პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხელისუფლება თავს ისულელებს და ყრუ კედლის მიღმა იმალება" - გიგა ნასარიძე
"ხელისუფლება თავს ისულელებს და ყრუ კედლის მიღმა იმალება" - გიგა ნასარიძე

თვით­მმარ­თვე­ლი ორ­გა­ნოს იერ­სა­ხის და­მა­ხინ­ჯე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე (ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 150-ე მუხ­ლი) სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი, ლექ­სო მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი და სტუ­დენ­ტი სა­ლო­მე ხვა­და­გი­ა­ნი და­ა­კა­ვეს. მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ გიგა ნა­სა­რი­ძე AMBEBI.GE-სთან აღ­ნიშ­ნავს, რომ მათი და­კა­ვე­ბა უკუ­რე­აქ­ცი­ას გა­მო­იწ­ვევს და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას თა­ვის შე­კა­ვე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს.

- რაც წა­ვი­კი­თხე და მო­ვის­მი­ნე, მათ დრო­ე­ბით ღო­ბე­ზე პლა­კა­ტის გაკ­ვრის­თვის და­ა­კა­ვეს თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი, ლექ­სო მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი და სა­ლო­მე ხვა­და­გი­ა­ნი. ღო­ბე­ე­ბი აჭ­რე­ლე­ბუ­ლია ათას­გვა­რი პლა­კა­ტით, მაგ­რამ ამის გამო "თა­ვი­სუ­ფა­ლი ზო­ნის" წევ­რე­ბის გარ­და არა­ვინ და­უ­კა­ვე­ბი­ათ. ახლა და­ა­კა­ვეს თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი და მისი მე­გობ­რე­ბი.

ეს პირ­და­პირ უკავ­შირ­დე­ბა იმ შიშს, რაც ხვა­ლინ­დე­ლი აქ­ცი­ის მი­მართ აქვს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ავ­ლენს პა­ნი­კას, ასე ცდი­ლობს რა­ღა­ცის ჩახ­შო­ბას. ეს უკუ­რე­აქ­ცი­ას გა­მო­იწ­ვევს და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ვურ­ჩევ, თავი შე­ი­კა­ვოს. რაც უფრო გა­ჩუმ­დე­ბა და და­ე­მორ­ჩი­ლე­ბა ხალ­ხის თხოვ­ნას, უკე­თე­სად და­ას­რუ­ლებს თა­ვის მოღ­ვა­წე­ო­ბას სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში. თუ მსგავსს ისევ გა­აგ­რძე­ლებს, არ მგო­ნია ბო­ლომ­დე დარ­ჩნენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში.

- რა შე­დეგს ელო­დე­ბით ხვა­ლინ­დელ აქ­ცი­ა­ზე?

- იმე­დი მაქვს ამ­ჯე­რად მა­ინც გა­მო­ი­ჩენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გო­ნი­ე­რე­ბას, მაგ­რამ ის ისუ­ლე­ლებს თავს და ყრუ კედ­ლის მიღ­მა იმა­ლე­ბა. ეს სა­ბო­ლო­ოდ კი­დევ უფრო გა­ამ­ძაფ­რებს ხალ­ხის პრო­ტესტს და შე­საძ­ლოა, უმარ­თა­ვი პრო­ცე­სე­ბი და­ი­წყოს.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

"ხელისუფლება თავს ისულელებს და ყრუ კედლის მიღმა იმალება" - გიგა ნასარიძე

"ხელისუფლება თავს ისულელებს და ყრუ კედლის მიღმა იმალება" - გიგა ნასარიძე

თვითმმართველი ორგანოს იერსახის დამახინჯების საფუძველზე (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლი) სამართალდამცავებმა თამარ ჩერგოლეიშვილი, ლექსო მაჭავარიანი და სტუდენტი სალომე ხვადაგიანი დააკავეს. მომხდარის შესახებ გიგა ნასარიძე AMBEBI.GE-სთან აღნიშნავს, რომ მათი დაკავება უკურეაქციას გამოიწვევს და ხელისუფლებას თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

- რაც წავიკითხე და მოვისმინე, მათ დროებით ღობეზე პლაკატის გაკვრისთვის დააკავეს თამარ ჩერგოლეიშვილი, ლექსო მაჭავარიანი და სალომე ხვადაგიანი. ღობეები აჭრელებულია ათასგვარი პლაკატით, მაგრამ ამის გამო "თავისუფალი ზონის" წევრების გარდა არავინ დაუკავებიათ. ახლა დააკავეს თამარ ჩერგოლეიშვილი და მისი მეგობრები.

ეს პირდაპირ უკავშირდება იმ შიშს, რაც ხვალინდელი აქციის მიმართ აქვს ხელისუფლებას. ხელისუფლება ავლენს პანიკას, ასე ცდილობს რაღაცის ჩახშობას. ეს უკურეაქციას გამოიწვევს და ხელისუფლებას ვურჩევ, თავი შეიკავოს. რაც უფრო გაჩუმდება და დაემორჩილება ხალხის თხოვნას, უკეთესად დაასრულებს თავის მოღვაწეობას საქართველოს ხელისუფლებაში. თუ მსგავსს ისევ გააგრძელებს, არ მგონია ბოლომდე დარჩნენ ხელისუფლებაში.

- რა შედეგს ელოდებით ხვალინდელ აქციაზე?

- იმედი მაქვს ამჯერად მაინც გამოიჩენს ხელისუფლება გონიერებას, მაგრამ ის ისულელებს თავს და ყრუ კედლის მიღმა იმალება. ეს საბოლოოდ კიდევ უფრო გაამძაფრებს ხალხის პროტესტს და შესაძლოა, უმართავი პროცესები დაიწყოს.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია