პოლიტიკა
მეცნიერება

25

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფრანგულ სასტუმროთა ქსელის "ჰოთელს & პრეფერენსის" პირველი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო საქართველოში
ფრანგულ სასტუმროთა ქსელის "ჰოთელს & პრეფერენსის" პირველი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო საქართველოში

ფრან­გულ სას­ტუმ­რო­თა ქსე­ლის "ჰო­თელს & პრე­ფე­რენ­სის" პირ­ვე­ლი 5 ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­რო სა­ქარ­თვე­ლო­ში. თბი­ლი­სის ზღვის ახალ ქა­ლაქ­ში Hotels & Preference Hualing თბი­ლი­სი გა­იხ­სნა, რომ­ლის ოფი­ცი­ა­ლუ­რად წარ­დგე­ნის უფ­ლე­ბა ჩი­ნურ კომ­პა­ნია "Hualing" ჯგუფს ეკუთ­ვნის.

სას­ტუმ­რო "ჰო­თელს & პრე­ფე­რენს ჰუ­ა­ლინგ თბი­ლი­სი" სტუმ­რებს დას­ვე­ნე­ბის მრა­ვალ­ფე­რო­ვან სა­შუ­ა­ლე­ბებს სთა­ვა­ზობს. მათ შე­ეძ­ლე­ბათ სას­ტუმ­როს ბრენ­დის ქვეშ არ­სე­ბუ­ლი ბიზ­ნეს კა­ტე­გო­რი­ის რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი ცენ­ტრით "Be PURE"-ით ისარ­გებ­ლონ, რომ­ლის ფარ­თო­ბი 3500 კვ.მ.-ს უტოლ­დე­ბა. სტუმ­რებს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ ისი­ა­მოვ­ნონ 25 მეტ­რი­ა­ნი და­ხუ­რუ­ლი სა­ცუ­რაო აუ­ზით, სა­უ­ნით, სპა-ჯა­კუ­ზით, და თბი­ლის­ში პირ­ვე­ლად 3D გოლფ სი­მუ­ლა­ტო­რით.

"ჰო­თელს & პრე­ფე­რენს ჰუ­ა­ლინგ თბი­ლი­სის" კლი­ენ­ტებს შე­ეძ­ლე­ბათ ეგ­ზო­ტი­კუ­რი კერ­ძე­ბი და­ა­გე­მოვ­ნონ. სტუმ­რებს მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა სას­ტუმ­როს ბრენ­დის ქვეშ არ­სე­ბულ რეს­ტო­რა­ნი "Be CHIC", აზი­უ­რი, ევ­რო­პუ­ლი და ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო, ასე­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ჩი­ნურ რეს­ტო­რან "ENSEMBLE"-ს ჩი­ნე­თის სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნი­დან ეროვ­ნუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოს ეგ­ზო­ტი­კუ­რი კერ­ძე­ბის გა­სინ­ჯვა.

5 ვარ­სკვლა­ვი­ან სას­ტუმ­როს სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი სა­კონ­ფე­რენ­ციო სივ­რცე აქვს.

სას­ტუმ­რო სა­ზე­ი­მოდ გახ­სნეს "ჰუ­ა­ლინგ ჯგუ­ფის" პრე­ზი­დენ­ტმა, სინ­ჯი­ა­ნის პრო­ვინ­ცი­ის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა შოქ­რატ ზა­კირ­მა, "ჰო­თელს & პრე­ფე­რენ­სის" აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა სი­რილ ვო­საღ­მა, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა და თბი­ლი­სის მერ­მა, და­ვით ნარ­მა­ნი­ამ.

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა კომ­პა­ნია "ჰუ­ა­ლინგ ჯგუფს" პრო­ექ­ტის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბა მი­უ­ლო­ცა და სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

"კომ­პა­ნია "ჰუ­ა­ლინ­გი" ახორ­ცი­ე­ლებს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან ინ­ვეს­ტი­ცი­ებს სა­ქარ­თვე­ლო­ში. 500 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცი­ებს დებს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში. მე მინ­და აღ­ვნიშ­ნო მათი ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი პრო­ექ­ტი - თბი­ლი­სის ზღვის ახა­ლი ქა­ლა­ქი, რო­მე­ლიც აღ­ჭურ­ვი­ლია თა­ნა­მედ­რო­ვე ინფრა­ს­ქტრუქ­ტუ­რით. სწო­რედ ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­შე­ნე­ბულ­მა ოლიმ­პი­ურ­მა სო­ფელ­მა უმას­პინ­ძლა ევ­რო­პის ახალ­გაზ­რდულ ოლიმ­პი­ურ ფეს­ტი­ვალს, ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბურ სპორ­ტულ ღო­ნის­ძი­ე­ბას, რო­მე­ლიც ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში გა­ი­მარ­თა. მე მინ­და სი­ა­მა­ყით გან­ვა­ცხა­დო, რომ "ჰუ­ა­ლინ­გმა" დათ­ქმულ ვა­დებ­ში, წარ­მა­ტე­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ეს პრო­ექ­ტი. "ჰუ­ა­ლინგ ჯგუფს" ეკუთ­ვნის აგ­რეთ­ვე ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში ყვე­ლა­ზე დიდი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სა­ვაჭ­რო კომ­პლექ­სი - თბი­ლი­სის ზღვის პლა­ზა", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

მი­სი­ვე თქმით, "ჰუ­ა­ლინ­გი" ახორ­ცი­ე­ლებს პრო­ექ­ტებს სა­ქარ­თვე­ლოს სხვა ქა­ლა­ქებ­შიც, მათ შო­რის ქუ­თა­ის­შიც, სა­დაც არის თა­ვი­სუ­ფა­ლი ინ­დუსტრი­უ­ლი ზონა და უკვე ათამ­დე სა­წარ­მო ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს.

