პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველა მშობელმა "პეჩენიის" შესახებ ეს უნდა იცოდეს - რატომ ვაჭმევთ ჩვილებს?
ყველა მშობელმა "პეჩენიის" შესახებ ეს უნდა იცოდეს - რატომ ვაჭმევთ ჩვილებს?

მშრა­ლი, სა­კონ­დიტ­რო ნამ­ცხვა­რი, ე.წ. "პე­ჩე­ნია" თით­ქმის ყვე­ლა წლამ­დე ბავ­შვის მე­ნი­უ­ში შე­დის. ჩაი და "პე­ჩე­ნია", მა­წო­ნი და "პე­ჩე­ნია" ძა­ლი­ან ბევ­რმა მშო­ბელ­მა წარ­მა­ტე­ბით გა­მო­ი­ყე­ნა ბავ­შვის კვე­ბა­ში. არა­და, ეს არ გახ­ლავთ ის საკ­ვე­ბი, რო­მე­ლიც ჩვილს ყო­ველ­დღი­ურ მე­ნი­უ­ში უნდა ჩარ­თოთ.

მინ­და ერთი შემ­თხვე­ვა პი­რა­დი მა­გა­ლი­თი­დან გა­ვიხ­სე­ნო: ერთხე­ლაც, როცა ჩა­ი­ში გახ­სნი­ლი "პე­ჩე­ნია" ბოთ­ლი­დან გად­მო­ვაქ­ციე (კოვ­ზით არ ჭამ­და და ბოთ­ლით მი­ვე­ცით. თეფ­შზე ალ­ბათ ვერც შევ­ნიშ­ნავ­დი ვე­რა­ფერს) და გა­სა­რე­ცხად შემ­თხვე­ვით ცხე­ლის ნაც­ვლად ცივ წყალს შე­ვუშ­ვი­რე, სა­წო­ვა­რა­ში მო­მენ­ტა­ლუ­რად გა­ცი­ვე­ბუ­ლი გამჭვირ­ვა­ლე, რე­ზი­ნა­სა­ვით მასა წარ­მო­იქ­მნა... გა­ჭირ­ვე­ბით მო­ვა­ცა­ლე სა­წო­ვა­რას და და­ვაკ­ვირ­დი. არა­ფერს ჰგავ­და და არაფ­რის სუნი არ ჰქონ­და. იყო წყა­ლი­ვით გამჭვირ­ვა­ლე, მაგ­რამ მკვრი­ვი დრე­კა­დი წარ­მო­ნაქ­მნი... და ეს მხო­ლოდ "სოს­კა­ში" ჩარ­ჩე­ნი­ლი ულუ­ფი­დან დარ­ჩა, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რამ­ხე­ლა მასა იქ­ნე­ბო­და სავ­სე ბოთ­ლში. ეს მასა ხომ ათა­სო­ბით ჩვი­ლის სხე­ულ­ში ყო­ველ­დღი­უ­რად ხვდე­ბა. თა­ნაც ეს არ ყო­ფი­ლა თურ­ქუ­ლი, ჩი­ნუ­რი ან გა­ურ­კვე­ვე­ლი წარ­მო­ე­ბის პრო­დუქ­ტი. ამ ფირ­მის პე­ჩე­ნია ყვე­ლა­ზე სან­დოდ და ხა­რის­ხი­ა­ნად ით­ვლე­ბა და ყვე­ლა მშო­ბე­ლი ცდი­ლობს, ბავ­შვს სწო­რედ ის უყი­დოს. რო­გორც ჩანს, ბავ­შვის ორ­გა­ნიზმს მარ­თლაც აქვს რა­ღაც ამო­უხ­სნე­ლი თავ­დაც­ვის უნა­რი, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში და­უ­ჯე­რე­ბე­ლია, ბავ­შვის სხე­უ­ლი ინე­ლებ­დეს იმ სა­ში­ნელ მა­სას. სარ­გებ­ლო­ბის მო­ტა­ნა­ზე ხომ სა­უ­ბა­რიც ზედ­მე­ტია.

რამ­დე­ნად სა­ჭი­როა "პე­ჩე­ნია" ბავ­შვის მე­ნი­უ­ში? გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს ბლო­გე­ბი­დან, რომ­ლე­ბიც ბავ­შვთა კვე­ბას ეხე­ბა:

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ყველა მშობელმა "პეჩენიის" შესახებ ეს უნდა იცოდეს - რატომ ვაჭმევთ ჩვილებს?

ყველა მშობელმა "პეჩენიის" შესახებ ეს უნდა იცოდეს - რატომ ვაჭმევთ ჩვილებს?

მშრალი, საკონდიტრო ნამცხვარი, ე.წ. "პეჩენია" თითქმის ყველა წლამდე ბავშვის მენიუში შედის. ჩაი და "პეჩენია", მაწონი და "პეჩენია" ძალიან ბევრმა მშობელმა წარმატებით გამოიყენა ბავშვის კვებაში. არადა, ეს არ გახლავთ ის საკვები, რომელიც ჩვილს ყოველდღიურ მენიუში უნდა ჩართოთ.

მინდა ერთი შემთხვევა პირადი მაგალითიდან გავიხსენო: ერთხელაც, როცა ჩაიში გახსნილი "პეჩენია" ბოთლიდან გადმოვაქციე (კოვზით არ ჭამდა და ბოთლით მივეცით. თეფშზე ალბათ ვერც შევნიშნავდი ვერაფერს) და გასარეცხად შემთხვევით ცხელის ნაცვლად ცივ წყალს შევუშვირე, საწოვარაში მომენტალურად გაცივებული გამჭვირვალე, რეზინასავით მასა წარმოიქმნა... გაჭირვებით მოვაცალე საწოვარას და დავაკვირდი. არაფერს ჰგავდა და არაფრის სუნი არ ჰქონდა. იყო წყალივით გამჭვირვალე, მაგრამ მკვრივი დრეკადი წარმონაქმნი... და ეს მხოლოდ "სოსკაში" ჩარჩენილი ულუფიდან დარჩა, წარმოიდგინეთ, რამხელა მასა იქნებოდა სავსე ბოთლში. ეს მასა ხომ ათასობით ჩვილის სხეულში ყოველდღიურად ხვდება. თანაც ეს არ ყოფილა თურქული, ჩინური ან გაურკვეველი წარმოების პროდუქტი. ამ ფირმის პეჩენია ყველაზე სანდოდ და ხარისხიანად ითვლება და ყველა მშობელი ცდილობს, ბავშვს სწორედ ის უყიდოს. როგორც ჩანს, ბავშვის ორგანიზმს მართლაც აქვს რაღაც ამოუხსნელი თავდაცვის უნარი, წინააღმდეგ შემთხვევაში დაუჯერებელია, ბავშვის სხეული ინელებდეს იმ საშინელ მასას. სარგებლობის მოტანაზე ხომ საუბარიც ზედმეტია.

რამდენად საჭიროა "პეჩენია" ბავშვის მენიუში? გთავაზობთ ამონარიდებს ბლოგებიდან, რომლებიც ბავშვთა კვებას ეხება:

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია