თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქზე" რამდენიმე სურათს აქვეყნებს, რომლებზეც ამჟამად სხვადასხვა "ბანაკში" მყოფი პოლიტიკოსები, ერთად არიან გამოსახულნი.
ერთ-ერთ ფოტოზე თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გიგა ბოკერია არიან გადაღებული.
როგორც კომენტარებიდან ირკვევა, სურათი ჟურნალისტმა დავით პაიჭაძემ გადაიღო.
მეორე ფოტოზე კი, "რესპუბლიკური პარტიის" წევრი დავით ზურაბიშვილი გიგა ბოკერიასა და ლევან რამიშვილთან ერთად არის.