პოლიტიკა
სამხედრო
მსოფლიო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ძალიან დიდი სისულელე იყო "ტელეიმედში" შესვლა - გოკა გაბაშვილი
ძალიან დიდი სისულელე იყო "ტელეიმედში" შესვლა - გოკა გაბაშვილი

ფრაქ­ცია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რე გი­ორ­გი გა­ბაშ­ვი­ლი 2007 წელს სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბის სპი­რალ­ში შეს­ვლას და ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­ში" შეჭ­რას "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­დო­მად და "დიდ სი­სუ­ლე­ლედ" აფა­სებს.

ამ სა­კი­თხზე გან­ცხა­დე­ბა გა­ბაშ­ვილ­მა პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე გა­ა­კე­თა, სა­დაც მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მიერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის პრო­ექ­ტი გა­ნი­ხი­ლეს.

"თუ ვლა­პა­რა­კობთ მე­დი­ა­ზე, ვლა­პა­რა­კობთ თა­ვი­სი წარ­სუ­ლით, თა­ვის დღე­ვან­დე­ლო­ბით და მო­მავ­ლით და მე ნამ­დვი­ლად არ ვა­პი­რებ თა­ვის მო­ტყუ­ე­ბას, რომ მო­დით, ვკონ­ცენ­ტრირ­დეთ მარ­ტო იმა­ზე, რაც ახლა ხდე­ბა და ყვე­ლა­ფე­რი და­ნარ­ჩე­ნი და­ვი­ვი­წყოთ. არ უნდა და­ვი­ვი­წყოთ, მაგ­რამ უნდა გვახ­სოვ­დეს, რის­თვის ვართ აქ – ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც და ოპო­ზი­ცი­აც აქ ვართ იმის­თვის, რომ ქვე­ყა­ნამ წინ ია­როს და არა უკან და არა იგი­ვე და კი­დევ უა­რე­სი შეც­დო­მე­ბი გა­ი­მე­ო­როს. მთა­ვა­რი კრი­ტი­კუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ის გა­ნად­გუ­რე­ბა არის კრი­ტი­კუ­ლი ხაზი, რო­მელ­ზეც არა­ვინ თვალს არ და­იბრმა­ვებს. ბა­ტო­ნი გა­ჩე­ჩი­ლა­ძე მე­კი­თხე­ბო­და, არის თუ არა "რუს­თა­ვი 2" თქვე­ნი ტე­ლე­ვი­ზი­აო? – არა ბა­ტო­ნო, არ არის, მაგ­რამ პატ­რი­უ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­აც რომ იყოს, მისი გა­ნად­გუ­რე­ბის უფ­ლე­ბა არ გაქვთ. ძა­ლი­ან კარ­გად იცით, რომ "რუს­თა­ვი 2" უყ­ვარს ბევ­რად მეტ ადა­მი­ანს, ვიდ­რე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ერ­თად აღე­ბუ­ლი. ჩვენს შეც­დო­მებ­ზე გე­ლა­პა­რა­კოთ? ძა­ლი­ან კარ­გად მახ­სოვს ეს შეც­დო­მე­ბი. ძა­ლი­ან დიდი სი­სუ­ლე­ლე იყო, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გან­ზრახ­ვა ამი­სა არ ყო­ფი­ლა სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბის სპი­რალ­ში შეს­ვლა, როცა იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მოგ­ვე­ცხა­დე­ბი­ნა და მარ­თლაც "სპეც­ნა­ზით" შევ­სუ­ლი­ყა­ვით კი, ოლი­გარ­ქის ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში, ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში, რო­მელ­ზეც ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი ღიად ამ­ბობ­და, პო­ლი­ტი­კურ ინ­სტრუ­მენ­ტად გა­მო­ვი­ყე­ნე­ბო, მაგ­რამ ეს ჩვე­ნი შეც­დო­მა იყო და ვე­რა­ვის ამ შეც­დო­მას ვერ და­ვაბ­რა­ლებთ და ვერ და­ვაბ­რა­ლებ­დით. თუ ვინ­მეს ჰგო­ნია, რომ ვინ­მეს ძა­ლი­ან უხა­რო­და რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნა, ეს ასე არ იყო, მაგ­რამ ძა­ლი­ან მძაფ­რი იყო სა­ზო­გა­დო­ე­ბის რე­აქ­ცია, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის რე­აქ­ცი­აც, ადამ მიხ­ნი­კის კო­მი­სი­აც კარ­გად მა­ხოსვს, ეუთო-ს მომხსე­ნებ­ლე­ბი­საც და ელ­ჩე­ბის წი­ნას­წა­რი შე­ფა­სე­ბე­ბი, რომ და­მო­უ­კი­დე­ბელ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ა­ში შეს­ვლა წი­თე­ლი ხა­ზია. თქვენ რა, გგო­ნი­ათ ამას შე­ნიღ­ბავთ და ქი­ბარ ხალ­ვა­შის სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნად გა­ყი­დით? მარ­თლა ხომ არ გგო­ნი­ათ 20/30-ით უყუ­რებს ეს სამ­ყა­რო მოვ­ლე­ნებს?", - მი­მარ­თა გა­ბაშ­ვილ­მა სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტა­ტებს.

მი­სი­ვე თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ამო­ცა­ნა არა ნიკა გვა­რა­მი­ას­თვის სა­მა­გი­ე­როს გა­დახ­და, არა­მედ ქვეყ­ნის წინსვლა უნდა იყოს. "ჩემ­გან რას ელო­დე­ბით გი­თხრათ, რომ 2007 წელს რაც მოხ­და, მო­მე­წო­ნა-თქო? არ არის ასე. პო­ლი­ტი­კუ­რი ფასი გა­და­ვი­ხა­დეთ ამა­ში, სა­ო­ცა­რი რე­ი­ტინ­გის ვარ­დნა და ძა­ლი­ან დიდი პრობ­ლე­მე­ბი გვქონ­და ამის გამო და მე­ო­რედ ეს შეც­დო­მა კი არ გა­ვი­მე­ო­რეთ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უფრო ძლი­ე­რი ოლი­გარ­ქი გვებ­რძო­და, ქვე­ყა­ნა უკან კი არ დავ­ხი­ეთ, "მასთ ქე­რის" და "მასთ ოფე­რის" კა­ნო­ნე­ბი მი­ვი­ღეთ. და თქვე­ნი ამო­ცა­ნაა წინ წას­ვლა და არა "აბა­რო­ტის" აღე­ბა ნიკა გვა­რა­მი­ა­ზე", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ბაშ­ვილ­მა.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ძალიან დიდი სისულელე იყო "ტელეიმედში" შესვლა - გოკა გაბაშვილი

ძალიან დიდი სისულელე იყო "ტელეიმედში" შესვლა - გოკა გაბაშვილი

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიორგი გაბაშვილი 2007 წელს სამოქალაქო დაპირისპირების სპირალში შესვლას და ტელეკომპანია "იმედში" შეჭრას "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების შეცდომად და "დიდ სისულელედ" აფასებს.

ამ საკითხზე განცხადება გაბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც მედიასაშუალებებთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ინიცირებული განცხადების პროექტი განიხილეს.

"თუ ვლაპარაკობთ მედიაზე, ვლაპარაკობთ თავისი წარსულით, თავის დღევანდელობით და მომავლით და მე ნამდვილად არ ვაპირებ თავის მოტყუებას, რომ მოდით, ვკონცენტრირდეთ მარტო იმაზე, რაც ახლა ხდება და ყველაფერი დანარჩენი დავივიწყოთ. არ უნდა დავივიწყოთ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რისთვის ვართ აქ – ხელისუფლებაც და ოპოზიციაც აქ ვართ იმისთვის, რომ ქვეყანამ წინ იაროს და არა უკან და არა იგივე და კიდევ უარესი შეცდომები გაიმეოროს. მთავარი კრიტიკული ტელევიზიის განადგურება არის კრიტიკული ხაზი, რომელზეც არავინ თვალს არ დაიბრმავებს. ბატონი გაჩეჩილაძე მეკითხებოდა, არის თუ არა "რუსთავი 2" თქვენი ტელევიზიაო? – არა ბატონო, არ არის, მაგრამ პატრიული ტელევიზიაც რომ იყოს, მისი განადგურების უფლება არ გაქვთ. ძალიან კარგად იცით, რომ "რუსთავი 2" უყვარს ბევრად მეტ ადამიანს, ვიდრე "ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება" ერთად აღებული. ჩვენს შეცდომებზე გელაპარაკოთ? ძალიან კარგად მახსოვს ეს შეცდომები. ძალიან დიდი სისულელე იყო, მიუხედავად იმისა, რომ განზრახვა ამისა არ ყოფილა სამოქალაქო დაპირისპირების სპირალში შესვლა, როცა იძულებულები ვიყავით, საგანგებო მდგომარეობა გამოგვეცხადებინა და მართლაც "სპეცნაზით" შევსულიყავით კი, ოლიგარქის ტელევიზიაში, ტელევიზიაში, რომელზეც ბადრი პატარკაციშვილი ღიად ამბობდა, პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოვიყენებო, მაგრამ ეს ჩვენი შეცდომა იყო და ვერავის ამ შეცდომას ვერ დავაბრალებთ და ვერ დავაბრალებდით. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ვინმეს ძალიან უხაროდა რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა, ეს ასე არ იყო, მაგრამ ძალიან მძაფრი იყო საზოგადოების რეაქცია, საერთაშორისო საზოგადოების რეაქციაც, ადამ მიხნიკის კომისიაც კარგად მახოსვს, ეუთო-ს მომხსენებლებისაც და ელჩების წინასწარი შეფასებები, რომ დამოუკიდებელ ტელეკომპანიაში შესვლა წითელი ხაზია. თქვენ რა, გგონიათ ამას შენიღბავთ და ქიბარ ხალვაშის სამართლიანობის აღდგენად გაყიდით? მართლა ხომ არ გგონიათ 20/30-ით უყურებს ეს სამყარო მოვლენებს?", - მიმართა გაბაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს.

მისივე თქმით, ხელისუფლების ამოცანა არა ნიკა გვარამიასთვის სამაგიეროს გადახდა, არამედ ქვეყნის წინსვლა უნდა იყოს. "ჩემგან რას ელოდებით გითხრათ, რომ 2007 წელს რაც მოხდა, მომეწონა-თქო? არ არის ასე. პოლიტიკური ფასი გადავიხადეთ ამაში, საოცარი რეიტინგის ვარდნა და ძალიან დიდი პრობლემები გვქონდა ამის გამო და მეორედ ეს შეცდომა კი არ გავიმეორეთ, მიუხედავად იმისა, რომ უფრო ძლიერი ოლიგარქი გვებრძოდა, ქვეყანა უკან კი არ დავხიეთ, "მასთ ქერის" და "მასთ ოფერის" კანონები მივიღეთ. და თქვენი ამოცანაა წინ წასვლა და არა "აბაროტის" აღება ნიკა გვარამიაზე", - განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."