ნებისმიერი მშობელი მაქსიმუმს აკეთებს, რათა თავის შვილებს უზრუნველი მომავალი შეუქმნას. რა თქმა უნდა, ყოველ ჩვენგანს თავისი საკუთარი მაგალითი აქვს მშობლების სითბოსი და სიყვარულის. გთავაზობთ ფრენკ უოლკოტის ისტორიას.
"მამაჩემი უბრალო მოსამსახურეა. მთელი თავისი ცხოვრება წისქვილში მუშაობდა და საკმაოდ მცირე ანაზღაურებას იღებდა. მას არ ჰქონდა განათლება, ამიტომ არ შეეძლო უკეთესი სამსახურის შოვნა. სამაგიეროდ, მამაჩემს დიდი გული აქვს. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მე უკეთესი ცხოვრება მქონოდა. მაშინვე, როგორც კი დავიბადე, დაიწყო ფულის შეგროვება ჩემი სწავლისათვის. წისქვილზე მუშაობისას მას არ ჰქონდა იმხელა შემოსავალი, რომ დანაზოგი გაეკეთებინა, ამიტომ ყოველდღე აგროვებდა მთელ ხურდა ფულს, რაც დღის განმავლობაში შეუგროვდებოდა. ყულაბად იყენებდა ჩვეულებრივ მინის ქილას. ეს მონეტებიანი ქილა მახსოვს მას შემდეგ, რაც მახსოვს ჩემი თავი. ის მშობლების საძინებელში, კომოდის თავზე იდო. მამა ყოველ საღამოს ამოიტრიალებდა ჯიბეებს და მთელ ხურდას ქილაში ყრიდა. როდესაც ქილა აივსებოდა, მამა ჯდებოდა სამზარეულოს მაგიდასთან, ახარისხებდა ხურდებს და ითვლიდა. შემდეგ ჩაყრიდა ფეხსაცმლების ყუთში და მე და მამა მივდიოდით ბანკში - მისი ძველი პიკაპით.