ღო­ნის­ძი­ე­ბის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რად ჩა­მო­სუ­ლი სინ­ჯი­ა­ნის პრო­ვინ­ცი­ის გუ­ბერ­ნა­ტო­რი, შუქ­რათ ზა­ქი­რი და სას­ტუმ­რო­თა ქსე­ლის "ჰო­თელს & პრე­ფე­რენ­სის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და მმარ­თვე­ლი დი­რექ­ტო­რი, სი­რილ ვო­სა­ღი სი­ტყვით გა­მო­ვიდ­ნენ.

"თბი­ლის­ში ამ სას­ტუმ­როს გახ­სნა მი­უ­თი­თებს რამ­დე­ნად წარ­მა­ტე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა არ­სე­ბობს ჩვენს ქვეყ­ნებს შო­რის. ვფიქ­რობ, ის მო­მა­ვალ­შიც თა­ვის წვლილს შე­ი­ტანს ამ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის კი­დევ უფრო გაღ­რმა­ვე­ბა­ში, რად­გან აქ ალ­ბათ ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თე­ბა. ვი­მე­დოვ­ნებ, რომ ამ სას­ტუმ­როს გახ­სნა იქ­ნე­ბა წი­ნა­პი­რო­ბა ჩი­ნეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს, ასე­ვე ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბის სა­მო­მავ­ლოდ კი­დევ უფრო გან­მტკი­ცე­ბის­თვის", - გა­ნა­ცხა­და სას­ტუმ­როს გახ­სნა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას შოქ­რატ ზა­კი­რიმ.

ბიზ­ნეს კა­ტე­გო­რი­ის სას­ტუმ­როს გახ­სნა თბი­ლის­ში "აბ­რე­შუ­მის გზის ფო­რუ­მის" ფარ­გლებ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და.

"15 წლის წინ პარტნი­ო­რე­ბის დახ­მა­რე­ბით პირ­ვე­ლი სას­ტუმრ პა­რიზ­ში გავ­ხსე­ნით. ვე­რას­დროს წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ 140-ე სას­ტუმ­როს გახ­სნას ისეთ შე­სა­ნიშ­ნავ ქა­ლაქ­ში ვი­ზე­ი­მებ­დით, რო­გო­რიც თბი­ლი­სია. ჩვენ ვაკ­მა­ყო­ფი­ლებთ ჩვე­ნი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ყვე­ლა ინ­ტე­რესს და ვქმნით მყუდ­რო სას­ტუმ­რო­ებს. აქ თქვენ კომ­ფორ­ტუ­ლი გა­რე­მო გე­ლო­დე­ბათ", - გა­ნა­ცხა­და "ჰო­თელს & პრე­ფე­რენ­სის" აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა სი­რილ ვო­საღ­მა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში "ჰო­თელს & პრე­ფე­რენ­სის" მშე­ნებ­ლო­ბა 2013 წელს და­ი­წყო და მისი სა­ინ­ვეს­ტი­ციო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 73 მი­ლი­ონ დო­ლარს შე­ად­გენს. 10 სარ­თუ­ლი­ა­ნი თა­ნა­მედ­რო­ვე დი­ზა­ი­ნის შთამ­ბეჭ­და­ვი შე­ნო­ბა თბი­ლი­სის ზღვას­თან, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ეკო­ლო­გი­ურ გა­რე­მო­ში მდე­ბა­რებს.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?

ფრანგულ სასტუმროთა ქსელის "ჰოთელს & პრეფერენსის" პირველი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო საქართველოში

ფრანგულ სასტუმროთა ქსელის "ჰოთელს & პრეფერენსის" პირველი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო საქართველოში

ფრანგულ სასტუმროთა ქსელის "ჰოთელს & პრეფერენსის" პირველი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო საქართველოში. თბილისის ზღვის ახალ ქალაქში Hotels & Preference Hualing თბილისი გაიხსნა, რომლის ოფიციალურად წარდგენის უფლება ჩინურ კომპანია "Hualing" ჯგუფს ეკუთვნის.

სასტუმრო "ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი" სტუმრებს დასვენების მრავალფეროვან საშუალებებს სთავაზობს. მათ შეეძლებათ სასტუმროს ბრენდის ქვეშ არსებული ბიზნეს კატეგორიის რეკრეაციული ცენტრით "Be PURE"-ით ისარგებლონ, რომლის ფართობი 3500 კვ.მ.-ს უტოლდება. სტუმრებს საშუალება ექნებათ ისიამოვნონ 25 მეტრიანი დახურული საცურაო აუზით, საუნით, სპა-ჯაკუზით, და თბილისში პირველად 3D გოლფ სიმულატორით.

"ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისის" კლიენტებს შეეძლებათ ეგზოტიკური კერძები დააგემოვნონ. სტუმრებს მოემსახურება სასტუმროს ბრენდის ქვეშ არსებულ რესტორანი "Be CHIC", აზიური, ევროპული და ქართული სამზარეულო, ასევე შესაძლებელი იქნება ჩინურ რესტორან "ENSEMBLE"-ს ჩინეთის სხვადასხვა რეგიონიდან ეროვნული სამზარეულოს ეგზოტიკური კერძების გასინჯვა.

5 ვარსკვლავიან სასტუმროს საქართველოში პირველად ყველაზე მასშტაბური საკონფერენციო სივრცე აქვს.

სასტუმრო საზეიმოდ გახსნეს "ჰუალინგ ჯგუფის" პრეზიდენტმა, სინჯიანის პროვინციის გუბერნატორმა შოქრატ ზაკირმა, "ჰოთელს & პრეფერენსის" აღმასრულებელმა დირექტორმა სირილ ვოსაღმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ.

ირაკლი ღარიბაშვილმა კომპანია "ჰუალინგ ჯგუფს" პროექტის წარმატებით დასრულება მიულოცა და საქართველოში განხორციელებული მნიშვნელოვანი ინვესტიციებისთვის მადლობა გადაუხადა.

"კომპანია "ჰუალინგი" ახორციელებს ძალიან მნიშვნელოვან ინვესტიციებს საქართველოში. 500 მილიონი დოლარის ინვესტიციებს დებს ჩვენს ქვეყანაში. მე მინდა აღვნიშნო მათი ყველაზე მასშტაბური დეველოპერული პროექტი - თბილისის ზღვის ახალი ქალაქი, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ინფრასქტრუქტურით. სწორედ ამ ტერიტორიაზე გაშენებულმა ოლიმპიურმა სოფელმა უმასპინძლა ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს, ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში გაიმართა. მე მინდა სიამაყით განვაცხადო, რომ "ჰუალინგმა" დათქმულ ვადებში, წარმატებით განახორციელა ეს პროექტი. "ჰუალინგ ჯგუფს" ეკუთვნის აგრეთვე ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი და მრავალფეროვანი სავაჭრო კომპლექსი - თბილისის ზღვის პლაზა", - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, "ჰუალინგი" ახორციელებს პროექტებს საქართველოს სხვა ქალაქებშიც, მათ შორის ქუთაისშიც, სადაც არის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა და უკვე ათამდე საწარმო ფუნქციონირებს.

ღონისძიებისთვის სპეციალურად ჩამოსული სინჯიანის პროვინციის გუბერნატორი, შუქრათ ზაქირი და სასტუმროთა ქსელის "ჰოთელს & პრეფერენსის" დამფუძნებელი და მმართველი დირექტორი, სირილ ვოსაღი სიტყვით გამოვიდნენ.

"თბილისში ამ სასტუმროს გახსნა მიუთითებს რამდენად წარმატებული ეკონომიკური თანამშრომლობა არსებობს ჩვენს ქვეყნებს შორის. ვფიქრობ, ის მომავალშიც თავის წვლილს შეიტანს ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაში, რადგან აქ ალბათ ბევრი საინტერესო შეხვედრა გაიმართება. ვიმედოვნებ, რომ ამ სასტუმროს გახსნა იქნება წინაპირობა ჩინეთსა და საქართველოს, ასევე ჩვენს მოქალაქეებს შორის ურთიერთობის სამომავლოდ კიდევ უფრო განმტკიცებისთვის", - განაცხადა სასტუმროს გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას შოქრატ ზაკირიმ.

ბიზნეს კატეგორიის სასტუმროს გახსნა თბილისში "აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში განხორციელდა.

"15 წლის წინ პარტნიორების დახმარებით პირველი სასტუმრ პარიზში გავხსენით. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ 140-ე სასტუმროს გახსნას ისეთ შესანიშნავ ქალაქში ვიზეიმებდით, როგორიც თბილისია. ჩვენ ვაკმაყოფილებთ ჩვენი მომხმარებლების ყველა ინტერესს და ვქმნით მყუდრო სასტუმროებს. აქ თქვენ კომფორტული გარემო გელოდებათ", - განაცხადა "ჰოთელს & პრეფერენსის" აღმასრულებელმა დირექტორმა სირილ ვოსაღმა.

საქართველოში "ჰოთელს & პრეფერენსის" მშენებლობა 2013 წელს დაიწყო და მისი საინვესტიციო ღირებულება 73 მილიონ დოლარს შეადგენს. 10 სართულიანი თანამედროვე დიზაინის შთამბეჭდავი შენობა თბილისის ზღვასთან, განსაკუთრებულად ეკოლოგიურ გარემოში მდებარებს.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი