ტელეკომპანია "ტაბულას" პროდიუსერი ლექსო მაჭავარიანი დაკავებულია. ამის შესახებ "ტაბულას" ვებგვერდი იუწყება. დაკავებულია არხის დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილიც [მეტი]. მათთან ერთად სამართალდამცავებმა სტუდენტი სალომე ხვადაგიანიც დააკავეს.
სამივე მათგანი სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით დააკავეს, რაც თვითმმართველი ერთეულის დამახინჯებას გულისხმობს. ამის შესახებ "ტაბულას" შსს-ში განუცხადეს.
ისინი ოპერის შენობასთან ღობეზე გაზპრომთან მოლაპარაკებების წინააღმდეგ მიმართულ პოსტერებს აკრავდნენ. დაკავებულები ორთაჭალაში, სამმართველოში ჰყავთ გადაყვანილი.