება, რომ პროცესი უახლოეს პერიოდშიც გაგრძელდება. ”ვფიქრობ, გამყარების ტენდენცია მომდევნო კვირასაც შენარჩუნდება. ყველა მაკროეკონომიკური მაჩვენებლით დასტურდება, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება. ახლა მთავარია, რა პოზიციას დაიჭერს მთავრობა და როგორ მოიქცევა. ამ მხრივ ვითარება ჯერჯერობით ნორმალურია, საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის პროცესი თანაბარზომიერად მიდის. დიდწილად კი კურსის სტაბილურობა დამოკიდებულია ეროვნული ბანკის ქმედებებზე. ადეკვატურ ფულად-საკრედიტო პოლიტიკას თუ გააგრძელებენ, ლარს არც ამ პერიოდში შეექმნება პრობლემა. ფუნდამენტური ფაქტორების გავლენა ამ ეტაპზე ამოწურულია. დიდი მნიშვნელობა აქვს, მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა როგორ წავა. თუ ეროვნული ბანკი გაზრდის რეფინანსირების განაკვეთს, კურსზე ეს გავლენას მოახდენს. ბოლო დროს ზრდა არის კიდევაც. (ამჟამად მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7%-ია), რაც კურსზე პოზიტიურად მოქმედებს”, - აცხადებს თუთბერიძე.

იგი დასძენს, რომ ლარის მკვეთრი გამყარების მოლოდინი ჯერჯერობით არ არსებობს და არც არის სასურველი. ”ნახტომისებური გამყარება არც არის კარგი. ეს პროცესი ნელა უნდა წავიდეს, რათა საპირისპირო ნეგატიური შედეგები არ მივიღოთ. ივნისში მაკროეკონომიკური უარყოფითი ფაქტორები უკვე ამოწურული იყო, თუმცა ლარი გაუფასურებას განაგრძობდა. ეროვნულ ბანკს, მონეტარული ინსტრუმენტის დროულად გამოყენების შემთხვევაში, კურსის უფრო დაბალ ნიშნულზე გაჩერება შეეძლო. სამომავლოდ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული საქართველოს მთავრობის ფისკალურ პოლიტიკაზეც. მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა საქმე ერთობლივად უნდა აკეთონ”, - ამბობს გოჩა თუთბერიძე.

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია