ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ბრალდებით დაკავებულ თამარ ჩერგოლეიშვილთან ადვოკატი შევიდა. ჩერგოლეიშვილის და მასთან ერთად დაკავებულების, ლექსო მაჭავრიანისა და სალომე ხვადაგიანის ინტერესებს ოთარ კახიძე იცავს.
საგამოძიებო დეპარტამენტში თამარ ჩერგოლეიშვილი, ლექსო მაჭავარიანი და სალომე ხვადაგიანი დაახლოებით ერთი საათია მიიყვანეს. მათ ედებათ ბრალად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რომელიც იერსახის დამახინჯებას გულისხმობს.
სამივე მათგანი ოპერასთან "გაზპრომის" სააწინააღმდეგო აქციაზე პლაკატების გაკვირისთვის დააკავეს.